1 00:00:00,714 --> 00:00:03,444 ერთი შეკითხვა მაქვს ყველასთან. 2 00:00:03,556 --> 00:00:07,370 თქვენი აზრით, რა რაოდენობის ბირთვული მასალაა საჭირო 3 00:00:07,410 --> 00:00:10,860 სან-ფრანცისკოს სიდიდის ქალაქის გასანადგურებლად? 4 00:00:10,959 --> 00:00:14,685 რამდენ თქვენგანს მიაჩნია, 5 00:00:14,685 --> 00:00:17,685 რომ ამ ჩემოდნის ზომის რაოდენობაა საკმარისი? 6 00:00:17,685 --> 00:00:21,781 კარგი, ამ მიკროავტუბუსზე რას იტყვით? 7 00:00:22,327 --> 00:00:23,480 ძალიან კარგი. 8 00:00:23,504 --> 00:00:26,408 სინამდვილეში კი, შესაბამის პირობებში, 9 00:00:26,786 --> 00:00:31,547 თქვენი დილის ლატეს პორციის რაოდენობის გამდიდრებული ურანი, 10 00:00:31,839 --> 00:00:36,315 სავსებით საკმარისია 100 000 ადამიანის მყისვე მოსაკლავად. 11 00:00:36,522 --> 00:00:39,156 ასი ათასობით ადამიანი კი, საშინელად დაავადდება 12 00:00:39,156 --> 00:00:40,706 და ქალაქის დიდი ნაწილი, 13 00:00:40,706 --> 00:00:42,993 წლებისა თუ ათწლეულების მანძილზე, 14 00:00:42,993 --> 00:00:45,993 საცხოვრებლად უვარგისი გახდება. 15 00:00:45,993 --> 00:00:48,556 თუმცა, მოდი დავივიწყოთ "ბირთვული ლატე", 16 00:00:48,580 --> 00:00:51,334 რადგან დღეს არსებული ბირთვული იარაღები, 17 00:00:51,344 --> 00:00:58,170 ჰიროსიმასა და ნაგასაკიში გამოყენებულ ბირთვულ იარაღზე ბევრად ძლიერია 18 00:00:59,011 --> 00:01:03,871 და სულ უმნიშვნელო ბირთვულ ომს, ვთქვათ,10 ბირთვულ იარაღიანს, 19 00:01:04,234 --> 00:01:08,726 შეუძლია ჩვენ პლანეტაზე სიცოცხლე სრულად მოსპოს. 20 00:01:09,189 --> 00:01:13,279 ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, 21 00:01:13,657 --> 00:01:19,868 რომ ამჟამად 9 ქვეყნის ხელში 15 000-ზე მეტი ბირთვული იარაღია 22 00:01:20,271 --> 00:01:24,791 და თუკი თქვენ ქალაქში, ან სამხედრო ობიექტთან ახლოს ცხოვრობთ, 23 00:01:24,904 --> 00:01:28,219 შესაძლოა ერთ-ერთი მათგანი, თქვენკენაც იყოს მომართული. 24 00:01:28,523 --> 00:01:30,944 ან თუ ცხოვრობთ ისეთ გარეუბანში, 25 00:01:30,944 --> 00:01:33,944 სადაც ბირთვული იარაღი ინახება, 26 00:01:33,944 --> 00:01:36,007 სავარაუდოდ ერთ-ერთს თქვენ გიმიზნებენ. 27 00:01:36,188 --> 00:01:38,574 არსებული ბირთვულ იარაღებიდან 1 800 28 00:01:38,574 --> 00:01:40,694 განგაშზეა გათვლილი 29 00:01:40,694 --> 00:01:47,394 და პრეზიდენტის ბრძანების შემთხვევაში, 15 წუთში გააქტიურდება. 30 00:01:48,252 --> 00:01:51,819 მესმის, რომ ეს სასიამოვნო არ არის 31 00:01:52,032 --> 00:01:54,445 და შესაძლოა, ფსიქიკური დაქანცულობაც გაქვთ, 32 00:01:54,445 --> 00:01:56,515 რომელზეც ადრე მოვისმინეთ. 33 00:01:56,515 --> 00:01:59,048 ამიტომ ცოტა ხნით სხვა თემაზე გადავალ 34 00:01:59,072 --> 00:02:01,298 და ჩემ წარმოსახვით მეგობარზე მოგიყვებით, 35 00:02:01,298 --> 00:02:04,298 რომელსაც ჟასმინს ვუწოდებ. 36 00:02:04,298 --> 00:02:05,638 ერთი წუთით....... 37 00:02:05,662 --> 00:02:09,630 ჟასმინი 25 წლისაა და იმ თაობის წარმომადგენელია, 38 00:02:09,630 --> 00:02:12,630 რომელიც ბოლო 50 წლის მანძილზე, 39 00:02:12,630 --> 00:02:15,035 პოლიტიკურად და სოციალურად ყველაზე აქტიურია. 40 00:02:15,035 --> 00:02:16,715 ის და მისი თანამოაზრეები თავს 41 00:02:16,715 --> 00:02:18,884 ლიდერებად და აქტივისტებად მოიაზრებენ, 42 00:02:18,884 --> 00:02:20,437 რომლებიც სამყაროს ცვლიან. 43 00:02:20,437 --> 00:02:23,769 მე მათ "შემძლეების თაობად" მივიჩნევ. 44 00:02:24,317 --> 00:02:27,547 ისინი მუდმივად აპროტესტებენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს. 45 00:02:27,547 --> 00:02:29,242 თუმცა, არა ბირთვულ იარაღს 46 00:02:29,242 --> 00:02:30,854 და ამას თავისი მიზეზი აქვს. 47 00:02:30,854 --> 00:02:35,046 ჟასმინი დაიბადა 1991 წელს, მაშინ როცა ცივი ომი დასრულდა, 48 00:02:35,076 --> 00:02:38,216 შესაბამისად მას ამ საკითხზე ბევრი არ სმენია. 49 00:02:38,216 --> 00:02:41,789 მას არ უწევდა სკოლის მერხის ქვეშ დამალვა. 50 00:02:41,813 --> 00:02:46,068 მისთვის ბომბსაფარი მხოლოდ ანდროიდის აპლიკაციაა. 51 00:02:46,138 --> 00:02:48,823 ბირთვული იარაღები კი, თამაშებს აგებინებს 52 00:02:48,847 --> 00:02:54,591 და ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან ახლა სწორედ "შემძლეების თაობა" გვჭირდება, 53 00:02:54,603 --> 00:02:56,625 რომლებიც ბირთვულ იარაღის თაობაზე 54 00:02:56,625 --> 00:02:59,625 მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიგვაღებინებს. 55 00:02:59,625 --> 00:03:04,905 მაგალითად, შევამციროთ ბირთვული არსენალი, 56 00:03:05,155 --> 00:03:09,672 თუ მათ გათანამედროვეობაში მილიარდები 57 00:03:09,672 --> 00:03:14,432 და შესაძლოა ტრილიონებიც დავხარჯოთ, რომ მან 21-ე საუკუნეს გაუძლოს 58 00:03:14,538 --> 00:03:16,328 და როცა ჟასმინი ჩემი ასაკის იქნება, 59 00:03:16,348 --> 00:03:18,791 თავის შვილებს და შესაძლოა შვილიშვილებსაც, 60 00:03:19,031 --> 00:03:22,192 ბირთვული ჰოლოკოსტის საფრთხის შესახებ ესაუბროს? 61 00:03:23,098 --> 00:03:25,998 თუ თქვენ თვალს ადევნებთ ამჟამინდელ კიბერსაფთხეებს, 62 00:03:26,028 --> 00:03:29,995 ან თუ ოდესმე გესმენიათ Stuxnet-ის ვირუსზე, 63 00:03:30,019 --> 00:03:32,980 ან ღვთის გულისათვის, თუ ოდესმე 64 00:03:32,980 --> 00:03:35,980 ელ-ფოსტა, Yahoo-ს ანგარიში, ან ტელეფონი გაგიტეხეს, 65 00:03:35,980 --> 00:03:39,916 მაშინ უნდა გესმოდეთ როგორი იქნება 66 00:03:39,916 --> 00:03:43,896 მოდერნიზაციით დაზარალებული ახალი მსოფლიო, კიბერ ომების პერიოდში. 67 00:03:43,944 --> 00:03:49,011 მეორეს მხრივ, თუ გავითვალისწინებთ თანხებს, ტრილიონი დოლარით შესაძლებელია 68 00:03:49,050 --> 00:03:52,990 უამრავი ადამიანის გამოკვება, დასაქმება და განათლების მიცემა 69 00:03:53,007 --> 00:03:56,711 და ამ ყველაფერს შეუძლია შეამიცროს, ბირთვული ომის დაწყების საფრთხეც კი. 70 00:03:56,711 --> 00:03:57,845 ასე რომ.. 71 00:03:57,869 --> 00:04:00,891 (აპლოდისმენტები) 72 00:04:00,915 --> 00:04:04,274 აი, ეს არის დღეს მნიშვნელოვანი, 73 00:04:04,274 --> 00:04:07,274 რადგან ბირთვული იარაღი დაუცველია. 74 00:04:07,274 --> 00:04:08,861 ჩვენ მყარი მტკიცებულება გვაქვს, 75 00:04:08,885 --> 00:04:12,515 რომ ტერორისიტები მათ ხელში ჩაგდებას ცდილობენ. 76 00:04:12,551 --> 00:04:13,872 თუნდაც წინა გაზაფხულს, 77 00:04:13,896 --> 00:04:20,212 4 პენსიონერი და 2 ტაქსის მძღოლი დააკავეს საქართველოს რესპუბლიკაში 78 00:04:20,249 --> 00:04:23,959 ბირთვული მასალის 200 მილიონ დოლარად გაყიდვის მცდელობისთვის, 79 00:04:23,998 --> 00:04:26,161 ამ ფაქტმა აჩვენა, რომ მსგავსი მასალისთვის 80 00:04:26,161 --> 00:04:28,121 შავი ბაზარი კვლავ ფუნქციონირებს 81 00:04:28,121 --> 00:04:30,021 და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, 82 00:04:30,021 --> 00:04:32,016 რადგან ბირთვული იარაღთან დაკავშირებული, 83 00:04:32,016 --> 00:04:34,621 ათობით შემთხვევა მოხდა 84 00:04:34,621 --> 00:04:37,621 და დარმწუნებული ვარ ბევრ თქვენგანს, ამის შესახებ არც გაუგია. 85 00:04:37,621 --> 00:04:39,889 თუნდაც აქ, შეერთებულ შტატებში, 86 00:04:39,889 --> 00:04:43,031 კაროლინის ორივე შტატში, ორჯერ ჩამოგვივარდა ბირთვული ბომბი. 87 00:04:43,073 --> 00:04:45,899 პირველ შემთხვევაში 88 00:04:45,899 --> 00:04:48,899 თვითმფრინავიდან ჩამოვარდნილი ბომბი არ აფეთქდა, 89 00:04:48,899 --> 00:04:51,908 რადგან მისი გული, თვითმფრინავში სხვაგან ინახებოდა. 90 00:04:52,109 --> 00:04:55,579 მეორე შემთხვევის დროს კი, მიწაზე დაშვებისას 91 00:04:55,769 --> 00:05:00,101 6 ჩამკეტიდან, რომელსაც მისი აფეთქება უნდა შეეკავებინა 5-მა არ იმუშავა, 92 00:05:00,101 --> 00:05:03,101 მაგრამ საბედნიეროდ მე-6 იმუშავა. 93 00:05:03,101 --> 00:05:07,165 თუ ეს საკმარისი მიზეზი არაა, 94 00:05:07,165 --> 00:05:10,655 გავიხსენოთ 1995 წლის ბლექ ბრენტის შემთხვევა, 95 00:05:10,655 --> 00:05:12,725 როცა რუსმა ტექნიკოსებმა რადარზე 96 00:05:12,725 --> 00:05:15,524 თითქოს რუსეთის საჰაერო სივრცისკენ მომავალი 97 00:05:15,617 --> 00:05:18,042 ამერიკული ბირთვული ჭურვი შეამჩნიეს. 98 00:05:18,062 --> 00:05:19,062 მოგვიანებით გაირკვა, 99 00:05:19,062 --> 00:05:20,516 რომ ეს ნორვეგიული რაკეტა იყო, 100 00:05:20,516 --> 00:05:23,498 რომელიც ჩრდილოეთის ნათების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. 101 00:05:23,522 --> 00:05:24,676 მაგრამ იმ დროს, 102 00:05:24,700 --> 00:05:28,471 რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს, მხოლოდ 5 წუთი აშორებდა, 103 00:05:28,495 --> 00:05:32,647 რომ სრულმასშტაბიანი საპასუხო ბირთვული გასროლა განეხორციელებინა 104 00:05:32,671 --> 00:05:35,483 შეერთებული შტატების წინააღმდეგ. 105 00:05:36,924 --> 00:05:40,966 მაშ, ბირთვული სახელმწიფოების უმრავლესობამ, 106 00:05:40,990 --> 00:05:44,935 აიღო ვალდებულება მოეშორებინათ მასობრივი განადგურების იარაღები. 107 00:05:45,352 --> 00:05:47,358 თუმცა საგულისხმოა, 108 00:05:47,835 --> 00:05:51,159 რომ ხელშეკრულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, 109 00:05:51,183 --> 00:05:54,810 რომელიც ისტორიაში იარაღის კონტროლის ყველაზე ფართედ მიღებული ხელშეკრულებაა, 110 00:05:54,810 --> 00:05:57,377 ის 190 ხელმომწერ სახელმწიფოს აერთიანებს, 111 00:05:57,398 --> 00:06:02,692 არ განსაზღვრავს ზუსტ თარიღს, თუ როდის უნდა მოიშორონ თავიდან 112 00:06:02,716 --> 00:06:05,203 ამ სახელმწიფოებმა ბირთვული იარაღი. 113 00:06:05,322 --> 00:06:09,292 მაშინ როცა კენედიმ ადამიანის მთვარეზე გაგზავნა 114 00:06:09,352 --> 00:06:11,657 და უკან დაბრუნება გადაწყვიტა, 115 00:06:11,681 --> 00:06:14,601 მას არ უთქვამს: "როცა შეძლებთ, მაშინ გააკეთეთ". 116 00:06:14,625 --> 00:06:16,632 მან გარკვეული ვადა მოგვცა. 117 00:06:16,656 --> 00:06:18,478 მან დაგვაყენა გამოწვევის წინაშე, 118 00:06:18,502 --> 00:06:22,009 რომელიც რამდენიმე წლით ადრე წარმოუდგენლად მიგვაჩნდა. 119 00:06:22,033 --> 00:06:23,535 და ამ გამოწვევით მან შთააგონა 120 00:06:23,559 --> 00:06:26,434 მეცნიერები და მარკეტერები, 121 00:06:26,458 --> 00:06:29,128 ასტრონავტები და სკოლის მასწავლებლები. 122 00:06:29,152 --> 00:06:31,625 მან ჩვენ მოგვცა ხედვა 123 00:06:31,928 --> 00:06:35,253 და ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, 124 00:06:35,253 --> 00:06:37,471 რომ ამ ხედვასთან ერთად იგი ცდილობდა 125 00:06:37,495 --> 00:06:39,479 ჩვენთვის პარტნიორი გაეჩინა, 126 00:06:39,503 --> 00:06:44,348 ცივი ომის მძვინვარე მეტოქის, საბჭოთა კავშირის სახით. 127 00:06:44,348 --> 00:06:47,982 რადგნა კენედის ხედვის ნაწილი აპოლოს პროგრამის განხორცილებისას 128 00:06:48,006 --> 00:06:51,793 გულისხმობდა საბჭთა კავშირთან თანამშრომლობას და არა დაპირისპირებას. 129 00:06:51,817 --> 00:06:55,890 და ცხადია, რომ საბჭოთა კავშირის პრემიერი ნიკიტა ხრუშჩოვიც დათანხმდა. 130 00:06:56,007 --> 00:06:59,323 თუმცა, სანამ ეს თანამშრომლობა განხორციელდებოდა, 131 00:06:59,347 --> 00:07:01,018 კენედი მოკლეს 132 00:07:01,042 --> 00:07:04,181 და მისი ხედვის ნაწილის შესრულება შეფერხდა. 133 00:07:04,581 --> 00:07:09,760 თუმცა, ამ ორი ბირთვული ზესახელმწიფოს მიერ, ერთობლივი ინოვაციების შექმნის პერსპექტივა, 134 00:07:09,784 --> 00:07:12,116 მთლიანად არ გამქრალა. 135 00:07:12,305 --> 00:07:16,198 რადგან 1991 წელს, მაშინ როცა ჟასმინი დაიბადა 136 00:07:16,222 --> 00:07:18,708 და საბჭოთა კავშირი დაეცა, 137 00:07:18,732 --> 00:07:21,505 ეს ორი სახელმწიფო ჩაერთო ისეთ პროექტში, 138 00:07:21,529 --> 00:07:24,086 რომელიც დღესდღეობით დაუჯერებლად ჟღერს, 139 00:07:24,110 --> 00:07:26,626 ამ სიტყვების ყველაზე პირდაპირი გაგებით. 140 00:07:26,642 --> 00:07:28,482 ამ პროექტის ფარგლებში ამერიკამ რუსეთს 141 00:07:28,482 --> 00:07:31,432 მისთვის ყველაზე საჭირო ფინანსური დახმარება აღმოუჩნა, 142 00:07:31,432 --> 00:07:34,187 ბირთვული მასალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 143 00:07:34,211 --> 00:07:37,416 და უმუშევარი ბირთვული სფეროს მეცნიერთა დასასაქმებლად. 144 00:07:37,440 --> 00:07:43,937 ისინი ამერიკელ მეცნიერებთან ერთად მუშაობდნენ საიარაღო ურანის 145 00:07:43,937 --> 00:07:48,436 ისეთ საწვავად გარდასაქმნელად, რომელსაც ატომურ ელექტროსადგურში გამოყენებდნენ. 146 00:07:48,464 --> 00:07:51,983 ისინი ამ პროექტს უწოდებდნენ: "მეგატონები მეგავატებში". 147 00:07:52,202 --> 00:07:55,338 შედეგად კი მივიღეთ ის, რომ 20 წლის განმავლობაში, 148 00:07:55,362 --> 00:07:58,169 ჩვენი ორი ქვეყანა ჩართული იყო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, 149 00:07:58,193 --> 00:08:02,006 შეერთებულ შტატებში 10 ნათურიდან ერთს 150 00:08:02,030 --> 00:08:06,746 ფაქტიურად ყოფილი რუსული ბირთვული ქობინის ენერგია ანათებდა. 151 00:08:07,530 --> 00:08:11,521 ასე რომ, ამ ორმა სახელმწიფომ ნამდვილად თამამი საქმის გაკეთება შეძლო. 152 00:08:11,905 --> 00:08:15,974 და კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას შანსი აქვს 153 00:08:15,998 --> 00:08:19,580 მათნაირი თამამი ნაბიჯები გადადგას დღეს. 154 00:08:20,897 --> 00:08:23,424 ბირთვული იარაღის მოშორებას 155 00:08:23,448 --> 00:08:27,986 და მათ შესაქმნელად საჭირო მასალებით მომარაგების შეწყვეტას, 156 00:08:28,010 --> 00:08:31,052 როგორც ექსპერტები მეუბნებიან, 30 წელი დასჭირდება. 157 00:08:31,219 --> 00:08:33,686 ამ ყველაფერს გარკვეული გამოცოცხლება დასჭირდება, 158 00:08:33,710 --> 00:08:36,125 ისეთი სახის ინოვაციები, რომლებიც ავად თუ კარგად, 159 00:08:36,149 --> 00:08:40,123 მანჰეტენის პროექტს დაედო საფუძვლად, საიდანაც დაიწყო ბირთვული იარაღის შექმნა 160 00:08:40,147 --> 00:08:42,959 და ასევე პროექტს "მეგატონები მეგავატებში". 161 00:08:43,019 --> 00:08:45,641 გარკვეული შეზღუდვები იქნება საჭირო. 162 00:08:45,665 --> 00:08:48,383 შემოქმდებითობის საფუძვლებია: 163 00:08:48,407 --> 00:08:52,423 პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის; 164 00:08:52,447 --> 00:08:56,739 ზუსტი თარიღი, როგორც მაიძულელბელი მექანიზმი; 165 00:08:56,925 --> 00:09:00,584 და პოზიტიური ხედვა, რომელიც მოქმედებისაკენ მოგვიწოდებს. 166 00:09:00,735 --> 00:09:03,968 სწორედ ეს მიგვიყვანს 2045 წლამდე. 167 00:09:04,468 --> 00:09:08,949 2045 წელი იქნება ნიუ მექსიკოს უდაბნოში ბირთვული იარაღის შექმნის 168 00:09:08,973 --> 00:09:12,247 100 წლისთავი. 169 00:09:13,247 --> 00:09:16,221 გარდა ამისა, ეს თარიღი სხვა რამითაცაა გამორჩეული. 170 00:09:16,458 --> 00:09:20,681 ნავარაუდევია, რომ ეს იქნება ტექნოლოგიური სინგულარობის მიღწევის დრო, 171 00:09:21,011 --> 00:09:23,407 კაცობრიობის განვითარების ახალი ეტაპი, 172 00:09:23,431 --> 00:09:28,551 სადაც ზღვარი ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანის ინტელექტს შორის მოიშლება, 173 00:09:29,106 --> 00:09:33,535 სადაც კომპიუტერის და ცნობიერი არსების გარჩევა თითქმის შეუძლებელი გახდება 174 00:09:33,559 --> 00:09:39,191 და უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით 21-ე საუკუნის უდიდეს პრობლემებს მოვაგვარებთ: 175 00:09:39,215 --> 00:09:42,007 შიმშილს, ენერგიას, სიღარიბეს 176 00:09:42,133 --> 00:09:45,858 სიუხვის ეპოქას შემოვაცილებთ 177 00:09:46,318 --> 00:09:47,900 და ყველა კოსმოსში გავიჭრებით, 178 00:09:47,924 --> 00:09:51,173 რომ პლანეტთაშორისი სახეობა გავხდეთ. 179 00:09:52,039 --> 00:09:55,891 ის ადამიანები, ვისაც ამ ხედვის სჯერათ, 180 00:09:55,915 --> 00:09:59,518 პირველები გეტყვიან, რომ ზუსტად არ იციან ამას როგორ შევძლებთ, 181 00:09:59,618 --> 00:10:02,410 თუმცა მათი ხედვის უკან არსებულმა ღირებულებებმა 182 00:10:02,434 --> 00:10:05,765 და ინტერესმა თუ "როგორ შევძლებთ"? 183 00:10:05,789 --> 00:10:08,580 ინოვატირთა თაობა შთააგონა. 184 00:10:08,884 --> 00:10:12,356 ისინი უკუსვლით მუშაობენ მათთვის სასურველი შედეგებიდან გამომდინარე 185 00:10:12,380 --> 00:10:16,584 და პრობლემების გადაჭრის შემოქმედებით, ურთიერთთანამშრომლობის მეთოდებს იყენებენ. 186 00:10:16,608 --> 00:10:18,848 ისინი უპირისპირდებიან გამოწვევებს, 187 00:10:18,872 --> 00:10:22,586 და თავიდან განიხილავენ იმას, რასაც ჩვენ შესაძლებლად მივიჩნევთ. 188 00:10:23,513 --> 00:10:25,331 თუმცა საქმე ისაა, 189 00:10:25,706 --> 00:10:29,916 რომ სიუხვის ეს ხედვა, არ შეესაბამება მსოფლიოს, 190 00:10:29,940 --> 00:10:34,889 რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 191 00:10:34,889 --> 00:10:40,230 "ორმხრივად გარანტირებული განადგურების" ბირთვულ დოქტრინას ეყრდნობა. 192 00:10:40,945 --> 00:10:46,422 ჩვენ უნდა შევქმნათ 22-ე საუკუნის ფუნდამენტი. 193 00:10:46,446 --> 00:10:52,252 ორმხრივად გარანტირებული კეთილდღეობის შექმნის სტრატეგიები, 194 00:10:52,276 --> 00:10:56,656 ან თუნდაც ორმხრივად გარანტირებული გადარჩენის გეგმა. 195 00:10:57,175 --> 00:11:02,398 მე ყოველდღიურად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ნამდვილი პიონერები არიან 196 00:11:02,422 --> 00:11:04,339 ბირთვული საფრთხეების სფეროში. 197 00:11:04,363 --> 00:11:07,864 როგორც ხედავთ, მათი უმრავლესობა ახალგაზრდა ქალები არიან, 198 00:11:07,888 --> 00:11:10,464 და ისინი უაღრესად საინტერესო საქმეს აკეთებენ. 199 00:11:10,488 --> 00:11:14,991 თუნდაც მარინა რობინსონ სნოუდენი, რომელიც ახალ, გაუმჯობესებულ მეთოდებს ქმნის 200 00:11:15,015 --> 00:11:17,677 ბირთვული ჭურვების აღმოსაჩენად. 201 00:11:17,701 --> 00:11:20,304 რაც საერთაშორისო განიარაღების გზაზე არსებული 202 00:11:20,304 --> 00:11:22,572 კრიტიკული ბარიერის გადალახვაში დაგვეხმარება. 203 00:11:22,572 --> 00:11:26,085 ასევე დოქტორი მელისა ჰენჰემი, რომელიც სატელიტური გამოსახულების საშუალებით 204 00:11:26,085 --> 00:11:29,414 აკონტროლებს თუ რა ხდება შორეულ ბირთვულ ტერიტორიებზე. 205 00:11:29,414 --> 00:11:32,275 ევროპაში კი გვყავს ბეატრის ფინი, რომელიც ბირთვული იარაღის 206 00:11:32,275 --> 00:11:36,352 არაკანონიერად გამოცხადების კამპანიას აწარმოებს 207 00:11:36,376 --> 00:11:38,750 საერთაშორისო სამართლის კუთხით და გასულ კვირას 208 00:11:38,750 --> 00:11:40,976 გაეროში დიდი გამარჯვებაც მოიპოვა. 209 00:11:41,000 --> 00:11:44,178 (აპლოდისმენტები) 210 00:11:44,202 --> 00:11:45,416 და მაინც, 211 00:11:45,942 --> 00:11:47,131 და მაინც, 212 00:11:47,797 --> 00:11:51,215 მთელი ამ შორეული ოცნების განსახორციელებლად, 213 00:11:51,239 --> 00:11:55,787 ზედმეტად ცოტა "შემძლეების თაობის" წარმომადგენელი და მათი მენტორი 214 00:11:55,851 --> 00:11:58,297 ვიბრძვით ბირთვული იარაღის წინააღმდეგ, 215 00:11:58,524 --> 00:12:00,771 თითქოს ეს ტაბუდადებული თემა იყოს. 216 00:12:01,898 --> 00:12:06,573 თუმცა, მახსოვს კენედიმ რაღაც თქვა, რაც კარგად დამამახსოვრდა 217 00:12:06,597 --> 00:12:07,585 მან თქვა, 218 00:12:07,585 --> 00:12:09,785 რომ მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ მოიძიონ 219 00:12:09,785 --> 00:12:12,403 საკუთარი ხელით შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზები. 220 00:12:12,427 --> 00:12:15,661 ის ამბობდა, რომ კაცობრიობის ყველა პრობლება 221 00:12:15,685 --> 00:12:18,570 მხოლოდ ადამიანებშია. 222 00:12:19,296 --> 00:12:20,679 მე ამის მჯერა. 223 00:12:21,376 --> 00:12:24,024 და დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანსაც სჯერა ამის 224 00:12:24,535 --> 00:12:27,922 და მე ვიცი, რომ "შემძლეების თაობასაც" სჯერა ამის. 225 00:12:28,646 --> 00:12:32,785 ამიტომ, უკვე დროა, დავთქვათ თარიღი. 226 00:12:33,183 --> 00:12:36,711 მოდით ბირთვული იარაღების ხანა, 227 00:12:36,735 --> 00:12:40,350 სწორედ მისი შექმნის 100 წლის თავზე დავასრულოთ. 228 00:12:41,119 --> 00:12:45,845 ბოლო-ბოლო, 2045 წლისათვის ბირთვული განადგურების საშიშროების ქვეშ 229 00:12:45,869 --> 00:12:48,143 მილიარდობით ადამიანი გვეყოლება. 230 00:12:48,167 --> 00:12:50,983 100 წელი ამისათვის უდავოდ საკმარისია. 231 00:12:51,512 --> 00:12:54,715 უდავოა, რომ ეკონომიკური 232 00:12:54,715 --> 00:12:58,610 და სამხედრო სტრატეგიების განვითარების 100 წელი 233 00:12:58,634 --> 00:13:02,298 საერთაშორისო კონფლიქტების გონივრულად მოგვარების გზებს გვაჩვენებს. 234 00:13:02,802 --> 00:13:07,193 თუკი ოდესმე რაიმე გლობალურ ოცნებას ღირს რომ მივდიოთ, 235 00:13:07,759 --> 00:13:09,401 ეს სწორედ ის შემთხვევაა. 236 00:13:09,846 --> 00:13:12,460 ახლა, როცა ჩვენ ნამდვილი საფრთხეების წინაშე ვართ, 237 00:13:12,484 --> 00:13:15,480 თუნდაც გავიხსენოთ ჩრდილოეთ კორეის ბითვული იარაღის გამოცდა, 238 00:13:15,504 --> 00:13:17,784 რომელიც სანქციების მიუხედავად ჩატარდა. 239 00:13:17,808 --> 00:13:20,108 რაციონალური ადამიანები არ ეთანხმებიან და ფიქრობენ 240 00:13:20,132 --> 00:13:24,031 შევინარჩუნოთ თუ არა რამდენიმე ბირთვული იარაღი 241 00:13:24,055 --> 00:13:26,382 აგრესიის შესაკავებლად, 242 00:13:26,550 --> 00:13:29,454 მაგრამ ისმის კითხვა: მაინც რამდენი? 243 00:13:30,205 --> 00:13:31,601 ათასი? 244 00:13:32,140 --> 00:13:34,621 ასი? ათი? 245 00:13:35,246 --> 00:13:36,673 ამასთან ერთად: 246 00:13:37,395 --> 00:13:39,682 ვის ხელში უნდა იყოს ეს იარაღი? 247 00:13:40,038 --> 00:13:41,896 თუმცა, მგონი იმაზე მაინც შევთანხმდებით, 248 00:13:41,920 --> 00:13:45,969 რომ 15 000 ბირთვული იარაღი, ჟასმინის თაობისათვის 249 00:13:45,993 --> 00:13:48,994 გლობალურ საფრთხეს უფრო წარმოადგენს, ვიდრე რამე პოზიტიურ პირობას. 250 00:13:49,184 --> 00:13:52,342 ამიტომ დროა დავდოთ პირობა, 251 00:13:52,366 --> 00:13:55,079 რომ შევქმნით მსოფლიოს, რომელშიც გავარღვევთ ჯაჭვს, 252 00:13:55,103 --> 00:13:58,345 რომელიც ბირთვულმა იარაღმა ჩვენს წარმოდგენას მოახვია. 253 00:13:58,345 --> 00:14:01,591 მსოფლიოს, რომელშიც მხოლოდ კრეატიული მოგვარების გზებს დავაფინანსებთ, 254 00:14:01,591 --> 00:14:04,991 რომელიც ასე სასურველი მომავლიდან უკუსვლით იქნება მიღებული 255 00:14:05,015 --> 00:14:07,549 და არა აწმყოდან მომავლის მიღებით, 256 00:14:07,573 --> 00:14:11,933 რომელსაც ყველა ჩვენი ძველი სტერეოტიპი და მენტალიტეტი მიჰყვება თან. 257 00:14:12,392 --> 00:14:17,694 დროა, როგორც ლიდერებმა, ჩვენი რესურსები გამოვიყენოთ, 258 00:14:17,718 --> 00:14:21,037 ძველ პრობლემებს ახლებურად შევხედოთ და საკუთარ თავს ვკითხოთ 259 00:14:21,146 --> 00:14:23,491 "როგორ შევძლებთ"? 260 00:14:24,001 --> 00:14:26,304 როგორ შევძლებთ შევუსრულოთ ჟასმინის თაობას 261 00:14:26,328 --> 00:14:29,905 უფრო უსაფრთხო 262 00:14:29,929 --> 00:14:33,674 და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს პირობა? 263 00:14:34,116 --> 00:14:37,429 დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საქმეში თქვენც შემოგვიერთდებით. 264 00:14:37,782 --> 00:14:38,945 მადლობა. 265 00:14:38,969 --> 00:14:42,271 (აპლოდისმენტები) 266 00:14:42,295 --> 00:14:43,968 მადლობა. 267 00:14:43,992 --> 00:14:46,142 (აპლოდისმენტები)