მე მიყვარს ხელოვნების მუზეუმები. მაგრამ არ მაქვს დრო, რომ იქ ყოველდღე ვიარო საბედნიეროდ, ბევრი ლამაზი ნახატის ნახვა შესაძლებელია ინტერნეტში აქაც კი, ხანის აკადემიაზე, ჩვენი ხელოვნების ისტორიის განყოფილებაში. გადავწყვიტე შემექმნა ეს ვებ–გვერდი, ცნობილი ნახატების სიით. ერთი სათაურით და სიით ყოველი სტილისთვის და ნახატების შესახებ სტატიების ბმულებით. იმისთვის, რომ ეს გვერდი უკეთ გამოიყურებოდეს CSS წესებით შევცვალე და სათაურების ფონტი. მომწონს ეს თითქოს ხელნაწერი სტილი, მაგრამ ვცადოთ სხვა: fantasy ჰმ, აქაც უნდა შევცვალო, იმიტომ რომ ორი წესი გვაქვს მე მინდა, რომ ჩემი სათაურები ყოველთვის ერთნაირად გამოიყურებოდეს მაგრამ ნამდვილად მეზარება მათი ყოველჯერზე ხელით შეცვლა ორ ადგილას რა შემიძლია, გავაკეთო? გარდავქმნა ორი CSS წესი ერთ CSS წესად დავფიქრდეთ. მაგალითად, დავამთო ორივე და ერთსა და იმავე კლასში? ეს ნამდვილად იმუშავებს – ერთი კლასისთვის ერთი CSS წესი საკმარისი იქნება მაგრამ ჯამში მეტი საქმის გაკეთება მოგვიწევს. ყოველ ჯერ მოგვიწევს ამ კლასის დამატება, როცა –ს ან –ს შევქმნით. საბედნიეროდ, უკეთესი გზა არსებობს. შეგვიძლია სელექტორების გაერთიანება მძიმით დავწერთ h1 დავსვამთ მძიმეს და დავწერთ h2–ს ახლა შეგვიძლია წავშალოთ ეს მეორე წესი, იმიტომ რომ ის უკვე იგულისხმება პირველში. და – ჩვენი გვერდი იგივენაირად გამოიყურება! ახლა, როცა მომინდება შევცვალო ყველა ფონტი, საკმარისი იქნება მისი ერთ ადგილას შეცვლა. მაგალითად, შეცვლი ისევ cursive-ზე და, აი, მთელი ტექსტი ისევ დახრილია. დაიმახსოვრეთ, რომ სელექტორები უნდა გამოყოთ მძიმით და არა ჰარეთი. როგორც უკვე ვნახეთ, ჰარეთი გამოიყოფა შთამომავალი სელექტორები, რაც სულ სხვა რამეა სელექტორების დაჯგუფება შეიძლება იყოს მშვენიერი გამოსავალი, როცა ბევრია მსგავსი. მაგრამ ძალიან ხშირადაც არ გამოიყენოთ. დააჯგუფეთ სელექტორები მხოლოდ მაშინ, თუ მათ აუცილებლად ყოველთვის ექნებათ მსგავსი პარამეტრები და არა მხოლოდ ახლა. ასეთი სელექტორები ხშირად სემანტიკურადაა ერთმანეთის მსგავსი. როგორც, მაგალითად, ეს ჩემს შემთხვევაშია: ყველა სათაურია. მალე სელექტორების ჯგუფის გამოყენების კიდევ ერთ მაგალითს აგიხსნით.