1 00:00:01,740 --> 00:00:05,090 უკვე შევქმენით ცვლადი ვინსტონის თვალის ზომისთვის, 2 00:00:05,090 --> 00:00:07,740 რომელიც საშუალებას გვაძლევს ბევრი ბეჭდვის გარეშე 3 00:00:07,740 --> 00:00:10,190 მარტივად შევცვალოთ ვინსტონის თვალების ზომები. 4 00:00:10,190 --> 00:00:13,393 გაიხსენეთ, მანამდე ყოველთვის ერთსა და იმავეს ვწერდით ოთხჯერ, 5 00:00:13,393 --> 00:00:15,966 როცა გვინდოდა მისი თვალების ზომები შეგვეცვალა. 6 00:00:15,966 --> 00:00:19,212 შეგვიძლია გამოვიყენოთ ცვლადები მაშინ, როცა ისინი ერთმანეთს არ უდრის? 7 00:00:19,212 --> 00:00:21,716 ვთქვათ, მინდა ვინსტონი ოდნავ გავამოძრაო. 8 00:00:21,716 --> 00:00:23,763 შემიძლია ყველა x კოორდინატის შეცვლა, 9 00:00:23,763 --> 00:00:27,933 მაგრამ ისინი ტოლი არაა, ამიტომ უბრალოდ რამე ცვლადით ვერ შევცვლი. 10 00:00:27,933 --> 00:00:29,139 მაგრამ მოიცადეთ! 11 00:00:29,139 --> 00:00:31,825 მას შემდეგ, რაც ცვლადს ერთ რიცხვს მივანიჭებ, 12 00:00:31,825 --> 00:00:33,943 შემიძლია მისი რიცხვივით გამოყენება, 13 00:00:33,943 --> 00:00:37,073 ანუ, ცვლადები შეგვიძლია მათემატიკურ გამოსახულებებშიც გამოვიყენოთ. 14 00:00:37,073 --> 00:00:41,039 მოდით შევქმნათ ცვლადი ვინსტონის x მდებარეობისთვის. 15 00:00:41,039 --> 00:00:43,024 დავარქვათ var x. 16 00:00:43,024 --> 00:00:48,036 საკმაოდ მარტივია. ახლა კი მივანიჭოთ ვინსტონის x კოორდინატის მნიშვნელობა. 17 00:00:48,036 --> 00:00:51,339 მისი სახე დახატულია x კოორდინატზე - 200. 18 00:00:51,339 --> 00:00:55,053 ესეიგი var x ხდება 200. 19 00:00:55,053 --> 00:00:59,018 ახლა შემიძლია ეს რიცხვი x ცვლადით შევცვალო 20 00:00:59,018 --> 00:01:02,480 და როცა x შეიცვლება, ის გაამოძრავებს ვინსტონის სახეს, 21 00:01:02,480 --> 00:01:04,982 მაგრამ არა თვალებსა და პირს. 22 00:01:04,982 --> 00:01:10,415 ამის შესასწორებლად, განვსაზღვროთ თვალებისა და პირის კოორდინატები, 23 00:01:10,415 --> 00:01:14,082 სახის კოორდინატის მიხედვით. 24 00:01:14,082 --> 00:01:17,912 x კოორდინატები დანარჩენი ელიფსების ცენტრები იქნება, 25 00:01:17,912 --> 00:01:20,462 ესეიგი მისი სახე დახატულია... 26 00:01:20,462 --> 00:01:24,596 -- ეს არის 200. ჯერ მის მარცხენა თვალს მივხედოთ. 27 00:01:24,596 --> 00:01:29,608 ეს ელიფსი მისი მარცხენა თვალია. როგორც ხედავთ, დახატულია 150-ზე. 28 00:01:29,608 --> 00:01:33,075 ეს არის 150. 29 00:01:33,075 --> 00:01:37,552 ვიცით, რომ 150 არის 200-ზე 50-ით ნაკლები. 30 00:01:37,552 --> 00:01:42,360 მისი მარცხენა თვალის x კოორდინატი იქნება სახის x კოორდინატს მინუს 50 31 00:01:42,360 --> 00:01:48,020 ეს იქნება x-ს, ანუ სახის კოორდინატს, მინუს 50. 32 00:01:48,020 --> 00:01:53,254 ახლა, თუ x-ს შეცვცლით, თვალი სახეს აჰყვება. 33 00:01:53,254 --> 00:01:54,616 მეორე თვალიც შევასწოროთ. 34 00:01:54,616 --> 00:02:01,470 მარჯვენა თვალი 300-ზეა დახატული, 35 00:02:01,470 --> 00:02:05,754 300, მოგეხსენებათ, 200-ზე 100-ით ნაკლებია. 36 00:02:05,754 --> 00:02:09,902 ესეიგი მისი მარჯვენა თვალის x კოორდინატი უნდა იყოს სახის xკოორდინატს პლუს 100 37 00:02:09,902 --> 00:02:12,535 ეს არის x პლუს 100. 38 00:02:12,535 --> 00:02:14,181 ახლა მხოლოდ პირი დაგვრჩა. 39 00:02:14,181 --> 00:02:19,396 პირი დახატულია 250-ზე. 40 00:02:19,396 --> 00:02:22,895 250 არის 200-ს პლუს 50. 41 00:02:22,895 --> 00:02:30,983 ესეიგი პირის x კოორდინატი იქნება სახის x კოორდინატს პლუს 50. 42 00:02:30,983 --> 00:02:33,347 -- ამ ნაწერებს მოვაშორებ -- 43 00:02:33,347 --> 00:02:39,579 ახლა კი x-ის ცვლილებისას ვინსტონის მთელი სახე მოძრაობს. 44 00:02:39,579 --> 00:02:42,792 საჭიროა კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი იცოდეთ ცვლადებზე. 45 00:02:42,792 --> 00:02:45,558 მას შემდეგ რაც შექმნით ცვლადს var x, 46 00:02:45,558 --> 00:02:48,395 შეგიძლიათ მიანიჭოთ მნიშვნელობა რამდენჯერაც გინდათ. 47 00:02:48,395 --> 00:02:51,504 ანუ, x-ისთვის 198-ის მინიჭების შემდეგ, 48 00:02:51,504 --> 00:02:54,947 შეგვიძლია დავწეროთ: "x ხდება 300-ს", 49 00:02:54,947 --> 00:02:59,240 ან "x ხდება 150". 50 00:02:59,240 --> 00:03:03,432 ამიერიდან, კომპიუტერი x-ს იმ რიცხვად აღიქვამს, რა რიცხვიც ბოლოს მივანიჭეთ. 51 00:03:03,432 --> 00:03:05,419 ამ შემთხვევაში - 150. 52 00:03:05,419 --> 00:03:08,235 var-ის აკრეფა თითო ცვლადისთვის მხოლოდ ერთხელაა საჭირო. 53 00:03:08,235 --> 00:03:12,510 აქ რომ დამეწერა var x ხდება 150, 54 00:03:12,510 --> 00:03:15,825 მაშინ შეიქმნებოდა ახალი ცვლადი, სახელად x, 55 00:03:15,825 --> 00:03:18,394 რომელიც წინა ცვლად x-ს მთლიანად წაშლიდა 56 00:03:18,394 --> 00:03:21,563 ასეთი ცვლადები ნადგურდება, აღარ არსებობს. 57 00:03:21,563 --> 00:03:24,615 ამის შემდეგ, ცხადია, კომპიუტერი მხოლოდ ახალ ცვლადს გამოიყენებდა. 58 00:03:24,615 --> 00:03:29,851 ზოგჯერ ასეთი რამის გაკეთება ცუდი შედეგების გარეშეც შეიძლება, მაგრამ არ გირჩევთ. 59 00:03:29,851 --> 00:03:33,208 ამჯერად, მხოლოდ ერთხელ გავაკეთებ: var x ხდება 150. 60 00:03:33,208 --> 00:03:37,186 ესეიგი უკვე წარმატებით შეგვიძლია ვინსტონი ეკრანზე ვამოძრავოთ. 61 00:03:37,186 --> 00:03:40,254 გადავიდეთ ახალ საკითხზე. 62 00:03:40,254 --> 00:03:47,450 ყოველთვის, როცა ცვლადს რამეს უტოლებთ, ყველაფერი კარგადაა, უსაფრთხოდ. 63 00:03:47,450 --> 00:03:53,532 რეალურად, ცვლადი მხოლოდ ტოლობის მარცხენა მხარეს შეიძლება "გრძნობდეს თავს კარგად". 64 00:03:53,532 --> 00:03:57,348 ეს იმიტომ, რომ კომპიუტერი მას მხოლოდ აქ აღიქვამს ცვლადად. 65 00:03:57,348 --> 00:04:00,037 სხვაგან, კომპიუტერი მნიშვნელობებს კითხულობს. 66 00:04:00,037 --> 00:04:02,384 ესეიგი, რომ დავწეროთ: 67 00:04:02,384 --> 00:04:10,504 var x ხდება ათი და შემდეგ x ხდება x, 68 00:04:10,504 --> 00:04:11,727 -- თითქოს დამაბნეველია -- 69 00:04:11,727 --> 00:04:20,372 მარცხნივ გვაქვს x, რაც ჩვეულებრივი ცვლადია, დამოუკიდებელი და შეცვლადი, 70 00:04:20,372 --> 00:04:24,997 მარჯვნივ კი უბრალოდ რიცხვი ათი გვაქვს. 71 00:04:24,997 --> 00:04:28,939 ეს სინამდვილეში ნიშნავს, რომ საშუალება გვაქვს ასეთი რაღაც გავაკეთოთ: 72 00:04:28,939 --> 00:04:33,535 შემიძლია ვთქვა x ხდება x + 1. 73 00:04:33,535 --> 00:04:37,019 ესეიგი, მარცხნივ ცვლადი ცვლადად რჩება, 74 00:04:37,019 --> 00:04:42,674 მარჯვნივ კი გვაქვს ცვლადი, ოღონდ რიცხვის მნიშვნელობით, 75 00:04:42,674 --> 00:04:44,206 ანუ უბრალოდ ათი. 76 00:04:44,206 --> 00:04:47,199 შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ აქ წერია "x ხდება ათს პლუს ერთი", 77 00:04:47,199 --> 00:04:51,064 რაც ნიშნავს რომ x ხდება 11. 78 00:04:51,064 --> 00:04:54,319 ესეიგი მთელი ეს ხაზი გულისხმობს რომ x ხდება 11, 79 00:04:54,319 --> 00:04:57,574 ანუ ამიერიდან x-ის მნიშვნელობა 11-ია. 80 00:04:57,574 --> 00:05:01,201 ვნახოთ რა მოხდება კიდევ ერთ ცვლადს თუ შემოვიყვანთ განტოლებაში. 81 00:05:01,201 --> 00:05:10,473 დავწეროთ, var x ხდება 10, var y ხდება 20, 82 00:05:10,473 --> 00:05:13,835 x ხდება y -- 83 00:05:13,835 --> 00:05:17,107 და y ხდება შვიდი. 84 00:05:17,111 --> 00:05:22,103 მე მაინტერესებს რა იქნება x-ის მნიშვნელობა. 85 00:05:22,103 --> 00:05:23,531 ვნახოთ. 86 00:05:23,531 --> 00:05:27,176 ესეიგი, ამ ხაზში ვქმნით ახალ ცვლად x-ს, 87 00:05:27,176 --> 00:05:29,171 ვანიჭებთ მნიშვნელობას ათი, 88 00:05:29,171 --> 00:05:31,777 ესეიგი x-ის მნიშვნელობა ახლა არის ათი. 89 00:05:31,777 --> 00:05:33,799 ამ ხაზში ვქმნით ახალ ცვლად y-ს, 90 00:05:33,799 --> 00:05:35,751 და ვანიჭებთ მნიშვნელობას 20. 91 00:05:35,751 --> 00:05:39,345 ჯერჯერობით x-ს არ ვცვლით, x ისევ ათია. 92 00:05:39,345 --> 00:05:41,986 აქ ვამბობთ რომ x ხდება y. 93 00:05:41,986 --> 00:05:44,407 დამაბნეველი ჩანს, მაგრამ თუ დაუკვირდებით, 94 00:05:44,407 --> 00:05:48,453 ვიცით, რომ ამ ცვლადებიდან მხოლოდ ერთია "უსაფრთხოდ", 95 00:05:48,453 --> 00:05:53,747 მეორე ცვლადი კი უბრალოდ რიცხვის როლშია. 96 00:05:53,747 --> 00:05:57,791 ესეიგი, აქ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ y-ის ადგილას 20 წერია 97 00:05:57,791 --> 00:06:01,765 და ამიტომ ეს ხაზი ნიშნავს რომ x ხდება 20. 98 00:06:01,772 --> 00:06:05,029 ესეიგი x-ის მნიშვნელობა ხდება 20. 99 00:06:05,029 --> 00:06:08,825 აქ კი, ამჯერად, y არის "უსაფრთხოდ", 100 00:06:08,825 --> 00:06:12,698 თუმცა ეს არცაა დამაბნეველი, მარჯვნივ უბრალოდ რიცხვია. 101 00:06:12,698 --> 00:06:17,424 ახლა კი დიდი შეკითხვა: როცა აქ y-ის მნიშვნელობას შევცვლით, 102 00:06:17,424 --> 00:06:20,780 შეცვლის თუ არა ეს ზემოთ x-ის მნიშვნელობას? 103 00:06:20,780 --> 00:06:26,048 ამის პასუხი არის: არა! არა, არა, არა, არა, არა! 104 00:06:26,048 --> 00:06:31,760 უნდა გახსოვდეთ, რომ ზემოთ y უბრალოდ რიცხვის როლშია. 105 00:06:31,760 --> 00:06:34,618 კომპიუტერი მას რიცხვად აღიქვამს და არა ცვლადად, 106 00:06:34,618 --> 00:06:38,773 დაივიწყებს რომ მისი შეცვლა შეიძლება და იტყვის: 107 00:06:38,773 --> 00:06:42,376 "y? აქ სინამდვილეში ხომ 20 იგულისხმება?" 108 00:06:42,376 --> 00:06:46,625 ანუ აქ x-ს უბრალოდ ვანიჭებთ რიცხვს და არა ცვლადს. 109 00:06:46,625 --> 00:06:50,249 ვანიჭებთ y-ის მნიშვნელობას, ანუ 20-ს. 110 00:06:50,249 --> 00:06:54,034 ესეიგი ეს ნიშნავს, რომ x-ის მნიშვნელობა ისევ 20 იქნება, 111 00:06:54,034 --> 00:06:59,929 მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ y-ს მნიშვნელობას ვუცვლით. 112 00:06:59,929 --> 00:07:01,670 ესეც ასე. გასაგებია? 113 00:07:01,670 --> 00:07:05,229 ახლა კი უკვე ცვლადების ნამდვილი ექსპერტები ხართ. 114 00:07:05,229 --> 00:07:08,579 გილოცავთ!