0:00:00.973,0:00:05.516 ჩვენ ძალიან პატარა მასალით ვართ აგებული, 0:00:05.516,0:00:08.031 და ძალიან დიდ კოსმოსში ვართ ჩასმული, 0:00:08.031,0:00:12.582 და ფაქტია, რომ რეალობაში[br]კარგად გარკვევა არც ერთ ამ მასშტაბზე 0:00:12.582,0:00:14.161 არ გამოგვდის. 0:00:14.161,0:00:15.763 ეს იმიტომ, რომ ჩვენი ტვინები 0:00:15.763,0:00:20.157 არ განვითარებულან სამყაროს[br]ამ მასშტაბებზე შესაცნობად. 0:00:20.157,0:00:24.377 ამის ნაცვლად, ჩაკეტილები ვართ[br]აღქმის ამ ძალიან თხელ ნაჭერზე, 0:00:24.377,0:00:26.143 ზუსტად შუა ადგილას. 0:00:26.723,0:00:31.191 უცნაური ის არის, რომ რეალობის ამ [br]ნაჭერზეც კი, რასაც ჩვენ სახლს ვეძახით, 0:00:31.191,0:00:34.176 უმეტეს რამეს, რაც ირგვლივ ხდება,[br]ვერ ვხედავთ. 0:00:34.176,0:00:37.566 აი, ავიღოთ სამყაროს ფერები. 0:00:37.566,0:00:42.279 ეს არის სინათლის ტალღები, ელექტომაგნიტური[br]რადიაცია, რომელიც აირეკლება ობიექტებიდან 0:00:42.279,0:00:45.716 და ეჯახება თვალების უკანა ნაწილში არსებულ[br]სპეციალიზირებულ რეცეპტორებს. 0:00:45.716,0:00:49.361 მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ[br]ირგვლივ არსებულ ყველა ტალღას. 0:00:49.361,0:00:51.056 სინამდვილეში, ის რასაც ვხედავთ 0:00:51.056,0:00:55.119 უფრო ცოტაა,[br]ვიდრე არსებულის 10 მეტრილიონედი. 0:00:55.119,0:00:58.486 ანუ, გვაქვს რადიო ტალღები [br]და მიკროტალღები 0:00:58.486,0:01:01.783 რენტგენის და გამა სხივები,[br]რომლებიც ამ წამს გადიან თქვენს სხეულში 0:01:01.783,0:01:04.732 და თქვენ საერთოდ ვერ გრძნობთ მათ, 0:01:04.732,0:01:07.913 რადგან არ გაქვთ შესაბამისი[br]ბიოლოგიური რეცეპტორები 0:01:07.913,0:01:09.121 მათ აღსაქმელად. 0:01:09.631,0:01:12.198 ამ წამს ათასობით მობილური [br]სატელეფონო საუბარი 0:01:12.198,0:01:13.754 გადის თქვენს სხეულში 0:01:13.754,0:01:16.055 და თქვენ სრულიად ბრმა ხართ მათ მიმართ. 0:01:16.055,0:01:19.953 საქმე იმაში არაა, რომ ეს რაღაცეები[br]არსებითად უხილავია. 0:01:19.953,0:01:24.852 მაგალითად, გველებს აქვთ [br]ინფრა-წითელი საკუთარ რეალობაში, 0:01:24.852,0:01:28.730 ფუტკრების ხედვის სამყარო კი[br]ულტრა იისფერს შეიცავს, 0:01:28.730,0:01:31.655 ჩვენ ვქმნით მოწყობილობებს მანქანებში, 0:01:31.655,0:01:34.883 რომ დავიჭიროთ სიგნალები [br]რადიო სიხშირეების დიაპაზონში, 0:01:34.883,0:01:38.575 ასევე მოწყობილობებს საავადმყოფოებში[br]რომ დავიჭიროთ რენტგენის დიაპაზონში. 0:01:38.575,0:01:41.965 მაგრამ თქვენ მათი[br]შეგრძნება თქვენით არ შეგიძლიათ, 0:01:41.965,0:01:43.474 ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით, 0:01:43.474,0:01:47.421 რადგან არ ხართ აღჭურვილი[br]შესაბამისი სენსორებით. 0:01:47.421,0:01:51.902 ეს ნიშნავს, რომ რეალობის ჩვენი აღქმა 0:01:51.902,0:01:55.362 შეზღუდულია ჩვენი ბიოლოგიით. 0:01:55.362,0:01:57.916 ეს ეწინააღმდეგება საქვეყნოდ[br]გავრცელებულ მოსაზრებას 0:01:57.916,0:02:00.179 რომ ჩვენი თვალები, ყურები და თითები 0:02:00.179,0:02:04.394 უბრალოდ აღიქვამენ ირგვლივ[br]არსებულ ობიექტურ რეალობას. 0:02:04.394,0:02:10.013 სინამდვილეში ჩვენი ტვინები სამყაროს[br]მხოლოდ პატარა ნაწილს ამოარჩევენ. 0:02:10.013,0:02:12.080 ცხოველთა სამყაროში 0:02:12.080,0:02:15.400 სხვადასხვა ცხოველი რეალობის [br]სხვადასხვა ნაწილს არჩევს. 0:02:15.400,0:02:18.349 ასე რომ, ტკიპას ბრმა და ყრუ სამყაროში, 0:02:18.349,0:02:22.830 ტემპერატურა და ბუთირული მჟავაა[br]მნიშვნელოვანი სიგნალები; 0:02:22.830,0:02:25.756 შავი აჩრდილი დანა თევზის შემთხვევაში 0:02:25.756,0:02:30.655 მისი გრძნობების სამყარო გულუხვად[br]გაფერადებულია ელექტრული ველებით; 0:02:30.655,0:02:33.116 ექოლოკაციური უნარის მქონე ღამურასთვის კი, 0:02:33.116,0:02:37.156 მისი რეალობა შეკუმშული ჰაერის [br]ტალღებისგან არის აგებული. 0:02:37.156,0:02:41.521 ეს არის მათი ეკოსისტემის ნაჭერი,[br]რისი აღქმაც შეუძლიათ და ჩვენ ამისთვის 0:02:41.521,0:02:43.379 სიტყვა გვაქვს მეცნიერებაში. 0:02:43.403,0:02:44.911 მას უმველტი ჰქვია, 0:02:44.911,0:02:48.603 რაც გერმანულად გარემო სამყაროს ნიშნავს. 0:02:48.603,0:02:51.598 ალბათ ყველა ცხოველს ჰგონია, 0:02:51.598,0:02:55.987 რომ სწორედ მისი უმველტია გარშემო[br]არსებული მთელი ობიექტური რეალობა, 0:02:55.987,0:02:58.281 რადგან რატომ უნდა წარმოიდგინო, 0:02:58.281,0:03:00.802 რომ ჩვენს მიერ აღქმულის მიღმა[br]კიდევ რაღაც არსებობს? 0:03:01.412,0:03:04.126 ჩვენ უბრალოდ ვიღებთ რეალობას ისეთს, 0:03:04.126,0:03:06.772 როგორიც წარმოგვიდგება. 0:03:07.222,0:03:09.717 მოდით ცნობიერება ავიმაღლოთ ამ თემაზე. 0:03:09.717,0:03:12.373 წარმოიდგინეთ, რომ თქვენ [br]მეძებარი ძაღლი ხართ. 0:03:12.973,0:03:15.178 მთელი თქვენი სამყარო ყნოსვის ირგვლივაა. 0:03:15.178,0:03:19.590 გაქვთ გრძელი დრუნჩი 200 მილიონი[br]ყნოსვის რეცეპტორით, 0:03:19.590,0:03:24.094 გაქვთ სველი ნესტოები, რომლებიც იზიდავენ[br]და იჭერენ სურნელის მოლეკულებს, 0:03:24.094,0:03:28.088 ნესტოებს ნაპრალებიც კი აქვთ,[br]რომ ბევრი ჰაერი შეისუნთქოთ. 0:03:28.088,0:03:31.362 თქვენთვის ყველაფერი სუნზეა. 0:03:31.362,0:03:35.263 ერთ დღესაც, გზაზე მიმავალი ჩერდებით, 0:03:35.263,0:03:38.583 უყურებთ თქვენს ადამიან პატრონს და ფიქრობთ, 0:03:38.583,0:03:43.393 "ნეტა როგორია ადამიანის საწყალი და [br]გამოლეული ცხვირის ქონა? 0:03:43.393,0:03:45.083 (სიცილი) 0:03:45.083,0:03:48.335 როგორია როცა არასაკმარის ჰაერს შეისუნთქავ? 0:03:48.335,0:03:52.384 როგორ ვერ უნდა იგებდე იმას, [br]რომ 100 მეტრში კატაა, 0:03:52.384,0:03:55.718 ან იმას, რომ შენი მეზობელი ზუსტად ამ[br]ადგილას იდგა 6 საათის წინ?" 0:03:55.718,0:03:58.458 (სიცილი) 0:03:58.458,0:04:00.757 რადგან ადამიანები ვართ, 0:04:00.757,0:04:03.404 ჩვენ არასდროს გამოგვიცდია[br]სუნის სამყარო, 0:04:03.404,0:04:06.083 ასე რომ, არც გვაკლია ის. 0:04:06.083,0:04:10.114 მყარად ვართ დამკვიდრებული ჩვენს უმველტში. 0:04:10.114,0:04:13.777 ისმის კითხვა: აუცილებელია იქ ჩავრჩეთ? 0:04:14.317,0:04:18.845 როგორც ნეირომეცნიერი, მე მაინტერესებს[br]როგორ შეუძლია ტექნოლოგიას 0:04:18.845,0:04:21.468 ჩვენი უმველტის გაფართოება 0:04:21.468,0:04:25.628 და როგორ შეცვლის ეს ჩვენს [br]ადამიანად ყოფნის გამოცდილებას. 0:04:26.228,0:04:29.781 უკვე ვიცით, რომ შეგვიძლია ტექნოლოგია[br]ჩვენ ბიოლოგიასთან შევაჯვაროთ, 0:04:29.781,0:04:33.565 რადგან ასობით ათასი ადამიანი დადის 0:04:33.565,0:04:37.164 ხელოვნური სმენით და ხელოვნური მხედველობით. 0:04:37.164,0:04:41.553 ეს ასე მუშაობს: იღებთ მიკროფონს,[br]აციფრულებთ სიგნალს 0:04:41.553,0:04:45.291 და პირდაპირ ყურის შიდა ნაწილში დებთ[br]ელექტროდების ფირფიტას. 0:04:45.291,0:04:47.590 ან რეტინალური იმპლანტის დროს[br]იღებთ კამერას, 0:04:47.590,0:04:50.864 აციფრულებთ სიგნალს და ოპტიკურ ნერვზე 0:04:50.864,0:04:53.882 პირდაპირ მიაერთებთ ელექროდების ბადეს. 0:04:53.882,0:04:57.806 სულ რაღაც 15 წლის წინ 0:04:57.806,0:05:01.544 უამრავი მეცნიერი ფიქრობდა,[br]რომ ეს ტექნოლოგიები არ იმუშავებდა. 0:05:01.544,0:05:06.723 რატომ? იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიები[br]სილიკონის ველის ენაზე საუბრობენ, 0:05:06.723,0:05:12.295 ეს იგივე დიალექტი არ არის, რაც ჩვენს[br]ბიოლოგიურ სენსორულ ორგანოებს გააჩნიათ. 0:05:12.295,0:05:14.710 მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მუშაობს; 0:05:14.710,0:05:19.299 ტვინი მშვენივრად ხვდება,[br]თუ როგორ გამოიყენოს ეს სიგნალები. 0:05:19.719,0:05:21.233 როგორ ვიგებთ ამას? 0:05:21.763,0:05:23.458 დიდ საიდუმლოს გაგიმხელთ: 0:05:23.458,0:05:28.728 თქვენს ტვინს არაფერი ესმის[br]და ვერაფერს ხედავს. 0:05:28.728,0:05:35.183 ტვინი სიჩუმის და სიბნელის საცავშია[br]ჩაკეტილი თავის ქალის შიგნით. 0:05:35.183,0:05:38.991 ყველაფერი, რასაც ის ხედავს,[br]ელექტროქიმიური სიგნალებია, 0:05:38.991,0:05:41.540 რომლებიც მონაცემების სხვადასხვა[br]სადენებით შემოდიან, 0:05:41.540,0:05:45.992 მხოლოდ ეს აქვს მას სამუშაოდ, მეტი არაფერი. 0:05:46.672,0:05:48.924 საოცარია, რომ ტვინი 0:05:48.924,0:05:51.687 ძალიან კარგად იღებს ამ სიგნალებს, 0:05:51.687,0:05:55.238 არჩევს სტრუქტურებს[br]და მნიშვნელობებს ანიჭებს. 0:05:55.238,0:05:59.292 ის იღებს ამ შიდა კოსმოსს,[br]ერთად ალაგებს და ამბავს ქმნის, 0:05:59.292,0:06:04.179 თქვენს სუბიექტურ სამყაროს ქმნის. 0:06:04.179,0:06:06.129 მთავარი მომენტი აქ ისაა, 0:06:06.129,0:06:09.519 რომ ტვინმა არ იცის და არც აინტერესებს, 0:06:09.519,0:06:12.561 თუ საიდან მოდის მონაცემები. 0:06:12.561,0:06:17.414 რა ინფორმაციაც არ უნდა შემოვიდეს,[br]ის მიხვდება, როგორ უნდა დაამუშაოს. 0:06:17.414,0:06:19.852 ეს ძალიან ეფექტური მანქანაა. 0:06:19.852,0:06:24.008 არსებითად ზოგადი დანიშნულების[br]გამომთვლელი მოწყობილობაა, 0:06:24.008,0:06:26.423 უბრალოდ ყველაფერს მიიღებს 0:06:26.423,0:06:29.023 და მოიფიქრებს რა უქნას. 0:06:29.023,0:06:32.669 ეს, ვფიქრობ, ათავისუფლებს დედა ბუნებას 0:06:32.669,0:06:37.452 სხვადასხვა ტიპის შემომავალი[br]არხებით წვალებისგან. 0:06:37.452,0:06:40.284 მე ამას ევოლუციის P.H. მოდელს ვეძახი, 0:06:40.284,0:06:42.328 ტექნიკურ დეტალებში არ შევალ, 0:06:42.328,0:06:45.369 მაგრამ P.H. არის Potato Head [br](კარტოფილის თავი). 0:06:45.369,0:06:49.200 ამ სახელით ხაზს ვუსვამ,[br]რომ ყველა ეს სენსორი, 0:06:49.200,0:06:52.451 რაც ვიცით და გვიყვარს, როგორც ჩვენი[br]თვალები, ყურები და თითები, 0:06:52.451,0:06:56.770 უბრალოდ პერიფერიული მოწყობილობებია: 0:06:56.770,0:07:00.044 შეართებ და მზად ხარ. 0:07:00.044,0:07:05.433 ტვინი დაადგენს რა უქნას [br]შემოსულ მონაცემებს. 0:07:06.243,0:07:08.449 თუ გადახედავთ ცხოველთა სამყაროს, 0:07:08.449,0:07:11.096 უამრავ პერიფერიულ მოწყობილობას იპოვით. 0:07:11.096,0:07:15.206 გველებს თავზე სითბოს ღრმული აქვთ,[br]რითიც ინფრაწითელს აღიქვამენ; 0:07:15.206,0:07:18.456 აჩრდილ დანა თევზს ელექტრო[br]რეცეპტორები აქვს; 0:07:18.456,0:07:21.057 ხოლო ვარსკვლავცხვირა თხუნელას 0:07:21.057,0:07:23.704 ეს 22 თითიანი მონაზარდი აქვს 0:07:23.704,0:07:27.373 რითიც გარემოს გრძნობს და [br]სამყაროს 3D მოდელს აგებს. 0:07:27.373,0:07:31.297 ბევრ ფრინველს მაგნეტიტი აქვს,[br]რომ პლანეტის 0:07:31.297,0:07:33.792 მაგნიტური ველის მიხედვით[br]ორიენტაცია შეძლონ. 0:07:33.792,0:07:37.664 ეს ნიშნავს, რომ ბუნებას არ უწევს 0:07:37.664,0:07:40.079 მუდმივად ცვალოს ტვინის დიზაინი. 0:07:40.079,0:07:44.560 სანაცვლოდ, რადგან ტვინის სამუშაოდ [br]საჭირო წესები ჩამოყალიბებულია, 0:07:44.560,0:07:49.239 ბუნებამ მხოლოდ ახალი პერიფერიული[br]მოწყობილობების აგებაზე უნდა იფიქროს. 0:07:49.239,0:07:52.164 ეს ნიშნავს შემდეგს: 0:07:52.164,0:07:54.184 ვიღებთ გაკვეთილს, 0:07:54.184,0:07:57.853 რომ არაფერია ძალიან გამორჩეული,[br]ან ფუნდამენტური 0:07:57.853,0:08:00.848 იმ ბიოლოგიაში, რაც თავიდან გვეძლევა. 0:08:00.848,0:08:02.915 ეს უბრალოდ ისაა, რაც ევოლუციის 0:08:02.915,0:08:06.142 რთული გზის შედეგად მივიღეთ მემკვიდრეობით. 0:08:06.142,0:08:09.671 არ არის აუცილებელი მასთან ჩავრჩეთ, 0:08:09.671,0:08:11.715 და ამ პრინციპის[br]ჩვენი საუკეთესო მტკიცებულება 0:08:11.715,0:08:14.315 მოდის ე.წ. სენსორული ჩანაცვლებიდან. 0:08:14.315,0:08:17.543 ეს გულისხმობს ტვინისთვის [br]ინფორმაციის მიწოდებას 0:08:17.543,0:08:20.329 უჩვეულო სენსორული არხების საშუალებით 0:08:20.329,0:08:23.208 და შემდეგ ტვინი თვითონ არკვევს, [br]თუ როგორ დაამუშაოს ის. 0:08:23.208,0:08:25.669 ეს შეიძლება სპეკულაციად ჟღერდეს, 0:08:25.669,0:08:30.621 მაგრამ ამის მაჩვენებელი პირველი სტატია[br]დაიბეჭდა 1969 წელს ჟურნალში Nature. 0:08:31.985,0:08:34.393 მეცნიერმა სახელად პოლ ბაქ ირიდამ[br](Paul Bach-y-Rita) 0:08:34.393,0:08:37.581 უსინათლო ადამიანები სტომატოლოგის[br]გადაკეთებულ სკამში ჩასვა, 0:08:37.581,0:08:39.926 დაუყენა ვიდეო ნაკადი 0:08:39.926,0:08:42.178 და რაღაც დადო კამერის წინ. 0:08:42.178,0:08:44.639 შემდეგ მას თქვენს ზურგზე იგრძნობდით 0:08:44.639,0:08:47.565 სოლენოიდების ბადით. 0:08:47.565,0:08:50.049 თუ კამერის წინ ყავის ჭიქას გააქნევთ, 0:08:50.049,0:08:52.394 მას თქვენ ზურგზე იგრძნობთ. 0:08:52.394,0:08:55.482 ბრმა ადამიანებს[br]საოცრად კარგად გამოსდიოდათ 0:08:55.482,0:08:59.035 კამერის წინ არსებული[br]ობიექტის დადგენა, 0:08:59.035,0:09:02.820 როცა ზურგის მხოლოდ პატარა ნაწილით[br]გრძნობდნენ მას. 0:09:02.820,0:09:06.326 ამის მრავალი თანამედროვე [br]ინკარნაცია არსებობს. 0:09:06.326,0:09:09.600 ბგერითი სათვალეები იღებენ[br]იმ ვიდეო ნაკადს რაც თქვენს წინაა 0:09:09.600,0:09:12.455 და ბგერით პეიზაჟად გადააქცევენ, 0:09:12.455,0:09:15.002 როცა გარშემო ნივთები მოძრაობენ,[br]შორს, ან ახლოს მოდიან, 0:09:15.002,0:09:17.030 ისმის "ბზზ, ბზზ, ბზზ." 0:09:17.030,0:09:19.003 კაკაფონიას ჰგავს, 0:09:19.003,0:09:22.997 მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ბრმა[br]ადამიანებს საკმაოდ კარგად გამოსდით 0:09:22.997,0:09:25.319 იმის დადგენა, თუ რა არის მათ წინ 0:09:25.319,0:09:27.966 მხოლოდ სმენაზე დაყრდნობით. 0:09:27.966,0:09:29.966 არ არის აუცილებელი ეს ყურების[br]გავლით მოხდეს: 0:09:29.990,0:09:33.354 ეს სისტემა შუბლზე არსებულ [br]ელექტროტაქტილურ ბადეს იყენებს, 0:09:33.354,0:09:37.044 ასე რომ,[br]ვიდეო ნაკადს თქვენ შუბლზე იგრძნობთ. 0:09:37.044,0:09:39.897 რატომ შუბლი? იმიტომ, რომ მას[br]დიდად არ იყენებთ სხვა რამისთვის. 0:09:39.897,0:09:44.103 ყველაზე თანამედროვე ინკარნაციას[br]BrainPort ჰქვია.[br] 0:09:44.103,0:09:47.852 ეს პატარა ელექტრო ბადეა,[br]რომელიც თქვენს ენაზე ზის, 0:09:47.852,0:09:51.968 და ვიდეო ნაკადი ამ პატარა[br]ელექტროტაქტილურ სიგნალებში გარდაიქმნება. 0:09:51.968,0:09:58.455 ბრმა ადამიანები იმდენად კარგად ეჩვევიან[br]მის გამოყენებას, რომ ბურთს აგდებენ კალათში 0:09:58.455,0:10:02.471 ან რთულ დაბრკოლებებიან გზაზე [br]შეუძლიათ ნავიგაცია. 0:10:03.311,0:10:07.525 ისინი თავისი ენით იწყებენ ხედვას. 0:10:07.525,0:10:09.731 სიგიჟეს ჰგავს, არა? 0:10:09.731,0:10:12.540 მაგრამ გავიხსენოთ, რომ მხედველობა[br]მხოლოდ და მხოლოდ 0:10:12.540,0:10:16.557 ტვინში მოძრავი ელექტროქიმიური სიგნალებია. 0:10:16.557,0:10:19.251 თქვენმა ტვინმა არ იცის[br]საიდან მოდიან სიგნალები. 0:10:19.251,0:10:22.687 ის უბრალოდ არკვევს რა უქნას მათ. 0:10:22.687,0:10:28.493 ჩემს ლაბორატორიაში ჩემი ინტერესი არის[br]სენსორული ჩანაცვლება ყრუ ადამიანებისთვის 0:10:28.493,0:10:31.112 და ეს არის პროექტი, 0:10:31.112,0:10:34.347 რომელზეც ჩემს ლაბორატორიაში სტუდენტთან,[br]სკოტ ნოვიკთან, ერთად ვმუშაობ. 0:10:34.347,0:10:36.526 ის თავისი დისერტაციისთვის ამზადებს მას. 0:10:36.526,0:10:38.522 აი, ამის გაკეთება გვსურდა: 0:10:38.522,0:10:42.516 გვსურდა, სამყაროდან მიღებული [br]ხმა შეგვეცვალა რამენაირად ისე,[br] 0:10:42.516,0:10:47.392 რომ ყრუ ადამიანებს ნათქვამი გაეგოთ. 0:10:47.392,0:10:51.920 გვქონდა რა ხელთ კომპიუტერების [br]ძალა და ხელმისწავდომობა, გვსურდა 0:10:51.920,0:10:56.796 რომ ამის გაშვება მობილურებსა და ტაბლეტებზე[br]ყოფილიყო შესაძლებელი. 0:10:56.796,0:10:59.094 კიდევ გვსურდა, რომ ეს ტარებადი ყოფილიყო, 0:10:59.094,0:11:02.136 რამე, რასაც ტანსაცმლის ქვეშ ატარებდით. 0:11:02.136,0:11:04.356 აი, ეს არის კონცეფცია. 0:11:05.326,0:11:10.402 ახლა როცა ვსაუბრობ, ტაბლეტი [br]ჩემს ხმას იჭერს 0:11:10.402,0:11:16.160 და შემდეგ ჟილეტზე ანაწილებს, რომელიც[br]ვიბრაციული მოტორებითაა დაფარული, 0:11:16.160,0:11:19.597 ზუსტად ისეთი მოტორებით, როგორიც [br]თქვენს მობილურს აქვს. 0:11:19.597,0:11:21.988 ასე რომ, როცა ვსაუბრობ 0:11:21.988,0:11:28.327 ხმა ვიბრაციების გამოსახულებებში [br]ითარგმნება. 0:11:28.327,0:11:29.906 ეს მხოლოდ კონცეპტუალური არ არის: 0:11:29.906,0:11:35.014 ტაბლეტი Bluetooth-ით გადასცემს და[br]ეს ჟილეტი ამ წუთას ტანზე მაცვია. 0:11:35.014,0:11:37.323 როცა ვსაუბრობ --(აპლოდისმენტები)-- 0:11:38.033,0:11:43.966 ხმა ვიბრაციის დინამიურ[br]სტრუქტურებად გარდაიქმნება. 0:11:43.966,0:11:49.340 მე ვგრძნობ ჩემ გარშემო არსებულ[br]ბგერით სამყაროს. 0:11:49.340,0:11:53.404 ჩვენ გამოვცადეთ ეს ყრუ ადამიანებთან 0:11:53.404,0:11:56.910 და აღმოჩნდა, რომ ძალიან მოკლე დროში 0:11:56.910,0:12:00.300 ადამიანები იწყებენ შეგრძნებას,[br]ისინი იწყებენ 0:12:00.300,0:12:02.970 ჟილეტის ენის გაგებას. 0:12:02.970,0:12:07.753 ეს 37 წლის ჯონათანია.[br]მას მაგისტრის ხარისხი აქვს. 0:12:07.753,0:12:10.098 ის აბსოლუტურად ყრუ დაიბადა, 0:12:10.098,0:12:14.208 ეს ნიშნავს, რომ მისი უმველტის რაღაც ნაწილი[br]მისთვის მიუწვდომელია. 0:12:14.208,0:12:18.596 ჩვენ ვავარჯიშებდით ჯონათანს ჟილეტით[br]ოთხი დღე, დღეში ორი საათი, 0:12:18.596,0:12:21.876 და აი ნახეთ ის მეხუთე დღეს. 0:12:21.876,0:12:24.012 სკოტ ნოვიკი ამბობს სიტყვას: "შენ" 0:12:24.012,0:12:27.226 სკოტი ამბობს სიტყვას, ჯონათანი კი [br]ჟილეტზე გრძნობს მას 0:12:27.226,0:12:30.282 და დაფაზე წერს. 0:12:30.282,0:12:34.168 სკოტი: "სად. სად". 0:12:34.168,0:12:37.805 ჯონათანს შეუძლია რომ ვიბრაციების [br]ეს რთული გამოსახულება გარდაქმნას 0:12:37.805,0:12:40.684 ნათქვამის გაგებაში. 0:12:40.684,0:12:44.283 სკოტი: "შეხება. შეხება". 0:12:44.283,0:12:48.723 ის არ აკეთებს ამას ცნობიერად 0:12:48.723,0:12:54.784 (აპლოდისმენტები) 0:12:55.944,0:13:00.030 ჯონათანი ცნობიერად არ აკეთებს ამას,[br]რადგან სტრუქტურები ზედმეტად რთულია, 0:13:00.030,0:13:05.510 მაგრამ მისი ტვინი ნელ-ნელა ხვდება[br]გამოსახულებების ამოხსნას და ამით ის 0:13:05.510,0:13:07.786 მონაცემების მნიშვნელობას ადგენს. 0:13:07.786,0:13:11.988 ჩვენი მოლოდინი ის არის, რომ ამ ჟილეტის[br]დაახლოებით სამი თვის ტარების შემდეგ, 0:13:11.988,0:13:16.586 მას სმენის პირდაპირი აღქმის[br]ისეთივე შეგრძნება ექნება, 0:13:16.586,0:13:20.765 როგორიც ბრმა ადამიანს აქვს[br]ბრაილზე თითის გადატარებისას. 0:13:20.765,0:13:26.362 მნიშვნელობა პირდაპირ ფურცლიდან მოდის[br]ყველანაირი ცნობიერი ჩარევის გარეშე. 0:13:26.941,0:13:30.494 ამ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი,[br]რომ რევოლუციური იყოს, 0:13:30.494,0:13:34.278 რადგან ერთადერთი სხვა გამოსავალი[br]სიყრუისთვის კოხლეარული იმპლანტია, 0:13:34.278,0:13:37.181 ის ინვაზიურ ქირურგიას მოითხოვს. 0:13:37.181,0:13:42.335 ამის შექმნა კი 40-ჯერ უფრო იაფი ჯდება,[br]ვიდრე კოხლეარული იმპლანტი. 0:13:42.335,0:13:47.234 ეს გლობალურად მისაწვდომს ხდის ამ[br]ტექნოლოგიას, უღარიბესი ქვეყნებისთვისაც კი. 0:13:48.052,0:13:53.171 ჩვენ შთაგვაგონა სენსორული ჩანაცვლების[br]ამ შედეგებმა, 0:13:53.171,0:13:57.374 თუმცა რაზეც ძალიან ბევრს ვფიქრობთ - ეს[br]სენსორული დამატებაა. 0:13:57.374,0:14:02.803 როგორ შეგვიძლია ამ ტექნოლოგიის გამოყენება,[br]რომ სრულად ახალი ტიპის გრძნობა დავამატოთ 0:14:02.803,0:14:05.937 და გავაფართოვოთ ადამიანური უმველტი? 0:14:05.937,0:14:10.186 მაგალითად, რომ ავიღოთ და ინტერნეტიდან[br]ამ წამს მიმდინარე ინფორმაციული ნაკადი 0:14:10.186,0:14:12.067 პირდაპირ ვინმეს ტვინში გავუშვათ, 0:14:12.067,0:14:15.945 შეძლებს ის ადამიანი,[br]რომ მისი პირდაპირი აღქმა განივითაროს? 0:14:15.945,0:14:18.482 ლაბორატორიაში ამ ექსპერიმენტს ვატარებთ. 0:14:18.482,0:14:22.376 სუბიექტი გრძნობს ინტერნეტიდან ინფორმაციის [br]რეალურ დროში მომდინარე ნაკადს 0:14:22.376,0:14:24.187 ხუთი წამის განმავლობაში. 0:14:24.187,0:14:27.456 შემდეგ ორი ღილაკი ჩნდება და[br]მან არჩევანი უნდა გააკეთოს. 0:14:27.456,0:14:29.145 მან არ იცის რა ხდება სინამდვილეში. 0:14:29.145,0:14:31.841 ის აკეთებს არჩევანს[br]და ერთ წამში უკუკავშირს იღებს. 0:14:31.841,0:14:33.046 საქმე რაშია: 0:14:33.046,0:14:35.720 მას წარმოდგენა არ აქვს[br]თუ რას ნიშნავს ყველა ეს სტრუქტურა, 0:14:35.720,0:14:39.361 მაგრამ ჩვენ ვუყურებთ, გააუმჯობესებს[br]თუ არა არჩევანის გაკეთების უნარს. 0:14:39.361,0:14:41.428 მან არ იცის რომ ის ნაკადი, რასაც ვაწვდით, 0:14:41.428,0:14:44.609 საფონდო ბირჟის მონაცემებია რეალურ დროში 0:14:44.609,0:14:47.116 და ის[br]აქციების ყიდვა-გაყიდვის არჩევანს აკეთებს. 0:14:47.116,0:14:48.870 (სიცილი) 0:14:49.490,0:14:52.792 უკუკავშირი ეუბნება მას[br]სწორად მოიქცა თუ არა. 0:14:52.792,0:14:55.661 შეგვიძლია თუ არა ადამიანური უმველტის[br]ისე გაფართოება, 0:14:55.661,0:14:58.656 რომ რამდენიმე კვირაში მას მთელი პლანეტის[br]ეკონომიკური პროცესების 0:14:58.656,0:15:04.763 პირდაპირი აღქმის შეგრძნება განუვითარდეს? 0:15:04.763,0:15:08.129 ამას მოგვიანებით შეგატყობინებთ, [br]როცა ვნახავთ რამდენად კარგად ჩაივლის. 0:15:08.129,0:15:09.950 (სიცილი) 0:15:10.730,0:15:12.820 აი კიდევ ერთი რამ, რასაც ვაკეთებთ: 0:15:12.820,0:15:17.417 ამ დილით, გამოსვლების დროს[br]ჩვენ ავტომატურად მოგვქონდა ტვიტები 0:15:17.417,0:15:19.855 ჰეშტეგით TED2015, 0:15:19.855,0:15:22.548 ასევე ავტომატურ ანალიზს [br]ვუკეთებდით განწყობებს. 0:15:22.548,0:15:27.123 ანუ, ადამიანები დადებით სიტყვებს იყენებენ,[br]უარყოფითს, თუ ნეიტრალურს? 0:15:27.123,0:15:29.567 და სანამ ეს მიმდინარეობდა, 0:15:29.567,0:15:32.562 მე ვგრძნობდი ამას, 0:15:32.562,0:15:36.835 მე მიერთებული ვარ ათასობით ადამიანის 0:15:36.835,0:15:40.991 საერთო ემოციაზე რეალურ დროში, 0:15:40.991,0:15:44.729 და ეს სრულებით ახალი ადამიანური[br]გამოცდილებაა, რადგან ახლა ვიცი 0:15:44.729,0:15:48.026 როგორაა ყველა და როგორ მოგწონთ[br]ეს ყველაფერი. 0:15:48.026,0:15:53.159 (სიცილი) (აპლოდისმენტები) 0:15:54.899,0:15:59.255 ეს იმაზე უფრო დიდი გამოცდილებაა, ვიდრე[br]ადამიანს შეიძლება ჩვეულებრივ ჰქონდეს. 0:15:59.845,0:16:02.538 ჩვენ ასევე ვაფართოვებთ პილოტების უმველტს. 0:16:02.538,0:16:06.624 ამ შემთხვევაში ჟილეტში[br]9 სხვადასხვა საზომი მიედინება 0:16:06.624,0:16:08.250 კვადროკოპტერიდან. 0:16:08.250,0:16:11.617 ზევით ასვლა, კურსიდან გადახვევა, ბრუნვა,[br]ორიენტაცია, მიმართულება 0:16:11.617,0:16:15.703 და ეს აუმჯობესებს პილოტის [br]შესაძლებლობებს მის სამართავად. 0:16:15.703,0:16:20.998 თითქოს საკუთარ კანს აფართოებს[br]ზემოთ შორს. 0:16:20.998,0:16:22.553 ეს მხოლოდ დასაწყისია. 0:16:22.553,0:16:28.357 ჩვენ მომავლისთვის ვისახავთ, რომ ავიღოთ[br]საზომებით სავსე პილოტის თანამედროვე კაბინა 0:16:28.357,0:16:32.908 და ყველაფრის წაკითხვის მცდელობის[br]ნაცვლად, უბრალოდ ვიგრძნოთ. 0:16:32.908,0:16:35.393 ახლა ინფორმაციის სამყაროში ვცხოვრობთ 0:16:35.393,0:16:39.201 და დიდი განსხვავებაა, წავიკითხავთ[br]ბევრ მონაცემს, 0:16:39.201,0:16:42.289 თუ გამოვცდით მას. 0:16:42.289,0:16:46.114 ვფიქრობ,[br]რომ ადამიანის განვითარების ჰორიზონტზე 0:16:46.114,0:16:48.436 შესაძლებლობებს ბოლო არ აქვს. 0:16:48.436,0:16:53.358 უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ასტრონავტს 0:16:53.358,0:16:56.679 შეეძლოს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის[br]მდგომარეობის შეგრძნება. 0:16:56.679,0:17:01.555 ან თქვენ შეგეძლოთ თქვენი ჯანმრთელობის[br]უხილავი მდგომარეობის შეგრძნება, 0:17:01.555,0:17:05.494 მაგალითად შაქრის ოდენობა სისხლში,[br]ან თქვენი მიკრობიომის მდგომარეობა, 0:17:05.494,0:17:11.121 ან გქონდეთ 360 გრადუსიანი ხედვა,[br]ან ხედავდეთ ინფრაწითელს, ან ულტრაიისფერს. 0:17:11.121,0:17:14.616 მთავარი არის შემდეგი:[br]მომავლისკენ მსვლელობისას 0:17:14.616,0:17:19.515 ჩვენ სულ უფრო მეტად შევძლებთ საკუთარი[br]პერიფერიული მოწყობილობების არჩევას. 0:17:19.515,0:17:23.369 აღარ მოგვიწევს დაველოდოთ დედა ბუნებას[br]სენსორული საჩუქრებისთვის 0:17:23.369,0:17:25.227 დროის მის მასშტაბებში. 0:17:25.227,0:17:29.499 სანაცვლოდ, როგორც კარგმა მშობელმა,[br]მან მოგვცა საჭირო ხელსაწყოები, 0:17:29.499,0:17:33.632 რომ ავდგეთ და განვსაზღვროთ ჩვენი[br]საკუთარი ტრაექტორია. 0:17:33.632,0:17:35.373 ახლა ისმის კითხვა: 0:17:35.373,0:17:40.598 როგორ გსურთ, რომ გახვიდეთ გარეთ[br]და გამოსცადოთ თქვენი სამყარო? 0:17:40.598,0:17:42.641 გმადლობთ. 0:17:42.641,0:17:50.977 (აპლოდისმენტები) 0:17:59.365,0:18:01.553 კრის ანდერსონი: გრძნობთ?[br]დ.ი.: კი 0:18:01.553,0:18:04.943 ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჟილეტით[br]აპლოდისმენტები ვიგრძენი. 0:18:04.943,0:18:07.102 სასიამოვნოა, მასაჟს ჰგავს. (სიცილი) 0:18:07.102,0:18:10.747 კ.ა.: ტვიტერი გადაირია. ტვიტერი გაგიჟდა. 0:18:10.747,0:18:13.040 მაშ, საფონდო ბირჟის ექსპერიმენტი, 0:18:13.040,0:18:17.148 ეს შესაძლოა პირველი ექსპერიმენტი იყოს,[br]რომელიც თქვენს დაფინანსებას 0:18:17.148,0:18:19.563 სამუდამოდ უზრუნველყოფს[br]წარმატების შემთხვევაში. არა? 0:18:19.563,0:18:22.715 დ.ი.: მართალია. აღარ მომიწევდა [br]NIH-ისთვის მიწერა. 0:18:22.715,0:18:25.532 კ.ა.: მოდი მხოლოდ ერთი წუთით[br]სკეპტიკური ვიქნები. 0:18:25.532,0:18:28.702 ეს გასაოცარია, მაგრამ აქამდე[br]მტკიცებულების უმრავლესობა 0:18:28.702,0:18:31.049 ადასტურებს, რომ სენსორული [br]ჩანაცვლება მუშაობს. 0:18:31.049,0:18:33.156 ეს ხომ არ ნიშნავს რომ[br]დამატებაც მუშაობს? 0:18:33.156,0:18:36.793 იქნებ ბრმა ადამიანი თავისი ენით[br]იმიტომ ხედავს, 0:18:36.793,0:18:41.971 რომ მისი ვიზუალური ქერქი ჯერ კიდევ იქ არის[br]და მზად არის დამუშავებისთვის, 0:18:41.971,0:18:43.790 იქნებ ეს საჭირო ნაწილია? 0:18:43.790,0:18:46.434 დ.ი.: შესანიშნავი კითხვაა.[br]სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით 0:18:46.434,0:18:50.330 რა თეორიული საზღვრები არსებობს თუ[br]რა ტიპის მონაცემების მიღება შეუძლია ტვინს. 0:18:50.330,0:18:53.378 ზოგადად, ის საოცრად მოქნილია. 0:18:53.402,0:18:57.207 როცა ადამიანი ბრმავდება, ის რასაც მის[br]ვიზუალურ ქერქს ვეძახდით 0:18:57.207,0:19:02.265 სხვა რამეების მფლობელობაში გადადის - [br]შეხების, სმენის, სიტყვის მარაგის. 0:19:02.265,0:19:06.327 ეს გვეუბნება, რომ ქერქმა[br]მარტო ერთი რამ იცის. 0:19:06.327,0:19:08.975 ის უბრალოდ გარკვეული ტიპის [br]გამოთვლებს ასრულებს. 0:19:08.975,0:19:12.076 და როცა ვუყურებთ, მაგალითად,[br]ისეთ რამეებს როგორიც ბრაილია, 0:19:12.076,0:19:15.165 ადამიანები ინფორმაციას იღებენ თითების[br]ბურცვებზე გადატარებით. 0:19:15.165,0:19:18.820 ასე რომ, არ მგონია რამე მიზეი გვქონდეს,[br]რომ თეორიული ლიმიტის 0:19:18.820,0:19:20.584 არსებობაზე ვიფიქროთ. 0:19:21.244,0:19:24.508 კ.ა.: ეს თუ დადასტურდა, თქვენ წაგლეკავენ. 0:19:24.508,0:19:27.759 უამრავი შესაძლო გამოყენება [br]მოეძებნება ამას. მზად ხართ ამისთვის? 0:19:27.759,0:19:31.690 ყველაზე მეტად რა აღგაფრთოვანებთ, [br]მისი რომელი მიმართულება? 0:19:31.690,0:19:34.267 დ.ი.: ვფიქრობ ჩვენს წინაშე[br]უამრავი გამოყენებაა. 0:19:34.267,0:19:37.715 სენსორული ჩანაცვლების მიღმა, საკითხები,[br]რასაც ვახსენებდი ასტრონავტებზე 0:19:37.715,0:19:42.085 და კოსმოსურ სადგურებზე, ისინი ძალიან [br]დიდ დროს კარგავენ მონიტორინგში. 0:19:42.085,0:19:45.084 სანაცვლოდ შეიძლებოდა პირდაპირ [br]გაეგოთ თუ რა ხდება, 0:19:45.084,0:19:48.764 რადგან ის რისთვისაც ეს ნამდვილად კარგია,[br]არის მრავალგანზომილებიანი მონაცემები. 0:19:48.764,0:19:53.547 მთავარი მომენტია, რომ ჩვენი ვიზუალური[br]სისტემები კარგად არჩევენ ლაქებს და კიდეებს 0:19:53.547,0:19:55.995 მაგრამ ვერ უმკლავდებიან[br]თანამედროვე სამყაროს, 0:19:55.995,0:19:58.182 რაც არის ეკრანები უამრავი მონაცემით. 0:19:58.182,0:20:00.585 ჩვენ იქ ცოცვა გვიწევს ჩვენი[br]ყურადღების სისტემებით. 0:20:00.585,0:20:03.255 ეს კი არის გზა, რომ ვგრძნობდეთ[br]რაღაცის მდგომარეობას, 0:20:03.255,0:20:06.849 ზუსტად ისე, როგორც იცით თქვენი [br]სხეულის მდგომარეობა დგომისას. 0:20:06.849,0:20:10.028 ვფიქრობ, მძიმე მანქანები, უსაფრთხოება,[br]ქარხნის, თქვენი დანადგარის 0:20:10.028,0:20:13.092 მდგომარეობა. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა,[br]სადაც ეს მაშინვე მოხვდება. 0:20:13.092,0:20:16.797 კ.ა.: დევიდ იგლმენ, საოცარი საუბარი იყო.[br]დიდი მადლობა. 0:20:16.797,0:20:21.576 დ.ი.: გმადლობ, კრის.[br](აპლოდისმენტები)