1 00:00:00,000 --> 00:00:02,843 თქვენ უკვე ისწავლეთ რამდენიმე HTML-ის თეგი. 2 00:00:03,000 --> 00:00:04,800 მაგრამ, იცით თავად HTML როგორ იშიფრება? 3 00:00:04,850 --> 00:00:09,091 HyperText Markup Language. (ჰიპერ ტექსტის მარკირებული ენა). 4 00:00:11,470 --> 00:00:14,177 ეს არის თეგების მიხედვით შინაარსის განსაზღვა. 5 00:00:14,181 --> 00:00:16,860 მაგრამ, რას ნიშნავს თავად hypertext? 6 00:00:16,869 --> 00:00:20,494 ეს ფრაზა ჯერ კიდევ ინტერნეტის არსებობამდე გამოიგონეს 7 00:00:20,494 --> 00:00:23,823 1960-იან წლებში, და ნიშნავს ტექსტს, რომელიც სხვა ტექსტებთანაა დაკავშირებული 8 00:00:23,823 --> 00:00:26,263 რომლებზეც მკითხველს მაშინვე შეუძლია გადასვლა. 9 00:00:26,273 --> 00:00:29,720 HTML თიმ ბერნერს-ლი-მ გამოიგონა, 10 00:00:29,720 --> 00:00:32,756 ინტერნეტის სხვა ელემენტებთან,მაგალითად, HTTP(ჰიპერტექსტის გადასაგზავნი პროტოკოლი)თან ერთად, 11 00:00:32,787 --> 00:00:34,912 რათა ყოფილიყო ტექტის სხვა ტექსტთან დაკავშირების გზა 12 00:00:34,912 --> 00:00:36,722 მნიშვნელობა არ აქვს სად იქნებოდა ის. 13 00:00:36,751 --> 00:00:39,191 როგორ დავუკავშირდეთ ვებგვერდებს 14 00:00:39,191 --> 00:00:41,280 ჰიპერტექსტის მარკირებული ენის გამოყენებით? 15 00:00:41,282 --> 00:00:43,451 რა თქმა უნდა, hyperlink-ით! 16 00:00:43,451 --> 00:00:46,280 რომელსაც ახლა უბრალოდ ბმულს ვეძახით. 17 00:00:46,280 --> 00:00:48,599 როგორ გავაკეთოთ ბმული HTML-ში? 18 00:00:48,636 --> 00:00:50,304 ეს ცოტა უცნაურია. 19 00:00:50,304 --> 00:00:52,770 შეიძლება ფიქრობთ რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ `link` (ბმული) თეგი... 20 00:00:52,770 --> 00:00:57,633 მაგრამ რეალურად, ეს სხვა ტიპის ბმულებისთვის გამოიყენება HTML-ში. 21 00:00:57,633 --> 00:01:03,106 ამის ნაცვლად, ჩვენ ვიყენებთ "a" თეგს, სადაც "a" ნიშნავს "anchor"-ს (ღუზა) 22 00:01:03,172 --> 00:01:06,453 ეს თითქოს უშვებს ბმულს გვერდზე განსაზღვრულ ადგილას 23 00:01:06,453 --> 00:01:09,420 და აკავშირებს ამ ღუზას სხვა ვებგვერდთან. 24 00:01:09,443 --> 00:01:11,989 ბმულის გასაკეთებლად, იცით რომ თეგი უნდა დავწეროთ, 25 00:01:11,989 --> 00:01:14,621 მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ავარჩიოთ ბმულის ტექსტი, 26 00:01:14,621 --> 00:01:17,219 შემდეგ კი მისამართი, რომელსაც ებმის. 27 00:01:17,233 --> 00:01:24,068 მოდით, გავაკეთოთ ბმული გვერდისთვის, რომელზეც ინტერნეტის დაბადებაზეა ინფორმაცია. 28 00:01:24,068 --> 00:01:29,506 ბმულის ტექსტი საწყის და დამასრულებელ თეგებს შორის იქნება. 29 00:01:29,599 --> 00:01:31,900 მე აქ მივიყვან კურსორს და დავწერ, 30 00:01:31,900 --> 00:01:36,610 "Read more about the history of HTML" ( HTML-ის ისტორიაზე მეტის წაკითხვა). 31 00:01:36,610 --> 00:01:41,017 ახლა ვხედავთ, რომ ტექსტი ბმულის მსგავსად გამოიყურება. 32 00:01:41,061 --> 00:01:44,317 მაგრამ ის ჯერ ვერ იმუშავებს , ჩვენ მისამართიც უნდა დავამატოთ. 33 00:01:44,347 --> 00:01:47,480 ჩვენ არ გვსურს, მისამართი ჩანდეს გვერდზე, 34 00:01:47,480 --> 00:01:49,937 მაგრამ, ჩვენ გვინდა ბრაუზერმა იცოდეს ამის შესახებ. 35 00:01:49,990 --> 00:01:53,040 ამიტომ ჩვენ მას თეგის ატრიბუტში ვწერთ. 36 00:01:53,088 --> 00:01:56,942 ეს href ატრიბუტია. 37 00:01:56,985 --> 00:01:59,749 რას ნიშნავს "href"? 38 00:01:59,769 --> 00:02:03,264 მინიშნებას მოგცემთ: თქვენ ეს "h" ბევრჯერ გინახავთ. 39 00:02:03,283 --> 00:02:06,124 ის ნიშნავს "hyper"-ს hyper-მიმართებას. 40 00:02:06,124 --> 00:02:11,966 ახლა, მე ჩავწერ მისამართს, რასაც ჩვენ URL-საც ვეძახით. 41 00:02:12,036 --> 00:02:15,940 დააკვირდით, რომ ეს URL "http:"-თი იწყება? 42 00:02:16,051 --> 00:02:19,044 აბა გამოიცანით რა არის აქ "h"? Hyper! 43 00:02:19,084 --> 00:02:21,483 HTML-ში ყველაფერი hyper-ზეა. 44 00:02:21,553 --> 00:02:25,664 URL -ში დეტალურადაა ყველაფერი, რაც ბრაუზერს ვებგვერდის მოსაძებნად სჭირდება: 45 00:02:25,724 --> 00:02:27,965 პროტოკოლი, რომელიც მოსაძებნადაა გამოყენებული, 46 00:02:28,035 --> 00:02:30,357 დომენი, 47 00:02:30,457 --> 00:02:34,265 და გზა, მის სერვერზე საპოვნელად. 48 00:02:34,294 --> 00:02:38,579 რადგან მასში ყველაფერია განსაზღვრული, ჩვენ მას "absolute URL"-ს ვუწოდებთ. 49 00:02:38,622 --> 00:02:43,499 ზოგ ვებგვერდზე, თქვენ შეიძლება დაინახოთ URL-ები, რომლებიც იწყება მხოლოდ დახრილი ხაზით და გზით. 50 00:02:43,562 --> 00:02:46,179 ეს ბრაუზერს ანიშნებს დარჩეს იგივე დომენზე 51 00:02:46,179 --> 00:02:48,634 და უბრალოდ მოძებნოს განსხვავებული გზა. 52 00:02:48,645 --> 00:02:50,631 ამას "relative URL" ჰქვია. 53 00:02:50,682 --> 00:02:54,054 ჩვენ მას ხანის აკადემიაში ვიყენებთ, როცა რესურსებს ვაერთებთ. 54 00:02:54,136 --> 00:02:57,623 გვერდებზე, რომლებსაც თავად ქმნით, თქვენ "Absolute URL"-ებ უნდა ჩასვათ, 55 00:02:57,623 --> 00:02:59,288 რადგან ეს უფრო უსაფრთხოა. 56 00:02:59,321 --> 00:03:02,146 ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია მივუთითოთ ბრაუზერს სად გაგვიხსნას გვერდი: 57 00:03:02,146 --> 00:03:04,728 იგივე ფანჯარაში, თუ ახალში. 58 00:03:04,769 --> 00:03:07,061 იმისთვის, რომ ბრაუზერმა ბმული ახალ ფანჯარაში გახსნას, 59 00:03:07,061 --> 00:03:10,748 ჩვენ ვამატებთ სხვა ატრიბუტს, მიზანს. 60 00:03:10,796 --> 00:03:15,258 `target="_blank"` 61 00:03:15,288 --> 00:03:19,406 ახლა, მე მინდა დააპაუზოთ ვიდეო და სცადოთ დააწკაპუნოთ ბმულზე. 62 00:03:19,444 --> 00:03:23,373 მიდით, მე დაგელოდებით, დააჭირეთ! 63 00:03:23,393 --> 00:03:24,372 რა მოხდა? 64 00:03:24,432 --> 00:03:25,802 თქვენ ალბათ დაინახეთ შეტყობინება 65 00:03:25,802 --> 00:03:28,244 იმის შესახებ, რომ ბმული მომხმარებლის შექმნილი ვებგვერდიდანაა. 66 00:03:28,244 --> 00:03:30,625 და შემდეგ თუ თქვენ დააწვებით "OK", ის გაიხსნება. 67 00:03:30,676 --> 00:03:33,122 ეს იმიტომაა, რომ ბმულები 68 00:03:33,122 --> 00:03:34,395 ამ ვებგვერდებზე განსხვავებულადაა. 69 00:03:34,423 --> 00:03:37,797 რადგან ჩვენ არ გვსურს მომხმარებლებმა იფიქრონ,რომ ბმულები სპეციალურადაა 70 00:03:37,797 --> 00:03:41,054 რეკომენდებული ხანის აკადემიის მიერ და შემდეგ გადავიდნენ მოულოდნელ,საზარელ ვებგვერდზე. 71 00:03:41,066 --> 00:03:43,992 ასე რომ, თითოეული ბმულს, რომელსაც თქვენ აქ აკეთებეთ,ექნება გაფრთხილება, 72 00:03:43,992 --> 00:03:46,163 და თითოეული ლინკი გაიხსნება ახლა ფანჯარაში. 73 00:03:46,300 --> 00:03:50,223 ეს ნიშნავს, რომ მე შემიძლია რეალურად წავშალო ეს მიზნის ატრიბუტი, 74 00:03:50,223 --> 00:03:53,048 რადგან ის ყველა შემთხვევაში მუშაობს. 75 00:03:53,088 --> 00:03:54,420 ან, მე შემიძლია დავტოვო ის, 76 00:03:54,420 --> 00:03:57,764 მაშინ, როცა მინდა გადავიყვანო ეს HTML ხანის აკადემიაზე 77 00:03:57,764 --> 00:04:00,840 და დავრწმუნდე რომ ბმული ისევ ახალ ფანჯარაში იხსნება. 78 00:04:00,870 --> 00:04:02,723 როდისაა კარგი target-ის გამოყენება? 79 00:04:02,783 --> 00:04:06,302 ზოგადად, როცა ბმული გადადის იგივე დომენის სხვა გვერდზე 80 00:04:06,302 --> 00:04:08,023 ის უნდა გაიხსნას იგივე ფანჯარაში. 81 00:04:08,023 --> 00:04:12,179 და თუ ის გადადის სხვა დომენის გვერდზე, მაშინ ახალ ფანჯარაში. 82 00:04:12,239 --> 00:04:13,641 გვეყო ლაპარაკი, 83 00:04:13,641 --> 00:04:16,649 მოდი სხვა რამეს გაჩვენებთ ბმულებთან დაკავშირებით. 84 00:04:16,689 --> 00:04:18,653 ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ არა მხოლოდ ტექსტი, 85 00:04:18,653 --> 00:04:21,627 არამედ სურათებიც, ან ორივე ერთად! 86 00:04:21,656 --> 00:04:26,815 აქ, ჩვენ გვაქვს ეს სურათი, რომელზეც თიმ ბერნერს-ლია. 87 00:04:26,867 --> 00:04:30,454 მე მინდა ამოვჭრა ის... 88 00:04:30,464 --> 00:04:34,067 და ჩავსვა ბმულში აქ. 89 00:04:34,094 --> 00:04:36,068 ოჰ! მშვენიერია. 90 00:04:36,068 --> 00:04:38,958 ახლა, თუ კურსორს ამ სურათზე მივმართავ, 91 00:04:38,958 --> 00:04:41,309 ვნახავ, რომ ის რაღაცას მაჩვენებს, 92 00:04:41,309 --> 00:04:44,379 და მასზე დაკლიკებით გადავალთ CERN-ის ვებგვერდზე. 93 00:04:44,379 --> 00:04:46,948 ფაქტობრვად, თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ მთელი თქვენი ვებგვერდი 94 00:04:46,948 --> 00:04:49,867 და გახადოთ ის დიდი, ცისფერი ხაზგასმული. 95 00:04:49,867 --> 00:04:57,000 მაგრამ, გთხოვთ არ გააკეთოთ ეს! ბმული სიყვარულით, მეგობრებო!