1 00:00:01,220 --> 00:00:02,817 დავიწყოთ პროგრამირება. 2 00:00:02,817 --> 00:00:05,245 თავიდან ფორმები და ზოგადად საწყისები გავიგოთ. 3 00:00:05,245 --> 00:00:08,246 ნუ აღლედებით, მალე თქვენივე დახატული ფორმები, ფერები და 4 00:00:08,246 --> 00:00:11,098 მრავალი სხვა პროგრამა ააჭრელებს ეკრანს. 5 00:00:11,098 --> 00:00:12,772 უბრალოდ ჩვენთან დარჩით! 6 00:00:12,772 --> 00:00:14,636 დავიწყოთ მართკუთხედის დახატვით. 7 00:00:14,636 --> 00:00:16,516 მართკუთხედისთვის ვწერთ "rect"-ს, 8 00:00:16,516 --> 00:00:19,210 შემდეგ ვხსნით ფრჩხილს, ვწერთ ოთხ რიცხვს, 10, 20, 100, 200 9 00:00:19,210 --> 00:00:21,184 -- თუ რას ნიშნავს ესენი, მალე აგიხსნით -- 10 00:00:21,184 --> 00:00:23,938 შემდეგ ვხურავთ ფრჩხილს და ბოლოს ვსვამთ წერტილმძიმეს. 11 00:00:23,938 --> 00:00:25,515 შეხედეთ, გასაოცარია, მართკუთხედი! 12 00:00:25,515 --> 00:00:27,763 იმდენად კარგი იყო, კიდევ გავაკეთოთ. 13 00:00:27,763 --> 00:00:30,021 შეგვიძლია ახლა სხვა რიცხვები ვცადოთ. 14 00:00:30,021 --> 00:00:32,181 დიდები იყოს, (300, 240... 15 00:00:32,181 --> 00:00:34,031 და პატარებით დავაბოლოვოთ ...10,20) 16 00:00:34,031 --> 00:00:36,041 ნახეთ, ახალი მართკუთხედი! 17 00:00:36,041 --> 00:00:40,751 რიცხვები რომ შევცვალოთ, ვთქვათ, პირველი, მართკუთხედი იმოძრავებს. 18 00:00:40,751 --> 00:00:46,276 თუ ბოლო რიცხვს შევცვლით, მაშინ შეეცვლება ზომა.. 19 00:00:46,276 --> 00:00:47,510 საინტერესოა! 20 00:00:47,510 --> 00:00:51,245 შეიძლება იფიქროთ: "როგორ ხდება ეს ყველაფერი?" 21 00:00:51,245 --> 00:00:55,507 გაიხსენეთ, რომ კომპიუტერი არის ძალიან ჭკვიანი და დამჯერი ძაღლივით. 22 00:00:55,507 --> 00:00:59,778 ძაღლს შეგვიძლია ვუთხრათ დაჯდეს, ან გადაკოტრიალდეს, 23 00:00:59,778 --> 00:01:02,023 ამისთვის საჭიროა ბრძანების გაცემა. 24 00:01:02,023 --> 00:01:05,742 როგორ ვუთხრათ კომპიუტერულ ძაღლს კოდით რომ დაჯდეს? 25 00:01:05,742 --> 00:01:11,255 ამისთვის საჭიროა დავწეროთ ბრძანების სახელი, sit, 26 00:01:11,255 --> 00:01:15,267 შემდეგ უნდა დაწეროთ (), რითაც ეუბნებით რომ თქვენი ბრძანება შეასრულოს 27 00:01:15,267 --> 00:01:19,521 და ბოლოს, უნდა დაწეროთ ; რათა დაასრულოთ ბრძანება. 28 00:01:19,521 --> 00:01:22,219 ამის შემდეგ თქვენი კომპიუტერული ძაღლი დაჯდება. 29 00:01:22,219 --> 00:01:25,264 ცხადია, კომპიუტერში ჩართული Khan Academy ძაღლი არაა, 30 00:01:25,264 --> 00:01:27,254 არ იცის რა არის გადაკოტრიალება, 31 00:01:27,254 --> 00:01:30,261 მაგრამ იცის რა არის მართკუთხედი, როცა ვეტყვით rect, 32 00:01:30,261 --> 00:01:32,298 რაც საკმაოდ კარგია, არა? 33 00:01:32,298 --> 00:01:34,344 ამ ხაზზე სწორედ ამას გავაკეთებთ. 34 00:01:34,344 --> 00:01:37,161 დავწერთ ბრძანებას rect, რაც უბრალოდ სახელია, 35 00:01:37,161 --> 00:01:41,017 შემდეგ დავწერთ ფრჩხილებს, რაც გულისხმობს "გააკეთე ეს", 36 00:01:41,017 --> 00:01:43,501 ბოლოს კი დავწერთ წერტილმძიმეს. 37 00:01:43,501 --> 00:01:47,216 სწორედ ასე ცნობს კომპიუტერი ბრძანებას rect. 38 00:01:47,216 --> 00:01:49,737 დავუბრუნდეთ ჩვენს rect-ს. 39 00:01:49,737 --> 00:01:53,502 გვაქვს ბრძანების სახელი და ფრჩხილები. 40 00:01:53,502 --> 00:01:56,250 ეს რიცხვები რაღაა? 41 00:01:56,250 --> 00:02:01,986 საქმე ისაა, რომ კომპიუტერისთვის საკმარის ინფორმაციას არ წარმოადგენს უბრალოდ rect. 42 00:02:01,986 --> 00:02:05,249 წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ფურცელი და მე გეუბნებით, 43 00:02:05,249 --> 00:02:09,989 რომ დახაზოთ ზუსტად ისე მართკუთხედი როგორიც მე მინდა. 44 00:02:09,989 --> 00:02:14,507 აზრების კითხვა თუ არ შეგიძლიათ, მაშინვე კითხვები გაგიჩნდებათ. 45 00:02:14,507 --> 00:02:19,255 პირველად ალბათ იკითხავთ: "სად გინდა რომ დავხაზო?" 46 00:02:19,255 --> 00:02:22,527 მაშინ მე გიპასუხებთ: "მოდი ასე შევთანხმდეთ, 47 00:02:22,527 --> 00:02:27,046 ამ ფურცლის მარცხენა მხარეს დავარქვათ ნული, 48 00:02:27,046 --> 00:02:30,035 მარჯვენა მხარეს კი 400." 49 00:02:30,035 --> 00:02:33,011 ამ შემთხვევაში შემეძლება გითხრათ რიცხვი, მაგალითად 100, 50 00:02:33,011 --> 00:02:37,309 და თქვენ გეცოდინებათ რომ მე დაახლოებით აქ მინდა მართკუთხედი რომ იყოს. 51 00:02:37,309 --> 00:02:39,967 თავიდან დაკმაყოფილდებით, მაგრამ შემდეგ გაგახსენდებათ: 52 00:02:39,967 --> 00:02:43,515 "გასაგებია სიგანეში სად უნდა დაიხატოს, მაგრამ რამდენად მაღლა?" 53 00:02:43,515 --> 00:02:47,010 მაშინ შემეძლება კიდევ ერთი რიცხვის მოცემა, მაგალითად 200, 54 00:02:47,010 --> 00:02:49,750 და გეტყვით: "ფურცლის ზედა ნაწილი იყოს ნული, 55 00:02:49,750 --> 00:02:52,646 ქვედა ნაწილი კი იყოს ისევ 400." 56 00:02:52,646 --> 00:02:57,402 მაშინ მიხვდებით რომ დახატვა ზუსტად შუაში მინდა და თითქოს ყველაფერი გასაგებია, 57 00:02:57,402 --> 00:02:59,758 ალბათ თავიდან იტყვით: 58 00:02:59,758 --> 00:03:02,504 "კარგი, ახლა გასაგებია სად უნდა დავხაზო მართკუთხედი, 59 00:03:02,504 --> 00:03:06,490 100-ით მარჯვნივ, 200-ით ქვემოთ.", 60 00:03:06,490 --> 00:03:09,496 მაგრამ შემდეგ გაგახსენდებათ რომ კიდევ გაკლიათ რაღაც. 61 00:03:09,496 --> 00:03:12,268 ალბათ იკითხავთ: "რა ზომის იყოს მართკუთხედი?" 62 00:03:12,268 --> 00:03:17,008 გიპასუხებთ: "მოდი სიგანე 150 იყოს" 63 00:03:17,008 --> 00:03:20,969 100-ზე უნდა დავხაზოთ და აქ 400-ია, სიგანე 150-ია, 64 00:03:20,969 --> 00:03:25,530 ესეიგი დაახლოებით აქ იქნება. 65 00:03:25,530 --> 00:03:31,238 "გასაგებია, სიგანე 150, რა სიმაღლის იყოს მართკუთხედი?" 66 00:03:31,238 --> 00:03:33,718 "არც ისე მაღალი, მოდი იყოს 50" 67 00:03:33,718 --> 00:03:37,506 თქვენ მიპასუხებდით: "კარგი, 50 დაახლოებით ასეთი სიმაღლის იქნება არა?" 68 00:03:37,506 --> 00:03:39,019 უკვე ყველაფერი გასაგებია! 69 00:03:39,019 --> 00:03:45,232 ახლა უკვე იცით თუ როგორი მართკუთხედის დახაზვა მინდა და შეგიძლიათ დახაზოთ. 70 00:03:45,232 --> 00:03:47,982 საკმაოდ შრომატევადია უბრალო მართკუთხედი, არა? 71 00:03:47,982 --> 00:03:50,265 მთავარი აზრი ისაა, რომ ამ ოთხი რიცხვით -- 72 00:03:50,265 --> 00:03:54,457 გაიხსენეთ, 100-ით მარჯვნივ, 200-ით ქვემოთ,~ 73 00:03:54,457 --> 00:03:57,822 სიგანეში 150, სიმაღლეში 50 -- 74 00:03:57,822 --> 00:04:02,008 უკვე მთლიანად განვსაზღვრეთ თუ როგორი უნდა იყოს მართკუთხედი და სად. 75 00:04:02,008 --> 00:04:04,252 სწორედ ასე მუშაობს კომპიუტერი. 76 00:04:04,252 --> 00:04:09,744 შეგიძლიათ დაწეროთ ბრძანების სახელი, შემდეგ ( და ოთხი რიცხვი, 77 00:04:09,744 --> 00:04:16,226 დახუროთ ფრჩხილი და დაასრულოთ წერტილმძიმით. 78 00:04:16,226 --> 00:04:20,623 შედეგად კომპიუტერი დახატავს ისეთ მართკუთხედს, როგორიც გვინდა. 79 00:04:20,623 --> 00:04:24,223 -- გულახდილად თუ ვიტყვით, მართკუთხედს აქ არ ველოდით -- 80 00:04:24,223 --> 00:04:25,763 ჩვენ სხვაგან დავხატეთ, არა? 81 00:04:25,763 --> 00:04:27,488 ესეიგი რიცხვები არაა ზუსტი. 82 00:04:27,488 --> 00:04:31,273 ვთქვათ, გვინდა კომპიუტერის დახატული ჩვენს დახატულს ზუსტად დაემთხვეს. 83 00:04:31,273 --> 00:04:34,220 ამისთვის მართკუთხედი მარჯვნისკენ გადავაადგილოთ, 84 00:04:34,220 --> 00:04:37,714 ცოტა ზემოთ ავწიოთ, 85 00:04:37,714 --> 00:04:42,758 ოდნავ დავათხელოთ და სიმაღლესაც მოვუკლოთ. 86 00:04:42,758 --> 00:04:46,104 ახლა კი კომპიუტერის დახაზული მართკუთხედი ჩვენს ნახაზს კარგად ემთხვევა. 87 00:04:46,104 --> 00:04:48,771 ეს იმიტომ, რომ გავიგეთ რას ნიშნავს ეს რიცხვები 88 00:04:48,771 --> 00:04:52,748 და შევცვალეთ ისე, რომ მიგვეღო სასურველი შედეგი. 89 00:04:52,748 --> 00:04:54,767 მოდით სხვა მართკუთხედი დავხაზოთ. 90 00:04:54,767 --> 00:04:59,817 ჩვენ უკვე შეგვიძლია მართკუთხედი სადაც გვინდა იქ დავხაზოთ. 91 00:04:59,817 --> 00:05:03,987 მოდით, დავხაზოთ კუთხეში, აი აქ. 92 00:05:03,987 --> 00:05:06,018 მოვიფიქროთ, რა იქნება ეს წერტილი. 93 00:05:06,018 --> 00:05:09,502 ეს იქნება ნულით მარჯვნივ, ნულით ქვემოთ, 94 00:05:09,502 --> 00:05:16,998 პატარა იყოს, სიგანეში 50, სიმაღლეში 10. 95 00:05:16,998 --> 00:05:18,266 შევუდგეთ საქმეს. 96 00:05:18,266 --> 00:05:19,276 დავწეროთ rect, 97 00:05:19,276 --> 00:05:22,756 შემდეგ, ეს პარამეტრები გამოვყოთ მძიმეებით, 98 00:05:22,756 --> 00:05:25,748 და გავუშვათ ბრძანება. 99 00:05:25,748 --> 00:05:28,551 როგორც ჩანს რაღაც შეცდომა დავუშვით. ფანჯარა გვეუბნება: 100 00:05:28,551 --> 00:05:31,392 "როგორც ჩანს, სადღაც ) გაკლიათ" 101 00:05:31,392 --> 00:05:32,748 თუ დავუკვირდებით, მართლაც.. 102 00:05:32,748 --> 00:05:36,998 ძალიან კარგი, გავასწორეთ, მაგრამ არც ისე კარგია, ახალი შეცდომა გვაქვს, 103 00:05:36,998 --> 00:05:38,447 თურმე წერტილმძიმე გვაკლია. 104 00:05:38,447 --> 00:05:42,616 ესეც მართალია. დავაწვეთ "Show Me Where" და მიგვითითებს იმ ხაზზე, სადაც შეცდომაა. 105 00:05:42,616 --> 00:05:46,284 გახსოვდეთ, წერტილმძიმე ბრძანების ბოლოს დაახლოებით იგივე როლს ასრულებს, 106 00:05:46,284 --> 00:05:48,523 რასაც წერტილი წინადადების ბოლოს. 107 00:05:48,523 --> 00:05:52,254 არაუშავს, მივაწეროთ წერტილმძიმე და ყველაფერი კარგად იქნება. 108 00:05:52,254 --> 00:05:55,745 ესეც ასე, პატარა მართკუთხედი, ისე როგორც გვინდოდა. 109 00:05:55,745 --> 00:05:58,718 წინანდელივით, შეგვიძლია გავზარდოთ, შევამციროთ, 110 00:05:58,718 --> 00:06:00,510 ვამოძრაოთ აქეთ-იქით, 111 00:06:00,510 --> 00:06:03,262 შეგვიძლია მოვათავსოთ ზუსტად იქ, სადაც მოგვინდება. 112 00:06:03,262 --> 00:06:06,505 ახლა უკვე დეტალურად იცით თუ როგორ მუშაობს rect ბრძანება. 113 00:06:06,505 --> 00:06:08,706 გავარჩიეთ თუ რას ნიშნავს ეს რიცხვები, 114 00:06:08,706 --> 00:06:12,040 ვნახეთ, რომ აუცილებელია ბრძანების მერე ფრჩხილების დაწერა, 115 00:06:12,040 --> 00:06:15,484 რიცხვების მძიმეებით გამოყოფა და ბრძანების ;-ით დასრულება 116 00:06:15,484 --> 00:06:19,260 თითქოს ბევრია. შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოსინჯოთ ძალები. 117 00:06:19,260 --> 00:06:23,261 შემდეგ ვიდეოში სხვა ფიგურებსაც ვისწავლით, შემდეგ კი გადავალთ მათ გაფერადებაზე 118 00:06:23,261 --> 00:06:26,342 ეკრანზე აქეთ-იქით დამოუკიდებლად მოძრაობაზე და ა.შ.