WEBVTT 00:00:00.904 --> 00:00:02.309 მოგესალმებით ყველას. 00:00:02.333 --> 00:00:04.976 მე დღეს ბავშვის საფენი მოვიტანე. 00:00:06.793 --> 00:00:08.515 ცოტა ხანში ნახავთ რატომაც. 00:00:08.539 --> 00:00:10.549 ბავშვის საფენებს საინტერესო თვისებები აქვთ. 00:00:10.573 --> 00:00:13.264 როცა მათ წყალს დაასხამთ, ისინი უზომოდ იზრდებიან ზომაში. 00:00:13.288 --> 00:00:16.272 ამ ექსპერიმენტს მილიონობით ბავშვი ატარებს ყოველდღე. NOTE Paragraph 00:00:16.296 --> 00:00:17.446 (სიცილი) NOTE Paragraph 00:00:17.470 --> 00:00:18.964 ეს იმიტომ, 00:00:18.988 --> 00:00:21.012 რომ ისინი საკმაოდ ჭკვიანურადაა შექმნილი. 00:00:21.012 --> 00:00:24.447 ისინი შექმნილია ნივთიერებისგან, რომელსაც გაფართოებად ნივთიერებას ეძახიან 00:00:24.447 --> 00:00:27.328 ეს სპეციფიური სახის ნივთიერებაა, რომელსაც წყალს რომ დაასხამთ, 00:00:27.328 --> 00:00:28.482 ის უზომოდ გაიზრდება, 00:00:28.482 --> 00:00:30.242 შეიძლება 1000-ჯერაც კი. 00:00:30.266 --> 00:00:33.772 ეს ძალიან ფართოდ გამოყენებადი სამრეწველო პოლიმერია. 00:00:33.819 --> 00:00:36.345 MIT - ში ჩვენი ჯგუფი ცდილობს 00:00:36.369 --> 00:00:39.216 ტვინზეც იგივე განახორციელოს. 00:00:39.216 --> 00:00:40.885 შეიძლება კი, ის იმდენად გავზარდოთ, 00:00:40.885 --> 00:00:42.907 რომ მისი უმცირესი შემადგენელი ნაწილები, 00:00:42.907 --> 00:00:45.109 ბიომოლეკულები დავინახოთ? 00:00:45.133 --> 00:00:47.284 როგორ არიან ორგანიზებულები სამ განზომილებაში, 00:00:47.308 --> 00:00:50.793 მათი სტრუქტურა, ტვინის ასე ვთქვათ, უშუალო სტრუქტურა. 00:00:50.817 --> 00:00:51.975 თუ ამას შევძლებთ, 00:00:51.999 --> 00:00:55.508 შეიძლება უკეთ გავიგოთ, თუ როგორ წარმოიშვება ტვინში 00:00:55.532 --> 00:00:57.191 აზრები და ემოიცები, 00:00:57.215 --> 00:00:58.934 ქმედებები და გრძნობები. 00:00:58.958 --> 00:01:01.837 შეიძლება დაავდების გამომწვევ 00:01:01.837 --> 00:01:04.173 ზუსტ ცვლილებებს მივაგნოთ ტვინში. 00:01:04.197 --> 00:01:06.923 დაავადებებისას, როგორებიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონი, 00:01:06.923 --> 00:01:09.013 რომელთათვისაც ძალიან ცოტა მკურნალობის 00:01:09.013 --> 00:01:11.065 და უფრო ნაკლები განკურნების მეთოდია 00:01:11.065 --> 00:01:15.122 და რომელთა გამომწვევი მიზეზი, ხშირად არც კი ვიცით. 00:01:16.613 --> 00:01:18.353 ჩვენი ჯგუფი MIT-ში 00:01:18.377 --> 00:01:21.343 ცდილობს ამ პრობლემას ნეირომეცნიერებაში ბოლო 100 წლის მანძილზე 00:01:21.343 --> 00:01:24.261 არსებული ხედვებისგან განსხვავებულად მიუდგეს. 00:01:24.261 --> 00:01:26.320 ჩვენ დიზაინერები და გამომგონებლები ვართ. 00:01:26.320 --> 00:01:28.528 ვცდილობთ გავარკვიოთ, როგორ შევქმნათ ტექნოლოგია, 00:01:28.528 --> 00:01:31.408 რომელიც ტვინის შესწავლის და განკურნების საშუალებას მოგვცემს. 00:01:31.408 --> 00:01:32.143 საქმე იმაშია, 00:01:32.167 --> 00:01:35.378 რომ ტვინი უაღრესად რთული რამაა. NOTE Paragraph 00:01:35.484 --> 00:01:38.371 ნეირომეცნიერების პირველ საუკუნეში დავადგინეთ, 00:01:38.395 --> 00:01:40.698 რომ ტვინი ძალიან რთული ქსელია, 00:01:40.722 --> 00:01:43.202 რომელიც ძალიან სპეციფიური უჯრედებისგან, ნეირონებისგან შედგება, 00:01:43.226 --> 00:01:44.893 რომელთაც რთული გეომეტრია აქვთ 00:01:44.917 --> 00:01:49.154 და ელექტრული სიგნალები ამ რთული ფორმის ნეირონებში მიედინება. 00:01:49.653 --> 00:01:52.437 ეს ნეირონები ქსელშია ჩართული. 00:01:52.461 --> 00:01:56.296 ამ ქსელში ისინი სინაფსებითაა შეერთებული, რომლებიც ქიმიკატების მიმოცვლას ახდენენ. 00:01:56.320 --> 00:01:58.538 ამ გზით ესაუბრებიან ნეირონები ერთმანეთს. 00:01:58.562 --> 00:02:00.502 ტვინში მათი წარმოუდგენელი სიმჭიდროვეა. 00:02:00.526 --> 00:02:02.833 ტვინის 1 კუბურ მილიმეტრში 00:02:02.857 --> 00:02:05.314 დაახლოებით 100 000 ნეირონია 00:02:05.338 --> 00:02:07.955 და ალბათ მილიარდი შეერთება 00:02:08.887 --> 00:02:10.269 უფრო მეტიც, 00:02:10.293 --> 00:02:12.598 ნეირონის გადიდება რომ შეგეძლოთ 00:02:12.622 --> 00:02:15.372 და ეს რა თქმა უნდა გრაფიკული ვერსიაა, 00:02:15.396 --> 00:02:19.317 დაინახავდით ათასობით სახის ბიომოლეკულას, 00:02:19.317 --> 00:02:22.041 პატარა ნანო ზომის მექანიზმებს, რომლებიც სამგანზილებიან, 00:02:22.041 --> 00:02:24.051 რთულ სტრუქტურას წარმოადგენენ. 00:02:24.051 --> 00:02:27.419 ისინი ერთად ელექტრულ იმპულსებს და ქიმიკატების მიმოცვლას უზრუნველყოფენ, 00:02:27.419 --> 00:02:30.640 რომლებიც ნეირონების ერთად მუშაობის შედეგად 00:02:30.664 --> 00:02:34.333 აზრებს, გრძნობებს და სხვა ფენომენებს წარმოქმნის. NOTE Paragraph 00:02:34.357 --> 00:02:38.121 ჩვენ არ ვიცით როგორაა ნეირონები 00:02:38.145 --> 00:02:40.069 ტვინში ქსელის სახით ორგანიზებული 00:02:40.069 --> 00:02:41.843 და არც ბიომოლეკულები ვიცით 00:02:41.867 --> 00:02:43.851 როგორაა ნეიორონებში ორგანიზებული ისე, 00:02:43.851 --> 00:02:45.710 რომ ქმნიან რთულ მექანიზმებს. 00:02:45.918 --> 00:02:47.738 ამის რეალურად შესწავლისთვის, 00:02:47.762 --> 00:02:49.579 ახალი ტექნოლოგიები დაგვჭირდება. 00:02:49.603 --> 00:02:51.387 თუ ჩვენ მივიღებთ რუკას, 00:02:51.411 --> 00:02:54.354 სადაც ვნახავთ მოლეკულების და ნეირონების 00:02:54.378 --> 00:02:56.754 და ნეირონული ქსელების ორგანიზაციულ სტრუქტურას, 00:02:56.754 --> 00:02:59.405 შეიძლება გავიგოთ, როგორ ამუშავებს ტვინი 00:02:59.429 --> 00:03:00.596 სენსორულ ინფორმაციას 00:03:00.620 --> 00:03:02.356 აზავებს მათ ემოციებსა და გრძნობებთან 00:03:02.380 --> 00:03:04.944 და წარმოქმნის ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს. 00:03:05.131 --> 00:03:08.014 იქნებ ტვინის დაავადებისას წარმოქნილი 00:03:08.014 --> 00:03:10.146 ზუსტი მოლეკულური ცვლილების დადგენა შევძლოთ 00:03:10.170 --> 00:03:12.992 და როცა უკვე გვეცოდინება რა ცვლილება მოხდა, 00:03:13.016 --> 00:03:15.996 იქნება ეს მათი რაოდენობის ზრდა, თუ მათი სტრუქტურის ცვლილება, 00:03:15.996 --> 00:03:18.759 ამას ახალი წამლების შესაქმნელად გამოვიყენებდით. 00:03:18.783 --> 00:03:21.054 ტვინში ენერგიის მიწოდების ახალი გზებისთვის, 00:03:21.078 --> 00:03:24.958 მისი დაზიანებული ფუნქციონალობის აღსადგენად, 00:03:24.982 --> 00:03:27.711 პაციენტებში, რომლებსაც ტვინის დაავადებები აწუხებთ. NOTE Paragraph 00:03:27.793 --> 00:03:31.036 უკანასკნელი საუკუნის მანძილზე ამის მოსაგვარებლად გამოყენებული 00:03:31.060 --> 00:03:33.156 უამრავი სხვადასხვა ტექნოლოგია გვინახავს.. 00:03:33.156 --> 00:03:34.360 მგონი ყველას გვინახავს 00:03:34.360 --> 00:03:36.188 ტვინის მაგნიტურ რეზონანსული სურათი. 00:03:36.212 --> 00:03:39.559 ეს, რა თქმა უნდა დიდებული არაინვაზიური საშუალებებია, 00:03:39.583 --> 00:03:42.168 რომლებიც შეიძლება ცოცხალ ადამიანებზე გამოვიყენოთ, 00:03:42.407 --> 00:03:44.638 მაგრამ ისინი ასევე სივრცულად უზუსტოა. 00:03:44.662 --> 00:03:47.652 თითოეული ეს ლაქა, ან ე.წ. ვოქსელი, რომელსაც ხედავთ, 00:03:47.676 --> 00:03:50.365 მილიონობით ნეირონს შეიცავს. 00:03:50.389 --> 00:03:52.239 ანუ, ეს გარჩევადობის ის დონე არაა, 00:03:52.263 --> 00:03:54.801 რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა იმ მოლეკულური ცვლილების, 00:03:54.825 --> 00:03:57.111 ან იმ დაქსელვის ცვლილების დადგენა, 00:03:57.135 --> 00:04:01.081 რომელიც ჩვენს ცნობიერ და ძლევამოსილ არსებებად ყოფნას უზრუნველყოფს. NOTE Paragraph 00:04:01.797 --> 00:04:04.978 მოერეს მხრივ, გვაქვს მიკროსკოპები. 00:04:05.002 --> 00:04:08.297 მიკროსკოპები უმცირესი ნაწილაკების გამოსაჩენად სინათლეს იყენებენ. 00:04:08.321 --> 00:04:11.396 საუკუნეების მანძილზე ისინი ბაქტერიების მსგავსი ნაწილაკების დასანახად გამოიყენება. 00:04:11.420 --> 00:04:12.571 ნეირომეცნიერებაში კი, 00:04:12.595 --> 00:04:16.007 პირველ რიგში სწორედ მიკროსკოპების საშუალებით მოხდა ნეირონების აღმოჩენა, 00:04:16.031 --> 00:04:17.323 დაახლოებით 130 წლის წინ. 00:04:17.347 --> 00:04:19.665 მაგრამ სინათლეს პრინციპული შეზღუდვა აქვს. 00:04:19.689 --> 00:04:23.087 თქვენ ვერ შეხედავთ ინდივიდუალურ მოლეკულას ჩვეულებრივი მიკროსკოპით. 00:04:23.087 --> 00:04:25.163 ვერ შეხედავთ ამ უმცირეს შეერთებებს. 00:04:25.187 --> 00:04:28.723 ამიტომ, თუ გვინდა ტვინი უფრო კარგად შევისწავლოთ 00:04:28.723 --> 00:04:31.321 და მისი სტრუქტურის უშუალოდ დანახვამდე დავიდეთ, 00:04:31.345 --> 00:04:34.625 კიდევ უფრო უკეთესი ტექნოლოგია გვჭირდება. NOTE Paragraph 00:04:35.611 --> 00:04:37.835 ჩემმა ჯგუფმა, რამდენიმე წლის წინ იფიქრა: 00:04:37.859 --> 00:04:39.641 რატომ არ შეგვიძლია საპირისპირო ვქნათ. 00:04:39.641 --> 00:04:41.756 თუ ასე ძნელია ტვინში ჩახედვა, 00:04:41.780 --> 00:04:44.143 რატომ არ შეიძლება თავად ის გავზარდოთ? 00:04:44.166 --> 00:04:45.321 პირველად ეს, 00:04:45.345 --> 00:04:48.341 ორ ბაკალავრთან, ფეი ჩენთან და პოლ ტილბერგთან ერთად დაიწყო. 00:04:48.365 --> 00:04:51.085 ახლა ბევრი სხვა ჩაერთო ამ პროცესში და გვეხმარება. 00:04:51.109 --> 00:04:53.871 ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერკვია შეიძლებოდა თუ არა პოლიმერი, 00:04:53.895 --> 00:04:55.524 როგორც ეს ბავშვის საფენშია, 00:04:55.548 --> 00:04:57.554 ფიზიკურად ჩაგვენერგა ტვინში. 00:04:57.578 --> 00:04:59.819 თუ ამას სწორად ვიზამდით და წყალს დავასხმადით, 00:04:59.843 --> 00:05:01.678 ტვინი ზომაში ისე უნდა გაზრდილიყო, 00:05:01.702 --> 00:05:05.079 რომ შესაძლებელი გახდებოდა უმცირესი ბიომოლეკულების გარჩევა. 00:05:05.103 --> 00:05:07.973 დავინახავდით შეერთებებსაც და შევადგენდით ტვინის რუკას. 00:05:07.997 --> 00:05:09.985 ამას დრამატული შედეგის პოტენციალი ჰქონდა. NOTE Paragraph 00:05:10.009 --> 00:05:13.017 აქ პატარა ნიმუში გვაქვს. 00:05:13.538 --> 00:05:16.113 ბავშვის შესაბამისი მასალა ამოვიღეთ. 00:05:16.137 --> 00:05:18.411 ინტერნეტში მისი ყოდვა ბევრად ადვილია, 00:05:18.435 --> 00:05:21.910 ვიდრე საფენში არსებული ცოტაოდენი მარცვლების ამოღება. 00:05:21.934 --> 00:05:24.159 ამ სუფთა პოლიმერის 00:05:24.476 --> 00:05:26.980 მხოლოდ ერთ ჩაის კოვზს ჩავყრი 00:05:27.270 --> 00:05:29.422 და ცოტა წყალს დავასხამ. 00:05:29.446 --> 00:05:31.368 ვნახოთ, ეს ერთი ჩაის კოვზი 00:05:31.368 --> 00:05:33.643 ბავშვის საფენიდან ამორებული მასალა, 00:05:33.667 --> 00:05:35.966 ზომაში თუ გაიზრდება. 00:05:36.687 --> 00:05:40.383 თქვენ დაინახავთ, რომ ის დაახლოებით ათასჯერ გაიზრდება 00:05:40.407 --> 00:05:42.593 თქვენ თვალწინ. 00:05:49.597 --> 00:05:51.569 უფრო მეტი შეიძლებოდა დამესხა, 00:05:51.593 --> 00:05:53.151 მაგრამ მგონი გასაგებია, 00:05:53.175 --> 00:05:55.677 რომ ეს ძალიან, ძალიან საინტერესო მოლეკულაა 00:05:55.701 --> 00:05:57.613 და თუ მას სწორად გამოვიყენებთ, 00:05:57.637 --> 00:06:00.348 რეალურად შევძლებთ ტვინის ისეთი დეტალების დანახვას, 00:06:00.348 --> 00:06:02.726 რომელთა დანახვაც არსებული საშუალებებით შეუძლებელია. NOTE Paragraph 00:06:03.227 --> 00:06:05.281 კარგი, ახლა ცოტაოდენი ქიმია. 00:06:05.305 --> 00:06:07.747 რა ხდება ბავშვის საფენის პოლიმერში? 00:06:07.771 --> 00:06:09.447 რომ გავადიდოთ, 00:06:09.471 --> 00:06:12.144 ეს დაახლოებით ასე გამოიყურება, როგორც ეკრანზეა. 00:06:12.168 --> 00:06:16.660 პოლიმერები ატომების ჯაჭვია, რომელიც გრძელ წვრილ ხაზებადაა აწყობილი. 00:06:16.684 --> 00:06:18.051 ჯაჭვები ძალიან მცირეა, 00:06:18.075 --> 00:06:19.939 დაახლოებით ბიომოლეკულის სისქის, 00:06:19.963 --> 00:06:21.710 პოლიმერებიც მჭიდროდაა ერთმანეთთან. 00:06:21.734 --> 00:06:23.234 ერთმანეთისგან დაახლოებით 00:06:23.258 --> 00:06:25.510 ბიომოლეკულის ზომით არიან დაშორებულები. 00:06:25.534 --> 00:06:26.699 ეს ძალიან კარგია, 00:06:26.723 --> 00:06:29.764 რადგან პოტენციურად ტვინში ყველაფრის გაფართოება შეგვიძლია. 00:06:29.788 --> 00:06:31.636 თუ წყალს დავასხამთ, 00:06:31.660 --> 00:06:34.175 ეს გაფართოებადი ნივთიერება შეიწოვს მას, 00:06:34.199 --> 00:06:36.599 პოლიმერის ჯაჭვები დაშორდება ერთმანეთს 00:06:36.623 --> 00:06:39.467 და მთლიანი ნივთიერება ზომაში გაიზრდება. 00:06:39.485 --> 00:06:41.189 რადგან ეს ჯაჭვები ასე პატარაა 00:06:41.189 --> 00:06:43.928 და ერთმანეთისგან ბიომოლეკულური მანძილებითაა დაშორებული, 00:06:43.928 --> 00:06:46.221 პოტენციურად ტვინის იმდენად გაფართოება შეგვიძლია, 00:06:46.221 --> 00:06:47.838 რომ ისინი მარტივად დავინახოთ. NOTE Paragraph 00:06:48.020 --> 00:06:49.260 აქ ერთი გამოცანაა: 00:06:49.284 --> 00:06:52.894 როგორ უნდა ჩავსვათ ეს პოლიმერის ჯაჭვები ტვინში ისე, 00:06:52.918 --> 00:06:55.157 რომ ყველა ბიომოლეკულა განვაცალკევოთ? 00:06:55.181 --> 00:06:56.332 ეს რომ შევძლოთ, 00:06:56.356 --> 00:06:58.753 მაშინ ტვინის უშუალო რუკასაც მივიღებდით. 00:06:58.777 --> 00:07:00.166 შეერთებების ქსელს დავინახავდით. 00:07:00.190 --> 00:07:03.347 შიგნით ჩავიხედავდით და მოლეკულებს ვნახავდით. 00:07:03.925 --> 00:07:06.406 ამის ასახნელად ანიმაცია შევქმენით, 00:07:06.430 --> 00:07:08.807 სადაც გრაფიკულ ვერსიაში, შეგვიძლია ვნახოთ, 00:07:08.807 --> 00:07:11.017 თუ როგორ შეიძლება ბიომოლეკულები გამოიყურებოდნენ 00:07:11.017 --> 00:07:12.862 და როგორ შეიძლება განვაცალკევოთ ისინი. 00:07:12.862 --> 00:07:15.171 ნაბიჯი პირველი: პირველ რიგში, 00:07:15.195 --> 00:07:18.584 ყოველი ყავისფრად აღნიშნული ბიომოლეკულა უნდა მივამაგროთ 00:07:18.608 --> 00:07:20.767 პატარა ღუზაზე, პატარა ხელჩასაჭიდზე. 00:07:20.791 --> 00:07:23.886 ჩვენ ტვინის მოლეკულები ერთმანეთისგან უნდა განვაცალკევოთ 00:07:23.910 --> 00:07:26.236 და ამისთვის პატარა ხელჩასაჭიდი გვჭირდება, 00:07:26.260 --> 00:07:28.545 რომელიც პოლიმერების მიბმის 00:07:28.569 --> 00:07:30.921 და მათი ძალის გამოყენების საშუალებას მოგვცემს. NOTE Paragraph 00:07:31.278 --> 00:07:34.439 თუ ბავშვის საფენიდან პოლიმერს ტვინს უბრალოდ დავადებთ, 00:07:34.463 --> 00:07:36.500 ცხადია, ის ზემოდან დარჩება. 00:07:36.524 --> 00:07:39.052 ამიტომ, პოლიმერის შიგნით ჩასმის საშუალება უნდა ვნახოთ. 00:07:39.076 --> 00:07:40.864 აქ კი, ძალიან გაგვიმართლა. 00:07:40.888 --> 00:07:43.076 როგორც აღმოჩნდა შესაძლებელია, საშენი ბლოკების, 00:07:43.100 --> 00:07:44.472 ე.წ. მონომერების მიღება. 00:07:44.496 --> 00:07:46.280 თუ მათ ტვინში შეუშვებთ 00:07:46.304 --> 00:07:48.340 და შემდეგ ქიმიურ რეაქციას გამოიწვევთ, 00:07:48.364 --> 00:07:51.066 ისინი გრძელ ჯაჭვს შექმნიან 00:07:51.090 --> 00:07:53.128 შიგ ტვინის ქსოვილში. 00:07:53.325 --> 00:07:55.722 ისინი საკუთარ გზას ბიომოლეკულების გარშემო 00:07:55.746 --> 00:07:56.967 და მათ შორის გაიკვლევენ, 00:07:56.991 --> 00:07:58.616 რითიც რთულ ქსელებს შექმნიან, 00:07:58.640 --> 00:08:01.166 რომლებიც საბოლოო ჯამში საშუალებას მოგვცემს 00:08:01.166 --> 00:08:03.131 მოლეკულები ერთმანეთისგან განვაცალკევოთ. 00:08:03.131 --> 00:08:05.779 ყოველ ჯერზე, როცა ეს პატარა ხელჩასაჭიდი ახლოსაა, 00:08:05.803 --> 00:08:09.153 პოლიმერი ხელჩასაჭიდს მიებმება და ჩვენც სწორედ ეს გვჭირდება, 00:08:09.177 --> 00:08:11.708 იმისთვის რომ მოკლეულები განვაცალკევოთ. NOTE Paragraph 00:08:11.732 --> 00:08:13.425 მაშ ასე, საპასუხისმგებლო მომენტი: 00:08:13.449 --> 00:08:15.597 ეს ნიმუში ქიმიურად ისე უნდა დავამუშაოთ, 00:08:15.621 --> 00:08:19.067 რომ მოლეკულების ურთიერთკავშირი შევასუსტოთ 00:08:19.091 --> 00:08:20.927 და შემდეგ, როცა წყალს დავასხამთ, 00:08:20.951 --> 00:08:23.904 გაფართოებადი ნივთოერება მის შეწოვას დაიწყებს, 00:08:23.928 --> 00:08:25.631 პოლიმერის ჯაჭვები განცალკევდება, 00:08:25.655 --> 00:08:28.377 ახლა უკვე ბიომოლეკულებთან ერთად. 00:08:28.401 --> 00:08:30.565 როგორც ბუშტზე რაღაცის დახატვისას, 00:08:30.589 --> 00:08:32.176 როცა მას გაბერავთ 00:08:32.200 --> 00:08:33.490 ნახატი იგივე რჩება, 00:08:33.514 --> 00:08:36.062 მაგრამ მელნის ნაწილაკები ერთმანეთს შორდებიან. 00:08:36.086 --> 00:08:39.553 ზუსტად ამის გაკეთება შევძელით, ოღონდ სამ განზომილებაში. NOTE Paragraph 00:08:39.577 --> 00:08:41.576 ერთი უკანასკნელი ხრიკია. 00:08:41.600 --> 00:08:42.672 როგორც აქ ხედავთ, 00:08:42.672 --> 00:08:44.685 ჩვენ ყველა ბიომოლეკულა ყავისფრად აღვნიშნეთ. 00:08:44.685 --> 00:08:47.145 რადგან ისინი ყველა დაახლოებით ერთნაირად გამოიყურება. 00:08:47.169 --> 00:08:49.274 ბიომოლეკულები ერთნაირი ატომებისგან შედგება, 00:08:49.298 --> 00:08:51.538 მაგრამ სხვადასხვა თანმიმდევრობით. 00:08:51.562 --> 00:08:53.062 ამიტომ, ბოლოს 00:08:53.086 --> 00:08:54.781 მათი ხილვადობისთვის რაც გვჭირდება, 00:08:54.805 --> 00:08:56.384 კაშკაშა ფერების პატარა ტეგებია, 00:08:56.408 --> 00:08:59.427 რომლებიც მათი გარჩევის საშუალებას მოგვცემს. 00:08:59.451 --> 00:09:02.124 ერთი ტიპის ბიომოლეკულა შეიძლება იყოს ლურჯი. 00:09:02.148 --> 00:09:04.499 მეორე ტიპის ბიომოლეკულა კი - წითელი 00:09:04.523 --> 00:09:05.799 და ა.შ. 00:09:05.823 --> 00:09:07.375 ეს ბოლო ნაბიჯია. 00:09:07.399 --> 00:09:09.677 ახლა შეიძლება დავინახოთ როგორც ტვინი, 00:09:09.701 --> 00:09:11.727 ისე დავინახოთ მისი ცალკეულ მოლეკულა, 00:09:11.727 --> 00:09:14.228 რადგან ჩვენ ისინი იმდენად დავაშორეთ ერთმანეთს, 00:09:14.252 --> 00:09:15.950 რომ შეგვიძლია გავარჩიოთ. NOTE Paragraph 00:09:15.974 --> 00:09:18.808 ამგვარად უხილავის, ხილვადად ქცევის იმედი გვაქვს. 00:09:18.832 --> 00:09:21.398 ჩვენ შეიძლება პატარა და გაურკვეველი ნაწილაკები 00:09:21.422 --> 00:09:23.073 ისე გავაფართოვოთ, რომ ისინი 00:09:23.073 --> 00:09:25.774 სიცოცხლის შესახებ ინფორმაციის წყარო გახდეს. 00:09:25.798 --> 00:09:28.173 აი, ვიდეო, რომელიც ამას აჩვენებს. 00:09:28.197 --> 00:09:30.568 ჩვენ აქ პატარა ტვინი გვიდევს თასზე. 00:09:30.592 --> 00:09:32.339 ტვინის პატარა ნაწილი, პრინციპში. 00:09:32.363 --> 00:09:33.959 შიგნით პოლიმერი ჩავსვით 00:09:33.983 --> 00:09:35.450 და ახლა წყალს ვასხამთ. 00:09:35.474 --> 00:09:37.832 ეს ვიდეო 6-ჯერაა აჩქარებული. 00:09:37.856 --> 00:09:39.779 სადაც დაინახავთ, რომ თქვენს თვალწინ 00:09:39.803 --> 00:09:42.528 ტვინის ეს პატარა ნაწილი გაიზრდება. 00:09:42.552 --> 00:09:45.732 მას შეუძლია 100-ჯერ, ან მეტჯერაც კი გაფართოვდეს. 00:09:45.756 --> 00:09:48.705 ყველაზე მაგარი ისაა, რომ რადგან ეს პოლიმერები ასე მცირეა, 00:09:48.729 --> 00:09:51.288 ჩვენ ამ ბიომოლეკულებს თანაბრად ვაშორებთ ერთმანეთს. 00:09:51.312 --> 00:09:52.970 ეს გლუვი გაფართოებაა. 00:09:52.994 --> 00:09:55.681 ჩვენ ინფორმაციის სტრუქტურას არ ვკარგავთ. 00:09:55.705 --> 00:09:58.405 ჩვენ მას მხოლოდ ადვილად დასანახს ვხდით. NOTE Paragraph 00:09:59.143 --> 00:10:01.509 ახლა ჩვენ შეგვიძლია ტვინის რეალური სქემა ვნახოთ. 00:10:01.533 --> 00:10:04.667 მაგალითად ტვინის ეს ნაწილი, მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი 00:10:04.691 --> 00:10:05.954 და შეგვიძლია გავზარდოთ. 00:10:05.978 --> 00:10:08.868 შეგვიძლია უშუალოდ ვნახოთ, როგორაა სქემები აწყობილი. 00:10:08.892 --> 00:10:10.860 შეიძლება როდესმე მეხსიერებაც ამოვიკითხოთ. 00:10:10.884 --> 00:10:13.663 შეიძლება რალურად გავიგოთ როგორაა აწყობილი სქემები, 00:10:13.687 --> 00:10:15.289 რომელიც ემოციებს ამუშავებს. 00:10:15.289 --> 00:10:17.785 როგორაა შეერთებები ტვინში ორგანიზებული, 00:10:17.809 --> 00:10:20.376 რომ იმად გვაქციოს, რაც ვართ. 00:10:20.400 --> 00:10:22.447 და რა თქმა უნდა, იმედია, შევძლებთ 00:10:22.471 --> 00:10:25.630 მოლეკულურ დონეზე პრობლემების შესწავლას. 00:10:25.654 --> 00:10:28.223 იქნებ ტვინის უჯრედებში ჩახედვა შევძლოთ 00:10:28.247 --> 00:10:31.330 და გავარკვიოთ, რომ მაგალითად, 00:10:31.354 --> 00:10:34.809 ეპილეფსიით, ან პარკინსონით დაავადებული ადამიანის ტვინის ქსოვილში, 00:10:34.833 --> 00:10:37.903 აი, ამ 17-მა მოლეკულამ განიცადა ცვლილება. 00:10:38.048 --> 00:10:41.091 თუ ასეთი ანომალიების სიას შევადგენთ, 00:10:41.115 --> 00:10:43.314 მკურნალობასაც მათი გამოსწორებისკენ მივმართავთ. 00:10:43.338 --> 00:10:45.015 წამლებსაც მათ მიხედვით შევქმნით. 00:10:45.039 --> 00:10:47.666 შესაძლოა ენერგია ტვინის სხვა ადგილებისკენ მივმართოთ, 00:10:47.690 --> 00:10:50.231 რომ პარკინსონიან, ეპილეპსიან, 00:10:50.231 --> 00:10:52.952 ან სხვა დაავადების მქონე მილიარდობით პაციენტს 00:10:52.976 --> 00:10:54.559 დავეხმაროთ მსოფლიოში. NOTE Paragraph 00:10:55.246 --> 00:10:57.452 საინტერესო რამ ხდება. 00:10:57.476 --> 00:11:00.181 აღმოჩნდა რომ ბიომედიცინაში, 00:11:00.205 --> 00:11:02.871 სხვა პრობლემებიც არსებობს, რომლებშიც შეიძლება გაფართოება დაგვეხმაროს. 00:11:02.895 --> 00:11:06.439 ეს, ძუძუს კიბოს მქონე პაციენტის ნამდვილი ბიოფსიაა. 00:11:06.505 --> 00:11:08.693 აღმოჩნდა, რომ თუ კიბოს შევხედავთ, 00:11:08.717 --> 00:11:10.328 თუ შევხედავთ იმუნურ სისტემას, 00:11:10.352 --> 00:11:12.865 თუ შევხედავთ დაბერებას, დაავადების განვითარებას, 00:11:12.889 --> 00:11:17.386 ყველა ამ პროცესში მსხვილი ბიოლოგიური სისტემები მონაწილეობს, 00:11:17.410 --> 00:11:21.434 თუმცა, პრობლემები რა თქმა უნდა ნანო ზომის მოლეკულებში იწყება. 00:11:21.458 --> 00:11:25.327 მექანიზმებში, რომლებიც ჩვენს უჯრედებს და ორგანოებს ამუშავებს. 00:11:25.351 --> 00:11:27.573 ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, 00:11:27.597 --> 00:11:30.737 დაავადებათა ფართე სპექტრისთვის ტექნოლოგიის გამოყენებით, 00:11:30.737 --> 00:11:32.832 სიცოცხლის მდგენელი ბლოკების რუკის შექმნას. 00:11:32.856 --> 00:11:35.752 შევძლებთ სიმსივნურ ქსოვილში მოლეკულური ცვლილებების დადგენას, 00:11:35.776 --> 00:11:38.145 რომ შემდეგ ჭკვიანურად მოვუაროთ მას 00:11:38.169 --> 00:11:42.113 და შევქმნათ წამალი, რომელიც ზუსტად ჩვენთვის სასურველ უჯრედებს გაანადგირებს? NOTE Paragraph 00:11:42.137 --> 00:11:44.472 როგორც იცით, მედიცინა დიდ წილად რისკია. 00:11:44.496 --> 00:11:46.568 ზოგჯერ, ვარაუდიც კი. 00:11:46.626 --> 00:11:50.175 ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ეს რისკიანი საქმე, 00:11:50.175 --> 00:11:52.294 უფრო სანდო რამედ ვაქციოთ. 00:11:52.318 --> 00:11:54.373 მთვარეზე დაჯდომას თუ გაიხსენებთ, 00:11:54.397 --> 00:11:56.199 როცა რეალურად დავდგით ფეხი მთვარეზე, 00:11:56.199 --> 00:11:58.143 ამას მყარი მეცნიერული საფუძველი ჰქონდა. 00:11:58.143 --> 00:11:59.390 ჩვენ გვესმოდა გრავიტაცია; 00:11:59.414 --> 00:12:00.755 გვესმოდა აეროდინამიკა; 00:12:00.779 --> 00:12:02.454 ვიცოდით, როგორ აგვეგო ხომალდები. 00:12:02.454 --> 00:12:04.666 მეცნიერულ რისკებს ვაკონტროლებდით. 00:12:04.690 --> 00:12:07.443 ეს ინჟინერიის უდიდესი მიღწევა იყო, 00:12:07.467 --> 00:12:10.112 მაგრამ მედიცინაში ჩვენ არ გვაქვს ყველა კანონი. 00:12:10.136 --> 00:12:13.245 გვაქვს კი, მედიცინაში გრავიტაციის, 00:12:13.269 --> 00:12:15.613 ან აეროდინამიკის ანალოგიური კანონები? 00:12:15.637 --> 00:12:17.367 მე ვფიქრობ, რომ ისეთი ტექნოლოგოებით, 00:12:17.391 --> 00:12:19.263 რომლებზეც დღეს ვსაუბრობ, 00:12:19.287 --> 00:12:20.980 შეიძლება დაიწეროს მსგავსი კანონები. 00:12:21.004 --> 00:12:24.301 ჩვენ შეიძლება ცოცხალი ორგანიზმების ფუნქციონალობის მოდელები შევქმნათ 00:12:24.301 --> 00:12:28.833 და გავარკვიოთ, თუ როგორ განვკურნოთ დაავადებები, რომლებიც ასე გვაწუხებს. NOTE Paragraph 00:12:29.349 --> 00:12:31.838 იცით, მე და ჩემს ცოლს ორი პატარა შვილი გვყავს 00:12:31.838 --> 00:12:34.120 და ჩემი, როგორც ბიოინჟინერის ერთ-ერთი ოცნებაა, 00:12:34.120 --> 00:12:37.199 ცხოვრება მათთვის უფრო უკეთესი გავხადო, ვიდრე ის დღესაა ჩვენთვის. 00:12:37.199 --> 00:12:40.343 ვიმედოვნებ, რომ თუ ჩვენ შევძლებთ ბიოლოგია და მედიცინა, 00:12:40.367 --> 00:12:44.724 მაღალი რისკის მქონე ძალისხმევიდან, რომელიც გამართლებით და შემთხვევითობით მუშაობს, 00:12:44.748 --> 00:12:48.675 გადავიყვანოთ საქმიანობად, სადაც ოსტატობას და შრომას მოაქვს წარმატება, 00:12:48.699 --> 00:12:50.597 მაშინ ეს უდიდესი მიღწევა იქნება. NOTE Paragraph 00:12:50.621 --> 00:12:51.827 დიდი მადლობა. NOTE Paragraph 00:12:51.851 --> 00:13:02.234 (აპლოდისმენტები)