ახლა, როცა თქვენ უკვე ბევრი თვისება იცით, მინდა რაღაც გაჩვენოთ, რაც თქვენ შეიძლება უკვე შეამჩნიეთ. კონცეფცია სახელად მემკვიდრეობა. ზოგი CSS თვისება მემკვიდრეობითია, რაც ნიშნავს, რომ მათ მიიღეს ყველა შვილობილი თეგი. მაგალითად: შრიფტების ოჯახი მემკვიდრეობითო თვისებაა. მხოლოდ body თეგის დაჭერით, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რომ მან აიღო ავტომატურად შვილობილი თეგები, მაგალითად,h1 და აბზაცები. ის მხოლოდ წყვეტს ეფექტს როცა მეორე წესი დაემატება. მაგალითად---ეს წესი--- რომელიც ყველა სათაურის ფონტების ოჯახს ხელნაწერის სტილში ცვლის. მეორე მემკვიდრეობითი თვისება ფერია. თუ ჩვენ მას body-ში გამოვიყენებთ, დავინახავთ რომ ის ყველა თეგს გაივლის "body"ში, სანამ სხვა წესები არ უგულებელყოფენ მას. მაგალითად,---ეს წესი-- რომელიც h2'-ს ამწვანებს. სხვა მემკვიდრეობითი თვისებები, რომლებიც ვნახეთ არის შრიფტის წონა, შრიფტის სტილი, ხაზის სიმაღლე. ტექსტის განლაგება--- რეალურად, ბევრი, რომლებიც ვნახეთ, მემკვიდრეობითია, რადგან ისინი ტექსტის სტილზე მოქმედებენ---და ბრაუზერი ხვდება, რომ ვებდიზაინერებს სურთ ტექსტის სტილი სხვადასხვა დონეზე ჩართონ, ასე რომ მათ არ უწევთ სტილის განსაზღვრა თითოეულ დონეზე, რაც უფრო წინ წავალს, თვისებათა უმრავლესობა, რომელთაც ნახავთ არ იქნება მემკვიდრეობითი. თუ დარწმუნებული არ ხართ, თვისება მემკვიდრეობითია თუ არა, ან ჩასვით ის body თეგში, და შეხედეთ, რაც მოხდება, ან ეძებეთ თვისება იინტერნეტში და წაიკითხეთ მის შესახებ ინფორმაცია.