ვიდეოში გავარჩევთ განსხვავებული ტიპის
გამოსახულებებს
ვთქვათ, მაქვს 11-ს პლიუს ოთხი
ალბათ გაგიკვირდება, რადგან ორნიშნა
რიცხვების შეკრება ჯერ არ იცი
დღეს გასწავლი ასეთი გამოსახულებების
ამოხსნას სესხებით და ასევე წარმოდგენასაც
ჯერ უნდა შეხედო ორნიშნა რიცხვის ყველაზე
მარჯვნივ მყოფ ციფრს
მას ეწოდება ერთეულების ადგილი, ამას კი
ათეულების ადგილი
ერთეულების ადგილას გვაქვს ერთიანი
ვიღებთ ერთს და ვუმატებთ მის ქვემოთა ციფრს
ერთს პლიუს ოთხი არის ხუთი
აქ უბრალოდ ამ ერთიანს ეს ოთხიანი მივუმატე
და მივიღე ხუთი
გადავიდეთ ამ ერთიანზე, მის ქვეშ არაფერია
ამიტომ ერთს პლიუს არაფერი ერთია
ამიტომ აქ დავწერთ ერთს
მივიღეთ, რომ 11-ს პლიუს ოთხი
არის 15
შეგვიძლია ეს მიმატება სხვანაირადაც
გამოვსახოთ
დავუშვათ, მაქვს 11 ბურთი
დავუმატოთ ოთხი ბურთი
ახლა კი დავითვალოთ, ჯამში რამდენი ბურთი
გვაქვს
ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი... 15
დავითვალეთ 15 ბურთი
სულ ამის გაკეთებას არ გირჩევთ, დიდ დროს
წაგართმევთ,თუმცა წარმოდგენაში დაგეხმარებათ
ვცადოთ წარმოდგენის სხვანაირი ხერხი
მაგალითად, რიცხვითი წრფე
ეს არის წრფე, სადაც აღვნიშნავ ყველა რიცხვს
ეს არის ნული, ერთი, ორი, სამი...
ამ წრფეს უბრალოდ ერთეულებად ვყოფ
ეს ისრები ნიშნავს, რომ ორივე მხარეს
რიცხვები კიდევ გრძელდება, მარცხნივაც კი
გვაქვს 11--
მოვნიშნავ 11-ს წრფეზე
და ვუმატებთ ოთხს, ანუ 11-ს ვზრდით
ოთხით
ამიტომ მიმატებისას წრფეზე მარჯვნივ უნდა
გადავინაცვლოთ, საითკენაც რიცხვები იზრდება
ერთი, ორი, სამი, ოთხი
მოვხვდით 15-ზე
ეს ნელი პროცესია, თუმცა თუ დაიბნევით
შეგიძლიათ ამის მეშვეობით ამოხსნათ
გადავიდეთ უფრო რთულ გამოსახულებებზე
28-ს პლიუს შვიდი
რვას პლიუს შვიდი
მოდი გამოვსახოთ რიცხვით წრფეზე
დავხაზავ რიცხვით წრფეს და ათვლას ხუთიდან
დავიწყებ, ნული მარცხნივ დარჩება
დავყოფ ერთეულებად
ეს უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს
გვინდა გავიგოთ თუ რას უდრის რვას პლიუს
შვიდი
აქ იქნება რვა, უნდა დავუმატოთ შვიდი
გადავალთ შვიდი ერთეულით მარჯვნივ
მოვხვდით 15-ზე, ანუ
რვას პლიუს შვიდი უდრის 15-ს
ადრეთუგვიან დაიმახსოვრებ ამ მარტივ
შეკრებებს, რიცხვითი წრფე კი დაგეხმარება
რვას პლიუს შვიდი 15-ია, აქ წერ
მხოლოდ ხუთს
ერთიანს კი იმახსოვრებ და წერ აქ
მომავალ ვიდეოში განახებ, თუ რატომ ვიქცევით
ასე
ამ ერთს კი ვუმატებთ ორს
და ვიღებთ 35-ს
რადგან ერთს პლიუს ორი უდრის სამს
მოვრჩით, მივიღეთ 35
შეიძლება დაეჭვდეთ ამაში
მე ასე ვამარტივებ:
ვიცით, რომ რვას პლიუს შვიდი 15-ია
ასევე 18-ს პლიუს შვიდი არის 25
28-ს პლიუს შვიდი არის 35
38-ს პლიუს შვიდი იქნებოდა 45
შეიძლება აქ გარკვეულ კანონზომიერებასაც
ამჩნევდე
შეიძლება ასეც შეხედო:
გვაქვს 28, თუ მიუმატებ ერთს მიიღებ 29-ს
მიუმატებ ორს - 30-ს, სამზე - 31-ს, ოთხზე -
32-ს
ხუთზე - 33-ს, ექვსზე - 34-ს, შვიდზე -
ისევ 35-ს
მხოლოდ ერთის მიმატებებით მივედი 35-მდე
განვიხილოთ 99-ს პლიუს ცხრა
რა იქნება ცხრას პლიუს ცხრა? შეგიძლია
ამას რიცხვითი წრფით ან ბურთებით მიხვდე
თუმცა თანდათან ამას ისედაც დაიმახსოვრებ
ცხრას პლიუს ცხრა არის 18. აქ დავწერთ
მხოლოდ რვას, ერთს კი დავიმახსოვრებთ
ერთს მივუმატებთ ცხრას, მივიღებთ 10-ს
ერთს ვეღარ დავიმახსოვრებთ, ამიტომ მთლიანად
ვწერთ 10-ს ასე
99-ს პლიუს ცხრა უდრის 108-ს
გავაკეთოთ კიდევ ერთი მაგალითი
56-ს პლიუს შვიდი
რა იქნება ექვსს პლიუს შვიდი?
ექვსს პლიუს შვიდი არის 13, ვწერთ სამს
ვიმახსოვრებთ ერთს
ერთს პლიუს ხუთი არის ექვსი
მივიღეთ 63