1 00:00:00,876 --> 00:00:03,811 დღეს, თქვენ და მე, ბევრ საიდუმლოს გავუზიარებთ ერთმანეთს. 2 00:00:03,835 --> 00:00:06,291 ვიმედოვნებ, ეს ნაწილობრივ მოგვიხსნის 3 00:00:06,315 --> 00:00:10,805 სირცხვილის იმ შეგრძნებას, რომელიც ბევრ ჩვენგანს აქვს სექსთან დაკავშირებით. 4 00:00:10,915 --> 00:00:15,725 რამდენი თქვენგანისთვის მიუმართავს სტვენით, ან შეძახილებით ოდესმე უცნობს? 5 00:00:16,075 --> 00:00:18,155 უამრავი ქალისთვის. 6 00:00:18,521 --> 00:00:21,178 მე პირადად, ყველაზე კარგად ის შემთხვევა მახსოვს, 7 00:00:21,202 --> 00:00:24,822 როდესაც ეს უცნობი ჩემი სტუდენტი იყო. 8 00:00:25,595 --> 00:00:28,531 ის ჩემთან იმავე საღამოს ლექციის შემდეგ მოვიდა, 9 00:00:28,555 --> 00:00:31,411 და მისმა ნათქვამმა დაადასტურა ის, რაც უკვე ვიცოდი: 10 00:00:31,435 --> 00:00:33,211 "ძალიან ვწუხვარ, პროფესორო, 11 00:00:33,235 --> 00:00:37,131 რომ მცოდნოდა ეს თქვენ იყავით, არასოდეს ვიტყოდი ასეთ რამეებს". 12 00:00:37,155 --> 00:00:39,451 (სიცილი) 13 00:00:39,475 --> 00:00:43,555 მე მისთვის პიროვნება არ ვიყავი, სანამ მისი პროფესორი არ გავხდი. 14 00:00:44,515 --> 00:00:47,091 ეს ცნება, რომელსაც ობიექტივაცია ეწოდება, 15 00:00:47,115 --> 00:00:49,171 სექსიზმის ფუნდამენტია 16 00:00:49,195 --> 00:00:54,005 და მის გაძლიერებას, ჩვენი ცხოვრების ყოველ ასპექტში ვხედავთ. 17 00:00:55,635 --> 00:00:57,851 ამას ვხედავთ მთავრობაში, 18 00:00:57,875 --> 00:01:01,291 რომელიც უარს ამბობს კაცები დასაჯოს 19 00:01:01,315 --> 00:01:03,051 ქალის გაუპატიურებისათვის. 20 00:01:03,075 --> 00:01:05,371 ვხედავთ რეკლამებში. 21 00:01:05,395 --> 00:01:07,403 რამდენს გაქვთ ნანახი რეკლამა, 22 00:01:07,427 --> 00:01:13,035 რომელიც ქალის მკერდს იყენებს სრულიად შეუსაბამო პროდუქტის გასაყიდად? 23 00:01:14,515 --> 00:01:18,291 ან ფილმი-ფილმზე, 24 00:01:18,315 --> 00:01:22,195 რომელიც ქალებს, როგორც მხოლოდ სასიყვარულო ინტერესის საგანს ასახავს. 25 00:01:22,195 --> 00:01:25,811 ეს მაგალითები შეიძლება უშედეგოდ და უვნებლად ჩანდეს, 26 00:01:25,835 --> 00:01:27,491 მაგრამ ისინი მზაკვრულია, 27 00:01:27,491 --> 00:01:31,395 და ნელ-ნელა ისეთ კულტურად ყალიბდება, რომელიც ქალს არ აღიქვამს ადამიანად. 28 00:01:31,955 --> 00:01:36,145 ჩვენ ამას ვხედავთ სკოლაში, რომელიც 10 წლის გოგონას სახლში აბრუნებს, 29 00:01:36,169 --> 00:01:39,811 რადგან მისი სამოსი ყურადღებას უფანტავს ბიჭებს, რომლებიც სწავლას ცდილობენ. 30 00:01:39,835 --> 00:01:44,325 ან მთავრობაში, რომელიც ისევ და ისევ არ სჯის კაცებს, 31 00:01:44,325 --> 00:01:46,611 ქალების გაუპატიურებისათვის. 32 00:01:46,635 --> 00:01:48,091 ან როცა კლავენ ქალს, 33 00:01:48,115 --> 00:01:52,465 რადგან მან საცეკვაო მოედანზე კაცს სთხოვა შეეწყვიტა მისი შეწუხება. 34 00:01:55,515 --> 00:02:00,685 მედიას დიდი როლი აკისრია ქალის ობიექტივაციის უკვდავყოფაში. 35 00:02:01,395 --> 00:02:04,211 განვიხილოთ კლასიკური რომანტიკული კომედიები. 36 00:02:04,235 --> 00:02:08,131 ამ ფილმებში, ჩვენ როგორც წესი ორი სახის ქალს წარმოგვიდგენენ, 37 00:02:08,155 --> 00:02:10,891 ორი სახის, მინიმუმ სასურველ ქალს. 38 00:02:10,915 --> 00:02:13,331 პირველი მათგანი სექსბომბაა. 39 00:02:13,355 --> 00:02:17,011 ეს არის არაჩვეულებრივად ლამაზი ქალი სრულყოფილი სხეულით. 40 00:02:17,035 --> 00:02:19,831 ჩვენი მთავარი გმირი მამაკაცი, მას უპრობლემოდ ამჩნევს 41 00:02:19,831 --> 00:02:22,505 და კიდევ ნაკლები პრობლემა აქვს სექსი ჰქონდეს მასთან. 42 00:02:22,755 --> 00:02:24,611 მეორე მათგანი, მთავარი გმირი ქალია. 43 00:02:24,635 --> 00:02:28,491 ლამაზი, მაგრამ მოკრძალებული ქალი, რომელიც მთავარ გმირ მამაკაცს უყვარდება 44 00:02:28,515 --> 00:02:31,001 მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მას ვერ ამჩნევს, 45 00:02:31,001 --> 00:02:33,515 ან თუ შეამჩნია, არ მოსწონს. 46 00:02:33,835 --> 00:02:35,851 პირველი ქალი მსუბუქი ყოფაქცევისაა. 47 00:02:35,875 --> 00:02:37,891 იმისათვისაა, რომ მოიხმარო და დაივიწყო. 48 00:02:37,915 --> 00:02:39,905 ის მეტისმეტად ხელმისაწვდომია. 49 00:02:39,905 --> 00:02:43,451 მეორე მათგანი სასურველი, მაგრამ მოკრძალებულია, 50 00:02:43,475 --> 00:02:46,931 ამიტომაც ღირსია მთავარი გმირის მომავალი შვილების დედა გახდეს. 51 00:02:46,955 --> 00:02:48,705 ცოლად მოსაყვანი ქალია. 52 00:02:48,755 --> 00:02:51,691 ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქალს ორი როლი აქვს, 53 00:02:51,715 --> 00:02:55,955 მაგრამ ამ ორი როლის ერთ ქალში შეთავსება ჭირს. 54 00:02:56,555 --> 00:03:00,211 ზოგჯერ, როცა ახალ ნაცნობს ვუზიარებ, 55 00:03:00,235 --> 00:03:01,971 რომ მე სექსს შევისწავლი, 56 00:03:01,995 --> 00:03:04,371 ან საუბარს დაუყოვნებლივ ასრულებენ, 57 00:03:04,395 --> 00:03:06,925 ან საკმაოდ დაინტერესებულები არიან ხოლმე. 58 00:03:07,315 --> 00:03:09,091 "ოჰ, უფრო მეტი მომიყევი". 59 00:03:09,115 --> 00:03:11,025 და ასეც ვაკეთებ. 60 00:03:12,095 --> 00:03:13,695 "ჩემი ინტერესის საგანია 61 00:03:13,695 --> 00:03:17,751 შვილის მომლოდინე და მშობიარობის შემდგომი წყვილების სექსუალური ქცევის შესწავლა". 62 00:03:17,751 --> 00:03:20,171 რაზეც სულ სხვა პასუხს ვიღებ. 63 00:03:20,195 --> 00:03:22,171 (სიცილი) 64 00:03:22,195 --> 00:03:24,325 "ოჰ, ჰმ, 65 00:03:24,675 --> 00:03:27,755 ორსულ ქალებს სექსი აქვთ საერთოდ? 66 00:03:28,075 --> 00:03:30,435 სექსუალური სურვილების, 67 00:03:30,435 --> 00:03:33,371 ან ორგაზმის შესწავლაზე არ გიფიქრია? 68 00:03:33,395 --> 00:03:36,845 ეს საინტერესო და სექსუალური იქნებოდა". 69 00:03:37,735 --> 00:03:40,651 მითხარით, პირველი რა სიტყვა მოგდით თავში, 70 00:03:40,675 --> 00:03:42,935 როდესაც ორსულ ქალს წარმოიდგენთ? 71 00:03:43,275 --> 00:03:46,691 ეს კითხვა გამოკითხვისას 500-ზე მეტ ზრდასრულს დავუსვი 72 00:03:46,715 --> 00:03:50,291 და უმეტესმა მიპასუხა "ღიპი" ან "მრგვალი" 73 00:03:50,315 --> 00:03:52,615 და "საყვარელი". 74 00:03:53,035 --> 00:03:54,651 ეს ძალიანაც არ გამკვირვებია. 75 00:03:54,675 --> 00:03:57,745 კიდევ რას ვეძახით საყვარელს? 76 00:03:57,835 --> 00:04:00,331 ბავშვებს, ლეკვებს, კნუტებს, 77 00:04:00,355 --> 00:04:02,011 მოხუცებს, არა? 78 00:04:02,035 --> 00:04:03,755 (სიცილი) 79 00:04:05,050 --> 00:04:07,707 როდესაც ზრდასრულ ადამიანს საყვარელს ვეძახით, 80 00:04:07,731 --> 00:04:10,211 ჩვენ ვართმევთ მას ინტელექტის 81 00:04:10,235 --> 00:04:11,975 და პიროვნული სირთულის დიდ ნაწილს. 82 00:04:12,195 --> 00:04:15,255 ჩვენ ისინი ბავშვის დონემდე დაგვყავს. 83 00:04:15,555 --> 00:04:17,211 ასევე ჰეტეროსექსუალ კაცებს ვკითხე, 84 00:04:17,235 --> 00:04:20,371 წარმოედგინათ რომ მათი პარტნიორი ქალი ორსულადაა. 85 00:04:20,395 --> 00:04:23,171 შემდეგ ქალებს ვთხოვეთ წარმოედგინათ, რომ ორსულად არიან. 86 00:04:23,195 --> 00:04:26,091 შემდეგ კი, ეთქვათ პირველი სიტყვები, რაც თავში მოუვიდოდათ, 87 00:04:26,091 --> 00:04:28,595 როდესაც სქესობრივ აქტს წარმოიდგენენ. 88 00:04:28,955 --> 00:04:31,675 უმეტესი პასუხი ნეგატიური იყო. 89 00:04:32,242 --> 00:04:33,669 "საზიზღრობა" 90 00:04:33,693 --> 00:04:35,066 "უხერხული" 91 00:04:35,090 --> 00:04:37,531 "არა სექსუალური"; " უცნაური" 92 00:04:37,555 --> 00:04:39,045 "არაკომფორტული" 93 00:04:39,235 --> 00:04:40,681 "როგორ?" 94 00:04:40,681 --> 00:04:42,695 (სიცილი) 95 00:04:43,315 --> 00:04:46,411 "პრობლემად არ ღირს"; "გარისკვად არ ღირს" 96 00:04:46,435 --> 00:04:49,655 ბოლომ განსაკუთრებით დამაფიქრა. 97 00:04:49,715 --> 00:04:54,451 შეიძლება იფიქროთ, რომ რადგან ორსულ ქალებსა და დედებს სექსუალურობას ვაშორებთ, 98 00:04:54,475 --> 00:04:59,255 მათ სექსუალურ ობიექივაციასაც ვაცილებთ 99 00:04:59,255 --> 00:05:01,985 და ისინი ნაკლებ სექსიზმს განიცდიან, არა? 100 00:05:02,235 --> 00:05:03,811 მთლად ასე არაა. 101 00:05:03,835 --> 00:05:07,385 ამის ნაცვლად სხვა ტიპის ობიექივაციას აქვს ადგილი. 102 00:05:07,755 --> 00:05:10,011 ერთხელ, როცა სხვებისთვის ამის ახსნას ვცდილობდი, 103 00:05:10,035 --> 00:05:13,811 ვილენდორფის ვენერამდე მივედი, პალეოლითის ფიგურამდე, 104 00:05:13,835 --> 00:05:18,651 რომელსაც მეცნიერები სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთად მიიჩნევდნენ, 105 00:05:18,675 --> 00:05:20,555 რის გამოც ვენერა დაერქვა. 106 00:05:20,555 --> 00:05:22,651 თუმცა, თეორია მოგვიანებით გადაიხედა, 107 00:05:22,675 --> 00:05:26,371 როდესაც მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ მოქანდაკე აშკარად 108 00:05:26,395 --> 00:05:29,811 რეპროდუქციულ თვისბებეზე ამახვილებდა ყურადღებას: 109 00:05:29,835 --> 00:05:33,091 დიდი მკერდი, იდეალურად მიიჩნეოდა მეძუძურებისთვის; 110 00:05:33,115 --> 00:05:35,731 მრგვალი მუცელი, სავარაოდოდ ორსულობის გამო; 111 00:05:35,755 --> 00:05:39,875 წითელი საღებავის ნარჩენები მენსტრუაციაზე, ან მშობიარობაზე მიუთითებდა. 112 00:05:40,555 --> 00:05:44,090 მათ ასევე ივარაუდეს, რომ ის ხელში ასაყვანად ან დასაწოლად იყო შექმნილი, 113 00:05:44,114 --> 00:05:48,491 რადგან მომცრო ტერფების გამო, ის ფეხზე ვერ დადგებოდა. 114 00:05:48,515 --> 00:05:50,465 მას ასევე არ ჰქონდა სახე. 115 00:05:50,795 --> 00:05:54,891 ამ მიზეზის გამო მიიჩნიეს, რომ ნაყოფიერების სიმბოლო იყო 116 00:05:54,915 --> 00:05:57,771 და არა პიროვნების გამოხატულება. 117 00:05:57,795 --> 00:05:59,415 ის იყო ობიექტი. 118 00:05:59,675 --> 00:06:01,491 მისი ინტერპრეტაციის ისტორიაში, 119 00:06:01,515 --> 00:06:04,651 ის იდეალური სილამაზისა და სიყვარულის ობიექტიდან, 120 00:06:04,675 --> 00:06:06,885 რეპროდუქციის ობიექტად გადაიქცა. 121 00:06:07,055 --> 00:06:10,101 ვფიქრობ, ეს გადაქცევა, იმ მეცნიერებზე უფრო მეტს ამბობს, 122 00:06:10,101 --> 00:06:13,611 რომლებმაც მის დანიშნულებას ინტერპრეტაცია გაუკეთეს, 123 00:06:13,635 --> 00:06:17,635 ვიდრე თავად ფიგურის ნამდვილ დანიშნულებაზე. 124 00:06:18,355 --> 00:06:20,451 როდესაც ქალი ორსულდება, 125 00:06:20,475 --> 00:06:24,211 ის კაცის სექსუალური სურვილის სამეფოს ტოვებს 126 00:06:24,235 --> 00:06:28,811 და გადაინაცვლებს რეპროდუქციულ და ბავშვის აღმზრდელის როლში. 127 00:06:28,835 --> 00:06:33,261 ამ დროს, ის საზოგადოების საკუთრება ხდება 128 00:06:33,275 --> 00:06:37,965 და მიიჩნევა ძალიან მნიშვნელოვნად, მხოლოდ იმიტომ რომ ის ორსულადაა. 129 00:06:38,315 --> 00:06:40,811 ამას ვილენდორფის ეფექტს ვეძახი 130 00:06:40,835 --> 00:06:44,775 და კიდევ ერთხელ, ჩვენ ამის გაძლიერებას მისი ცხოვრების ყველა ასპექტში ვხედავთ. 131 00:06:45,218 --> 00:06:47,871 ვინმე თქვენგანი შესამჩნევად ორსული ყოფილა? 132 00:06:47,871 --> 00:06:48,971 (სიცილი) 133 00:06:48,995 --> 00:06:51,281 კარგი, ბევრი თქვენგანი, არა? 134 00:06:51,281 --> 00:06:54,741 რამდენ თქვენგანს შეგხებიათ უცნობი მუცელზე ორსულობისას, 135 00:06:54,741 --> 00:06:57,365 შეიძლება კითხვის გარეშეც კი? 136 00:06:57,365 --> 00:07:00,831 ან რამდენს მოგისმენიათ რჩევები იმაზე, თუ რისი ჭამა შეგიძლიათ და რისი არა, 137 00:07:00,831 --> 00:07:04,171 ვიღაცისგან, ვინც თქვენი არც ექიმია და არც სამდიცინო კონსულტანტი? 138 00:07:04,195 --> 00:07:08,055 ან პირადული კითხვები დაუსვამს თქვენი მშობიარობის გეგმების შესახებ? 139 00:07:08,075 --> 00:07:11,315 და შემდეგ აუხსნია რატომაა ყველა ეს არჩევანი არასწორი? 140 00:07:11,555 --> 00:07:12,771 დიახ, ჩემთვისაც. 141 00:07:12,795 --> 00:07:17,051 ან რამდენისთვის უთქვამთ ღვინით მომსახურებაზე უარი? 142 00:07:17,075 --> 00:07:19,811 ამან შეიძლება შეგაფიქრიანოთ, მაგრამ მომისმინეთ. 143 00:07:19,835 --> 00:07:21,931 ეს უდიდესი საიდუმლოა. 144 00:07:21,955 --> 00:07:26,265 სინამდვილეში ორსულობისას ზომიერად დალევა უსაფრთხოა. 145 00:07:26,515 --> 00:07:28,051 ბევრმა ჩვენგანმა ეს არ იცის, 146 00:07:28,075 --> 00:07:31,811 რადგან ექიმები არ ანდობენ ორსულ ქალებს ამ საიდუმლოს. 147 00:07:31,835 --> 00:07:33,595 (სიცილი) 148 00:07:37,355 --> 00:07:41,611 განსაკუთრებით კი, თუ ის ნაკლებად განათლებული, ან ფერადკანიანია. 149 00:07:41,635 --> 00:07:43,371 ეს გვაჩვენებს, 150 00:07:43,395 --> 00:07:47,611 რომ ვილენდორფის ეფექტი, ასევე კლასისტური და რასისტულია. 151 00:07:47,635 --> 00:07:52,275 ეს ხდება, როდესაც მთავრობა ქალებს 152 00:07:52,275 --> 00:07:56,211 ყოველ ახალი აბროტის საწინააღმდეგო კანონპროექტით შეახსენებს, 153 00:07:56,235 --> 00:07:59,091 რომ მისი საშვილოსნო, მისი საკუთრება არ არის; 154 00:07:59,115 --> 00:08:01,171 ან როდესაც მეან-გინეკოლოგი ეუბნება, 155 00:08:01,195 --> 00:08:03,491 "მართალია, ორსულობისას სექსი უსაფრთხოა, 156 00:08:03,515 --> 00:08:04,851 მაგრამ ზოგჯერ არავინ იცის, 157 00:08:04,875 --> 00:08:07,345 უკეთესია უსაფრთხოდ იყოთ, ვიდრე ინანოთ, არა?" 158 00:08:07,395 --> 00:08:11,651 მას ურღვევენ მისი საკუთარი სხეულის ავტონომიას 159 00:08:11,675 --> 00:08:13,675 "კარგი დედობის" არგუმენტით. 160 00:08:13,795 --> 00:08:17,155 ჩვენ მას გადაწყვეტილების მიღებას არ ვანდობთ. 161 00:08:17,155 --> 00:08:19,745 გაიხსენეთ, ის საყვარელია. 162 00:08:21,795 --> 00:08:24,091 როდესაც ქალებს ვეუბნებით, 163 00:08:24,115 --> 00:08:27,051 რომ სექსუალური სიამოვნება... უკაცრავად. 164 00:08:27,075 --> 00:08:31,891 როდესაც ქალებს ვეუბნებით, რომ ორსულობისას სექსი რისკად არ ღირს, 165 00:08:31,915 --> 00:08:36,171 სინამდვილეში ვეუბნებით, რომ მისი სექსუალური სიამოვნება არაა მნიშვნელოვანი. 166 00:08:36,195 --> 00:08:39,491 ანუ ფაქტიურად ვეუბნებით, რომ ის თავად უმნიშვნელოა. 167 00:08:39,515 --> 00:08:42,195 მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაყოფის საჭიროებები 168 00:08:42,195 --> 00:08:45,195 არ ეწინააღმდეგება მის მოთხოვნილებებს. 169 00:08:45,195 --> 00:08:47,451 ასე რომ, სამედიცინო დაწესებულებებს, 170 00:08:47,475 --> 00:08:50,451 როგორიცაა ამერიკული მეან-გინეკოლოგების კოლეჯი, 171 00:08:50,475 --> 00:08:55,055 აქვთ შესაძლებლობა გაანათლონ ხალხი უსაფრთხო სექსის შესახებ ორსლობისას. 172 00:08:55,055 --> 00:08:56,955 მაშ, რას ამბობენ ექსპერტები? 173 00:08:56,965 --> 00:09:00,251 ამ კოლეჯს ოფიციალური განცხადება 174 00:09:00,275 --> 00:09:03,695 უსაფრთხო სექსის შესახებ ურსულობისას არ გაუკეთებია. 175 00:09:04,078 --> 00:09:07,091 მეიოს კლინიკის რჩევა ზოგადად დადებითია, 176 00:09:07,115 --> 00:09:09,435 მაგრამ თან ახლავს გაფრთხილება: 177 00:09:09,435 --> 00:09:12,916 "თუმცა, ქალთა უმეტესობისთვის ორსულობისას სექსი უსაფრთხოა, 178 00:09:12,916 --> 00:09:14,931 ზოგჯერ უკეთესია ფრთხილად იყოთ". 179 00:09:14,955 --> 00:09:18,051 ზოგ ქალს ორსულობისას სექსი არ უნდა 180 00:09:18,075 --> 00:09:19,331 და ეს ნორმალურია. 181 00:09:19,355 --> 00:09:21,945 ზოგ ქალს უნდა სექსი ორსულობისას 182 00:09:21,945 --> 00:09:23,035 და ესეც ნორმალურია. 183 00:09:23,035 --> 00:09:26,271 ის რაც უნდა შეწყდეს, არის საზოგადოების რჩევები იმაზე, 184 00:09:26,271 --> 00:09:29,395 თუ რა შეუძლიათ, ან არ შეუძლიათ უქნან მათ საკუთარ სხეულს. 185 00:09:29,475 --> 00:09:33,825 (აპლოდისმენტები) 186 00:09:36,035 --> 00:09:40,691 ორსული ქალი უსახო, იდენტობას მოკლებული რეპროდუქციული სისხლძარღვები არ არის, 187 00:09:40,715 --> 00:09:43,745 რომელსაც საკუთარ, ორ ფეხზე დგომა არ შეუძლია. 188 00:09:44,115 --> 00:09:46,531 თუმცა, სინამდვილეში, ყველა ქალს ვეუბნებით, 189 00:09:46,555 --> 00:09:50,811 რომ მათი სექსუალური სიამოვნება არაა მნიშვნელოვანი. 190 00:09:50,835 --> 00:09:53,865 ჩვენ არც კი ვაღიარებთ ისეთი ქალების არსებობას, 191 00:09:53,865 --> 00:09:57,135 რომლებსაც სექსი ქალებთან აქვთ, ან რომლებსაც არ უნდათ ბავშვების ყოლა. 192 00:09:57,135 --> 00:09:58,701 "ოჰ, ეს უბრალოდ ეტაპია... 193 00:09:58,701 --> 00:10:01,935 მას უბრალოდ შესაფერისი კაცი სჭირდება". 194 00:10:02,155 --> 00:10:04,491 ყოველ ჯერზე, როდესაც ქალს 195 00:10:04,515 --> 00:10:06,491 სექსი მხოლოდ სიამოვნებისთვის აქვს, 196 00:10:06,515 --> 00:10:08,251 ეს რევოლუციაა. 197 00:10:08,275 --> 00:10:10,451 ეს ქალი რევოლუციონერია. 198 00:10:10,475 --> 00:10:13,051 ის საზოგადოებრივ ზეწოლას ეწინააღმდეგება 199 00:10:13,075 --> 00:10:15,821 რომელიც ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ კაცების სიამოვნებისთვის, 200 00:10:15,821 --> 00:10:17,925 ან რეპროდუქციისთვის არსებობს. 201 00:10:18,345 --> 00:10:21,285 ქალი, რომელიც საკუთარ სექსუალურ მოთხოვნილებებს 202 00:10:21,285 --> 00:10:23,505 ანიჭებს უპირატესობას, საშიშია, 203 00:10:23,505 --> 00:10:27,115 რადგან ის ამით საკუთარ თავს ანიჭებს უპირატესობას. 204 00:10:27,619 --> 00:10:31,395 (აპლოდისმენტები) 205 00:10:31,395 --> 00:10:35,811 ეს ქალი მოითხოვს, რომ მას მოექცნენ, როგორც თანასწორს. 206 00:10:35,835 --> 00:10:37,371 ეს ქალი მოითხოვს, 207 00:10:37,395 --> 00:10:40,731 რომ ძალაუფლების მაგიდასთან ადგილი მისცენ 208 00:10:40,755 --> 00:10:42,651 და ეს ყველაზე მეტად გვაშინებს, 209 00:10:42,675 --> 00:10:45,491 რადგან მისთვის ადგილის მიცემა, 210 00:10:45,515 --> 00:10:50,595 ჩვენი ზედმეტი ადგილის დათმობას ნიშნავს. 211 00:10:50,835 --> 00:10:53,035 (აპლოდისმენტები) 212 00:10:55,965 --> 00:10:58,865 თქვენთვის უკანასკნელი საიდუმლო მაქვს. 213 00:10:58,955 --> 00:11:00,811 ორი ბიჭის დედა ვარ. 214 00:11:00,835 --> 00:11:03,235 და თქვენ შეიძლება დაგვეხმაროთ. 215 00:11:03,315 --> 00:11:08,011 მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბიჭებს ჩემგან სულ ესმით, 216 00:11:08,035 --> 00:11:11,571 რომ მნიშვნელოვანია კაცებმა ქალები თანასწორად აღიქვან 217 00:11:11,595 --> 00:11:14,131 და ისინი მამის ქცევაშიც ამის მაგალითს ხედავენ, 218 00:11:14,155 --> 00:11:18,275 საჭიროა გარემომაც გააძლიეროს ის, რაც ჩვენ სახლში ხდება. 219 00:11:18,595 --> 00:11:21,891 ეს ქალის, ან კაცის პრობლემა არ არის, 220 00:11:21,915 --> 00:11:23,491 ეს ყველას პრობლემაა. 221 00:11:23,515 --> 00:11:28,085 და ყველა ჩვენს როლს ვასრულებთ უთანასწორო სისტემის დანგრევაში. 222 00:11:28,515 --> 00:11:31,715 დასაწყისისთვის, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ქალისთვის იმის თქმა, 223 00:11:31,715 --> 00:11:34,401 თუ რა შეუძლიათ, ან არ შეუძლიათ უქნან საკუთარ სხეულს. 224 00:11:34,401 --> 00:11:37,235 (აპლოდისმენტები) 225 00:11:38,235 --> 00:11:42,131 ამაში შედის ის, რომ არ მოვექცეთ ორსულ ქალს, როგორც საზოგადოების საკუთრებას. 226 00:11:42,155 --> 00:11:45,851 თუ მას არ იცნობთ, არც კი სთხოვოთ მუცელზე შეხება. 227 00:11:45,875 --> 00:11:47,571 თუ თქვენ არ იზამთ, არც სხვა იზამს. 228 00:11:47,595 --> 00:11:49,821 არ უთხრათ რისი ჭამა შეუძლია, ან არ შეუძლია. 229 00:11:49,821 --> 00:11:53,321 არ ჰკითხოთ მისი პირადი სამედიცინო გადაწყვეტილებების შესახებ. 230 00:11:53,321 --> 00:11:56,881 ასევე თუნდაც თქვენ პირადად აბროტის მოწინააღმდეგე იყოთ, 231 00:11:57,315 --> 00:12:00,565 მაინც შეგიძლიათ იბრძოლოთ ქალების არჩევანის უფლებისთვის. 232 00:12:00,565 --> 00:12:04,965 როდესაც საქმე ქალების თანასწორობას ეხება, ეს ორი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. 233 00:12:04,995 --> 00:12:07,251 თუ თქვენ სექსი გაქვთ ქალთან, 234 00:12:07,275 --> 00:12:09,291 უპირატებობა მიანიჭეთ მის სიამოვნებას. 235 00:12:09,291 --> 00:12:11,595 თუ არ იცით როგორ, ჰკითხეთ. 236 00:12:12,075 --> 00:12:13,571 თუ გყავთ შვილები... 237 00:12:13,595 --> 00:12:15,531 (სიცილი) 238 00:12:15,555 --> 00:12:19,331 რაც შეიძლება ადრე ესაუბრეთ სექსის შესახებ, 239 00:12:19,355 --> 00:12:23,731 რადგან ბავშვები უკვე ლექსიკონებში აღარ ეძებენ სიტყვა "სექსს", 240 00:12:23,755 --> 00:12:26,205 არამედ ინტერნეტში. 241 00:12:26,355 --> 00:12:29,035 და როდესაც სექსის შესახებ ესაუბრებით, 242 00:12:29,145 --> 00:12:31,731 მხოლოდ რეპროდუქციაზე არ გაამახვილოთ ყურადღება. 243 00:12:31,755 --> 00:12:34,031 ადამიანებს სექსი ბევრი სხვადასხვა მიზნით აქვთ. 244 00:12:34,031 --> 00:12:35,461 ზოგს იმიტომ რომ შვილი უნდა, 245 00:12:35,461 --> 00:12:38,171 მაგრამ უმეტეს ჩვენგანს სექსი სიამოვნების გამო აქვს. 246 00:12:38,195 --> 00:12:40,185 აღიარეთ. 247 00:12:40,795 --> 00:12:43,371 და მიუხედავად იმისა ბავშვები გყავთ თუ არა, 248 00:12:43,395 --> 00:12:45,751 მხარი დაუჭირეთ ღრმა სექსუალურ განათლებას, 249 00:12:45,751 --> 00:12:48,071 რომელიც არ არცხვენს ჩვენს მოზარდებს. 250 00:12:48,071 --> 00:12:50,355 (აპლოდისმენტები) 251 00:12:56,155 --> 00:12:58,731 არაფერი პოზიტიური არ მოაქვს მოზარდების შერცხვენას, 252 00:12:58,755 --> 00:13:02,055 მათი სექსუალური სურვილების და ქცევების გამო, 253 00:13:02,155 --> 00:13:06,455 გარდა ორსულობისა და სექსუალური გზით გადამდები დაავდებების. 254 00:13:06,635 --> 00:13:09,691 ყოველ დღე გვაქვს შესაძლებლობა, 255 00:13:09,715 --> 00:13:12,725 რომ უთანასწორო სტრუქტურა შევცვალოთ. 256 00:13:12,995 --> 00:13:16,865 ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ამისთვის გარჯა ნამდვილად ღირს. 257 00:13:17,235 --> 00:13:18,451 მადლობა. 258 00:13:18,475 --> 00:13:25,431 (აპლოდისმენტები)