1 00:00:00,000 --> 00:00:03,882 div-ებს ხშირად იმიტომ ვიყენებთ, რომ გვერდის ყუთებად დაშლა გვინდა, 2 00:00:03,882 --> 00:00:07,737 ან ამ ყუთების ზომების შეცვლა, ან მათი გადაადგილება. 3 00:00:07,737 --> 00:00:11,565 კარგი თვალია საჭირო იმისთვის, რომ გადაწყვიტო სად რა განათავსო გვერდზე, 4 00:00:11,565 --> 00:00:13,029 ისე რომ კარგად გამოიყურებოდეს. 5 00:00:13,029 --> 00:00:16,484 ახლა, ჩვენ არ ვიზრუნებთ გვერდის სილამაზეზე. 6 00:00:16,484 --> 00:00:18,911 უბრალოდ, გაჩვენებთ თუ როგორ უნდა შეცვალოთ რაღაცები. 7 00:00:18,911 --> 00:00:22,002 მოდი, ზომა შევუცვალოთ "official-info" div-ს. 8 00:00:22,002 --> 00:00:25,789 ჩვეულებრივ, div-ი იღებს შესაძლებელი სიგანის 100 პროცენტს. 9 00:00:25,789 --> 00:00:29,364 ესაა მიზეზი თუ რატომ არის ნაცრისფერი ყუთი მთელ სიგანეზე გაშლილი. 10 00:00:29,364 --> 00:00:32,745 შეიძლება მინდოდეს, რომ მან დაიკავოს 300 პიქსელი. 11 00:00:32,745 --> 00:00:40,150 დავამატებ ახალ თვისებას CSS-ში width: 300px; (სიგანე 300 პიქსელი) 12 00:00:40,179 --> 00:00:43,000 სიგანე შეიცვალა, მაგრამ ახლა სხვა რამ გავაკეთოთ. 13 00:00:43,000 --> 00:00:44,967 მოდი, გამოვიყენოთ პროცენტობრივი სიგანე. 14 00:00:44,967 --> 00:00:50,510 და ვთქვათ, რომ div-მა ყოველთვის უნდა დაიკავოს შესაძლებელი სიგანის 70 %. 15 00:00:50,510 --> 00:00:53,326 ახლა ტექსტი მოთავსებულია ამ მცირე ყუთში. 16 00:00:53,326 --> 00:00:55,503 და div-ი სიმაღლეში გაიზარდა. 17 00:00:55,503 --> 00:00:59,136 თუ გვუსრს, ასევე შეგვიძლია სიმაღლის კონტროლიც. 18 00:00:59,136 --> 00:01:01,104 სიმაღლის თვისებით. 19 00:01:01,104 --> 00:01:03,801 height: 180px; (სიმაღლე 180 პიქსელი) 20 00:01:03,801 --> 00:01:06,812 რაღაც სახალისო მოხდა. 21 00:01:06,812 --> 00:01:09,642 ნაცრისფერი ყუთი შემცირდა 180 პიქსელამდე, 22 00:01:09,642 --> 00:01:14,105 მაგრამ ტექსტი ყუთის გარეთ გადის. 23 00:01:14,105 --> 00:01:15,807 რა მოხდა? 24 00:01:15,807 --> 00:01:20,528 ეს იმ თვისების ბრალია, რომელსაც 'overflow'-ს (გადაღვრას) ვეძახით. 25 00:01:20,528 --> 00:01:23,893 'overflow'-ს ჩვეულებრივი მნიშნველობა, არის 'visible' (ხილვადი), 26 00:01:23,893 --> 00:01:28,309 რაც ნიშნავს, რომ ელემენტის ზომა იცვლება მაგრამ შიგთავსი გარეთ გამოდის, 27 00:01:28,309 --> 00:01:30,538 რაც სულელურად გამოიყურება. 28 00:01:30,538 --> 00:01:33,545 სხვა რა თვისებები გვაქვს გადაღვრისთვის? 29 00:01:33,545 --> 00:01:36,979 შეგვიძლია ვცადოთ 'hidden' (დამალვა). 30 00:01:36,984 --> 00:01:40,334 იგი, ჭრის შიგთავსის იმ ნაწილს, რომელიც ფარგლებს სცდება. 31 00:01:40,358 --> 00:01:42,095 მაგრამ, ჩვენ ეს არ გვჭირდება, 32 00:01:42,095 --> 00:01:46,294 რადგანაც მაშინ მომხმარებელს არ ექნება მთლიანი ინფორმაციის წაკითხვის საშუალება. 33 00:01:46,294 --> 00:01:49,101 ჩვენ ასევე შეგვიძლია ვცადოთ 'auto', 34 00:01:49,107 --> 00:01:52,828 რომელიც ეუბნება ბრაუზერს, რომ დაამატოს ჩამოსაცურებელი თუ შიგთავსი იღვრება. 35 00:01:52,828 --> 00:01:57,072 ახლა, შეგვიძლია ჩამოვაცუროთ ყუთის შიგთავსი და ვნახოთ ტექსტი. 36 00:01:57,072 --> 00:01:59,475 თუ გვინდა, შეგვიძლია უფრო სპეციფიკური რამ ვქნათ: 37 00:01:59,475 --> 00:02:02,932 შეგვიძლია, მივუთითოთ განსხვავებული თვისება სხვადასხვა მიმართულებებისთვის. 38 00:02:02,932 --> 00:02:04,177 მაგალითად, თუ მინდა, რომ 39 00:02:04,177 --> 00:02:07,643 გამოვიყენო ჩამოსაცურებელი y მიმართულებით ანუ ზევით და ქვევით. 40 00:02:07,643 --> 00:02:10,879 უნდა დავწეროთ: overflow-y: auto; 41 00:02:10,879 --> 00:02:14,207 მაგრამ თუ გვინდა დალაგება x მიმართულებით, შეგვიძლია 42 00:02:14,207 --> 00:02:18,525 დავწეროთ: overflow-x: hidden; 43 00:02:18,525 --> 00:02:21,419 ფრთხილად იყავით, როდესაც იყენებთ გადაღვრას, რადგანაც 44 00:02:21,419 --> 00:02:24,614 ჩამოსაცურებელმა, შეიძლება გააღიზიანოს მომხმარებელი. 45 00:02:24,614 --> 00:02:27,215 განსაკუთრებით, ჩამოსაცურებელი ჩამოსაცურებელში. 46 00:02:27,215 --> 00:02:29,229 ასეთ შემთხვევებს მოერიდეთ. 47 00:02:29,229 --> 00:02:33,974 დავუბრუნდეს სიგრძე-სიგანეს, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ 48 00:02:33,974 --> 00:02:37,702 სიგრძე და სიგანე მრავალი სახის ელემენტისთვის, მაგალითად სურათებისთვის. 49 00:02:37,702 --> 00:02:42,168 ახლა, როდესაც ვიცნობთ CSS-ს შეგვიძლია გამოვიყენოთ სიგრძე-სიგანის CSS თვისებები 50 00:02:42,168 --> 00:02:44,929 სიგრძე-სიგანის ატრიბუტების მაგივრად. 51 00:02:44,946 --> 00:02:52,542 მოდი, გავზარდოთ კატის სურათი და დავარქვათ მას "cute-cat", 52 00:02:52,542 --> 00:02:55,415 წავშალოთ ატრიბუტი, 53 00:02:55,415 --> 00:03:00,396 და დავუბრუნდეთ ჩვენს სტილის წესს, მივუთითოთ 54 00:03:00,396 --> 00:03:03,618 #cute-cat {width: 120px; } 55 00:03:03,618 --> 00:03:06,328 ატრიბუტების მსგავსად 56 00:03:06,328 --> 00:03:09,027 ჯობია მივუთითოთ მხოლოდ სიგრძე ან მხოლოდ სიგანე, 57 00:03:09,027 --> 00:03:12,638 მიეცით ბრაუზერს საშუალება, რომ თვითონ განსაზღვროს მეორე განზომილება. 58 00:03:12,638 --> 00:03:14,799 სხვა შემთხვევაში გაჭყლეტილ კატას მივიღებთ! 59 00:03:14,799 --> 00:03:18,877 საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ მოდი ვცადოთ 60 00:03:18,877 --> 00:03:20,021 height: 40px; (სიმაღლე - 40 პიქსელი) 61 00:03:20,021 --> 00:03:22,066 ჰაჰა, გაჭყლეტილი კატა - ვაშა! 62 00:03:22,066 --> 00:03:29,023 მოდი, პასუხისმგებლობის მქონე ვებ დეველოპერი ვიქნები და ამას წავშლი. 63 00:03:29,023 --> 00:03:33,279 რაც უფრო მეტი ცოდნა გაქვს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია. 64 00:03:33,279 --> 00:03:37,500 რადგან შეგიძლია ჩამოსაცურებლების დამატება და კატების გაჭყლეტვა, არ ნიშნავს რომ 65 00:03:37,500 --> 00:03:39,590 ასე უნდა მოიქცე. 66 00:03:39,590 --> 00:03:42,578 იმიტომ, რომ ძირითადად ვაკეთებთ ვებ გვერდებს სხვა ადამიანებისთვის. 67 00:03:42,578 --> 00:03:47,688 რაც შენთვის სახალისოა, შეიძლება სხვისთვის რთულად გამოსაყენებელი იყოს. 68 00:03:47,688 --> 00:03:54,080 მაგრამ თუ გაერთობით Khan Academy-ზე წინააღმდეგი არ ვარ.