1 00:00:01,304 --> 00:00:03,685 გახსოვთ ანიმაციის შექმნის სამი ნაბიჯი? 2 00:00:03,685 --> 00:00:06,589 პირველ რიგში ვქმნით ცვლადებს ხატვის ციკლს გარეთ, 3 00:00:06,589 --> 00:00:10,011 ხატვის ციკლში კი ამ ცვლადებს სახატავ კოდში ვიყენებთ. 4 00:00:10,011 --> 00:00:12,039 ესეიგი, აქ გვაქვს ცვლადი x პოზიციისთვის, 5 00:00:12,039 --> 00:00:16,011 ერთი ცვლადი y პოზიციისთვის, ერთი - ბურთის სიგრძისთვის და ერთიც - ბურთის სიგანისთვის. 6 00:00:16,011 --> 00:00:20,025 ბოლოს თითოეულ ცვლადს ყოველ ჯერზე ოდნავ ვცვლით, 7 00:00:20,025 --> 00:00:22,773 ანუ x ხდება მის ძველ მნიშვნელობას პლუს ერთი, 8 00:00:22,773 --> 00:00:24,701 ანუ იზრდება ყოველ ჯერზე. 9 00:00:24,701 --> 00:00:29,801 y ხდება მის ძველ მნიშვნელობას მინუს ორი, ანუ ყოველ ჯერზე მცირდება. 10 00:00:29,801 --> 00:00:35,406 ballWidth-ის ახალი მნიშვნელობა იქნება მისი ძველი მნიშვნელობა გამრავლებული 0.99-ზე. 11 00:00:35,410 --> 00:00:39,409 რადგან 0.99 ნაკლებია ერთზე, ballWidth კლებას დაიწყებს. 12 00:00:39,409 --> 00:00:45,501 ballHeight კი გახდება ballHeight გაყოფილი 1.01-ზე, რაც ერთზე მეტია. 13 00:00:45,501 --> 00:00:47,963 ესეიგი ballHeight-იც დაიწყებს შემცირებას. 14 00:00:47,963 --> 00:00:53,725 თუ დავაწვები Restart-ს, დაინახავთ რომ ბურთის ყველა ეს თვისება იცვლება. 15 00:00:53,725 --> 00:00:56,607 თუ დაუკვირდებით კოდის ამ ოთხ ხაზს, 16 00:00:56,607 --> 00:00:59,251 შეამჩნევთ, რომ ისინი ერთნაირ კანონზომიერებას მისდევენ. 17 00:00:59,251 --> 00:01:01,400 ჯერ გვაქვს ცვლადი, შემდეგ ტოლობის ნიშანი, 18 00:01:01,400 --> 00:01:06,527 შემდეგ იგივე ცვლადი, რამე ოპერატორი -- პლუსი, მინუსი, გამრავლება, გაყოფა -- 19 00:01:06,527 --> 00:01:08,593 და ბოლოს რამე რიცხვი. 20 00:01:08,593 --> 00:01:11,772 ეს კანონზომიერება იმდენად ხშირია პროგრამირებაში, 21 00:01:11,772 --> 00:01:14,460 პროგრამისტები კი იმდენად ზარმაცები არიან, რომ იფიქრეს, 22 00:01:14,460 --> 00:01:16,777 "ამ კანონზომიერებას ასე ხშირად ვიყენებთ, 23 00:01:16,777 --> 00:01:19,054 იქნებ ამისი დაწერის უფრო მარტივი გზა იყოს?" 24 00:01:19,054 --> 00:01:22,006 ამიტომ, მათ შექმნეს ასეთ მოკლე გზა. 25 00:01:22,006 --> 00:01:29,331 " x ხდება x პლუს ერთი"-ს მაგივრად, შეგიძლიათ დაწეროთ "x პლუს უდრის ერთს". 26 00:01:29,331 --> 00:01:36,670 "y ხდება y მინუს ორი"-ს მაგივრად შეგვიძლია დავწეროთ "y მინუს უდროს ორი". 27 00:01:36,670 --> 00:01:41,259 "ballWidth ხდება ballWidth-ჯერ 0.99"-ს მაგივრად 28 00:01:41,259 --> 00:01:48,203 დავწერთ "ballWidth გამრავლება უდრის 0.99" 29 00:01:48,203 --> 00:01:53,658 და ბოლოს, "ballHeight ხდება ballHeight გაყოფილი 1.01"-ის მაგივრად, 30 00:01:53,658 --> 00:01:57,373 შეგვიძლია დავწეროთ "ballHeight გაყოფილი უდრის 1.01". 31 00:01:57,373 --> 00:02:01,553 ყველა ამ შემთხვევაში, კოდი იღებს ცვლადის მნიშვნელობას, 32 00:02:01,553 --> 00:02:04,123 მაგალითად ballWidth-ს და იყენებს ოპერატორს, 33 00:02:04,123 --> 00:02:06,344 ანუ ამრავლებს 0.99-ზე. 34 00:02:06,344 --> 00:02:09,240 ესეიგი, ეს არის "ballWidth გამრავლებული 0.99-ზე". 35 00:02:09,240 --> 00:02:12,067 რომელიც ballWidth-ის ახალი მნიშვნელობა ხდება. 36 00:02:12,067 --> 00:02:16,005 თუ დავაწვები Restart-ს, დაინახავთ, რომ ანიმაცია ზუსტად იგივეა რაც მანამდე. 37 00:02:16,005 --> 00:02:18,365 ახლა შეგიძლიათ თქვენც იზარმაცოთ!