WEBVTT 00:00:00.000 --> 00:00:03.000 გთხოვთ, გაიხსენოთ ის მომენტი 00:00:03.000 --> 00:00:05.000 როდესაც რაღაც ძალიან მოგეწონათ, 00:00:05.000 --> 00:00:07.000 ფილმი, ალბომი, სიმღერა, წიგნი, 00:00:07.000 --> 00:00:10.000 და მთელი გულით ურჩიეთ ის 00:00:10.000 --> 00:00:12.000 თქვენთვის ახლობელ ადამიანს 00:00:12.000 --> 00:00:14.000 და მოუთმენლად მოელოდით მის რეაქციას 00:00:14.000 --> 00:00:17.000 და... მას კი არ მოეწონა. 00:00:17.000 --> 00:00:19.000 აი ზუსტად ასე 00:00:19.000 --> 00:00:21.000 ვგრძნობ თავს 00:00:21.000 --> 00:00:24.000 ყოველ დღე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. 00:00:24.000 --> 00:00:26.000 მე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ვარ. 00:00:26.000 --> 00:00:29.000 ვყიდი პროდუქტს იმ ბაზარზე 00:00:29.000 --> 00:00:32.000 რომელსაც ამ პროდუქტის ყიდვა არ უნდა, მაგრამ კანონი აიძულებს. 00:00:32.000 --> 00:00:35.000 ეს ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. NOTE Paragraph 00:00:35.000 --> 00:00:38.000 ძალიან საინტერესო სტერეოტიპს ვაკვირდები მოსწავლეებში, 00:00:38.000 --> 00:00:40.000 ეს სტერეოტიპი თქვენც გეხებათ. 00:00:40.000 --> 00:00:42.000 თუკი ალგებრის ფინალური 00:00:42.000 --> 00:00:44.000 გამოცდის ვარიანტებს დაგირიგებთ, 00:00:44.000 --> 00:00:46.000 დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ 00:00:46.000 --> 00:00:48.000 25 პროცენტი შეძლებს გამსვლელი ქულის მოგროვებას. 00:00:48.000 --> 00:00:51.000 ორივე მოცემული ფაქტი არაფერს გვეუბნება თქვენსა და ჩემს სტუდენტებზე, 00:00:51.000 --> 00:00:53.000 ისინი მხოლოდ, აშშ–ში მათემატიკის სწავლების მეთოდებს 00:00:53.000 --> 00:00:55.000 უსვამენ ხაზს. NOTE Paragraph 00:00:55.000 --> 00:00:58.000 დასაწყისისათვის, მათემატიკას ორ ნაწილად დავყოფ. 00:00:58.000 --> 00:01:01.000 ერთია გამოთვლები. ესაა ის, რაც თქვენ უკვე დაგავიწყდათ. 00:01:01.000 --> 00:01:03.000 მაგალითად, როგორ დავშალოთ კვადრატული განტოლება 00:01:03.000 --> 00:01:05.000 რომლის კოეფიციენტებიც ერთზე მეტია. 00:01:05.000 --> 00:01:07.000 ეს ყველაფერი ძალიან ადვილი გასახსენებელია, 00:01:07.000 --> 00:01:09.000 თუკი მათემატიკური აზროვნების 00:01:09.000 --> 00:01:11.000 კარგი საფუძველი გაგაჩნიათ. 00:01:11.000 --> 00:01:13.000 მოდი, ამას მათემატიკის 00:01:13.000 --> 00:01:15.000 ცხოვრებაში გამოყენება დავარქვათ. 00:01:15.000 --> 00:01:17.000 ეს ძნელად სასწავლებელია. 00:01:17.000 --> 00:01:19.000 აი ესაა რაც გვინდა რომ სტუდენტებს დაამახსოვრდეთ, 00:01:19.000 --> 00:01:21.000 მაშინაც კი თუ მათი სფერო მათემატიკა არ იქნება. 00:01:21.000 --> 00:01:23.000 მაგრამ სწორედ ესაა ის, რის დამახსოვრებასაც სწავლების ამერიკული 00:01:23.000 --> 00:01:25.000 სისტემა აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის. 00:01:26.000 --> 00:01:27.000 ამიტომ, მინდა ვისაუბრო ამ პრობლემაზე, 00:01:27.000 --> 00:01:30.000 რატომაა ის საფრთხე საზოგადოებისათვის და რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის საწინააღმდეგოდ. 00:01:30.000 --> 00:01:32.000 და ბოლოს კი, აგიხსნით თუ რატომაა დღეს საუკეთესო დრო 00:01:32.000 --> 00:01:34.000 იყო მათემატიკის მასწავლებელი. NOTE Paragraph 00:01:34.000 --> 00:01:36.000 მაშ ასე, პირველი ხუთი სიმპტომი, 00:01:36.000 --> 00:01:38.000 რომლებიც მიანიშნებენ, რომ მათემატიკურ აზროვნებას 00:01:38.000 --> 00:01:40.000 არასწორად ასწავლით. 00:01:40.000 --> 00:01:43.000 პირველია – ინიციატივის ნაკლებობა; თქვენი სტუდენტები თავად არაფერს იწყებენ. 00:01:43.000 --> 00:01:45.000 დაამთავრეთ გაკვეთილის ახსნა 00:01:45.000 --> 00:01:47.000 და უმალ ხუთი ხელია აწეული, 00:01:47.000 --> 00:01:49.000 რომლებიც გთხოვენ ყველაფერი თავიდან აუხსნათ. 00:01:49.000 --> 00:01:51.000 მოსწავლეებს ჟინი აკლიათ. 00:01:51.000 --> 00:01:53.000 ჩართულობის ხარისხი დაბალია, და თქვენც 00:01:53.000 --> 00:01:55.000 სემესტრის ბოლოს ყველაფრის თავიდან ახსნა გიწევთ. 00:01:55.000 --> 00:01:57.000 ასევე, რეალური პრობლემისთვის ყურადღების არ მიქცევა, 00:01:57.000 --> 00:01:59.000 რომელიც სტუდენტთა 99%-ს ახასიათებს. 00:01:59.000 --> 00:02:01.000 დანარჩენი ერთი პროცენტი კი 00:02:01.000 --> 00:02:03.000 დაჟინებით ეძებს ფორმულას 00:02:03.000 --> 00:02:05.000 რომელიც მოცემულ ამოცანაში გამოადგება. 00:02:05.000 --> 00:02:07.000 ეს დამღუპველია. NOTE Paragraph 00:02:07.000 --> 00:02:10.000 დავიდ მილჩს, რამოდენიმე სატელევიზიო პროგრამის ავტორს, 00:02:10.000 --> 00:02:13.000 აქვს ამის ძალიან კარგი აღწერა. 00:02:13.000 --> 00:02:15.000 მან აღგვითქვა რომ შექმნიდა 00:02:15.000 --> 00:02:17.000 თანამედროვე დრამას 00:02:17.000 --> 00:02:19.000 რომლის მოვლენებიც აწმყოში განვითარდებოდა 00:02:19.000 --> 00:02:21.000 იმიტომ რომ მან დაინახა, თუ რა მოსდის ადამიანის გონებას 00:02:21.000 --> 00:02:24.000 როდესაც მას ჩვენ ვავსებთ ტელესერიალებით დღეში 4 საათი. 00:02:24.000 --> 00:02:26.000 ეს ყველაფერი ნერვულ სისტემას ისე გარდაქმნის 00:02:26.000 --> 00:02:29.000 რომ ჩვენ მხოლოდ მარტივ პრობლემებს ველით ცხოვრებისაგან. 00:02:29.000 --> 00:02:32.000 მან ამ ფენომენს "პრობლემის გადაჭრის მოუთმენლობა" უწოდა. 00:02:32.000 --> 00:02:35.000 თქვენ მოუთმენელი ხართ იმ პრობლემების მიმართ რომლებიც უცებ არ წყდება. 00:02:35.000 --> 00:02:38.000 მოელით ტელესერიალის-სიდიდის პრობლემას, რომელიც 22 წუთსა და 00:02:38.000 --> 00:02:41.000 და სამ სარეკლამო ტიხარში გადაწყდება. 00:02:41.000 --> 00:02:43.000 მე კი გეტყვით იმას, რაც თქვენ უკვე ისედაც იცით. 00:02:44.000 --> 00:02:47.000 არც ერთი პრობლემა რომელიც გადაჭრას საჭიროებს მარტივი არ არის, 00:02:47.000 --> 00:02:49.000 მე ეს ძალიან მაღელვებს, 00:02:49.000 --> 00:02:52.000 იმიტომ რომ მე მაშინ გავალ პენსიაზე, როდესაც ქვეყნის სათავეში ჩემი მოსწავლეები მოვლენ. 00:02:52.000 --> 00:02:54.000 მე, ხომ, საკუთარ მომავალს და კეთილდღეობას 00:02:54.000 --> 00:02:56.000 ვვნებ როდესაც ასეთი 00:02:56.000 --> 00:02:58.000 მეთოდებით ვასწავლი. 00:02:58.000 --> 00:03:01.000 მე ვარ აქ რათა გითხრათ რომ მეთოდი, რომლის მიხედვითაც ჩვენი სახელმძღვანელოები 00:03:01.000 --> 00:03:04.000 განსაკუთრებით კი ფართო მოხმარების სახელმძღვანელოები გვასწავლიან მათემატიკას 00:03:04.000 --> 00:03:06.000 და მოთმინებას ამოცანის ამოხსნისას, 00:03:06.000 --> 00:03:09.000 ფუნქციურად, მხოლოდ დღის განმავლობაში სერიალის ცქერის ექვივალენტიურია. NOTE Paragraph 00:03:09.000 --> 00:03:11.000 (სიცილი) NOTE Paragraph 00:03:11.000 --> 00:03:14.000 აი მაგალითი ფიზიკის სახელმძღვანელოდან. 00:03:14.000 --> 00:03:16.000 ეს მათემატიკასაც ეხება. 00:03:16.000 --> 00:03:18.000 დააკვირდით, რომ თქვენ გაქვთ 00:03:18.000 --> 00:03:20.000 სამი მონაცემი 00:03:20.000 --> 00:03:22.000 რომელთაგან საბოლოოდ ყველა ჩაჯდება 00:03:22.000 --> 00:03:24.000 სადღაც ფორმულაში 00:03:24.000 --> 00:03:26.000 რომელსაც შემდეგ მოსწავლეები გამოთვლიან. 00:03:26.000 --> 00:03:28.000 მე კი რეალური ცხოვრების მწამს. 00:03:28.000 --> 00:03:30.000 ჰკითხეთ თქვენს თავს, რომელი პრობლემა გადაგიჭრიათ ოდესმე, 00:03:30.000 --> 00:03:32.000 ისეთი, გადაჭრად რომ ღირდეს, 00:03:32.000 --> 00:03:34.000 რომ ყველა ინფორმაცია წინასწარ გქონდეთ მოცემული? 00:03:34.000 --> 00:03:37.000 ან რომ ზედმეტი ინფორმაცია არ გქონდეთ? 00:03:37.000 --> 00:03:39.000 ან რომ ინფორმაცია არ გაკლდებოდეთ 00:03:39.000 --> 00:03:41.000 რომელიც თავად უნდა მოგეძებნათ? 00:03:41.000 --> 00:03:44.000 დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით რომ არც ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ასეთი არაა. 00:03:44.000 --> 00:03:47.000 და მგონი, თავად სახელმძღვანელომაც იცის, რომ ეს ყველაფერი საშიშია მოსწავლეებისათვის. 00:03:47.000 --> 00:03:50.000 იმიტომ რომ ნახეთ, ამოცანები. 00:03:50.000 --> 00:03:52.000 როცა ამოცანებამდე მიდის საქმე 00:03:52.000 --> 00:03:54.000 ჩვენ იგივენაირ ამოცანებს ვაძლევთ 00:03:54.000 --> 00:03:57.000 უბრალოდ რიცხვებს ვცვლით და კონტექსტს ოდნავ ვახალისებთ. 00:03:57.000 --> 00:04:00.000 და თუკი მოსწავლე ვერ ხვდება როგორ უნდა ამოხსნას, 00:04:00.000 --> 00:04:02.000 წიგნი ეხმარება და უთითებს 00:04:02.000 --> 00:04:05.000 თუ რომელ უკვე ამოხსნილ ამოცანას უნდა დაუბრუნდეს რომ საჭირო ფორმულა იპოვოს. 00:04:05.000 --> 00:04:07.000 თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ეს თავი ფიზიკის 00:04:07.000 --> 00:04:10.000 ყოველგვარი ცოდნის გარეშე გაიაროთ 00:04:10.000 --> 00:04:13.000 თუკი იცით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ წიგნი. ეს სამარცხვინოა. NOTE Paragraph 00:04:13.000 --> 00:04:16.000 მათემატიკაში პრობლემის აღწერა უფრო კონკრეტულად შემიძლია. 00:04:16.000 --> 00:04:18.000 აი საინტერესო ამოცანაც. მე მომწონს. 00:04:18.000 --> 00:04:20.000 უნდა ვიპოვოთ დახრა 00:04:20.000 --> 00:04:22.000 სათხილამურო ლიფტის გამოყენებით. 00:04:22.000 --> 00:04:24.000 მაგრამ თქვენ აქ ოთხი ნაწილი გაქვთ. 00:04:24.000 --> 00:04:27.000 მაინტერესებს რამდენი თქვენგანი ხედავს ოთხ განცალკევებულ ნაწილს? 00:04:27.000 --> 00:04:30.000 და განსაკუთრებით თუ როგორ ქმნის ამ ოთხი ნაწილის 00:04:30.000 --> 00:04:32.000 შერწყმა ამოცანის ამოხსნის 00:04:32.000 --> 00:04:35.000 მოუთმენლობას მოსწავლეებში. 00:04:35.000 --> 00:04:37.000 გაჩვენებთ ამ ნაწილებს. აი ვიზუალური ნაწილი. 00:04:37.000 --> 00:04:39.000 მათემატიკური სტრუქტურა, 00:04:39.000 --> 00:04:41.000 რომელიც წარმოგიდგენთ ზომებსა და დასახელებებს, 00:04:41.000 --> 00:04:43.000 წერტილებს, ღერძებს და მისთანებს. 00:04:43.000 --> 00:04:46.000 გვაქვს პატარა ნაბიჯები, რომელთაც მივყავართ კითხვამდე, თუ 00:04:46.000 --> 00:04:48.000 რომელი ნაწილია ყველაზე დამრეცი. NOTE Paragraph 00:04:48.000 --> 00:04:50.000 იმედი მაქვს, თქვენ ამას ხედავთ. 00:04:50.000 --> 00:04:52.000 იმედი მაქვს, ხედავთ რომ ჩვენ ვიღებთ 00:04:52.000 --> 00:04:54.000 საინტერესო პრობლემას, საინტერესო პასუხს 00:04:54.000 --> 00:04:56.000 და ვქმნით მარტივ გზას 00:04:56.000 --> 00:04:58.000 და შემდეგ 00:04:58.000 --> 00:05:00.000 ვულოცავთ მოსწავლეს რომ მარჯვედ 00:05:00.000 --> 00:05:02.000 გადააბიჯა პატარა ორმოებს ამ გზაზე. 00:05:02.000 --> 00:05:04.000 სწორედ ამას ვაკეთებთ. 00:05:04.000 --> 00:05:06.000 თუკი ჩვენ ამ ოთხ ნაწილს სხვანაირად გავყოფთ 00:05:06.000 --> 00:05:08.000 და მერე შევაჯერებთ მოსწავლეებთან ერთად, 00:05:08.000 --> 00:05:11.000 ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ყველაფერს რასაც გვინდა მოთმინებისა და ამოცანის ამოხსნის კუთხით. NOTE Paragraph 00:05:11.000 --> 00:05:13.000 აი, დავიწყოთ ვიზუალით 00:05:13.000 --> 00:05:15.000 მე მყისვე ვეკითხები 00:05:15.000 --> 00:05:17.000 რომელი ნაწილია ყველაზე უფრო დამრეცი? 00:05:17.000 --> 00:05:19.000 და ეს მსჯელობის დაწყებას განაპირობებს. 00:05:19.000 --> 00:05:22.000 იმიტომ რომ სურათი ისეა შექმნილი რომ თქვენ შეგიძლიათ ორი პასუხი გქონდეთ. 00:05:22.000 --> 00:05:24.000 ასე რომ ხალხი ერთმანეთთან კამათს იწყებს. 00:05:24.000 --> 00:05:26.000 მეგობარი მეგობრის წინააღმდეგ 00:05:26.000 --> 00:05:28.000 წყვილებში, ჯგუფებში, მნიშვნელობა არა აქვს. 00:05:28.000 --> 00:05:30.000 და შემდეგ ჩვენ ვხვდებით 00:05:30.000 --> 00:05:32.000 რომ გამაღიზიანებელია 00:05:32.000 --> 00:05:34.000 ილაპარაკო მოთხილამურეზე დაბალ მარცხენა კუთხეში 00:05:34.000 --> 00:05:36.000 ან მოთხილამურეზე შუა ხაზის ოდნავ ზემოთ 00:05:36.000 --> 00:05:38.000 და ვაცნობიერებთ, რომ კარგი იქნებოდა 00:05:38.000 --> 00:05:40.000 თუ A, B, C და D წარწერები გვექნებოდა 00:05:40.000 --> 00:05:42.000 რათა მათ შესახებ უფრო ადვილად გვემსჯელა. 00:05:42.000 --> 00:05:45.000 და მერე როდესაც ჩვენ ვიწყებთ იმის გარკვევას თუ რას ნიშნავს დამრეცი, 00:05:45.000 --> 00:05:47.000 ვხვდებით რომ კარგი იქნებოდა თუ საზომები გვექნებოდა, 00:05:47.000 --> 00:05:50.000 რათა უკეთესად გაგვერკვია ეს ცნება. 00:05:50.000 --> 00:05:52.000 და მხოლოდ ამის შემდეგ 00:05:52.000 --> 00:05:54.000 ჩვენ ვამატებთ მათემატიკურ სტრუქტურას. 00:05:54.000 --> 00:05:56.000 მათემატიკა ემსახურება საუბარს. 00:05:56.000 --> 00:05:58.000 საუბარი არ ემსახურება მათემატიკას. 00:05:58.000 --> 00:06:01.000 და აი აქ მე თქვენ გეტყვით, რომ 10-დან 9 კლასი 00:06:01.000 --> 00:06:03.000 მზადაა კარგად შეისწავლოს ეს პრობლემა. 00:06:03.000 --> 00:06:05.000 მაგრამ თუ თქვენ გინდათ, 00:06:05.000 --> 00:06:07.000 მოსწავლეებს შეუძლიათ ეს ეტაპები ერთად განავითარონ. NOTE Paragraph 00:06:07.000 --> 00:06:10.000 ხედავთ სხვაობას ამასა და ამას შორის? 00:06:10.000 --> 00:06:13.000 რაც ქმნის მოთმინებასა და პრობლემის გადაჭრის სურვილს? 00:06:13.000 --> 00:06:16.000 ეს ჩემთვის ნათელი გახდა ჩემი გამოცდილებიდან. 00:06:16.000 --> 00:06:18.000 მინდა მოვიშველიო აინშტაინი, 00:06:18.000 --> 00:06:20.000 რომელმაც, მჯერა, თავისი ვალი უკვე მოიხადა. 00:06:20.000 --> 00:06:23.000 ის საუბრობდა პრობლემის ფორმულირების უდიდეს მნიშვნელობაზე 00:06:23.000 --> 00:06:25.000 და მაინც, საკუთარი პრაქტიკიდან ვიცი, რომ აქ, აშშ-ში 00:06:25.000 --> 00:06:27.000 პრობლემას მოსწავლეებს უბრალოდ ვაწვდით; 00:06:27.000 --> 00:06:30.000 ჩვენ მათ არ ვრთავთ პრობლემის ფორმულირების პროცესში. NOTE Paragraph 00:06:31.000 --> 00:06:33.000 ასე რომ, მორიგი გაკვეთილისათვის მოსამზადებელი 00:06:33.000 --> 00:06:35.000 დროის 90%-ს ვუთმობ 00:06:35.000 --> 00:06:38.000 იმას რომ ავიღო საინტერესო მაგალითები 00:06:38.000 --> 00:06:40.000 სახელმძღვანელოდან და გადავაკეთო 00:06:40.000 --> 00:06:43.000 ისინი ისე, რომ მათ განავითარონ მათემატიკური აზროვნება. 00:06:43.000 --> 00:06:45.000 და აი თუ როგორ ვახერხებ ამას. 00:06:45.000 --> 00:06:47.000 ძალიან მომწონს ეს ამოცანა. ის წყლის ავზის შესახებაა. 00:06:47.000 --> 00:06:49.000 შეკითხვაა: რა დრო დაჭირდება წყლის ავზის გავსებას? გასაგებია? 00:06:49.000 --> 00:06:51.000 თავდაპირველად, ამოცანიდან ყველა შუალედური ნაბიჯი უნდა ამოვიღოთ. 00:06:51.000 --> 00:06:53.000 მოსწავლეებმა ისინი უნდა განავითარონ. 00:06:53.000 --> 00:06:55.000 თავად უნდა მოიფიქრონ. 00:06:55.000 --> 00:06:58.000 დააკვირდით რომ აქ მოცემული ინფორმაციიდან ყველაფერია საჭირო. 00:06:58.000 --> 00:07:00.000 ეს ყველაფერი გონებას გაუფანტავს მოსწავლეს, ასე რომ ვაცილებთ. 00:07:00.000 --> 00:07:02.000 მოსწავლეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ 00:07:02.000 --> 00:07:04.000 მნიშვნელოვანია თუ არა ავზის სიმაღლე და ზომა? 00:07:04.000 --> 00:07:07.000 მნიშვნელოვანია თუ არა მილის ფერი? რაა მნიშვნელოვანი? 00:07:07.000 --> 00:07:10.000 ასეთი ამოცანები ძალიან იშვიათია მათემატიკის სახემძღვანელოებში. 00:07:10.000 --> 00:07:12.000 გვაქვს წყლის ავზი. 00:07:12.000 --> 00:07:14.000 რა დრო დაჭირდება მის გავსებას? მორჩა! NOTE Paragraph 00:07:14.000 --> 00:07:16.000 და რადგანაც ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, 00:07:16.000 --> 00:07:19.000 და გვირჩევნია აღვიქვათ სამყარო ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია 00:07:19.000 --> 00:07:22.000 და არა აბსტრაქტული ხაზებით 00:07:22.000 --> 00:07:24.000 რომლებითაც სავსეა მათემატიკის სახელმძღვანელოები, 00:07:24.000 --> 00:07:26.000 ჩვენ ვიღებთ ავზის სურათს. 00:07:26.000 --> 00:07:28.000 ახლა უკვე სინამდვილეს ვუახლოვდებით. 00:07:28.000 --> 00:07:30.000 რა დრო დასჭირდება მის გავსებას? 00:07:30.000 --> 00:07:32.000 უკეთესია თუკი გადავიღებთ ვიდეოს, 00:07:32.000 --> 00:07:35.000 თუ როგორ ავსებენ ავზს. 00:07:35.000 --> 00:07:37.000 და ავზი ნელა, ძალიან ნელა ივსება. 00:07:37.000 --> 00:07:39.000 ძალიან, ძალიან ნელა. 00:07:39.000 --> 00:07:41.000 მოსწავლეები უყურებენ საათს, იფშვნეტენ თვალებს, 00:07:41.000 --> 00:07:44.000 და ადრე თუ გვიან ყველა დაინტერესდება კითხვით: 00:07:44.000 --> 00:07:47.000 "ჯანდაბა, როდის გაივსება ეს ავზი?" 00:07:47.000 --> 00:07:52.000 (სიცილი) 00:07:52.000 --> 00:07:55.000 ესაა როცა ხვდებით რომ თევზი ანკესს წამოეგო. NOTE Paragraph 00:07:56.000 --> 00:07:59.000 და ეს პრობლემა ძალიან საინტერესოა ჩემთვის, 00:07:59.000 --> 00:08:01.000 იმიტომ რომ 00:08:01.000 --> 00:08:04.000 მცირე სტაჟის გამო 00:08:04.000 --> 00:08:06.000 ვასწავლი ყველაზე ჩამორჩენილ მოსწავლეებს 00:08:06.000 --> 00:08:09.000 მე მყავს მოსწავლეები რომლებიც არ ჩაერთვებიან განხილვაში, 00:08:09.000 --> 00:08:11.000 რადგან სხვამ უკვე იცის ფორმულა 00:08:11.000 --> 00:08:14.000 ან სხვამ უკეთესად იცის თუ როგორ გამოიყენოს ფორმულა. 00:08:14.000 --> 00:08:16.000 ასე რომ მე არ ვილაპარაკებ ამის შესახებ. 00:08:16.000 --> 00:08:19.000 მაგრამ აქ ყველა ერთ დონეზეა, ინტუიციის დონეზე. 00:08:19.000 --> 00:08:22.000 ყველას გაუვსია რაღაც წყლით. 00:08:22.000 --> 00:08:25.000 ამიტომ, მე მათ ვეკითხები თუ რა დრო დასჭირდება ამის გაკეთებას. 00:08:25.000 --> 00:08:28.000 მე ისეთი მოსწავლეებიც მყოლია, რომლებსაც მათემატიკისა და უბრალო საუბრისაც ეშინიათ 00:08:28.000 --> 00:08:30.000 მაგრამ ამ განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ. 00:08:30.000 --> 00:08:33.000 ჩვენ სახელებსა და შესაბამის ვარაუდებს დაფაზე ვწერთ 00:08:33.000 --> 00:08:35.000 და ბავშვები ინტერესდებიან. 00:08:35.000 --> 00:08:37.000 შემდეგ კი, მივყვებით პროცესს რომელიც ზემოთ აღვწერე. 00:08:37.000 --> 00:08:39.000 და აქ ყველაზე კარგი ისაა, 00:08:39.000 --> 00:08:41.000 რომ ჩვენ არ ვამოწმებთ პასუხს მასწავლებლის 00:08:41.000 --> 00:08:43.000 სახელმძღვანელოს უკან მოცემული პასუხებიდან. 00:08:43.000 --> 00:08:46.000 ჩვენ უბრალოდ ბოლომდე ვუყურებთ ფილმს. 00:08:46.000 --> 00:08:48.000 (სიცილი) 00:08:48.000 --> 00:08:50.000 ჰო, ეს ცოტა გამაღიზიანებელია. 00:08:50.000 --> 00:08:52.000 რადგანაც თეორიული მოდელები ყოველთვის 00:08:52.000 --> 00:08:54.000 ემთხვევა წიგნის ბოლოს მოცემულ პასუხებს, 00:08:54.000 --> 00:08:56.000 ეს შესანიშნავია, თუმცა საშიშია 00:08:56.000 --> 00:08:58.000 ილაპარაკო ცდომილებათა წყაროებზე 00:08:58.000 --> 00:09:00.000 რომლებიც თეორიისა და პრაქტიკის შეუთავსებლობას ახლავს თან. 00:09:00.000 --> 00:09:02.000 მაგრამ ეს განხილვები ძალიან მნიშვნელოვანია 00:09:02.000 --> 00:09:04.000 ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანიც. NOTE Paragraph 00:09:04.000 --> 00:09:06.000 მინდა გაუწყოთ, რომ საგნის სწავლისაგან მიღებული სიამოვნება გაიზარდა 00:09:06.000 --> 00:09:08.000 იმ მოსწავლეთა შორისაც, რომელთაც 00:09:08.000 --> 00:09:10.000 პირველ გაკვეთილზე ზემოთ აღნიშნული მოუთმენლობა ახასიათებდათ. 00:09:10.000 --> 00:09:13.000 ესაა მოსწავლეები, რომელთაც უკვე პირველივე სემესტრში 00:09:13.000 --> 00:09:15.000 შემიძლია ახალი ამოცანა დავუდო, 00:09:15.000 --> 00:09:17.000 სულ ახალი, სულ უცხო 00:09:17.000 --> 00:09:19.000 და ისინი მის შესახებ 3-4 წუთით მეტს იმსჯელებენ, ვიდრე 00:09:19.000 --> 00:09:21.000 ამას სემესტრის დასაწყისში გააკეთებდნენ, 00:09:21.000 --> 00:09:23.000 ამის ცქერა დიდი სიამოვნებაა. 00:09:23.000 --> 00:09:26.000 ჩვენ აღარ გვეშინია პრობლემების 00:09:26.000 --> 00:09:29.000 იმიტომ რომ ჩვენ სიტყვა პრობლემას აზრი შევუცვალეთ. 00:09:29.000 --> 00:09:31.000 აღარ გვეშინია მათემატიკის, 00:09:31.000 --> 00:09:33.000 იმიტომ რომ ჩვენ ნელ-ნელა ვსაზღვრავთ თუ რაა მათემატიკა 00:09:33.000 --> 00:09:35.000 ეს ძალიან სახალისოა. NOTE Paragraph 00:09:35.000 --> 00:09:38.000 მე ვურჩევ მათემატიკის მასწავლებლებს გამოიყენონ მულტიმედია, 00:09:38.000 --> 00:09:40.000 რადგან მას შემოაქვს რეალური სამყარო საკლასო ოთახში 00:09:40.000 --> 00:09:42.000 მაღალი ხარისხით და ფერთა მთელი გამით 00:09:42.000 --> 00:09:45.000 გირჩევთ უბიძგოთ მოსწავლეების ინტუიციას ღია სამყაროსაკენ, 00:09:45.000 --> 00:09:47.000 გირჩევთ დასვათ რაც შეიძლება მოკლე კითხვები 00:09:47.000 --> 00:09:50.000 და დაელოდოთ უფრო სპეციფიკური კითხვების მოსწავლეთაგან დასმას, 00:09:50.000 --> 00:09:52.000 გირჩევთ მისცეთ საშუალება სტუდენტებს თავად ააგონ პრობლემა 00:09:52.000 --> 00:09:54.000 იმიტომ რომ აინშტაინი ასე აკეთებდა, 00:09:54.000 --> 00:09:57.000 დაბოლოს, საერთო ჯამში, ნაკლებად დაეხმარეთ მათ 00:09:57.000 --> 00:09:59.000 იმიტომ რომ სახელმძღვანელო თქვენ მხოლოდ ცუდი გზებით გეხმარებათ 00:09:59.000 --> 00:10:02.000 იგი თქვენ საკუთარი მოვალეობის 00:10:02.000 --> 00:10:05.000 არ–შესრულებაში გიწყობთ ხელს. NOTE Paragraph 00:10:05.000 --> 00:10:08.000 და თუ რატომაა დღეს გასაოცარი დრო მათემატიკის მასწავლებლობისათვის 00:10:08.000 --> 00:10:10.000 არის ის რომ ჩვენ გავქვს ყველანაირი შესაძლებლობა 00:10:10.000 --> 00:10:12.000 შევქმნათ მაღალ-ხარისხიანი მათემატიკის სახელმძღვანელოები. 00:10:12.000 --> 00:10:14.000 ეს საყოველთაო და საკმაოდ იაფი პროცესია. 00:10:14.000 --> 00:10:16.000 ასევე, მათი თავისუფლად გავრცელება 00:10:16.000 --> 00:10:18.000 ღია ლიცენზიებით, 00:10:18.000 --> 00:10:21.000 ასეთი იაფი და ხელმისაწვდომი არასოდეს ყოფილა. 00:10:21.000 --> 00:10:23.000 ცოტა ხნის წინ, ჩემს ბლოგზე ვიდეო სერია დავდე, 00:10:23.000 --> 00:10:26.000 რომელიც ორ კვირაში 6,000-მა ადამიანმა ნახა. 00:10:26.000 --> 00:10:29.000 ვიღებ ე-მაილებს მასწავლებლებისგან ისეთი ქვეყნებიდან, სადაც არასდროს ვყოფილვარ 00:10:29.000 --> 00:10:32.000 რომლებივ მეუბნებიან რომ მათ საინტერესო განხილვები აქვთ კლასში 00:10:32.000 --> 00:10:35.000 ასევე მეუბნებიან თუ როგორ გააუმჯობესეს ჩემი მეთოდები. 00:10:35.000 --> 00:10:37.000 ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 00:10:37.000 --> 00:10:39.000 მე ეს მაგალითი ჩემს ბლოგზე დავდე: 00:10:39.000 --> 00:10:41.000 რომელ რიგში ჩადგებოდით მაღაზიაში ყოფნისას: 00:10:41.000 --> 00:10:43.000 რიგში სადაც ერთი მყიდველია, რომელსაც 19 ნივთი აქვს კალათში? 00:10:43.000 --> 00:10:46.000 თუ იმ რიგში სადაც 4 ადამიანია და მათ სამი, ხუთი, ორი და ერთი ნივთი აქვთ საყიდელი. 00:10:46.000 --> 00:10:49.000 და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო ჩემი კლასისთვის 00:10:49.000 --> 00:10:52.000 მაგრამ როგორც აღმოჩნდა არამარტო მათთვის: ამ ამოცანის მეშვეობით 00:10:52.000 --> 00:10:54.000 მე "დილამშვიდობისა ამერიკა"-ზე მოვხვდი. NOTE Paragraph 00:10:54.000 --> 00:10:56.000 და ყველაფერ ამისაგან შემიძლია მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანო 00:10:56.000 --> 00:10:58.000 რომ ხალხს, არა მარტო მოსწავლეებს, 00:10:58.000 --> 00:11:00.000 ეს სურს. 00:11:00.000 --> 00:11:02.000 მათემატიკა სამყაროს აღქმაში გვეხმარება. 00:11:02.000 --> 00:11:04.000 მათემატიკა, თქვენი ინტუიციის 00:11:04.000 --> 00:11:06.000 სიტყვათა მარაგია. 00:11:06.000 --> 00:11:09.000 მე მოგიწოდებთ, როგორც არ უნდა იყოთ განათლებასთან დაკავშირებული, 00:11:09.000 --> 00:11:12.000 ხართ თქვენ მოსწავლე, მშობელი, მასწალებელი, თუ სახელმწიფო მოხელე 00:11:12.000 --> 00:11:15.000 მოითხოვეთ უკეთესი მათემატიკის სახელმძღვანელოები. 00:11:15.000 --> 00:11:18.000 ჩვენ გვჭირდება მეტი, მომთმენი, პრობლემის გადამჭრელები. დიდი მადლობა