point() არის ფუნქცია, რომელიც იღებს იღებს x და y კოორდინატებს და ეკრანზე გაზავს წერილს. ახლა ხაზავს წერტილს, რომელიც მხოლოდ ერთი პიქსელის ზომისაა. რომელსაც დაინახავთ თუ დააკვირდებით. თუ გინდათ წერტილი გაადიდოთ შეგიძლიათ ფუნქციას დაარქვათ strokeWight() და მისცეთ სიდიდე, ვთქვათ 10. ახლა მათემატიკურ გამოსახულებებზეც ვისაუბროთ. მათემატიკური გამოსახულება არის რიცხვების ან სიმბოლოების მიმდევრობა, რომელიც სხვა რიცხვის ტოლი ხდება. მაგალითად, ერთს პლუს ერთი მატემატიკური გამოსახულებაა, რომელიც ორს უდრის. უფრო რთული გამოსახულებაა ოთხს პლუს სამჯერ 8/(2+2) --მნიშვნელობა არ აქვს რისი ტოლი ხდება. როდესაც კოდირებთ ის ადგილები, სადაც რიცხვებს იყენებდით შეგიძლიათ მათემატიკური გამოსახულებებით ჩაანაცვლოთ. მაგალითად, ეს point() ფუნქცია ორ რიცხვს იღებს, როგორც პარამეტრს. 100-ის ნაცვლად შემეძლო დამეწერა 50-ს პლუს 50, ან 25-ჯერ ოთხი. კომპიუტერი გამოითვლიდა ამ გამოსახულებებს, სანამ წერილს დახატავდა. ძირითადი მოქმედებები, რომელიც სკოლაში ისწავლეთ კოდირებაშიც გამოიყენება. გახსოვთ PEMDAS? შეიძლება არა, მაგრამ ეს არის აკრონიმი, რომელიც სკოლაში ვისწავლე ის ნიშნავს: ფრჩხილები, ხარისხი, გამრავლება გაყოფა, მიმატება, გამოკლება. ამ ენაში ხარისხის აღმნიშვენლი სიმბოლო არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ შემთხვევაში ეს მხოლოდ PMDAS იქნება. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი რაც არის ფრჩხილებში პირველად თვლება. შემდეგ გამრავლება და გაყოფა ითვლება პირველი მარცხნიდან მარჯვნივ. ბოლოს ვამატებთ და ვაკლებთ. ასევე მარცხნიდან მარჯვნივ. რამდენიმე მაგალითი გავიაროთ და ვნახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია. მართკუთხედი დავხაზოთ, 100-ჯერ ოთხს მინუს ორზე ხოლო y კოორდინატს მივცეთ 300-ს პლუს 50 გაყოფილი შვიდს პლუს 80-ზე. და სიგანე 100-ს პლუს 50-ით. ხოლო სიმაღლე 60-ჯერ სამი. მსუქანი მართკუთხედია. მოდით strokeWight()-ს დავაფიქსირებ უფრო მცირე სიდიდეზე, მაგალითად 10-ს მინუს შვიდი. ასევე, შემიძლია ellipse()-ის დახაზვა. 130-ს პლუს 50-ზე და 100-ს პლუს 60-ზე, 40-ჯერ სამი და 200-ს მინუს 17. სპილოს ჰგავს. სულ ესაა!