WEBVTT 00:00:00.000 --> 00:00:03.882 div-ებს ხშირად იმიტომ ვიყენებთ, რომ გვერდის ყუთებად დაშლა გვინდა, 00:00:03.882 --> 00:00:07.737 ან ამ ყუთების ზომების შეცვლა, ან მათი გადაადგილება. 00:00:07.737 --> 00:00:11.565 კარგი თვალია საჭირო იმისთვის, რომ გადაწყვიტო სად რა განათავსო გვერდზე, 00:00:11.565 --> 00:00:13.029 ისე რომ კარგად გამოიყურებოდეს. 00:00:13.029 --> 00:00:16.484 ახლა, ჩვენ არ ვიზრუნებთ გვერდის სილამაზეზე. 00:00:16.484 --> 00:00:18.911 უბრალოდ, გაჩვენებთ თუ როგორ უნდა შეცვალოთ რაღაცები. 00:00:18.911 --> 00:00:22.002 მოდი, ზომა შევუცვალოთ "official-info" div-ს. 00:00:22.002 --> 00:00:25.789 ჩვეულებრივ, div-ი იღებს შესაძლებელი სიგანის 100 პროცენტს. 00:00:25.789 --> 00:00:29.364 ესაა მიზეზი თუ რატომ არის ნაცრისფერი ყუთი მთელ სიგანეზე გაშლილი. 00:00:29.364 --> 00:00:32.745 შეიძლება მინდოდეს, რომ მან დაიკავოს 300 პიქსელი. 00:00:32.745 --> 00:00:40.150 დავამატებ ახალ თვისებას CSS-ში width: 300px; (სიგანე 300 პიქსელი) 00:00:40.179 --> 00:00:43.000 სიგანე შეიცვალა, მაგრამ ახლა სხვა რამ გავაკეთოთ. 00:00:43.000 --> 00:00:44.967 მოდი, გამოვიყენოთ პროცენტობრივი სიგანე. 00:00:44.967 --> 00:00:50.510 და ვთქვათ, რომ div-მა ყოველთვის უნდა დაიკავოს შესაძლებელი სიგანის 70 %. 00:00:50.510 --> 00:00:53.326 ახლა ტექსტი მოთავსებულია ამ მცირე ყუთში. 00:00:53.326 --> 00:00:55.503 და div-ი სიმაღლეში გაიზარდა. 00:00:55.503 --> 00:00:59.136 თუ გვუსრს, ასევე შეგვიძლია სიმაღლის კონტროლიც. 00:00:59.136 --> 00:01:01.104 სიმაღლის თვისებით. 00:01:01.104 --> 00:01:03.801 height: 180px; (სიმაღლე 180 პიქსელი) 00:01:03.801 --> 00:01:06.812 რაღაც სახალისო მოხდა. 00:01:06.812 --> 00:01:09.642 ნაცრისფერი ყუთი შემცირდა 180 პიქსელამდე, 00:01:09.642 --> 00:01:14.105 მაგრამ ტექსტი ყუთის გარეთ გადის. 00:01:14.105 --> 00:01:15.807 რა მოხდა? 00:01:15.807 --> 00:01:20.528 ეს იმ თვისების ბრალია, რომელსაც 'overflow'-ს (გადაღვრას) ვეძახით. 00:01:20.528 --> 00:01:23.893 'overflow'-ს ჩვეულებრივი მნიშნველობა, არის 'visible' (ხილვადი), 00:01:23.893 --> 00:01:28.309 რაც ნიშნავს, რომ ელემენტის ზომა იცვლება მაგრამ შიგთავსი გარეთ გამოდის, 00:01:28.309 --> 00:01:30.538 რაც სულელურად გამოიყურება. 00:01:30.538 --> 00:01:33.545 სხვა რა თვისებები გვაქვს გადაღვრისთვის? 00:01:33.545 --> 00:01:36.979 შეგვიძლია ვცადოთ 'hidden' (დამალვა). 00:01:36.984 --> 00:01:40.334 იგი, ჭრის შიგთავსის იმ ნაწილს, რომელიც ფარგლებს სცდება. 00:01:40.358 --> 00:01:42.095 მაგრამ, ჩვენ ეს არ გვჭირდება, 00:01:42.095 --> 00:01:46.294 რადგანაც მაშინ მომხმარებელს არ ექნება მთლიანი ინფორმაციის წაკითხვის საშუალება. 00:01:46.294 --> 00:01:49.101 ჩვენ ასევე შეგვიძლია ვცადოთ 'auto', 00:01:49.107 --> 00:01:52.828 რომელიც ეუბნება ბრაუზერს, რომ დაამატოს ჩამოსაცურებელი თუ შიგთავსი იღვრება. 00:01:52.828 --> 00:01:57.072 ახლა, შეგვიძლია ჩამოვაცუროთ ყუთის შიგთავსი და ვნახოთ ტექსტი. 00:01:57.072 --> 00:01:59.475 თუ გვინდა, შეგვიძლია უფრო სპეციფიკური რამ ვქნათ: 00:01:59.475 --> 00:02:02.932 შეგვიძლია, მივუთითოთ განსხვავებული თვისება სხვადასხვა მიმართულებებისთვის. 00:02:02.932 --> 00:02:04.177 მაგალითად, თუ მინდა, რომ 00:02:04.177 --> 00:02:07.643 გამოვიყენო ჩამოსაცურებელი y მიმართულებით ანუ ზევით და ქვევით. 00:02:07.643 --> 00:02:10.879 უნდა დავწეროთ: overflow-y: auto; 00:02:10.879 --> 00:02:14.207 მაგრამ თუ გვინდა დალაგება x მიმართულებით, შეგვიძლია 00:02:14.207 --> 00:02:18.525 დავწეროთ: overflow-x: hidden; 00:02:18.525 --> 00:02:21.419 ფრთხილად იყავით, როდესაც იყენებთ გადაღვრას, რადგანაც 00:02:21.419 --> 00:02:24.614 ჩამოსაცურებელმა, შეიძლება გააღიზიანოს მომხმარებელი. 00:02:24.614 --> 00:02:27.215 განსაკუთრებით, ჩამოსაცურებელი ჩამოსაცურებელში. 00:02:27.215 --> 00:02:29.229 ასეთ შემთხვევებს მოერიდეთ. 00:02:29.229 --> 00:02:33.974 დავუბრუნდეს სიგრძე-სიგანეს, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ 00:02:33.974 --> 00:02:37.702 სიგრძე და სიგანე მრავალი სახის ელემენტისთვის, მაგალითად სურათებისთვის. 00:02:37.702 --> 00:02:42.168 ახლა, როდესაც ვიცნობთ CSS-ს შეგვიძლია გამოვიყენოთ სიგრძე-სიგანის CSS თვისებები 00:02:42.168 --> 00:02:44.929 სიგრძე-სიგანის ატრიბუტების მაგივრად. 00:02:44.946 --> 00:02:52.542 მოდი, გავზარდოთ კატის სურათი და დავარქვათ მას "cute-cat", 00:02:52.542 --> 00:02:55.415 წავშალოთ ატრიბუტი, 00:02:55.415 --> 00:03:00.396 და დავუბრუნდეთ ჩვენს სტილის წესს, მივუთითოთ 00:03:00.396 --> 00:03:03.618 #cute-cat {width: 120px; } 00:03:03.618 --> 00:03:06.328 ატრიბუტების მსგავსად 00:03:06.328 --> 00:03:09.027 ჯობია მივუთითოთ მხოლოდ სიგრძე ან მხოლოდ სიგანე, 00:03:09.027 --> 00:03:12.638 მიეცით ბრაუზერს საშუალება, რომ თვითონ განსაზღვროს მეორე განზომილება. 00:03:12.638 --> 00:03:14.799 სხვა შემთხვევაში გაჭყლეტილ კატას მივიღებთ! 00:03:14.799 --> 00:03:18.877 საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ მოდი ვცადოთ 00:03:18.877 --> 00:03:20.021 height: 40px; (სიმაღლე - 40 პიქსელი) 00:03:20.021 --> 00:03:22.066 ჰაჰა, გაჭყლეტილი კატა - ვაშა! 00:03:22.066 --> 00:03:29.023 მოდი, პასუხისმგებლობის მქონე ვებ დეველოპერი ვიქნები და ამას წავშლი. 00:03:29.023 --> 00:03:33.279 რაც უფრო მეტი ცოდნა გაქვს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია. 00:03:33.279 --> 00:03:37.500 რადგან შეგიძლია ჩამოსაცურებლების დამატება და კატების გაჭყლეტვა, არ ნიშნავს რომ 00:03:37.500 --> 00:03:39.590 ასე უნდა მოიქცე. 00:03:39.590 --> 00:03:42.578 იმიტომ, რომ ძირითადად ვაკეთებთ ვებ გვერდებს სხვა ადამიანებისთვის. 00:03:42.578 --> 00:03:47.688 რაც შენთვის სახალისოა, შეიძლება სხვისთვის რთულად გამოსაყენებელი იყოს. 00:03:47.688 --> 00:03:54.080 მაგრამ თუ გაერთობით Khan Academy-ზე წინააღმდეგი არ ვარ.