დავბრუნდით! ამჯერად, პროგრამას აქვს ობიექტი სახელად ვინსტონი. მხოლოდ ვინსტონის ასაკს ვაჩვენებთ. იმიტომ, რომ მინდა გაჩვენოთ როგორ შეგვიძლია ვინსტონის ასაკის შეცვლა. საბოლოოდ, ვინსტონს დაბერება მოუწევს. გავიხსენოთ ეს როგორ იქნებოდა მარტივი ცვლადები რომ გვქონდეს. გვექნებოდა "var" "winstonAge" უდრის 19-ს. შეცვლა თუ გვინდოდა, ვიტყოდით: "winstonAge" უდრის 20-ს. ეს შეცვლიდა ამ ცვლადში შენახულ მნიშვნელობას. ობიექტის თვისებებისთვისაც ასე ხდება. შეგვიძლია ვთქვათ: ვინსტონი, წერტილი, ასაკი უდრის 20-ს. ასე შევცვალეთ ვინსტონის ობიექტის ასაკის მახასიათებლის მნიშვნელობა. მაგარია! ვნახოთ მუშაობს თუ არა. ავიღოთ ტექსტური ბრძანებს, დავწეროთ ქვემოთ, y შევცვალოთ. ვინსტონი გაიზარდა! აქ მხოლოდ ერთს ვამატებდით. ახლა უფრო პროგრამულად გავაკეთოთ. ვთქვათ, "winston.age" უდრის "winston.age"-ს პლუს ერთს. აქ ვეუბნებით, რომ მისი ასაკის წინა მნიშვნელობა აიღოს, ერთი დაამატოს და ასაკის მახასიათებელში შეინახოს. შედეგად, ნებისმიერ წინა მნიშნელობას ერთი უნდა დაამატოს. აბა, ვნახოთ. ის 21-ისაა. როგორ ბერდება! გაიხსენეთ, რომ გვაქვს ცვლადებზე ერთის დამატების სწრაფი გამოძახების მეთოდი. იგივე მეთოდი ვრცელდება ობიექტის მახასიათებლებზეც. დავწეროთ, "winston.age" პლუს, პლუსი. ვნახოთ იმუშავა თუ არა. დიახ, მან ზუსტად იგივე რამ გააკეთა, რაც ამ სტროფმა. ეს მხოლოდ სწრაფი გამოძახების მეთოდია. იმისთვის, რომ ამდენი არ ვბეჭდოთ. ამ ყველაფერს თუ დავაკვირდებით, ძალიან ჰგავს იმ სიტუაციას, სადაც ციკლები გვჭირდება. ერთსა და იმავე კოდს ვიმეორებთ ერთს ვამატებთ მის ასაკს და y პოზიციას ვცვლით, რათა სხვადასხვა სტრიქონზე იყოს. ციკლის გამოყენებით მარტივი იქნებოდა მისი დაბერების ჩვენება და არ დაგვჭირდებოდა ამდენი კოდის გამოყენება. გავაკეთოთ ციკლი, სადაც ვაჩვენებთ ვინსტონის 40 წლამდე ზრდას. ის ამაზე დიდი არ უნდა გახდეს, რადგან ნაოჭები გაუჩნდება და მოგვიწევს "ნაოჭა" დავუძახოთ. მაშ! "while" ციკლს გამოვიყენებთ. დავწერთ: სანამ, "winston.age" ნაკლებია ან უდრის 40-ს. შიგნით კი, ვაჩვენებთ მის ასაკს ყოველ ჯერზე ერთიანს დავამატებთ მის ასაკს. ამან იმუშავა, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთზე წერია. ამიტომ, y პოზიცია უნდა შევცვალოთ ყოველ ჯერზე. დავწერთ: "winston.age" გამრავლებული 20-ზე, მინუს 500, მინუს 300, მინუს 350. კარგად გამოიყურება. ძველი ნაწერები წავშალოთ. ახლა ვხედათ როგორ ბერდება ვინსტონი. თუმცა, არც ისე ბერდება "ნაოჭა" რომ იყოს. ვნახეთ როგორ შევცვალოთ ასაკი. ასევე შეგვიძლია ინფორმაცია დავამატოთ ვინსტონის ობიექტს. მაგალითად, როდესაც 30-ის გახდება, გაიცნობს სხვა პროგრამისტს, სახელად ვინეფერს და იქორწინებს. კარგი სახელის გამო არ მოიყვანს ცოლად. შეგვიძლია დავამატოთ მახასიათებელი "winston."-ს დავამატოთ ახალი გასაღები- ცოლი. ეს უდრის ვინეფერს. გვინდა, რომ ცოლი მოიყვანოს, როდესაც სათანადო ასაკი ექნება. დავწერთ: უდრის 30-ს. და ამას აქეთ გადმოვიტანთ. ცოლი მოიყვანა, ბედნიერად არიან რამდენიმე წლის მერე შვილები ეყოლებათ. ვთქვათ, 32-ის რომ იქნებიან ობიექტს შვილებს დავუმატებთ. მათ ტყუპები ეყოლებათ. ვინსტონის ტყუპებს ერქმევათ: ვინსტონ უმცროსი და ვინსტონია. ძალიან კარგი ოჯახია. როგორც ხედავთ, შეგვიძლია ახალი მახასიათებლების დამატება, რომლებიც არიან სტრინგები, მასივები და ყველაფერი, რაც ობიექტში შეგვეძლო გვქონოდა. როდესაც ეს ციკლი დასრულდება "winston.age" 40-ის ტოლი იქნება. ეყოლება ცოლი- ვინეფერი და ტყუპები, რაც ორი სახელის მასივს წარმოადგენს. ვინსტონის ისტორიის დასასრული თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ თქვენით შეიმუშაოთ პროგრამა და ვინსტონის თქვენებური ისტორია მოყვეთ, რადგან უკვე ყველაფერი იცით ობიექტის მახასიათებლების შეცვლაზე.