WEBVTT 00:00:00.831 --> 00:00:05.211 ჩვენ დავბრუნდით და ახლა ჩვენს გვერდზე არის ცნობილი ნახატების სიების ბმულები. 00:00:05.211 --> 00:00:11.743 CSS იწყება წესით, რომ ძირითად ნაწილში მთელი ტექსტის ფონტი არის sans-serif 00:00:11.743 --> 00:00:17.114 შემდეგ გვაქვს წესი, რომელიც ცვლის და პარაგრაფების სტილს. 00:00:17.114 --> 00:00:24.737 შემდეგ კიდევ რამდენიმე წესი გვაქვს, რომელიც მანამდე, ალბათ, არ გინახავს. 00:00:24.737 --> 00:00:29.967 ყველა იწყება ასე: a: რაღაც–სიტყვა 00:00:29.967 --> 00:00:35.504 რას ნიშნავს a: ? რას მიესადაგება ეს წესები? 00:00:35.504 --> 00:00:41.065 ყველაფერი, რაც ასე გამოიყურება მიემართება ფსევდო–კლასებს. 00:00:41.065 --> 00:00:48.002 ფსევდო–კლასი ირჩევს ელემენტებს ინფორმაციით რომელიც არაა მოცემული გვერდის სტრუქტურაში 00:00:48.002 --> 00:00:51.826 ან უბრალოდ ვერ გადმოიცემა სხვს სელექტორებით. 00:00:51.826 --> 00:00:57.430 აქ ფსევდო–კლასებს ვირჩევ ბმულების სტილის შესაცვლელად მათი მდგომარეობის მიხედვით. 00:00:57.430 --> 00:01:03.449 ფსევდო–კლასი link აირჩევს ყველა ბმულს, რომელზეც მომხმარებელი ჯერ არ გადასულა. 00:01:03.449 --> 00:01:06.582 ჩვეულებრივ, ასეთი ბმული ლურჯია. 00:01:06.582 --> 00:01:10.405 ფსევდო–კლასი visited აირჩევს იმ ბმულებს, რომელთაც მომხმარებელი უკვე ეწვია. 00:01:10.405 --> 00:01:13.294 ასეთ ბმულებს ბრაუზერები, წესით, იისფრად აღნიშნავენ. 00:01:13.294 --> 00:01:16.121 თუ ძალიან გვინდა, შეგვიძლია შევცვალოთ ფერები. 00:01:16.121 --> 00:01:18.083 მაგრამ ამისთვის კარგი მიზეზი უნდა გვქონდეს 00:01:18.083 --> 00:01:22.954 ადამიანები შეეჩვივნენ ლურჯსა და იისფერს და ასე განსაზღვრავენ, რა ნახეს უკვე, და რა – ჯერ არა. 00:01:22.954 --> 00:01:25.549 ზოგადად, ეს ძალიან სასარგებლო ფუნქციაა 00:01:25.549 --> 00:01:28.474 და ტყუილ–უბრალოდ არ ღირს მისი შეცვლა. 00:01:28.474 --> 00:01:31.092 ამიტომ, მე უბრალოდ წავშლი ამ წესებს. 00:01:31.092 --> 00:01:34.221 მათ შეცვლას, ჩემი აზრით, წაშლა სჯობს. 00:01:34.221 --> 00:01:38.972 შემდეგი წესი არის a:hover 00:01:38.972 --> 00:01:46.138 hover ფსევდო–კლასი აირჩევს ელემენტს, თუ მომხმარებელი მას მაუსს მიუახლოვებს. 00:01:46.138 --> 00:01:48.408 თვისებები ამ ელემენტს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გადაეცემა. 00:01:48.408 --> 00:01:53.353 დააპაუზეთ ვიდეო და ნახეთ, რა მოხდება თუ ბმულებთან მაუსს მიიტანთ. 00:01:53.353 --> 00:01:57.406 მიდით, მე დაგიცდით. 00:01:57.406 --> 00:02:01.165 ნახეთ, როგორ იცვლიდა ფონი ფერს? ძალიან მაგარი ეფექტია. 00:02:01.165 --> 00:02:05.073 ამ hover პსევდო–კლასის გამოყენება შეგიძლია ნებისმიერ ელემენტზე, არა მარტო ბმულზე 00:02:05.073 --> 00:02:07.662 მაგრამ ის არ იმუშავბს ყველა მოწყობილობაზე 00:02:07.662 --> 00:02:11.421 მაგალითად, თუ ტელეფონით ხარ, მაუსს ვერ მიიტან: ან ეხები, ან არა 00:02:11.421 --> 00:02:15.298 კარგია, როცა ეს ეფექტი ბონუსად გაქვს, მაგრამ სერიოზული ფუნქცია არ უნდა დააკისრო 00:02:15.298 --> 00:02:20.503 გადავიდეთ ბოლო ორზე. ისინი გვანან hover-ს 00:02:20.503 --> 00:02:23.067 მოქმედებენ მომხმარებლის მიმდინარე ქცევის შესაბამისად 00:02:23.067 --> 00:02:27.191 პსევდო–კლასი active ირჩევს მიმდინარე გააქტიურებულ ელემენტებს 00:02:27.191 --> 00:02:34.076 მაგალითად, ბმულს, რომელსაც ზუსტად ახლა აჭერენ, გადასვლამდე 00:02:34.076 --> 00:02:38.614 პსევდო–კლასი focus ირჩევს ფოკუსში მყოფ ელემენტებს; 00:02:38.614 --> 00:02:42.394 მაგალითად, თუ tab ღილაკს იყენებ ინტერფეისზე სამოძრაოდ 00:02:42.394 --> 00:02:47.744 დააპაუზე ვიდეო და სცადე გადახვიდე ბმულებზე ან გამოიყენო მათ ირგვლივ tab ღილაკი 00:02:47.744 --> 00:02:51.497 შეამჩნიე, როგორ იცვლებოდა ფონი? 00:02:51.497 --> 00:02:56.415 hover, active და focus – სამივესთვის იგივე თვისება შევარჩიე, იმიტომ რომ მსგავსი ქმდებებია 00:02:56.415 --> 00:02:58.842 მომხმარებელი რაღაცნაირად ზემოქმედებს ბმულზე 00:02:58.842 --> 00:03:03.655 ბევრი დიზაინერი სწორედ ამის გამო იყენებს სამივესთვის ერთსა და იმავე თვისებას 00:03:03.655 --> 00:03:07.114 დავუშვათ, მინდა შევცვალო ამ ფონის ფერი 00:03:07.114 --> 00:03:13.552 შემიძლია შევცავლო ის ცალ–ცალკე ყოველისთვის 00:03:13.552 --> 00:03:15.885 ან გამოვიყენო ის, რაც ახლახან ვისწავლეთ 00:03:15.885 --> 00:03:20.140 შემიძლია გავაერთიანო სელექტორები, ჩავსვა ისინი ერთ წესში და გამოვყო მძიმეებით 00:03:20.140 --> 00:03:27.214 აქ დავსვამ მძიმეს და ჩავსვამ "a:active", "a:focus". 00:03:27.214 --> 00:03:37.418 ახლა წავშალოთ ესენი და შევცვალოთ სამივე ერთდროულად. კარგია 00:03:37.418 --> 00:03:41.531 პსევდო–კლასები ამ რამდენიმეთი არ იწურება 00:03:41.531 --> 00:03:45.123 შეგიძლია დაძებნო დანარჩენები ინტერნეტში 00:03:45.123 --> 00:03:48.653 ან დაიცადო, სანამ აქ გასწავლით მეტს.