საღამო მშვიდობისა.
ამ სცენამდე ჩემი გზა მაშინ დაიწყო,
როდესაც 17 წლის ასაკში ამერიკაში ჩამოვედი.
იცით, მე ერთ-ერთი ვარ,
იმ 84 მილიონი ამერიკელიდან
ვინც იმიგრანტია,
ან იმიგრანტის შვილი.
თითოეულ ჩვენგანს აქ ჩამოსვლისას
ოცნება ჰქონდა,
ის ოცნება, რომელიც ჩვეულებრივ
უნდა გადასხვაფერდეს
და მიზანი კი ყოველთვის შეეცვალოს.
ერთ-ერთი იღბლიანთაგანი ვიყავი,
რომლის მიზანშეცვლილმა ოცნებამ იმ
საქმემდე მიმიყვანა, რომელსაც დღეს ვასრულებ
ვამზადებ იმიგრანტებს
საჯარო სამსახურში მოსახვედრად
და ვუძღვები მოძრაობას
ინკლუზიური დემოკრატიისათვის.
მაგრამ არ მინდა იფიქროთ,
რომ ეს ძალიან მარტივი იყო,
რომ ამერიკამ ფართოდ გამიშალა თავისი
მკლავები და კეთილად მიმიღო.
ის ამას ახლაც არ აკეთებს.
ამ გზის განმავლობაში რამდენიმე
გაკვეთილი ვისწავლე
და მინდა გაგიზიაროთ,
რადგან ვფიქრობ, რომ ერთად
ჩვენ შეგვიძლია ამერიკული დემოკრატია
უკეთესი და უფრო ძლიერი გავხადოთ.
მე ინდოეთში დავიბადე,
ყველაზე დიდ დემოკრატიულ ქვეყანაში.
ოთხი წლის რომ ვიყავი,
ჩემი ოჯახი საცხოვრებლად
ბელიზში გადავიდა.
მსოფლიოს ალბათ ყველაზე პატარა
დემოკრატიულ ქვეყანაში.
17 წლის ასაკში კი,
შეერთებულ შტატებში გადავედი
საცხოვრებლად,
მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიაში.
ჩამოვედი, რადგან ინგლისური ლიტარატურის
სწავლა მინდოდა.
ბავშვობაში, ცხვირი წიგნებში მქონდა ჩაფლული
და ვიფიქრე რატომაც არ გამომემუშავებინა
ფული მოზრდილობაში ამის კეთებით?
მაგრამ კოლეჯის დამთავრებისა
და დიპლომის მიღების შემდეგ,
ერთი ნაკლებად იდეალური სამსახურიდან
მეორეზე ვინაცვლებდი.
ალბათ ოპტიმიზმმა,
რომელიც ამერიკის მიმართ მქონდა,
გარკვეული დრო წამართვა იმის გასააზრებლად,
რომ არაფერი არ შეიცვლებოდა.
კარი, რომელიც ვფიქრობდი, რომ ღია იყო,
სინამდვილეში მხოლოდ ოდნავ იყო გამოღებული.
ამერიკის ის კარი,
რომელიც ფართოდ გაიღებოდა,
შესაბამისი სახელი,
შესაბამისი კანის ფერი
და შესაბამისი კავშირები რომ გქონოდათ,
მაგრამ შეიძლება თქვენ ცხვირწინ მოჯახუნდეს
შეუსაბამო რელიგია,
შეუსაბამო იმიგრაციური სტატუსი
ან შეუსაბამო კანის ფერი თუ გაქვთ.
ამასთან შეგუება არ შემეძლო.
ამიტომაც, კარიერა როგორც
სოციალურმა მეწარმემ წამოვიწყე
და ჩემნაირი ახალგაზრდებისთვის
ორგანიზაცია დავაარსე...
ახალგაზრდა ვიყავი, როცა დავიწყე...
ხალხისთვის, რომელთა წარმომავლობა
ინდოეთის სუბკონტინენტიდანაა.
ამ სამსახურში, სამხრეთ აზიელებისა
და სხვა იმიგრანტები დამცველი გავხდი.
კონგრესის წევრებთან
პოლიტიკურ საკითხებს ვლობირებდი.
არჩევნების დღეს ეგზიტპოლების ჩატარებაში
ვმოხალისეობდი,
მაგრამ ხმის მიცემა და თანამდებობისთვის
ბრძოლა არ შემეძლო.
2000 წელს, როდესაც გამოცხადდა,
რომ მოქალაქეობის განაცხადის საფასური
ორზე მეტჯერ ძვირდებოდა,
95-დან 225 დოლარამდე,
გადავწყვიტე, დრო იყო საბუთები შემეტანა,
სანამ ამ თანხის გადახდას ვეღარ შევძლებდი.
გრძელი განაცხადი შევავსე,
ვპასუხობდი კითხვებს ჩემი მიმდინარე
და წარსული საქმიანობების შესახებ
და როდესაც განაცხადი შევიტანე,
თითის ანაბეჭდების აღება იყო საჭირო.
ასევე ტესტისთვის მომზადება
და რიგში ლოდინის დაუსრულებელი საათები.
შეიძლება ამას მეტისმეტი კონტროლი უწოდოთ.
მაშინ, 2000 წლის დეკემბერში,
ასობით სხვა იმიგრანტს შევუერთდი
ბრუკლინის დარბაზში,
სადაც ერთგულება შევფიცეთ ქვეყანას,
რომელსაც უკვე დიდი ხანია
სახლად მივიჩნევდით.
უცხოელი სტუდენტობიდან ამერიკის
მოქალაქეობამდე მისვლას 16 წელი დასჭირდა.
სხვა იმიგრანტების ისტორიებთან შეადარებთ
ეს მოკლე პერიოდია.
ამ ფორმალური ნაბიჯიდან,
გავმხდარიყავი ამერიკის მოქალაქე,
მალევე,
2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმამ,
იმიგრაციული გარემო ათწლეულებით შეცვალა.
ჩემი ქალაქი, ნიუ-იორკი
შეძრული იყო და ჭრილობებს იშუშებდა
და ამ დროს არჩევნების რეჟიმში ვიყავით.
ორი რამ მოხდა,
როდესაც ნიუ იორკში დანაკარგს გავუმკლავდით
და მდგომარეობიდან გამოვედით.
ამომჩევრელბმა ნიუ-იორკის მერად
მაიკლ ბლუმბერგი აირჩიეს.
ჩვენ ასევე რეფერენდუმით მივიღეთ
ნიუ-იორკის საემიგრაციო სამსახური.
ამ არჩევნებიდან 5 თვის შემდეგ,
ახლად არჩეულმა მერმა
საიმიგრაციო სამსახურის
პირველ კომისრად დამნიშნა,
ამ ახლად დაარსებულ სამსახურში.
მინდა იმ დროს დავუბრუნდეთ,
როცა ახალგაზრდა იმიგრანტი ქალი
ვიყავი ბელიზიდან.
ამერიკაში, ძირითადად, სხვადასხვა
სამსახურში უიმედოდ ვიბრძოდი,
სანამ სათემო ორგანიზაცია არ ჩამოვაყალიბე
ეკლესიის სარდაფში, კვინზში.
11 სექტემბრის თავდასხმამ
შოკური ტალღასავით გადაუარა ჩემს თემს.
ჩემი ოჯახის წევრებს და ახალგაზრდებს,
ვისთანაც ვმუშაობდი
შეურაცხყოფდნენ სკოლებში,
სამსახურებსა და აეროპორტებში
და ახლა ვაპირებდი მთავრობისთვის
მათი წუხილი წარმედგინა.
არცერთი სხვა საქმე არ იყო
ჩემთვის ასეთი შესაფერისი.
ორი რამ ვსწავლე, როცა კომისარი გავხდი.
პირველი, კეთილმოსურნე ნიუ-იორკელები,
ვინც ქალაქის მმართველობაში იყვნენ
და სამთავრობო პოზიციები ეკავათ
აზრზე არ იყვნენ, როგორ ეშინოდათ
იმიგრანტებს სამართალდამცავი ორგანოების.
უმეტესმა ჩენთაგანმა სინამდვილეში
არც კი ვიცით განსხვავება
შერიფს, ადგილობრივ პოლიციის ოფიცერსა
და FBI -ს შორის
და უმეტეს ჩვენგანი,
როდესაც ვინმე ფორმიანს ხედავს,
რომელიც ჩვენს უბანში გაივლის
ცნობისმოყვარეობა გვძლევს,
თუ არა შეშფოთება.
ასე რომ, თუ თქვენ არალეგალი მშობელი ხართ,
ყოველდღე, როცა თქვენს შვილს ემშვიდობებით,
სკოლაში აგზავნით
და მერე სამსახურში მიდიხართ,
თქვენ არ იცით რა ალბათობაა იმისა,
რომ კვლავ შეძლებთ
თქვენი შვილის ნახვას დღის ბოლოს,
რადგან თქვენი სამუშაო ადგილის რეიდმა
ადგილოვრივ პოლიციასთან
შემთხვევითმა შეხვედრამ,
შეიძლება თქვენი ცხოვრება
სამუდამოდ შეცვალოს.
მეორე რამ რაც ვისწავლე არის ის,
რომ როცა ადამიანებს, ვისაც ჩემ მსგავსად
ესმოდა ეს შიში,
ვინც ისწავლა ახალი ენა,
ვინც ერკვეოდა ახალ სისტემებში,
როდესაც ჩვენნაირ ადამიანებს
ჰქონდათ ხმის უფლება,
ჩვენ ვიცავდით ჩვენი თემის ინტერესებს ისე,
როგორც არავის შეეძლო, ან იზამდა.
მე გავაცნობიერე,
თუ როგორი იყო ეს შიშის გრძნობა.
ჩემი ოჯახის წევრებმა გამოსცადეს ეს.
ახალგაზრდებს, რომლებთანაც ვმუშაობდი
ავიწროვებდნენ
არამარტო კლასელები, არამედ მასწავლებლებიც.
ჩემი მეუღლე, მაშინ ბოიფრენდი,
ფრთხილობდა და ფიქრობდა სანამ
ზურგჩანთას მოიკიდებდა, ან წვერს გაიზრდიდა,
რადგან ის ბევრს მოგზაურობდა.
2001 წელს მივხვდი,
რომ ჩემ საარჩევნო ხმასთან ერთად,
ჩემი მოსაზრებების გახმოვანება და
სპეციფიური ხედვა ასევე მნიშვნელოვანი იყო.
სწორედ ეს სამი რამ,
იმიგრანტების საარჩევნო ხმები,
მოსაზრებები და სპეციფიური ხედვები
არის ის, რასაც ვფიქრობ,
ჩვენი დემოკრატიის გაძიერება შეუძლია.
ჩვენ ნამდვილად შეგვწევს ძალა,
რომ შევცვალოთ არჩევნების შედეგები,
წამოვჭრათ ახალი საკითხები
პოლიტიკურ დებატებში
და შევცვალოთ ფერმკრთალი,
მმართველი მამაკაცის, გაყინული სახე,
რომელიც დღეს, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს.
როგორ გავაკეთებთ ამას?
დავიწყოთ საარჩევნო ხმებით.
გასაკვირი არაა,
რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა
ამერიკაში თეთრკანიანია,
მაგრამ შეიძლება გაგიკვირდეთ,
რომ ამომრჩევლების მესამედი შავკანიანი,
ლათონო-ამერიკელები, ან აზიელია.
მაგრამ საქმე იმაშია,
რომ მნიშვნელობა მხოლოდ იმას კი არ აქვს,
თუ ვინაა ამომრჩეველი,
არამედ ასევე თუ ვინ აძლევს ხმას.
2012 წელს ლათონო ამერიკელი და
აზიელი ამერიკელი ამომრჩევლების ნახევარს
არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
და ეს ხმები ნიშვნლოვანია არამარტო
საპრეზიდენტო არჩევნების დროს,
არამედ ადგილობრივ და საშტატო არჩევნებშიც.
2015 წელს, ლენ დიპი,
ვიეტნამიდან პოლიტიკური ლტოლვილების
უფროსი ვაჟი,
სან ხოსეს საკრებულოში ადგილის
მოსაპოვებლად იბრძოდა.
მან არჩევნები 13 ხმით წააგო.
წელს, მან განაახლა საარჩევნო კამპანია
და იმავე თანამდებობისთვის ბრძოლა განაგრძო.
მეორე ჯერზე, მან 12 ხმით გაიმარჯა.
თითოეული მიცემული ხმა მნიშვნელოვანია.
და როდესაც ლენის მსგავსი ადამიანები
პოლიტიკურ მაგიდასთან სხედან,
მათ შეუძლიათ მომავალი შეცვალონ.
ჩვენ მათი ხმები გვჭირდება.
ჩვენ ეს ხმები გვჭირდება,
ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამერიკული
პოლიტიკური ხელმძღვანელობა,
არ ჰგავს ამერიკის მოსახლეობას.
500 000-ზე მეტი ადგილობრივი
და საშტატო თანამდებობაა ამერიკაში.
თანამდებობების 2%-ზე ნაკლები უკავიათ
აზიელ, ან ლათინო-ამერიკელების,
რაც იმიგრანტების ორ უდიდეს ჯგუფს
წარმოადგენს ქვეყანაში.
იაკიმაში, ვოშინგტონში,
სადაც მოსახლეობის 49% ლათინო-ამერიკელია
წლევანდლამდე, ქალაქს ლათინო-ამერიკელი
არასოდეს ჰყოლია ქალაქის საკრებულოში.
სამი ახლადარჩეული ლათონო-ამერიკელი იაკიმას
საკრებულოში 2016 წელს დაინიშნა.
ერთ-ერთი მათგანი კარმენ მენდეზია.
ის პირველი თაობის კოლეჯის სტუდენტია,
რომელიც ნაწილობრივ კოლიმაში, მექსიკაში
ნაწილობრივ კი, იაკიმაში,
ვოშინგტონში გაიზარდა.
ის მარტოხელა დედა
და საზოგადოების ინტერესების დამცველია.
მისი ხმა იაკიმას საკრებულოში,
იცავს ლათინო-ამერიკელი თემის
და იაკიმას ყველა
სხვა მცხოვრებს ინტერესებს.
ის არის მისაბაძი მაგალითი
მისი ქალიშვილისა
და სხვა ლათონო ამერიკელებისთვის.
მესამე ყველაზე აუთვისებელი რესურსი
ამერიკულ დემოკრატიაში,
არის სპეციფიური ხედვა,
რომელიც იმიგრანტებს აქვთ.
ჩვენ აქ ყოფნისთვის ვიბრძოლეთ.
ჩვენ ეკონომიკური და საგანმანათლებლო
შესაძლებლობების გამო ჩამოვედით.
ჩვენ ჩამოვედით პოლიტიკური
და რელიგიური თავისუფლებისთვის.
ჩვენ ჩამოვედით სიყვარულის ძიების გამო.
ეს თავდადება,
ეს ერთგულება ამერიკის მიმართ
ასევე საჯარო სამსახურშიც მოგვაქვს.
ათენა სალმანის მსგავს ადამიანებს,
ვინც ჯერ კიდევ გასულ კვირას მოიგო,
არიზონაში საშტატო პრაიმერი.
ათენას მამა გაიზარდა დასავლეთ სანაპროზე
შემდეგ ჩიკაგოში გადავიდა საცხოვრებლად,
სადაც ათენას დედა გაიცნო.
მისი დედა ნაწილობრივ იტალიელი,
ნაწილობრივ მექსიკელი
და ნაწილობრივ გერმანელი იყო.
ისინი არიზონაში გადავიდნენ
და დაიწყეს თანაცხოვრება.
როდესაც ათენა მთავრობაში მივა,
აპირებს იბრძოლოს ისეთი საკითხებისთვის,
როგორიცაა განათლების დაფინანსება,
რომელიც ხელს გაუმართავს ოჯახებს,
რომ მიაღწიონ ფინანსურ სტაბილურობას,
რომლისკენაც ყველა ვილტვით.
იმიგრანტების საარჩევნო ხმები, მოსაზრებების
გახმოვანება და სპეციფიური ხედვები,
არის ის, რაც ამერიკულ დომოკრატიაში
უნდა ჩავრთოთ.
ეს არამარტო ჩემი, არამედ თქვენი საქმეცაა.
ეს არ იქნება მარტივი.
ჩვენ არასოდეს ვიცით რას მოიტანს,
განტოლებაში ახალი ფაქტორების შეტანა
და ცოთატი საშიშია.
თქვენ გეშინიათ, რომ მაგიდასთან
თქვენს ადგილს დავიკავებ.
მე კი მეშინია, რომ მაგიდასთან ადგილს
ვერასოდეს მივიღებ.
ჩვენ ყველას გვეშინია,
რომ არ დავკარგოთ ეს ქვეყანა,
რომელსაც ვიცნობთ და გვიყვარს.
მეშინია, რომ თქვენ წართმევთ მას
და თქვენ კი გეშინიათ, რომ მე წაგართმევთ.
რთული საარჩევნო წელი გვქონდა,
რომელმაც შეგვახსენა, რომ ადამიანები
ჩემი იმიგრაციული წარსულით,
შეიძლება განიდევნონ ლიდერის ახირების გამო,
მაგრამ მე ვიბრძოლე,
რომ ვყოფილიყავი ამ ქვეყანაში
და ამის კეთებას ყოველდღე ვაგრძელებ.
ასე რომ ჩემი ოპტიმიზმი არასოდეს ნელდება,
რადგან ვიცი,
რომ ჩემნაირი იმიგრანტი მილიონობითაა.
ჩემ წინ, უკან და მთლიანად ჩემ გარშემო.
ეს ჩვენი ქვეყანაცაა.
გმადლობთ.
(აპლოდისმენტები)