ჩვენ უკვე გამოვიყენეთ 'innerHTML' აქ, მაგრამ ახლა მინდა მოკლედ გაგაგებინო მეტი მის შესახებ. პირველ რიგში, შევხედოთ ჩვენს მაგალითს, სადაც ჩავსვით 'innerHTML'. ახლა ვართ ხაზში "ყველაფერი კატების შესახებ" HTML თეგები შეგვიძლია პირდაპირ ამ ხაზში ჩავსვათ. მაგალითად, სიტყვა "კატების" ირგვლივ მოვათავსოთ თეგები, და ეს სიტყვა გამოიკვეთება ტექსტში. ან აქ, სადაც სიტყვა "ძაღლი" შევცვალე სიტყვით "კატა" შემიძლია დავსვა თეგები და სიტყვა გამუქდება. აქ შემიძლია ჩავსვა თეგი, ან სულაც მთელი გვერდის HTML კოდი, რომ მინდოდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ innerHTML-ით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. თუ მხოლოდ ტექსტს ვცვლით, შეგვიძლია სულაც არ გამოვიყენოთ innerHTML შეგვიძლია გამოვიყენოთ textContent თვისება, რაც იმას ნიშნავს რომ ბრაუზერი აღიქვამს რასაც შეიყვან არა როგორც HTML-ს, არამედ როგორც უბრალო ტექსტს და მიაქციეთ ყურადღება, როგორც კი ჩავწერთ textContent ყველა თეგი გამოჩნდება გვერდზე ამიტომ ისინი უნდა წავშალო, ბრაუზერი მათ HTML-ად აღარ აღიქვამს. მოკლედ, თუ მხოლოდ ტექსტის ჩაწერა გინდათ, გამოიყენეთ textContent თუ HTML თეგები გჭირდებათ, მაშინ innerHTML როცა უფრო დახვეწილ DOM მანიპულაციებს განახორციელებ, მეტი სიფრთხილით უნდა მიუდგე innerHTML და textContent შორის არჩევანს, იმიტომ რომ ისინი ელემენტის შიგნით მოთავსებულ მოვლენების კონტროლებსაც მოაშორებენ (მათ გაკეთებას მალე ისწავლით) შემდეგ ვიდეოში გვერდზე ახალი ელემენტის დამატების უფრო რთულ გზას გაჩვენებ.