რამდენჯერ გითქვამთ დღეს "მაგარია"? ერთხელ? ორჯერ? ჩვიდმეტჯერ? გახსოვს რას აღწერდი, როცა წამოიძახე "მაგარია"? მგონი არა ხომ? იცით რატომ? იმიტომ, რომ არასწორ კონტექსტში ვიყენებთ სიტყვა "მაგარია"-ს. დღეს, მინდა რომ დაგარწმუნოთ, რომ "მაგარია"-ს თავისი მნიშვნელობა უნდა დავუბრუნოთ. იმ დღეს, ვიჯექი კაფეში და ოფიციანტი მოვიდა ჩვენს მაგიდასთან, გვკითხა, ადრე თუ გვიჭამია აქ მე ვუპასუხე, "დიახ, დიახ მიჭამია" მან კი მიპასუხა, "მაგარია". ჩემთვის გამეფიქრა, "მართლა? მართლა მაგარია თუ უბრალოდ კარგია, რომ მე გადავწყვიტე მესტუმრა იგივე კაფესთვის?" იმ დღეს ჩემმა თანამშრომელმა მთხოვა, თუ შემეძლო, რომ ფაილი შემენახა PDF ფაილად, მე ვუპასუხე, "კი, რა თქმა უნდა", მან მომიგო, "მაგარია". მართლა? შეიძლება PDF ფაილის შენახვა "მაგარი" იყოს? სამწუხაროდ, სიტყვა "მაგარია"-ს ძალიან ხშირად ვიყენებთ; ისე რომ ჩაანცვლა სიტყვები, როგორებიცაა "კარგია" ან "მადლობა". ვებსტერის ლექსიკონი სიტყვა "მაგარია"-ს შემდეგნაირად თარგმნის: აღტაცების და პატივისცემის ნაზავი, გრძნობა, რომელიც დიდებულ განცდას განიჭებს. ამ განმარტების გათვალისწინებით, შეიძლება კაფის სენდვიჩი მაგარი იყოს? თავისუფალი მანქანის პარკინგი? იყო მაგარი? თუ ის თამაში იმ დღეს? ეგ აუცილებლად მაგარი იქნებოდა? არა! პასუხი არის არა! სენდვიჩი შეიძლება გემრიელი იყოს, თავისფალი მანქანის გასაჩერებლი ახლოს იყოს, თამაში კი - საყურებლად გასართობი, მაგრამ ყველაფერი მაგარი ვერ იქნება. (სიცილი დარბაზში) ასე რომ, როცა იყენებთ "მაგარია"-ს, რომ აღწეროთ რაიმე, მისი შთამბეჭდაობის აღმწერელ სიტყვას მნიშვნელობას უკარგავთ. ვინმე ავტორი ამბობს, "თოვლიანი დღეები, ან ჯიბეში ფულის პოვნა, მაგარია!" (სიცილი დარბაზში) მმ, არა, არ არის მაგარი, ისე, ამ ავტორს მოლოდინის ფანტაზიის და სურვილების დონე კი აქვს ასაწევი. (სიცილი) იმიტომ, რომ ეს თუ მისვთის მართლა მაგარია, სხვას ვეღარაფერს აფასებს სათანადოდ. შევადარებ, სახაძრო შლანგიდან წყლის დალევას, როგორც ეს ვირი სვამს. (სიცილი) არ არის დინამიური, არ არის უკეთესი და/ან უარესი, თუ ყველაფერი მაგარია. ქალბატონებო და ბატონებო, გეტყვით 10 რამეს, რაც მართლა მაგარია! წარმოიდგინეთ, თუ შეძლებთ, რომ ყველაფრის თრევა ზურგით გიწევდეთ. უფრო ადვილი არ იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი სახლში მიმეგორებინა? კი, ნადმვილად, ამიტომ მოდი გამოვიგონოთ ბორბალი. ბორბალი, ქალბატონებო და ბატონებო. არ არის ბორბალი მაგარი? მოდით ვაღიაროთ, კი! ბორბალი მართლა მაგარია! პირამიდები იყო უმაღლესი, ადამიანის მიერ შექმნილი სტრუქტურა მსოფლიოში 4000 წლის განმავლობაში. ფარაონები ავალებდნენ მონებს, რომ ეთრიათ მილიონობით ლოდები, რათა აეშენებინათ ეს ქვის ნაგებობა. გიზის პირამიდები მაგარია? კი, გიზის პირამიდები მართლაც მაგარია. დიდი კანიონები. დაახლოებით 80 მილიონი წლის არის. არის დიდი კანიონები მაგარი? კი, დიდი კანიონები არის მაგარი! ლუის დაგეარი, რომელმაც შექმნა ფოტოგრაფია 1829 წელს, თქვენ კი, ამას წინ, დღეს, როდესაც თქვენი სმარტფონი ამოიღეთ ჯიბიდან და სურათი გადაუღეთ თქვენს "მაგარ" სენდვიჩს, და იცით ვინც ხართ - (სიცილი დარბაზში) - უფრო ადვილია, ვიდრე გამოსახულების გამოყვანა სპილენძის თეფშზე, რომელსაც იოდიზირებული ვერცხლი უნდა კვროდა? კარგით რა, არის ფოტოგრაფია მაგარი? კი! არის ფოტოგრაფია მაგარი. 6 ივნისი, 1944 წელი, 'დი-დეი'-თ წოდებული გაერთიანებული თავდასხმა ნორმანდიაში, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი "წყალხმელეთა" შეტევა. იყო 'დი-დეი' მაგარი? კი, 'დი-დეი' მართლაც მაგარი იყო. დღეს საჭმელი მიირთვით? მიირთვით? მაშინ შეგიძლიათ ფუტკარს მადლობა გადაუხადოთ, რადგან მათ თუ არ დამტვერეს მოსავალი, საჭმელს ვერ მოვიყვანდით, და შიმშლით გავწყდებოდით. აი, ასე მარტივად. ყვავილი ესე კი არ წამოდგება და გადაწყვეტს, რომ სექსი ქონდეს სხვა ყვავილთან, ისე, ეგ მართლა მაგარი იქნებოდა არა? (სიცილი დარბაზში) ფუტკრები არიან მაგრები. მთვარეზე დაფრენა! კარგით რა! აპოლო 11. 66 წლის შემდეგ, რაც ძმები ურაითერები ესტუმრნენ კიტი ჰავკს ჩრდილო კაროლაინაში, ნილ არმსტრონგმა 240,000 მილის სიშორეზე შეძლო გაფრენა. იგივე მანძილია, რაც დედამიწიდან მთვარემდე. (სიცილი დარბაზში) მთვარეზე ერთი ნაბიჯის გადადგმა იყო უდიდესი ნახტომი კაცობრიობისთვის! იყო ეს მაგარი? ნამდვილად იყო! ვუდსტოკი, 1969: როლინგ სტოუნის ჟურნალში ეწერა, რომ ამ კონცერტმა როკ ნ' როლის ისტორია შეცვალა. ბილეთები მაშინ 24 დოლარი ღირდა. ახლა ერთ უბრალო მაისურს ვერ იყიდი 24 დოლარად. ჯიმი ჰენდრიქსის ვერსია ამერიკის ჰიმნის "The Star-Spangled Banner" იყო ამ კონცერტის დამახასიათებელი გამოსვლა. იყო ვუდსტოკი მაგარი? კი, იყო მაგარი! ზვიგენები! კვების ჯაჭვის სათავეში. ზვიგენებს აქვთ რამდენიმე კბილის მწკრივი, რომელიც მათ ყბაში იზრდება და წინ გადმოინაცვლებენ როგორც კონვეიერი. ზოგი ზვიგენი თავიანთ სიცოცხლეში 30,000-მდე კბილს კარგავს. არის ეს მაგარი? ნამდვილად, ზვიგენები მართლაც მაგრები არიან! ინტერნეტი დაიბადა 1982 წელს და საოცარი სისწრაფით დაიპყრო მსოფლიო კომუნიკაცია, დღეს კი, PowerPoint-ის ფაილების ატვირთვაა შესაძლებელი ინტერნეტში, ასე რომ ვინმე კაცს ციმბირში, შეუძლია გამოთვრეს და ჩემ პრეზენტციას უყუროს, ინტერნეტი არის მაგარი! და საბოლოოდ, ვინც ვერ ითმენთ, რომ მოხვიდეთ და გამახაროთ რა "მაგარი" PowerPoint პრეზენტაცია გავაკეთე, მე დაგიზოგავთ დროს, და გეტყვით, რომ ეს "მაგარი" არ იყო, მაგრამ იყო სიმართლე, და იმედი მაქვს მოგეწონათ. ვის წინაშეც მე აქამდე გამოვსულვარ, თქვენ ყველანი სულ ახლები იყავით. მადლობა, ღამე მშვიდობის. (ტაში დარბაზში)