ბმულები ვებგვერდების დაკავშირების არაჩვეულებრივი გზაა. მაგრამ მათ შეუძლიათ დააკავშირონ ასევე ვებგვერდის ერთი ნაწილი იგივე ვებგვერდის მეორე ნაწილთან, განსაკუთრებით დიდი ვებგვერდებისთვის, მე ახლარამდენიმე ახალი ინფორმაცია დავამატე ამ გვერდს, ასე რომ, მე შემიძლია გაჩვენოთ ინტერნეტის და HTML ვერსიების ისტორია. და ვფიქრობ, ეს საკმარისი ინფორმაციაა იმისთვის, რომ საჭირო გახდეს სარჩევი. და მე დავიწყებ აქედან, უბრალოდ დაულაგებელი სიიდან, ელემენტების სიით ყოველი ნაწილის სათაურთან. და მე მინდა დავაკავშირო ყველა ამ ნაწილის სათაური, ისე რომ, მათზე დაკლიკებით თქვენ შეგეძლოთ ვებგვერდის შესაბამის ნაწილზე გადასვლა. ამის გასაკეთებლად, მე კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ``თეგს, დავიწყებ უბრალოდ სათაურის ჩასმით ``ს საწყის და დამასრულებელ თეგებში. ახლა, თქვენ როგორ უნა დაამატოთ href ამ ბმულზე? კარგი, ჩვენ გვინდა როგორღაც ვუთხრათ ბრაუზერს გვერდის რომელ ნაწილზე გადავიდეს. ერთ-ერთი გზა, რომ ცალსახად იდეტიფიცირება გავუკეთოთ გვერდის იმ ნაწილს. თუ თქვენ უკვე ისწავლეთ CSS სელექტორები, თქვენ უკვე ნანახი გაქვთ, ეს როგორ კეთდება. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ``ატრიბუტის დამატებით თეგზე. მოდი ჩამოვქაჩოთ და ვნახოთ დასათაურება აქ. და ჩვენ ვამატებთ ``ატრიბუტს ამ დასათაურებას. მე მიმაქვს კურსორი `` სთან ვბეჭადავ `id = "`, და ახლა ჩავწეროთ კარგი იდენტიფიკატორი, უნიკალური, მაგალითად, "web-history". კარგი, მოდი გადავიდეთ ზემოთ, ბმულისკენ. და ახლა, იმისთვის, რომ ბრაუზერი გადავიდეს ინტერნალურ ბმულზე, ჩვენ უნდა დავიწყოთ #-ით, და შემდეგ დავბეჭდოთ იგივე იდენტიფიკატორი, რაც ქვემოთ. კარგი, ახლა დააპაუზეთ ვიდეო და გადადით ბმულზე. მიდით, მე დაგიცდით. დააწკაპუნეთ! კარგი, დაინახეთ, რომ ის ჩამოვიდა ქვედა ნაწილზე? ესე იგი,ის მუშაობს! ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ბმულები მაიდენტიფიცირებელი ატრიბუტების დამატებით თითოეულ სათაურზე, და `` თეგების გაკეთებით, რომლებიც მათზე მიუთითებენ. მაგრამ, ეს თქვენ თვითონ სცადეთ. მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ, რომ ID-ები(იდენტიფიკატორი) უნდა იყოს უნიკალური, რადგან, სხვა შემთხვევაში ბრაუზერი ვერ მიხვდება სად გადავიდეს. ასე რომ გააკეთეთ აღწერილობითი ხასიათის იდენტიფიკატორები.