ამ ვიდეოში ჩვენ ვილაპარაკებთ მოთხოვნის კანონზე, რომელიც არის მიკროეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია და საბედნიეროდ, საკმაოდ ინტუიციური იდეაა. ის უბრალოდ გვეუბნება, რომ თუ გავზრდით პროდუქტის ფასს, შემცირდება პროდუქტის მოთხოვნის რაოდენობა. მოთხოვნის რაოდენობა შემცირდება. იგივე მოხდება საპირისპირო შემთხვევაშიც. თუ შევამცირებთ პროდუქტის ფასს, გაიზრდება ამ პროდუქტის მოთხოვნის რაოდენობა. მოთხოვნის კანონი ასევე ითვალისწინებს, რასაც მომავალ ვიდეობშიც ვნახავთ, რომ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები. უფრო გასაგები რომ იყოს, რამე კონკრეტული პროდუქტის მოთხოვნაზე ვიფიქროთ. ერთი რამაა, რასაც ხაზი მინდა გავუსვა და მინდა ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს არ აგერიოთ. როდესაც ვლაპარაკობთ "მოთხოვნაზე", ფორმალური ეკონომიკური გაგებით, ჩვენ არ ვსაუბრობთ რაოდენობაზე, არამედ ვგულისხმობთ "სხვა თანაბარ პირობებში", "ceteris paribus" მთელ დამოკიდებულებას ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის თუ გვინდა ვისაუბროთ რაოდენობაზე, მაშინ უნდა გამოვიყენოთ ტერმინი, მოთხოვნის რაოდენობა ანუ "მოთხოვნა" vs "მოთხოვნის რაოდენობა", ორი განსხვავებული ცნებაა. თუ ჯერ მაინც ოდნავ გაურკვეველია თქვენთვის, იმედია, ვიდეოს ბოლომდე განსხვავება მოთხოვნასა და მოთხოვნის რაოდენობას შორის უფრო გასაგები გახდება, შემდეგ კი აუცილებლად გაიაზრებთ ამას. ამ ვიდეოში აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, თუ როგორ იცვლება მოთხოვნის რაოდენობა, ფასის შესაბამისად. შემდეგ ვიდეოებში ვისაუბრებთ, როგორ იცვლება მთელი დამოკიდებულება, ანუ "მოთხოვნა", სხვადასხვა ფაქტორების გავლენით. უფრო გასაგები რომ იყოს, ვთქვათ მინდა გამოვუშვა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნი, კოსმოსური რაღაც ..არ ვიცი.. წიგნი, რომელიც უნდა დავწერო. ვთქვათ სანამ ამ ელ-წიგნს გამოვუშვებთ, ჩავატარეთ ბაზრის კვლევა ან უბრალოდ ვიცით როგორია დამოკიდებულება ფასსა და მოთხოვნას შორის და პირიქით. ამას გამოვსახავთ "მოთხოვნის ტაბულით", რომელიც უბრალოდ არის დაფა, სადაც გამოსახულია... და როგორც ჩანს, უკვე დავუშვი პირველი შეცდომა. ვთქვი "დამოკიდებულება ფასსა და მოთხოვნას შორის" უნდა მეთქვა, როგორაა დამოკიდებულება ფასი მოთხოვნის რაოდენობაზე და პირიქით, მოთხოვნის რაოდენობა ფასზე. ასე რომ, "მოთხოვნის ტაბულა" გვიჩვენებს დამოკიდებულებას ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის. სხვა თანაბარ პირობებში. რამდენიმე შემთხვევა შეგვიძლია განვიხილოთ. ეს სვეტი არის შემთხვევებისათვის. ამ სვეტში იქნება ფასები, აქ კი მოთხოვნის რაოდენობა. ანუ პირველ შემთხვევაში... მოდი ვუწოდოთ შემთხვევა "ა". შემიძლია წიგნს დავადო ფასი $2. და ამ ფასად ძალიან ბევრი ადამიანი გადმოწერს. ვთქვათ, მოვიზიდავ 60000 ადამიანს, რომლებიც ამ ფასად ჩემს ელ-წიგნს იყიდიან. შემთხვევა "ბ", შემიძლია ფასი გავზარდო $2-ით. ანუ ახლა იქნება $4 და ნაკლები მსურველი იქნება. ანუ, მოთხოვნის რაოდენობა შემცირდება 40000 ადამიანამდე. შემთხვევა "გ" თუ ფასს გავზრდით კიდევ $2-ით, ახლა გვექნება $6, ეს მოთხოვნის რაოდენობას შეამცირებს 30000-მდე. კიდევ ორი შემთხვევა მოვიყვანოთ. შემთხვევა "დ", ფასი გაიზარდა ისევ $2-ით. მივადექით $8-ს. მოთხოვნის რაოდენობა შემცირდება 25000-მდე, და მოდით კიდევ ერთი შემთხვევა განვიხილოთ. ჯერ რომელი ფერი არ გამომიყენებია... მოდით, ყვითელი იყოს. შემთხვევა "ე", ფასი გახდა $10. მოთხოვნის რაოდენობა, ვთქვათ, იქნება 23000. ეს მთელი დამოკიდებულება, ეს ცხრილი გვაჩვენებს მოთხოვნის კანონს. ტაბულაზე ჩანს, როგორაა ფასი დამოკიდებული მოთხოვნის რაოდენობაზე და პირიქით. ამას ვეძახით "მოთხოვნის ტაბულას". ახლა კი, ამ ტაბულაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ავაგოთ მოთხოვნის მრუდი. ჩვენ უბრალოდ ავღებთ ამ წერტილებს საკოორდინატო სიბრტყეზე და მათი შეერთებით დავხაზავთ მრუდს, რადგან ეს წეტილები არ არის ერთადერთი შემთხვევები. ყველაფერი მათ შორის ასევე შესაძლებელია. შეგვიძლია წიგნს დავადოთ $2.01. ან თუნდაც $4.50. მრუდი ამას უფრო უკეთესად ასახავს, რადგან უწყვეტი მრუდია და არა უბრალოდ 5 წერტილი. მოდით, გავაკეთოთ ეს. მრუდი დავხაზოთ. აქ შემოდის ეკონომიკის ერთ-ერთი კონვენცია, რომელიც მე მაინცდამაინც არ მომწონს, რადგან ხალხი ხშირად ლაპარაკობს ფასის ცვლილებაზე და თუ როგორ იცვლება ამის მიხედვით მოთხოვნის რაოდენობა. ტრადიციულად, მათემატიკასა და მეცნიერებაში, იმას, რასაც ვცვლით, აბსცისათა ღერძზე ვათავსებთ. ასე რომ, მე რომ ვქმნიდე ეკონომიკის კონვენციებს, ფასს აბსცისათა ღერძზე აღვნიშნავდი. მაგრამ, მეთოდი რომელსაც იყენებენ არის ფასის ორდინატთა ღერძზე გამოსახვა. ასე შეხვდებით მოთხოვნის მრუდს ტრადიციულ საკლასო გარემოში. ამიტომ, მეც იგივეს ვიზამ. ანუ, მოდი ავიღოთ ფასი ორდინატთა ღერძზე, მოთხოვნის რაოდენობა კი აბსცისათა ღერძზე. მოთხოვნის რაოდენობა 60000-ს აღწევს. ესეც 10..20..30..40..50..60 ანუ ეს არის 10 ... ეს ყველაფერი ათასებშია 20..30..ბოდიში 45 არა..40..50 და 60 ათასებში, რა თქმა უნდა. ფასი კი აღწევს $10-ს. მერყეობს $2-დან $10-მდე. ანუ ეს იქნება 2..4..6..8 და 10. მოდი ავსახოთ ეს შემთხვევები. შემთხვევა "ა", ფასი როდესაც არის $2 მოთხოვნის რაოდენობა იქნება 60000. ეს წერტილი იქნება შემთხვევა "ა" შემთხვევა "ბ", ფასი არის $4, მოთხოვნის რაოდენობა კი 40000. $4, 40000 ერთეული იქნება დაახ. აქ. ესეც შემთხვევა "ბ". შემთხვევა "გ", $6, 30000 ერთეული. შემთხვევა "დ", $8, 25000 ერთეული $8, 25000 ერთეული იქნება სადღაც აქ. ეს წერტილი გავს 25000-ს. ანუ ეს იქნება შემთხვევა "დ". და საბოლოოდ, შემთხვევა "ე", $10, 23000 ერთეული. იქნება სადღაც აქ. ესეც შემთხვევა "ე". ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ნებისმიერი ფასი მათ შორის, შეგვიძლია გავცდეთ კიდეც მაგალითად, აქ. მე თუ დავხავდი მოთხოვნის მრუდს, გამოვიდოდა დაახლოებით ასეთი. დაახლოებით ასე გამოისახებოდა. -ვცდილობ სწორი უწყვეტი ხაზი გავავლო აი ასეთი იქნებოდა. და გაგრძელდებოდა კიდეც ორივე მხარეს. ეს არის 2 მეთოდი მოთხოვნის გამოსახვისთვის. დავუბრუნდები იმას, რაც აქამდეც ვთქვი. მოთხოვნის რაოდენობა არის ის თუ, "სხვა თანაბარ პირობებში", მოცემული ფასზე, რამდენი ერთეულის შეძენის და გადმოწერის სურვილი ექნება ხალხს. მაშინ კი, როდესაც ვსაუბრობთ მოთხოვნაზე, ჩვენ ვგულისხმობთ მთლიან დამოკიდებულებას. ანუ მოთხოვნა გულისხმობს მთლიან "მოთხვნის ტაბულას". შეგიძლია ის წარმოიდგინო, როგორც მოთხოვნის მრუდი. მოთხოვნა თუ შეიცვლებოდა, მაშინ მივიღებდით სრულიად ახალ მრუდს. ეს მრუდი რომელიმე მხარეს გადაინაცვლებდა ტაბულაშიც მონაცემები შეიცვლებოდა. მაშინ კი, როცა მოთხოვნის რაოდენობა იცვლება, ჩვენ ამ მრუდზე გადავადგილდებით. სხვა თანაბარ პირობებში, თუ შეცვლი მხოლოდ ფასს. იმედია, გასაგებია. სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც ცვლი ფასს, მოთხოვნას არაფერი მოსდის. იცვლება მხოლოდ მოთხოვნის რაოდენობა. მოთხოვნა კი, რადგან სხვა პირობებს არ ვცვლით ეს მთელი უცვლელი დამოკიდებულებაა. შემდეგ ვიდეოებში, იმაზე ვიფიქრებთ თუ, რა მოხდება თუ შეცვლი ამ სხვა ფაქტორებსაც.