მისმინეთ ხალხო. CSS-ის ფუნქციები არასდროს დამთავრდება. მოდი, ცოტა მეტს გაჩვენებთ. როგორ შევცვალოთ ჩემს სიმღერის ტექსტში ხაზებს შორის დაშორება? მე შემიძლია გამოვიყენო `line-height` თვისება, და დავაკონკრეტო პიქსელებში, მაგ: 15px. ან, შეიძლება ჯობდეს 1.5em-ით განვსაზღვრო, რომელიც ხაზის სიმაღლეს ტექსტის ზომის 150 % ს გახდის. და რა ვქნა, თუ მინდა ჩემი სიმღერის ტექსტი გვერდის შუაში იყოს? მე შემიძლია გამოვიყენო `text-align`(ტექსტის განლაგება) თვისება, და მივუთითო `center`(ცენტრი). მე შემიძლია ასევე `right`ის (მარჯვნივ)- ან `justified` მითითება, თუმცა, ვფიქრობ, ეს ცოტა უცნაური იქნება. და რა ვქნა, თუ მინდა მთავარი აბზაცის ხაზგასმა? ამისთვის შემიძლია გამოვიყენო `text-decoration` თვისება და შემდეგ`underline` . ხოლო თუ მათი წაშკა მინდა ჩემი ბმულებიდან? მაგალითად ვიკიპედიის ბმულიდან? კარგი, ბრაუზერს აქვს დეფოლტ სტილები რომლებიც ყველაფერს მიემართება. მაგალითად, `text-decoration: underline` ბმულებისთვის. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ CSS რათა უგულებელვყოთ ბრაუზერის დეფოლტ სტილები და მივუთითოთ- `text-decoration: none`. უბრალოდ დავამატოთ წესი აქ : { text-decoration: none; } და თქვენ ხედავთ, რომ ის აღარაა ხაზგასმული. მაგრამ ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამის კეთებისას, რადგან დეფოლტები, ზოგადად, რაღაც მიზეზით შეირჩა,. თუ ბმულები არ იქნება ხაზგასმული, როგორ მიხვდნენ ადამიანები, რომ ისინი ბმულებია? რა მოხდება, თუ ისინი არასდროს დააწკაპუნებენ მათზე, რადგან ჩვეულებრივი ტექსტი ეგონებათ? თუ ჩვენ წავშლით ხაზებს, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული,, რომ ბმულები რამე სხვა გზით ჩანს გამორჩეულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლები დაღონდებიან. ეს კი მეც მადარდებს, და თქვენც უნდა გადარდებდეთ. მე შემიძლია მთელი დღე გესაუბროთ ტექსტურ თვისებებზე. მაგრამ, ამას არ გავაკეთებ, რადგან კიდევ ბევრ რამ გვაქვს სასწავლი. აქ CSS -ის ასამდე თვისებაა და ბრაუზერები ყოველ წელს კიდევ ამატებენ. ალბათ, ყველას ვერასდროს აგიხსნით. მაგრამ, საბედნიეროდ, მე შემიძლია საკმარისი გითხრათ იმისთვის, რომ ჩაგრთოთ. და შემდეგ,თუ თქვენ მოგინდებათ ზოგიერთი სტილისთვის ამა თუ იმ თვისების არსებობაზე გაგება და ის არ არის ჩვენს დოკუმენტაციაში აქ, შეგიძლიათ თავად მოძებნოთ. მაგალითად, თუ გსურთ გაიგოთ, შეგიძლიათ თუ არა დაამატოთ ჩრიდილი თქვენს ტექსტს, უბრალოდ ჩაწერეთ "CSS text shadow" ინტერნეტში, და თქვენ უამრავ შედეგს ნახავთ. ზოგადად, ინტერნეტში ძებნის უნარი თქვენი შეკითხვებისთვის პასუხების მისაღებად, დეველოპერისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. რადგან, იმდენ ადამიანს აქვს იგივე შეკითხვა, რაც თქვენ, და 99.9 პროცენტ შემთხვევაში პასუხსაც იპოვით. უბრალოდ, კარგად უნდა მოძებნოთ.