0:00:00.442,0:00:04.513 1934 წლის 4 იანვარს, 0:00:04.513,0:00:07.529 ახალგაზრდა მამაკაცმა აშშ-ს კონგრესს 0:00:07.529,0:00:09.914 ანგარიში წარუდგინა, 0:00:09.914,0:00:11.868 რომელიც მას მერე დღემდე, 0:00:11.868,0:00:16.528 80 წელია, ყველა ამ აუდიტორიაში მყოფის[br]ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, 0:00:16.528,0:00:22.222 და ასევე ყველას ცხოვრებაზე მთელ მსოფლიოში. 0:00:22.222,0:00:25.102 ეს ახალგაზრდა კაცი არ იყო პოლიტიკოსი. 0:00:25.102,0:00:27.101 ის არც ბიზნესმენი იყო, 0:00:27.101,0:00:28.438 ან სამოქალაქო აქტივისტი 0:00:28.438,0:00:30.213 და არც რელიგიური ლიდერი. 0:00:30.213,0:00:33.484 ის ყველაზე ნაკლებად გმირული პროფესიის იყო. 0:00:33.484,0:00:35.981 ის იყო ეკონომისტი. 0:00:37.007,0:00:39.552 მისი სახელია საიმონ კუზნეცი 0:00:39.552,0:00:42.696 და ანგარიშს,[br]რომელიც მან წარადგინა ერქვა: 0:00:42.696,0:00:47.148 "ნაციონალური შემოსავალი, 1929-1932" 0:00:47.148,0:00:48.632 თქვენ შეიძლება ფიქრობთ, 0:00:48.632,0:00:51.723 რომ ეს საკმაოდ მშრალი[br]და მოსაწყენი მოხსენება იყო 0:00:51.723,0:00:53.805 და თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ. 0:00:53.805,0:00:56.260 ის უდაბნოსავით მშრალია, 0:00:56.260,0:00:58.570 მაგრამ ეს მოხსენება საფუძვლად უდევს იმას, 0:00:58.570,0:01:01.503 თუ რის მიხედვით ვაფასებთ დღეს[br]ქვეყნების წარმატებას: 0:01:01.503,0:01:05.052 ესაა მთლიანი შიდა პროდუქტი, 0:01:05.052,0:01:07.363 ანუ მშპ. 0:01:07.363,0:01:10.266 მშპ ჩვენს ცხოვრებას 0:01:10.266,0:01:12.864 უკანასკნელი 80 წლის[br]განმავლობაში განსაზღვრავს. 0:01:12.864,0:01:14.681 დღეს კი მინდა, ქვეყნების წარმატების 0:01:14.681,0:01:18.520 სხვა საზომზე გესაუბროთ. 0:01:18.520,0:01:21.669 ჩვენი ცხოვრების განსაზღვრის 0:01:21.669,0:01:24.926 განსხვავებულ საშუალებაზე,[br]შემდეგი 80 წლის განმავლობაში. 0:01:24.926,0:01:26.817 თუმცა ჯერ უნდა გავიგოთ, 0:01:26.817,0:01:30.726 როგორ გახდა მშპ[br]ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელი. 0:01:30.726,0:01:32.986 კუზნეცმა თავისი მოხსენება 0:01:32.986,0:01:34.708 კრიზისის დროს გააკეთა. 0:01:34.708,0:01:36.734 აშშ-ს ეკონომიკა 0:01:36.734,0:01:38.349 დიდ დეპრესიაში ეფლობოდა 0:01:38.349,0:01:41.434 და პოლტიკოსებმა არ იცოდნენ რა ეღონათ. 0:01:41.434,0:01:44.579 არ იცოდნენ, რადგან ვერ ხვდებოდნენ[br]რა ხდებოდა. 0:01:44.579,0:01:47.961 მათ არ ჰქონდათ მონაცემები და სტატისტიკა. 0:01:47.961,0:01:50.783 კუზნეცის მოხსენებამ კი, 0:01:50.783,0:01:54.061 მათ სანდო მონაცემები წარუდგინა იმაზე, 0:01:54.061,0:01:55.896 თუ რას აწარმოებდა აშშ-ს ეკონომიკა 0:01:55.896,0:01:58.264 წლიდან წლამდე განახლებებით. 0:01:58.264,0:02:00.604 ამ ინფორმაციით[br]შეიარაღებულმა პოლიტიკოსებმა, 0:02:00.604,0:02:04.262 საბოლოოდ მოახერხეს გამოსავლის პოვნა. 0:02:06.040,0:02:07.922 და რაგდან კუზნეცის გამოგონება 0:02:07.922,0:02:09.694 ასეთი სასარგებლო გამოდგა, 0:02:09.694,0:02:11.382 ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 0:02:11.382,0:02:13.851 ახლა თითოეული ქვეყანა 0:02:13.851,0:02:16.815 აწარმოებს მშპ-ს სტატისტიკებს. 0:02:16.815,0:02:19.922 მაგრამ თავდაპირველ მოხსენებაში, 0:02:19.922,0:02:23.466 კუზნეცმა თვითონ გაგვაფრთხილა. 0:02:23.466,0:02:25.447 ეს გაფრთხილება შესავალ თავშია. 0:02:25.447,0:02:27.481 მე-7 გვერდზე, ის ამბობს: 0:02:27.481,0:02:30.110 "მაშასადამე, ქვეყნის კეთილდღეობა, 0:02:30.110,0:02:31.664 შეიძლება გაჭირვებით დადგინდეს, 0:02:31.664,0:02:33.664 ზემოთ განმარტებული 0:02:33.664,0:02:35.601 ეროვნული შემოსავლის მიხედვით" 0:02:35.601,0:02:38.969 მაინცდამაინც მჭერმეტყველური[br]ნათქვამი არ არის 0:02:38.969,0:02:42.598 და ის ეკონომისტებისთვის დამახასიათებელი[br]სიფრთხილითაა გაკეთებული, 0:02:42.598,0:02:44.774 მაგრამ მინიშნება ცხადი იყო. 0:02:44.774,0:02:49.398 მშპ ეკონომიკური ეფექტიანობის[br]გაზომვის საშუალებაა. 0:02:49.566,0:02:52.534 ის ჩვენს კეთილდღეობას ვერ გაზომავს. 0:02:52.534,0:02:57.351 შესაბამისად, ნეიბისმიერ გადაწყვეტილებას,[br]მასზე არ უნდა ვაფუძნებდეთ. 0:02:57.351,0:03:00.221 თუმცა, ჩვენ კუზნეცის გაფრთხილებას[br]ყურადღება არ მივაქციეთ. 0:03:00.221,0:03:01.777 ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, 0:03:01.777,0:03:04.900 სადაც მშპ წარმატების მაჩვენებელია 0:03:04.900,0:03:07.177 გლობალურ ეკონომიკაში. 0:03:07.177,0:03:10.406 ჩვენი პოლიტიკოსები ტრაბახობენ,[br]როცა მშპ მაღლა იწევს. 0:03:10.406,0:03:11.690 ბაზრები იცვლება 0:03:11.690,0:03:13.564 და ტრილიონობით დოლარის კაპიტალი 0:03:13.564,0:03:14.928 მსოფლიოს გარშემო ბრუნავს, 0:03:14.928,0:03:17.499 იმის მიხედვით,[br]თუ რომელი ქვეყანები აღწევენ წარმატებას 0:03:17.499,0:03:18.580 და რომლები ვერა 0:03:18.580,0:03:21.204 და ეს ყველაფერი განისაზღვრება[br]მშპ-ს მიხედვით. 0:03:21.204,0:03:22.533 ჩვენი საზოგადოებები[br] 0:03:22.533,0:03:26.908 მეტი მშპ-ს მაგენერირებელ ძრავებად იქცნენ, 0:03:26.908,0:03:30.443 მაგრამ ჩვენ ვიცით,[br]რომ მშპ-ს ხარვეზები აქვს. 0:03:30.443,0:03:32.973 ის ეკოლოგიას არ ითვალისწინებს. 0:03:32.973,0:03:36.629 ის მეტი ბომბების წარმოებასა[br]და მეტი ციხეების შენებას პროგრესად თვლის. 0:03:36.629,0:03:39.871 ბედნიერებას და ერთობას ვერ ითვლის. 0:03:39.878,0:03:44.621 ის სამართლიანობასა[br]და სამართალზე ვერაფერს გვეუბნება. 0:03:44.621,0:03:47.321 გასაკვირი არაა, რომ მსოფლიო 0:03:47.324,0:03:50.155 მშპ-ს დაკრულზე ცეკვავს, 0:03:50.155,0:03:53.432 ეკოლოგიური კატასტროფის პირასაა 0:03:53.432,0:03:56.938 და უკმაყოფილებით და კონფლიქტებითაა სავსე. 0:03:56.938,0:04:01.331 ჩვენი საზოგადოებების შესაფასებლად[br]უკეთესი საშუალება გვჭირდება. 0:04:01.341,0:04:06.724 საშუალება, რომელიც რეალურად გაზომავს იმას,[br]რაც ხალხს მართლაც აღელვებს. 0:04:06.724,0:04:08.686 მაქვს თუ არა საკმარისი საკვები? 0:04:08.686,0:04:10.762 ვიცი თუ არა წერა-კითხვა? 0:04:10.762,0:04:12.500 ვარ თუ არა უსაფრთხოდ? 0:04:12.500,0:04:14.335 არის თუ არა ჩემი უფლებები დაცული? 0:04:14.335,0:04:18.024 ვცხოვრობ თუ არა ისეთ საზოგადოებაში,[br]სადაც დისკრიმინაციის მსხვერპლი არ ვარ? 0:04:18.024,0:04:24.222 დაზღვეული ვარ თუ არა მე და ჩემი შვილები[br]მომავალში ეკოლოგიური კატარსტროფისგან? 0:04:24.222,0:04:26.113 ეს ის კითხვებია, 0:04:26.113,0:04:31.016 რომლებზეც მშპ არ და ვერ პასუხობს. 0:04:31.016,0:04:32.535 რა თქმა უნდა 0:04:32.535,0:04:33.921 ადრეც იყო მცდელობები 0:04:33.921,0:04:36.563 მშპ-ს გაცდენოდნენ, 0:04:36.563,0:04:37.938 მაგრამ ვფიქრობ, 0:04:37.938,0:04:39.212 ახლა სწორედ ის დროა, 0:04:39.212,0:04:42.952 როცა მზად უნდა ვიყოთ[br]რევოლუციისთვის გაზომვის სფეროში. 0:04:42.952,0:04:44.418 მზად ვართ, 0:04:44.418,0:04:47.862 რადგან 2008 წლის[br]ფინანსური კრიზისის დროს დავინახეთ, 0:04:47.862,0:04:50.681 ეკონომიკური ზრდის თაყვანისცემამ, 0:04:50.681,0:04:52.712 როგორ შეგვიყვანა შეცდომაში. 0:04:52.712,0:04:55.096 "არაბულმა გაზაფხულმა" დაგვანახა, 0:04:55.096,0:04:56.941 რომ ტუნისისმაგვარი ქვეყნები, 0:04:56.941,0:04:59.691 რომელიც თითქოს[br]მოწინავეები იყვნენ ეკონომიკურად, 0:04:59.691,0:05:01.216 მაგრამ მსგავს საზგადოებებში, 0:05:01.216,0:05:04.495 მაინც სახალხო უკმაყოფილებამ იფეთქა. 0:05:04.495,0:05:08.183 ჩვენ მზად ვართ, რადგან დღეს[br]მონაცემების შესაგროვებლად 0:05:08.183,0:05:10.498 და გასაანალიზებლად[br]ისეთი ტექნოლოგიები გაგვაჩნია, 0:05:10.498,0:05:14.545 რომელიც წარმოუდგენელი იყო კუზნეცის დროს. 0:05:14.545,0:05:19.428 დღეს მინდა სოციალური პროგრესის ინდექსი[br]წარმოგიდგინოთ. 0:05:19.428,0:05:22.155 ეს საზოგადოების კეთილდღეობის საზომია, 0:05:22.155,0:05:24.912 რომელსაც მშპ-თან[br]არანაირი კავშირი არ აქვს. 0:05:24.912,0:05:28.563 ის მსოფლიოს სრულიად ახალი თვალით უყურებს. 0:05:28.569,0:05:30.179 სოციალური პროგრესის ინდექსი, 0:05:30.179,0:05:31.502 უპირველესად განმარტავს, 0:05:31.502,0:05:33.449 თუ რას ნიშნავს კარგი საზოგადოება. 0:05:33.449,0:05:36.940 ის ამას, სამი განზომილების[br]მიხედვით აკეთებს. 0:05:36.940,0:05:41.035 პირველი, გააჩნია თუ არა ყველას[br]არსებობისთვის აუცილებელი საშუალებები: 0:05:41.035,0:05:43.885 საკვები, წყალი, საცხოვრისი, უსაფრთხოება? 0:05:43.885,0:05:46.605 მეორე, აქვს თუ არა ყველას წვდომა 0:05:46.605,0:05:49.436 ცხოვრების გაუმჯობესებისთვის[br]აუცილებელ საშუალებებზე: 0:05:49.436,0:05:53.948 განათლება, ინფორმაცია, ჯანდაცვა[br]და ეკოლოგიური უსაფრთხოება 0:05:53.948,0:05:57.042 და მესამე, აქვს თუ არა ყველას 0:05:57.042,0:05:58.932 საკუთარი მიზნების, 0:05:58.932,0:06:01.000 ამბიციებისა და ოცნებების 0:06:01.000,0:06:03.417 დაუბრკოლებლად განხორციელების საშუალება? 0:06:03.417,0:06:04.964 დაცულია თუ არა მათი უფლებები, 0:06:04.964,0:06:06.353 არჩევანის თავისუფლება, 0:06:06.353,0:06:08.385 არიან თუ არა დაცულები დისკრიმინაციისგან[br] 0:06:08.385,0:06:11.336 და აქვთ თუ არა წვდომა[br]მსოფლიოს მოწინავე ცოდნაზე? 0:06:11.336,0:06:14.700 ეს 12 კომპონენტი ერთად, 0:06:14.700,0:06:18.035 სოციალური პროგრესის[br]სტრუქტურას წარმოადგენს. 0:06:18.035,0:06:20.123 და თითოეულისთვის ამ 12 კომპონენტიდან, 0:06:20.123,0:06:23.724 გვაქვს ინდიკატორები, რომლებიც აჩვენებს,[br]თუ რა მდგომარეობაში არიან ქვეყნები. 0:06:23.724,0:06:26.683 ეს ინდიკატორები არა ძალისხმევას,[br]ან განზრახვას აჩვენებს, 0:06:26.683,0:06:28.931 არამედ რეალურ მიღწევებს. 0:06:28.931,0:06:32.133 ჩვენ იმას კი არ ვზომავთ,[br]რამდენს ხარჯავს ქვეყენა ჯანდაცვაზე, 0:06:32.133,0:06:36.446 არამედ ადამიანების სიცოცხლის[br]ხარისხსა და ხანგრძლივობას. 0:06:36.446,0:06:41.045 ჩვენ იმას კი არ ვზომავთ, მიიღო თუ არა[br]სახელმწიფომ ანტიდისკრიმინაციული კანონები, 0:06:41.045,0:06:45.475 არამედ იმას, განიცდიან თუ არა[br]ადამიანები დისკრიმინაციას. 0:06:45.475,0:06:46.835 თქვენ ალბათ გაინტერესებთ 0:06:46.835,0:06:49.851 ვინაა პირველი, არა?[br](სიცილი) 0:06:49.851,0:06:51.668 ვიცოდი... ვიცოდი... 0:06:51.668,0:06:53.194 კარგი გაჩვენებთ. 0:06:53.194,0:06:55.590 გრაფიკზე გაჩვენებთ. 0:06:55.590,0:06:56.934 მაშ ასე, 0:06:56.934,0:07:01.140 ვერტიკალური ღერძი[br]სოციალურ პროგრესს აღნიშნავს. 0:07:01.146,0:07:02.481 რაც უფრო მაღალია - უკეთესია. 0:07:02.481,0:07:04.503 შედარებისთვის კი, 0:07:04.503,0:07:05.825 სახალისოდ, 0:07:05.825,0:07:09.684 ჰორიზონტალურ ღერძზე[br]არის მშპ ერთ სულ მოსახლეზე, 0:07:09.693,0:07:11.583 რომელიც მარჯვნივ იზრდება. 0:07:11.583,0:07:14.737 მაშ, მსოფლიოში უმაღლესი 0:07:14.737,0:07:18.127 სოციალური პროგრესის მქონე ქვეყანა. 0:07:18.127,0:07:21.956 სოციალური პროგრესის მიხედვით,[br]ნომერ პირველი ქვეყანა 0:07:21.956,0:07:23.526 არის.... 0:07:23.526,0:07:25.702 ახალი ზელანდია. 0:07:25.702,0:07:28.398 (აპლოდისმენტები) 0:07:28.398,0:07:31.215 ყოჩაღ! იქ არასდროს ვყოფილვარ; უნდა ვეწვიო. 0:07:31.215,0:07:33.537 (სიცილი) 0:07:33.537,0:07:36.399 ყველაზე ნაკლები[br]სოციალური პროგრესის მქონე ქვეყანა, 0:07:36.399,0:07:38.714 თანავუგრძნობ და არის ჩადი. 0:07:38.716,0:07:41.638 აქაც არასდროს ვყოფილვარ;[br]იქნებ მომავალ წელს წავიდე. 0:07:41.638,0:07:43.447 (სიცილი) 0:07:43.447,0:07:45.639 ან იმის შემდეგ წელს. 0:07:45.639,0:07:47.212 ვიცი ახლა რასაც ფიქრობთ. 0:07:47.212,0:07:48.592 ახლა ფიქრობთ: 0:07:48.592,0:07:50.988 "კი, მაგრამ ახალ ზელანდიას, 0:07:50.988,0:07:52.850 ჩადზე მაღალი მშპ აქვს!" 0:07:52.850,0:07:55.254 სწორი შენიშვნაა, 0:07:55.254,0:07:56.626 მაგრამ მოდით 0:07:56.626,0:07:58.069 სხვა ორ ქვეყანას გაჩვენებთ. 0:07:58.069,0:08:00.495 აშშ, რომელიც საგრძნობლად[br]უფრო მდიდარია, 0:08:00.495,0:08:03.242 ვიდრე ახალი ზელანდია, 0:08:03.242,0:08:05.688 მაგრამ მასზე დაბალი[br]სოციალური პროგრესი აქვს 0:08:05.688,0:08:08.340 და სენეგალი, 0:08:08.340,0:08:12.337 რომელსაც სოციალური პროგრესის[br]დონე ჩადზე მაღალი აქვს, 0:08:12.337,0:08:14.286 მაგრამ მათი მშპ თანაბარია. 0:08:14.286,0:08:16.035 მაშ, რა ხდება? 0:08:16.035,0:08:18.536 მოდით დანარჩენი ქვეყნებიც ვნახოთ. 0:08:18.536,0:08:20.744 132 ქვეყნის შეფასება შევძელით. 0:08:20.744,0:08:23.082 თითოეული მათგანი წერტილითაა აღნიშნული. 0:08:23.082,0:08:24.581 მაშ ასე, უამრავი წერტილია. 0:08:24.581,0:08:26.323 ცხადია, ყველას ცალკე ვერ განვიხილავ, 0:08:26.323,0:08:28.056 ამიტომ რამდენიმეს გამოვყოფ: 0:08:28.056,0:08:32.876 G7-ში შემავალი[br]ყველაზე რეიტინგული ქვეყანა კანადაა. 0:08:32.876,0:08:34.980 ჩემი ქვეყანა, ბრიტანეთი 0:08:34.980,0:08:37.697 სადღაც შუაშია, 0:08:37.697,0:08:39.062 მაგრამ ვინ დაეძებს, 0:08:39.062,0:08:41.240 ფრანგებს მაინც ვუსწრებთ. 0:08:41.240,0:08:44.167 (სიცილი) 0:08:48.737,0:08:51.004 ახლა შევხედოთ[br]განვითარებად ეკონომიკებს. 0:08:51.004,0:08:54.338 "ბრიკ(BRIC)"-ის ქვეყნებში[br]საუკეთესო ბრაზილიაა. 0:08:54.338,0:08:56.044 (აპლოდისმენტები) 0:08:56.044,0:08:57.831 მოდით, მივესალმოთ! 0:08:57.831,0:08:59.773 წინ, ბრაზილია! 0:08:59.773,0:09:01.306 ის უსწრებს სამხრეთ აფრიკას, 0:09:01.306,0:09:02.599 შემდეგ მოდის რუსეთი, 0:09:02.599,0:09:03.733 ჩინეთი, 0:09:03.733,0:09:05.307 და შემდეგ ინდოეთი. 0:09:05.307,0:09:07.672 მარჯვენა მხარეს ამოვარდნილი წერტილი 0:09:07.672,0:09:11.025 არის ქვეყანა, რომელსაც დიდი მშპ აქვს, 0:09:11.025,0:09:12.968 მაგრამ არც ისე დიდი სოციალური პროგრესი, 0:09:12.968,0:09:14.946 ესაა კუვეიტი. 0:09:14.946,0:09:16.637 ბრაზილიის ზემოთ, 0:09:16.637,0:09:18.956 სოციალური პროგრესის ზესახელმწიფოა. 0:09:18.956,0:09:20.456 ესაა კოსტა-რიკა. 0:09:20.456,0:09:24.431 მას, დასავლეთ ევროპის ზოგიერთი[br]ქვეყნის დონის სოციალური პროგრესი აქვს, 0:09:24.431,0:09:26.400 მათზე ბევრად ნაკლები მშპ-ს პირობებში. 0:09:26.400,0:09:28.682 ჩემი გრაფიკის სახე ზედმეტად გადაიფარა, 0:09:28.682,0:09:30.684 მინდა ცოტა უფრო[br]ზოგად სურათს შევხედოთ. 0:09:30.684,0:09:31.818 სახელმწიფოები მოვაცილოთ 0:09:31.818,0:09:34.732 და ტენდენციის მრუდი გავავლოთ. 0:09:34.732,0:09:36.905 ეს მრუდი, მშპ-სა[br]და სოციალურ პროგრესს შორის[br] 0:09:36.905,0:09:38.896 დამოკიდებულებას გვაჩვენებს. 0:09:38.896,0:09:41.138 პირველი, რასაც ვამჩნევთ, 0:09:41.138,0:09:42.993 მრუდის გარშემო არსებული 0:09:42.993,0:09:44.690 უამრავი ხმაურია. 0:09:44.690,0:09:48.545 ეს იმის ემპირიული დემონსტრაციაა, 0:09:49.157,0:09:52.192 რომ მშპ განაჩენი არაა. 0:09:52.192,0:09:55.395 თითოეული განსხვავებული მშპ-ს პირობებში, 0:09:55.395,0:09:58.593 არსებობს მეტი სოციალური პროგრესის[br]მიღწევის შესაძლებლობა 0:09:58.593,0:10:00.596 და ნაკლები სოციალური პროგრესის რისკი. 0:10:00.596,0:10:02.056 მეორე, რაც უნდა აღინიშნოს, 0:10:02.056,0:10:04.559 არის ის, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის, 0:10:04.559,0:10:06.532 მრუდი ძალიან ციცაბოა. 0:10:06.532,0:10:07.807 ეს იმას გვეუბნება, 0:10:07.807,0:10:09.060 რომ თუ ღარიბი ქვეყნები 0:10:09.060,0:10:10.954 ცოტა მეტ მშპ-ს მიაღწევენ 0:10:10.954,0:10:12.737 და მის რეინვესტირებას მოახდენენ 0:10:12.737,0:10:15.409 ექიმებში, ექთნებში, წყლის მომარაგებაში, 0:10:15.409,0:10:16.782 კანალიზაციაში და ა.შ. 0:10:16.782,0:10:18.801 სიციალური პროგრესის ბუმს მიიღებენ 0:10:18.801,0:10:20.387 მათი მშპ-ს ხარჯზე. 0:10:20.387,0:10:23.962 ეს სასიამოვნო სიახლეა.[br]ასე დაძლია ბოლო 20-30 წლის მანძილზე 0:10:23.962,0:10:27.023 ბევრმა სიღარიბე, ეკონომიკური ზრდის[br]და ჭკვიანური პოლიტიკის ხარჯზე 0:10:27.023,0:10:29.653 შედარებით ღარიბ ქვეყნებში. 0:10:29.923,0:10:32.315 თუმცა, თუ მრუდს ზემოთ გავყვებით, 0:10:32.315,0:10:34.342 დავინახავთ, რომ ის სწორდება. 0:10:34.342,0:10:36.421 ყოველი დამატებითი მშპ დოლარი, 0:10:36.421,0:10:38.063 უფრო და უფრო ნაკლებ 0:10:38.063,0:10:40.189 სოციალურ პროგრესს გვაძლევს. 0:10:40.189,0:10:42.513 მრუდის ამ ნაწილზე მყოფი 0:10:42.513,0:10:45.076 მოსახლეობის ზრდასთან ერთად 0:10:45.076,0:10:48.810 მშპ განვითარების განსასაზღვრად 0:10:49.084,0:10:51.600 უფრო და უფრო ნაკლებად გამოსადეგია. 0:10:51.600,0:10:53.747 ბრაზილიის მაგალითი განვიხილოთ. 0:10:53.747,0:10:54.970 აი, ბრაზილია: 0:10:54.970,0:10:57.837 მისი სოციალური პროგორესი[br]100-დან დაახლოებით 70-ია; 0:10:57.841,0:11:00.335 მშპ ერთ სულ მოსახლეზე[br]14 000 დოლარია წელიწადში. 0:11:00.335,0:11:03.256 შეხედეთ, ბრაზილია მრუდის ზემოთაა. 0:11:03.256,0:11:05.142 ბრაზილია საკმაოდ წარმატებით აქცევს 0:11:05.142,0:11:08.467 მშპ-ს სოციალურ პროგრესად. 0:11:08.467,0:11:10.454 მაგრამ რა ელის ბრაზილიას შემდგომ? 0:11:10.454,0:11:11.966 დავუშვათ, რომ ბრაზილია 0:11:11.966,0:11:13.738 განახორციელებს ეკონომიკურ გეგმას, 0:11:13.738,0:11:16.041 რომელმაც შემდეგ ათწლეულში[br]მშპ უნდა გააორმაგოს. 0:11:16.041,0:11:19.657 თუმცა, ეს მხოლოდ გეგმის ნახევარია. 0:11:19.657,0:11:21.934 გეგმის ნახევარზე ნაკლებიც კი. 0:11:21.934,0:11:25.182 სოციალური პროგრესის[br]როგორი ცვლილება უნდა ბრაზილიას? 0:11:25.186,0:11:27.504 შესაძლებელია, რომ ბრაზილიამ 0:11:27.504,0:11:29.239 გაზარდოს ზრდის ტემპები, 0:11:29.239,0:11:30.816 გაზარდოს მშპ, 0:11:30.816,0:11:32.706 მაგრამ ამავე დროს გააჩეროს,[br]ან შეამციროს 0:11:32.706,0:11:34.055 სოციალური პროგრესი. 0:11:34.055,0:11:36.951 ბრაზლია რუსეთივით არ უნდა გახდეს 0:11:36.973,0:11:39.288 მისთვის სასურველია, 0:11:39.288,0:11:44.241 საკუთარი მშპ, უფრო ეფექტურ[br]სოციალურ პროგრესად აქციოს, 0:11:44.241,0:11:46.539 რომ ზელანდიას დაემსგავსოს. 0:11:46.539,0:11:48.119 ეს კი ნიშნავს, 0:11:48.119,0:11:50.396 რომ ბრაზილიამ[br]საკუთარ განვითარების გეგმაში, 0:11:50.396,0:11:52.468 სოციალური პროგრესი[br]პრიორეტეტად უნდა დასახოს 0:11:52.468,0:11:54.880 და გაიაზროს,[br]რომ თავისთავად ზრდაში არაა საქმე, 0:11:54.880,0:11:57.532 არამედ ზრდაში,[br]რომელსაც სოციალური პროგრესი მოაქვს. 0:11:57.532,0:12:00.150 სწორედ ესაა, რასაც სოციალური[br]პროგრესის ინდექსი აკეთებს. 0:12:00.150,0:12:02.760 ის სხვანაირად განმარტავს განვითარებას, 0:12:02.760,0:12:04.820 რომელიც არა მხოლოდ მშპ-ს ეხება, 0:12:04.820,0:12:07.399 არამედ ყოვლისმომცველ, მდგრად ზრდას, 0:12:07.399,0:12:11.818 რომელიც ადამიანების ცხოვრებას[br]რეალურად აუმჯობესებს. 0:12:11.818,0:12:14.394 ეს არა მხოლოდ ქვეყნებს ეხება. 0:12:14.394,0:12:17.184 წლის დასაწყისში, 0:12:17.184,0:12:21.751 ჩვენ მეგობრებთან ერთად,[br]ბრაზილიური არასამთავრობო "იმაზონიდან", 0:12:21.751,0:12:26.408 დავიწყეთ პირველი რეგიონალური[br]სოციალური პროგრესის ინდექსის გამოთვლა. 0:12:26.408,0:12:28.868 ჩვენ ეს ამაზონის რეგიონისთვის გავაკეთეთ. 0:12:28.868,0:12:32.655 ეს ევროპისხელა ფართია,[br]24 მილიონი მოსახლით. 0:12:32.656,0:12:35.084 ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ნაწილი. 0:12:35.084,0:12:36.994 აი, შედეგებიც. 0:12:36.994,0:12:38.629 ისინი დანაწევრებულია 0:12:38.629,0:12:42.133 თითქმის 800 სხვადასხვა მუნიციპალიტეტად. 0:12:42.133,0:12:43.816 ქვეყნის ამ ნაწილში 0:12:43.816,0:12:46.034 ცხოვრების ხარისხის შესახებ 0:12:46.034,0:12:47.977 ასეთი დეტალური ინფორმაციის პირობებში, 0:12:47.977,0:12:50.037 "იმაზონს" და სხვა პარტნიორებს მთავრობიდან, 0:12:50.037,0:12:52.286 ბიზნესს და სამოქალაქო საზოგადოებას 0:12:52.286,0:12:53.850 ერთად შეუძლიათ იმუშაონ 0:12:53.850,0:12:55.677 ისეთი განვითარების გეგმის შესაქმნელად, 0:12:55.677,0:12:58.494 რომელიც რეალურად გააუმჯობესებს[br]ადამიანების ცხოვრებას, 0:12:58.494,0:13:01.250 მსოფლიოს ფასდაუდებელი[br]ამაზონის წვიმის ტყეების 0:13:01.250,0:13:04.221 დაცვასთან ერთად. 0:13:04.221,0:13:06.122 და ეს მხოლოდ დასაწყისია. 0:13:06.122,0:13:10.481 თქვენ ნებისმიერი ქვეყნისთვის, ქალაქისთვის[br]რეგიონისთვის, ან მუნიციპალიტეტისთვის 0:13:10.481,0:13:13.656 შეგიძლიათ გამოთვალოთ[br]სოციალური პროგრესის ინდექსი. 0:13:13.656,0:13:15.729 ჩვენ ყველამ ვიცით და გვიყვარს TEDx; 0:13:15.729,0:13:17.971 ესაა სოციალური პროგრესი - x. 0:13:17.971,0:13:21.165 ამ საშუალების გამოყენება[br]ნებისმიერს შეუძლია. 0:13:21.165,0:13:24.045 მშპ ჩვენთვის ღმერთს არ უბოძებია, 0:13:24.045,0:13:29.055 როგორი დამოკიდებულებითაც[br]მასზე ზოგჯერ საუბრობენ 0:13:29.055,0:13:30.765 (სიცილი) 0:13:30.765,0:13:34.360 ეს მე-20 საუკუნეში შექმნილი[br]გაზომვის საშუალებაა. 0:13:34.360,0:13:39.152 რომელიც მე-20 საუკუნის[br]გამოწვევებს ეხმიანებოდა. 0:13:39.152,0:13:41.004 21-ე საუკუნეში 0:13:41.004,0:13:43.456 ახალი გამოწვევების წინაშე ვართ: 0:13:43.456,0:13:46.564 დაბერება, ზედმეტი წონა,[br]კლიმატის ცვლილება და ა.შ. 0:13:46.564,0:13:48.223 ამ გამოწვევებს რომ გავუმკლავდეთ, 0:13:48.223,0:13:50.243 გაზომვის ახალი საშუალებებია საჭირო. 0:13:50.243,0:13:53.997 პროგრესის შეფასების ახალი საშუალებები. 0:13:53.997,0:13:56.395 წარმოიდგინეთ არასამთავრობოების, 0:13:56.395,0:13:58.925 საქველმოქმედოების, მოხალისეების, 0:13:58.925,0:14:00.894 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების 0:14:00.894,0:14:04.700 საზოგადოერივ განვითარებაში შეტანილი,[br]რეალური წვლილის გაზმოვა რომ შეგვეძლოს. 0:14:04.700,0:14:07.768 წარმოიდგინეთ, ბიზნესი არა მხოლოდ 0:14:07.768,0:14:11.179 ეკონომიკური მიღწევებით კონკურირებდეს, 0:14:11.179,0:14:15.003 არამედ სოციალური პროგრესის მიღწევებითაც. 0:14:15.003,0:14:18.950 წარმოდგინეთ, რომ შეგვეძლოს[br]პოლიტიკოსებს პასუხი 0:14:18.950,0:14:23.146 ადამიანების ცხოვრების[br]რეალური გაუმჯობესების მიხედვით მოვთხოვოთ. 0:14:23.146,0:14:26.131 წარმოიდგინეთ, ერთად მუშაობა რომ შეგვეძლოს, 0:14:26.131,0:14:31.199 მთავრობას, ბიზნესს, სამოქალაქო[br]საზოგადოებას, მე და თქვენ, იმისთვის, 0:14:31.199,0:14:36.690 რომ ეს საუკუნე,[br]სოციალური პროგრესის საუკუნედ ვაქციოთ. 0:14:36.704,0:14:37.783 მადლობა. 0:14:37.783,0:14:43.815 (აპლოდისმენტები)