0:00:00.876,0:00:03.811 დღეს, თქვენ და მე,[br]ბევრ საიდუმლოს გავუზიარებთ ერთმანეთს. 0:00:03.835,0:00:06.291 ვიმედოვნებ, ეს ნაწილობრივ მოგვიხსნის 0:00:06.315,0:00:10.805 სირცხვილის იმ შეგრძნებას, რომელიც ბევრ[br]ჩვენგანს აქვს სექსთან დაკავშირებით. 0:00:10.915,0:00:15.725 რამდენი თქვენგანისთვის მიუმართავს[br]სტვენით, ან შეძახილებით ოდესმე უცნობს? 0:00:16.075,0:00:18.155 უამრავი ქალისთვის. 0:00:18.521,0:00:21.178 მე პირადად,[br]ყველაზე კარგად ის შემთხვევა მახსოვს, 0:00:21.202,0:00:24.822 როდესაც ეს უცნობი ჩემი სტუდენტი იყო. 0:00:25.595,0:00:28.531 ის ჩემთან იმავე საღამოს[br]ლექციის შემდეგ მოვიდა, 0:00:28.555,0:00:31.411 და მისმა ნათქვამმა დაადასტურა ის,[br]რაც უკვე ვიცოდი: 0:00:31.435,0:00:33.211 "ძალიან ვწუხვარ, პროფესორო, 0:00:33.235,0:00:37.131 რომ მცოდნოდა ეს თქვენ იყავით, არასოდეს [br]ვიტყოდი ასეთ რამეებს". 0:00:37.155,0:00:39.451 (სიცილი) 0:00:39.475,0:00:43.555 მე მისთვის პიროვნება არ ვიყავი,[br]სანამ მისი პროფესორი არ გავხდი. 0:00:44.515,0:00:47.091 ეს ცნება, რომელსაც ობიექტივაცია ეწოდება, 0:00:47.115,0:00:49.171 სექსიზმის ფუნდამენტია 0:00:49.195,0:00:54.005 და მის გაძლიერებას,[br]ჩვენი ცხოვრების ყოველ ასპექტში ვხედავთ. 0:00:55.635,0:00:57.851 ამას ვხედავთ მთავრობაში, 0:00:57.875,0:01:01.291 რომელიც უარს ამბობს კაცები დასაჯოს 0:01:01.315,0:01:03.051 ქალის გაუპატიურებისათვის. 0:01:03.075,0:01:05.371 ვხედავთ რეკლამებში. 0:01:05.395,0:01:07.403 რამდენს გაქვთ ნანახი რეკლამა, 0:01:07.427,0:01:13.035 რომელიც ქალის მკერდს იყენებს[br]სრულიად შეუსაბამო პროდუქტის გასაყიდად? 0:01:14.515,0:01:18.291 ან ფილმი-ფილმზე, 0:01:18.315,0:01:22.195 რომელიც ქალებს, როგორც მხოლოდ სასიყვარულო [br]ინტერესის საგანს ასახავს. 0:01:22.195,0:01:25.811 ეს მაგალითები შეიძლება უშედეგოდ[br]და უვნებლად ჩანდეს, 0:01:25.835,0:01:27.491 მაგრამ ისინი მზაკვრულია, 0:01:27.491,0:01:31.395 და ნელ-ნელა ისეთ კულტურად ყალიბდება,[br]რომელიც ქალს არ აღიქვამს ადამიანად. 0:01:31.955,0:01:36.145 ჩვენ ამას ვხედავთ სკოლაში,[br]რომელიც 10 წლის გოგონას სახლში აბრუნებს, 0:01:36.169,0:01:39.811 რადგან მისი სამოსი ყურადღებას უფანტავს [br]ბიჭებს, რომლებიც სწავლას ცდილობენ. 0:01:39.835,0:01:44.325 ან მთავრობაში, რომელიც ისევ და ისევ[br]არ სჯის კაცებს, 0:01:44.325,0:01:46.611 ქალების გაუპატიურებისათვის. 0:01:46.635,0:01:48.091 ან როცა კლავენ ქალს, 0:01:48.115,0:01:52.465 რადგან მან საცეკვაო მოედანზე[br]კაცს სთხოვა შეეწყვიტა მისი შეწუხება. 0:01:55.515,0:02:00.685 მედიას დიდი როლი აკისრია[br]ქალის ობიექტივაციის უკვდავყოფაში. 0:02:01.395,0:02:04.211 განვიხილოთ კლასიკური[br]რომანტიკული კომედიები. 0:02:04.235,0:02:08.131 ამ ფილმებში, ჩვენ როგორც წესი[br]ორი სახის ქალს წარმოგვიდგენენ, 0:02:08.155,0:02:10.891 ორი სახის, მინიმუმ სასურველ ქალს. 0:02:10.915,0:02:13.331 პირველი მათგანი სექსბომბაა. 0:02:13.355,0:02:17.011 ეს არის არაჩვეულებრივად ლამაზი ქალი[br]სრულყოფილი სხეულით. 0:02:17.035,0:02:19.831 ჩვენი მთავარი გმირი მამაკაცი,[br]მას უპრობლემოდ ამჩნევს 0:02:19.831,0:02:22.505 და კიდევ ნაკლები პრობლემა აქვს[br]სექსი ჰქონდეს მასთან. 0:02:22.755,0:02:24.611 მეორე მათგანი, მთავარი გმირი ქალია. 0:02:24.635,0:02:28.491 ლამაზი, მაგრამ მოკრძალებული ქალი,[br]რომელიც მთავარ გმირ მამაკაცს უყვარდება 0:02:28.515,0:02:31.001 მიუხედავად იმისა,[br]რომ თავდაპირველად მას ვერ ამჩნევს, 0:02:31.001,0:02:33.515 ან თუ შეამჩნია, არ მოსწონს. 0:02:33.835,0:02:35.851 პირველი ქალი მსუბუქი ყოფაქცევისაა. 0:02:35.875,0:02:37.891 იმისათვისაა, რომ მოიხმარო და დაივიწყო. 0:02:37.915,0:02:39.905 ის მეტისმეტად ხელმისაწვდომია. 0:02:39.905,0:02:43.451 მეორე მათგანი სასურველი,[br]მაგრამ მოკრძალებულია, 0:02:43.475,0:02:46.931 ამიტომაც ღირსია მთავარი გმირის [br]მომავალი შვილების დედა გახდეს. 0:02:46.955,0:02:48.705 ცოლად მოსაყვანი ქალია. 0:02:48.755,0:02:51.691 ჩვენ გვეუბნებიან,[br]რომ ქალს ორი როლი აქვს, 0:02:51.715,0:02:55.955 მაგრამ ამ ორი როლის[br]ერთ ქალში შეთავსება ჭირს. 0:02:56.555,0:03:00.211 ზოგჯერ, როცა ახალ ნაცნობს ვუზიარებ, 0:03:00.235,0:03:01.971 რომ მე სექსს შევისწავლი, 0:03:01.995,0:03:04.371 ან საუბარს დაუყოვნებლივ ასრულებენ, 0:03:04.395,0:03:06.925 ან საკმაოდ დაინტერესებულები არიან ხოლმე. 0:03:07.315,0:03:09.091 "ოჰ, უფრო მეტი მომიყევი". 0:03:09.115,0:03:11.025 და ასეც ვაკეთებ. 0:03:12.095,0:03:13.695 "ჩემი ინტერესის საგანია 0:03:13.695,0:03:17.751 შვილის მომლოდინე და მშობიარობის შემდგომი [br]წყვილების სექსუალური ქცევის შესწავლა". 0:03:17.751,0:03:20.171 რაზეც სულ სხვა პასუხს ვიღებ. 0:03:20.195,0:03:22.171 (სიცილი) 0:03:22.195,0:03:24.325 "ოჰ, ჰმ, 0:03:24.675,0:03:27.755 ორსულ ქალებს სექსი აქვთ საერთოდ? 0:03:28.075,0:03:30.435 სექსუალური სურვილების, 0:03:30.435,0:03:33.371 ან ორგაზმის შესწავლაზე არ გიფიქრია? 0:03:33.395,0:03:36.845 ეს საინტერესო და სექსუალური იქნებოდა". 0:03:37.735,0:03:40.651 მითხარით, პირველი რა სიტყვა მოგდით თავში, 0:03:40.675,0:03:42.935 როდესაც ორსულ ქალს წარმოიდგენთ? 0:03:43.275,0:03:46.691 ეს კითხვა გამოკითხვისას[br]500-ზე მეტ ზრდასრულს დავუსვი 0:03:46.715,0:03:50.291 და უმეტესმა მიპასუხა "ღიპი" ან "მრგვალი" 0:03:50.315,0:03:52.615 და "საყვარელი". 0:03:53.035,0:03:54.651 ეს ძალიანაც არ გამკვირვებია. 0:03:54.675,0:03:57.745 კიდევ რას ვეძახით საყვარელს? 0:03:57.835,0:04:00.331 ბავშვებს, ლეკვებს, კნუტებს, 0:04:00.355,0:04:02.011 მოხუცებს, არა? 0:04:02.035,0:04:03.755 (სიცილი) 0:04:05.050,0:04:07.707 როდესაც ზრდასრულ ადამიანს[br]საყვარელს ვეძახით, 0:04:07.731,0:04:10.211 ჩვენ ვართმევთ მას ინტელექტის 0:04:10.235,0:04:11.975 და პიროვნული სირთულის დიდ ნაწილს. 0:04:12.195,0:04:15.255 ჩვენ ისინი ბავშვის დონემდე დაგვყავს. 0:04:15.555,0:04:17.211 ასევე ჰეტეროსექსუალ კაცებს ვკითხე, 0:04:17.235,0:04:20.371 წარმოედგინათ რომ მათი[br]პარტნიორი ქალი ორსულადაა. 0:04:20.395,0:04:23.171 შემდეგ ქალებს ვთხოვეთ წარმოედგინათ,[br]რომ ორსულად არიან. 0:04:23.195,0:04:26.091 შემდეგ კი, ეთქვათ პირველი სიტყვები,[br]რაც თავში მოუვიდოდათ, 0:04:26.091,0:04:28.595 როდესაც სქესობრივ აქტს წარმოიდგენენ. 0:04:28.955,0:04:31.675 უმეტესი პასუხი ნეგატიური იყო. 0:04:32.242,0:04:33.669 "საზიზღრობა" 0:04:33.693,0:04:35.066 "უხერხული" 0:04:35.090,0:04:37.531 "არა სექსუალური"; " უცნაური" 0:04:37.555,0:04:39.045 "არაკომფორტული" 0:04:39.235,0:04:40.681 "როგორ?" 0:04:40.681,0:04:42.695 (სიცილი) 0:04:43.315,0:04:46.411 "პრობლემად არ ღირს"; "გარისკვად არ ღირს" 0:04:46.435,0:04:49.655 ბოლომ განსაკუთრებით დამაფიქრა. 0:04:49.715,0:04:54.451 შეიძლება იფიქროთ, რომ რადგან ორსულ [br]ქალებსა და დედებს სექსუალურობას ვაშორებთ, 0:04:54.475,0:04:59.255 მათ სექსუალურ ობიექივაციასაც ვაცილებთ 0:04:59.255,0:05:01.985 და ისინი ნაკლებ სექსიზმს განიცდიან, არა? 0:05:02.235,0:05:03.811 მთლად ასე არაა. 0:05:03.835,0:05:07.385 ამის ნაცვლად სხვა ტიპის[br]ობიექივაციას აქვს ადგილი. 0:05:07.755,0:05:10.011 ერთხელ, როცა სხვებისთვის[br]ამის ახსნას ვცდილობდი, 0:05:10.035,0:05:13.811 ვილენდორფის ვენერამდე მივედი,[br]პალეოლითის ფიგურამდე, 0:05:13.835,0:05:18.651 რომელსაც მეცნიერები სიყვარულისა[br]და სილამაზის ქალღმერთად მიიჩნევდნენ, 0:05:18.675,0:05:20.555 რის გამოც ვენერა დაერქვა. 0:05:20.555,0:05:22.651 თუმცა, თეორია მოგვიანებით გადაიხედა, 0:05:22.675,0:05:26.371 როდესაც მეცნიერებმა შეამჩნიეს,[br]რომ მოქანდაკე აშკარად 0:05:26.395,0:05:29.811 რეპროდუქციულ თვისბებეზე[br]ამახვილებდა ყურადღებას: 0:05:29.835,0:05:33.091 დიდი მკერდი, იდეალურად მიიჩნეოდა [br]მეძუძურებისთვის; 0:05:33.115,0:05:35.731 მრგვალი მუცელი, სავარაოდოდ ორსულობის გამო; 0:05:35.755,0:05:39.875 წითელი საღებავის ნარჩენები მენსტრუაციაზე,[br]ან მშობიარობაზე მიუთითებდა. 0:05:40.555,0:05:44.090 მათ ასევე ივარაუდეს, რომ ის[br]ხელში ასაყვანად ან დასაწოლად იყო შექმნილი, 0:05:44.114,0:05:48.491 რადგან მომცრო ტერფების გამო,[br]ის ფეხზე ვერ დადგებოდა. 0:05:48.515,0:05:50.465 მას ასევე არ ჰქონდა სახე. 0:05:50.795,0:05:54.891 ამ მიზეზის გამო მიიჩნიეს,[br]რომ ნაყოფიერების სიმბოლო იყო 0:05:54.915,0:05:57.771 და არა პიროვნების გამოხატულება. 0:05:57.795,0:05:59.415 ის იყო ობიექტი. 0:05:59.675,0:06:01.491 მისი ინტერპრეტაციის ისტორიაში, 0:06:01.515,0:06:04.651 ის იდეალური სილამაზისა[br]და სიყვარულის ობიექტიდან, 0:06:04.675,0:06:06.885 რეპროდუქციის ობიექტად გადაიქცა. 0:06:07.055,0:06:10.101 ვფიქრობ, ეს გადაქცევა,[br]იმ მეცნიერებზე უფრო მეტს ამბობს, 0:06:10.101,0:06:13.611 რომლებმაც მის დანიშნულებას[br]ინტერპრეტაცია გაუკეთეს, 0:06:13.635,0:06:17.635 ვიდრე თავად ფიგურის ნამდვილ დანიშნულებაზე. 0:06:18.355,0:06:20.451 როდესაც ქალი ორსულდება, 0:06:20.475,0:06:24.211 ის კაცის სექსუალური სურვილის [br]სამეფოს ტოვებს 0:06:24.235,0:06:28.811 და გადაინაცვლებს რეპროდუქციულ[br]და ბავშვის აღმზრდელის როლში. 0:06:28.835,0:06:33.261 ამ დროს, ის საზოგადოების საკუთრება ხდება 0:06:33.275,0:06:37.965 და მიიჩნევა ძალიან მნიშვნელოვნად,[br]მხოლოდ იმიტომ რომ ის ორსულადაა. 0:06:38.315,0:06:40.811 ამას ვილენდორფის ეფექტს ვეძახი 0:06:40.835,0:06:44.775 და კიდევ ერთხელ, ჩვენ ამის გაძლიერებას[br]მისი ცხოვრების ყველა ასპექტში ვხედავთ. 0:06:45.218,0:06:47.871 ვინმე თქვენგანი შესამჩნევად ორსული ყოფილა? 0:06:47.871,0:06:48.971 (სიცილი) 0:06:48.995,0:06:51.281 კარგი, ბევრი თქვენგანი, არა? 0:06:51.281,0:06:54.741 რამდენ თქვენგანს შეგხებიათ[br]უცნობი მუცელზე ორსულობისას, 0:06:54.741,0:06:57.365 შეიძლება კითხვის გარეშეც კი? 0:06:57.365,0:07:00.831 ან რამდენს მოგისმენიათ რჩევები იმაზე,[br]თუ რისი ჭამა შეგიძლიათ და რისი არა, 0:07:00.831,0:07:04.171 ვიღაცისგან, ვინც თქვენი არც ექიმია[br]და არც სამდიცინო კონსულტანტი? 0:07:04.195,0:07:08.055 ან პირადული კითხვები დაუსვამს[br]თქვენი მშობიარობის გეგმების შესახებ? 0:07:08.075,0:07:11.315 და შემდეგ აუხსნია რატომაა[br]ყველა ეს არჩევანი არასწორი? 0:07:11.555,0:07:12.771 დიახ, ჩემთვისაც. 0:07:12.795,0:07:17.051 ან რამდენისთვის უთქვამთ[br]ღვინით მომსახურებაზე უარი? 0:07:17.075,0:07:19.811 ამან შეიძლება შეგაფიქრიანოთ,[br]მაგრამ მომისმინეთ. 0:07:19.835,0:07:21.931 ეს უდიდესი საიდუმლოა. 0:07:21.955,0:07:26.265 სინამდვილეში ორსულობისას[br]ზომიერად დალევა უსაფრთხოა. 0:07:26.515,0:07:28.051 ბევრმა ჩვენგანმა ეს არ იცის, 0:07:28.075,0:07:31.811 რადგან ექიმები არ ანდობენ[br]ორსულ ქალებს ამ საიდუმლოს. 0:07:31.835,0:07:33.595 (სიცილი) 0:07:37.355,0:07:41.611 განსაკუთრებით კი, თუ ის ნაკლებად [br]განათლებული, ან ფერადკანიანია. 0:07:41.635,0:07:43.371 ეს გვაჩვენებს, 0:07:43.395,0:07:47.611 რომ ვილენდორფის ეფექტი,[br]ასევე კლასისტური და რასისტულია. 0:07:47.635,0:07:52.275 ეს ხდება, როდესაც მთავრობა ქალებს 0:07:52.275,0:07:56.211 ყოველ ახალი აბროტის საწინააღმდეგო[br]კანონპროექტით შეახსენებს, 0:07:56.235,0:07:59.091 რომ მისი საშვილოსნო,[br]მისი საკუთრება არ არის; 0:07:59.115,0:08:01.171 ან როდესაც მეან-გინეკოლოგი ეუბნება, 0:08:01.195,0:08:03.491 "მართალია, ორსულობისას სექსი უსაფრთხოა, 0:08:03.515,0:08:04.851 მაგრამ ზოგჯერ არავინ იცის, 0:08:04.875,0:08:07.345 უკეთესია უსაფრთხოდ იყოთ,[br]ვიდრე ინანოთ, არა?" 0:08:07.395,0:08:11.651 მას ურღვევენ[br]მისი საკუთარი სხეულის ავტონომიას 0:08:11.675,0:08:13.675 "კარგი დედობის" არგუმენტით. 0:08:13.795,0:08:17.155 ჩვენ მას გადაწყვეტილების[br]მიღებას არ ვანდობთ. 0:08:17.155,0:08:19.745 გაიხსენეთ, ის საყვარელია. 0:08:21.795,0:08:24.091 როდესაც ქალებს ვეუბნებით, 0:08:24.115,0:08:27.051 რომ სექსუალური სიამოვნება... უკაცრავად. 0:08:27.075,0:08:31.891 როდესაც ქალებს ვეუბნებით,[br]რომ ორსულობისას სექსი რისკად არ ღირს, 0:08:31.915,0:08:36.171 სინამდვილეში ვეუბნებით, რომ მისი[br]სექსუალური სიამოვნება არაა მნიშვნელოვანი. 0:08:36.195,0:08:39.491 ანუ ფაქტიურად ვეუბნებით,[br]რომ ის თავად უმნიშვნელოა. 0:08:39.515,0:08:42.195 მიუხედავად იმისა,[br]რომ მისი ნაყოფის საჭიროებები 0:08:42.195,0:08:45.195 არ ეწინააღმდეგება მის მოთხოვნილებებს. 0:08:45.195,0:08:47.451 ასე რომ, სამედიცინო დაწესებულებებს, 0:08:47.475,0:08:50.451 როგორიცაა ამერიკული[br]მეან-გინეკოლოგების კოლეჯი, 0:08:50.475,0:08:55.055 აქვთ შესაძლებლობა გაანათლონ ხალხი[br]უსაფრთხო სექსის შესახებ ორსლობისას. 0:08:55.055,0:08:56.955 მაშ, რას ამბობენ ექსპერტები? 0:08:56.965,0:09:00.251 ამ კოლეჯს ოფიციალური განცხადება 0:09:00.275,0:09:03.695 უსაფრთხო სექსის შესახებ[br]ურსულობისას არ გაუკეთებია. 0:09:04.078,0:09:07.091 მეიოს კლინიკის რჩევა ზოგადად დადებითია, 0:09:07.115,0:09:09.435 მაგრამ თან ახლავს გაფრთხილება: 0:09:09.435,0:09:12.916 "თუმცა, ქალთა უმეტესობისთვის[br]ორსულობისას სექსი უსაფრთხოა, 0:09:12.916,0:09:14.931 ზოგჯერ უკეთესია ფრთხილად იყოთ". 0:09:14.955,0:09:18.051 ზოგ ქალს ორსულობისას სექსი არ უნდა 0:09:18.075,0:09:19.331 და ეს ნორმალურია. 0:09:19.355,0:09:21.945 ზოგ ქალს უნდა სექსი ორსულობისას 0:09:21.945,0:09:23.035 და ესეც ნორმალურია. 0:09:23.035,0:09:26.271 ის რაც უნდა შეწყდეს,[br]არის საზოგადოების რჩევები იმაზე, 0:09:26.271,0:09:29.395 თუ რა შეუძლიათ,[br]ან არ შეუძლიათ უქნან მათ საკუთარ სხეულს. 0:09:29.475,0:09:33.825 (აპლოდისმენტები) 0:09:36.035,0:09:40.691 ორსული ქალი უსახო, იდენტობას მოკლებული[br]რეპროდუქციული სისხლძარღვები არ არის, 0:09:40.715,0:09:43.745 რომელსაც საკუთარ, ორ ფეხზე[br]დგომა არ შეუძლია. 0:09:44.115,0:09:46.531 თუმცა, სინამდვილეში, ყველა ქალს ვეუბნებით, 0:09:46.555,0:09:50.811 რომ მათი სექსუალური სიამოვნება[br]არაა მნიშვნელოვანი. 0:09:50.835,0:09:53.865 ჩვენ არც კი ვაღიარებთ[br]ისეთი ქალების არსებობას, 0:09:53.865,0:09:57.135 რომლებსაც სექსი ქალებთან აქვთ, [br]ან რომლებსაც არ უნდათ ბავშვების ყოლა. 0:09:57.135,0:09:58.701 "ოჰ, ეს უბრალოდ ეტაპია... 0:09:58.701,0:10:01.935 მას უბრალოდ შესაფერისი კაცი სჭირდება". 0:10:02.155,0:10:04.491 ყოველ ჯერზე, როდესაც ქალს 0:10:04.515,0:10:06.491 სექსი მხოლოდ სიამოვნებისთვის აქვს, 0:10:06.515,0:10:08.251 ეს რევოლუციაა. 0:10:08.275,0:10:10.451 ეს ქალი რევოლუციონერია. 0:10:10.475,0:10:13.051 ის საზოგადოებრივ ზეწოლას ეწინააღმდეგება 0:10:13.075,0:10:15.821 რომელიც ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ[br]კაცების სიამოვნებისთვის, 0:10:15.821,0:10:17.925 ან რეპროდუქციისთვის არსებობს. 0:10:18.345,0:10:21.285 ქალი, რომელიც საკუთარ სექსუალურ[br]მოთხოვნილებებს 0:10:21.285,0:10:23.505 ანიჭებს უპირატესობას, საშიშია, 0:10:23.505,0:10:27.115 რადგან ის ამით[br]საკუთარ თავს ანიჭებს უპირატესობას. 0:10:27.619,0:10:31.395 (აპლოდისმენტები) 0:10:31.395,0:10:35.811 ეს ქალი მოითხოვს,[br]რომ მას მოექცნენ, როგორც თანასწორს. 0:10:35.835,0:10:37.371 ეს ქალი მოითხოვს, 0:10:37.395,0:10:40.731 რომ ძალაუფლების მაგიდასთან ადგილი მისცენ 0:10:40.755,0:10:42.651 და ეს ყველაზე მეტად გვაშინებს, 0:10:42.675,0:10:45.491 რადგან მისთვის ადგილის მიცემა, 0:10:45.515,0:10:50.595 ჩვენი ზედმეტი ადგილის დათმობას ნიშნავს. 0:10:50.835,0:10:53.035 (აპლოდისმენტები) 0:10:55.965,0:10:58.865 თქვენთვის უკანასკნელი საიდუმლო მაქვს. 0:10:58.955,0:11:00.811 ორი ბიჭის დედა ვარ. 0:11:00.835,0:11:03.235 და თქვენ შეიძლება დაგვეხმაროთ. 0:11:03.315,0:11:08.011 მიუხედავად იმისა,[br]რომ ჩემს ბიჭებს ჩემგან სულ ესმით, 0:11:08.035,0:11:11.571 რომ მნიშვნელოვანია კაცებმა[br]ქალები თანასწორად აღიქვან 0:11:11.595,0:11:14.131 და ისინი მამის ქცევაშიც[br]ამის მაგალითს ხედავენ, 0:11:14.155,0:11:18.275 საჭიროა გარემომაც გააძლიეროს ის,[br]რაც ჩვენ სახლში ხდება. 0:11:18.595,0:11:21.891 ეს ქალის, ან კაცის პრობლემა არ არის, 0:11:21.915,0:11:23.491 ეს ყველას პრობლემაა. 0:11:23.515,0:11:28.085 და ყველა ჩვენს როლს ვასრულებთ[br]უთანასწორო სისტემის დანგრევაში. 0:11:28.515,0:11:31.715 დასაწყისისთვის, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ [br]ქალისთვის იმის თქმა, 0:11:31.715,0:11:34.401 თუ რა შეუძლიათ, ან არ შეუძლიათ უქნან[br]საკუთარ სხეულს. 0:11:34.401,0:11:37.235 (აპლოდისმენტები) 0:11:38.235,0:11:42.131 ამაში შედის ის, რომ არ მოვექცეთ ორსულ [br]ქალს, როგორც საზოგადოების საკუთრებას. 0:11:42.155,0:11:45.851 თუ მას არ იცნობთ,[br]არც კი სთხოვოთ მუცელზე შეხება. 0:11:45.875,0:11:47.571 თუ თქვენ არ იზამთ, არც სხვა იზამს. 0:11:47.595,0:11:49.821 არ უთხრათ რისი ჭამა შეუძლია,[br]ან არ შეუძლია. 0:11:49.821,0:11:53.321 არ ჰკითხოთ მისი პირადი [br]სამედიცინო გადაწყვეტილებების შესახებ. 0:11:53.321,0:11:56.881 ასევე თუნდაც თქვენ პირადად[br]აბროტის მოწინააღმდეგე იყოთ, 0:11:57.315,0:12:00.565 მაინც შეგიძლიათ იბრძოლოთ[br]ქალების არჩევანის უფლებისთვის. 0:12:00.565,0:12:04.965 როდესაც საქმე ქალების თანასწორობას ეხება,[br]ეს ორი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. 0:12:04.995,0:12:07.251 თუ თქვენ სექსი გაქვთ ქალთან, 0:12:07.275,0:12:09.291 უპირატებობა მიანიჭეთ მის სიამოვნებას. 0:12:09.291,0:12:11.595 თუ არ იცით როგორ, ჰკითხეთ. 0:12:12.075,0:12:13.571 თუ გყავთ შვილები... 0:12:13.595,0:12:15.531 (სიცილი) 0:12:15.555,0:12:19.331 რაც შეიძლება ადრე ესაუბრეთ სექსის შესახებ, 0:12:19.355,0:12:23.731 რადგან ბავშვები უკვე ლექსიკონებში[br]აღარ ეძებენ სიტყვა "სექსს", 0:12:23.755,0:12:26.205 არამედ ინტერნეტში. 0:12:26.355,0:12:29.035 და როდესაც სექსის შესახებ ესაუბრებით, 0:12:29.145,0:12:31.731 მხოლოდ რეპროდუქციაზე[br]არ გაამახვილოთ ყურადღება. 0:12:31.755,0:12:34.031 ადამიანებს სექსი[br]ბევრი სხვადასხვა მიზნით აქვთ. 0:12:34.031,0:12:35.461 ზოგს იმიტომ რომ შვილი უნდა, 0:12:35.461,0:12:38.171 მაგრამ უმეტეს ჩვენგანს სექსი[br]სიამოვნების გამო აქვს. 0:12:38.195,0:12:40.185 აღიარეთ. 0:12:40.795,0:12:43.371 და მიუხედავად იმისა ბავშვები გყავთ თუ არა, 0:12:43.395,0:12:45.751 მხარი დაუჭირეთ ღრმა სექსუალურ განათლებას, 0:12:45.751,0:12:48.071 რომელიც არ არცხვენს ჩვენს მოზარდებს. 0:12:48.071,0:12:50.355 (აპლოდისმენტები) 0:12:56.155,0:12:58.731 არაფერი პოზიტიური არ მოაქვს [br]მოზარდების შერცხვენას, 0:12:58.755,0:13:02.055 მათი სექსუალური სურვილების[br]და ქცევების გამო, 0:13:02.155,0:13:06.455 გარდა ორსულობისა და სექსუალური გზით[br]გადამდები დაავდებების. 0:13:06.635,0:13:09.691 ყოველ დღე გვაქვს შესაძლებლობა, 0:13:09.715,0:13:12.725 რომ უთანასწორო სტრუქტურა შევცვალოთ. 0:13:12.995,0:13:16.865 ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით,[br]რომ ამისთვის გარჯა ნამდვილად ღირს. 0:13:17.235,0:13:18.451 მადლობა. 0:13:18.475,0:13:25.431 (აპლოდისმენტები)