ამ ვიდეოში ვაპირებ მარტივ რიცხვებზე
გესაუბრო
ნახავ, რომ საკმაოდ მარტივი ცნებაა და რაც
დრო გავა, მით უფრო მეტი რამ აიგება მასზე
მაგალითად, გაშიფვრა მარტივ რიცხვებზეა
დამოკიდებული
ახლა მოგცემთ მარტივი რიცხვის განმარტებას
რიცხვი არის მარტივი, თუ ის ნატურალურია--
ნატურალური ის რიცხვებია, რომლებსაც თვლაში
იყენებ: ერთი, ორი, სამი...
მარტივი არის ნატურალური რიცხვი, რომელიც
მხოლოდ ორ რიცხვზე იყოფა
ზუსტად ორ ნატურალურ რიცხვზე
აქედან ერთ-ერთია თავისი თავი, მეორე კი
არის ერთი
მარტივი რიცხვი მხოლოდ ამ ორ რიცხვზე
იყოფა
მაგალითებით, იმედია, უკეთ გაიგებთ
დავიწყოთ ყველაზე მცირე მარტივი რიცხვით,
ერთით
ერთი იყოფა ერთზეც და საკუთარ თავზეც,
ამიტომ, იტყვით, რომ ერთი მარტივი რიცხვია
თუმცა მარტივი რიცხვი ორ რიცხვზე უნდა
იყოფოდეს, ერთი კი მხოლოდ ერთზე იყოფა
ამიტომ, ერთი მარტივი რიცხვი არ არის
გადავიდეთ ორზე
ორი იყოფა ერთზე და ორზე, სხვა არცერთ
ნატურალურ რიცხვზე ის არ იყოფა
ის იყოფა თავის თავზე - ორზე, და ერთზე,
ამიტომ, ორი მარტივი რიცხვია
მარტივ რიცხვებს წრეებს შემოვავლებ
ორი საინტერესოა, რადგან ერთადერთი ლუწი
მარტივი რიცხვია
ყველა სხვა ლუწი რიცხვი ორზეც გაიყოფა,
თავისი თავისა და ერთის გარდა
ამიტომ, მარტივი ვერ იქნება
გადავიდეთ სამზე, ის იყოფა ერთზე და სამზე
და სხვა არაფერზე
ამიტომ, სამიც მარტივი რიცხვია.
გადავიდეთ ოთხზე
ის იყოფა ერთზე და ოთხზე, თუმცა, ასევე,
იყოფა ორზეც - ორჯერ ორი ოთხია
ის სამ რიცხვზე იყოფა, ამიტომ, მარტივი
რიცხვის კრიტერიუმებს არ შეესაბამება
გადავიდეთ ხუთზე, ის იყოფა ერთზე, თუმცა
არ იყოფა ორზე, სამზე ან ოთხზე
ოთხზე ნაშთით გაიყოფა
თუმცა ხუთზე ზუსტად გაიყოფა, ანუ, ისიც
მხოლოდ ორ რიცხვზე იყოფა
ამიტომ, ხუთი მარტივი რიცხვია.
ახლა გადავიდეთ ექვსზე
ის იყოფა ერთზე, ორზე, სამზე და ექვსზე
ხუთზე არ იყოფა
მას ორის ნაცვლად ოთხი ნატურალური გამყოფი
ყავს, ანუ, მარტივი რიცხვი არ არის
გადავიდეთ შვიდზე, ის იყოფა ერთზე, თუმცა
არ იყოფა ორზე, სამზე, ოთხზე ხუთზე და ექვსზე
თუმცა შვიდზე იყოფა, ამიტომ, შვიდი მარტივი
რიცხვია
ანუ, თუ რიცხვი იყოფა მხოლოდ ნატურალურ
რიცხვებზე -- არა უარყოფით, არა წილადებზე
არა ირაციონალურ რიცხვებზე და ნულზე
თუ იყოფა მხოლოდ ორ ნატურალურ რიცხვზე,
ერთზე და თავის თავზე, მაშინ მარტივია
მარტივი რიცხვები, ერთის გამოკლებით, თითქოს
რიცხვების საშენი მასალაა
უფრო მეტად ვეღარ დაშლი, თითქოს ატომები
არიან
ვიცით, რომ მარტივ რიცხვებს ვერ დავშლით
უფრო მცირე ნატურალური რიცხვების
მამრავლებად
მაგალითად, ექვსი არის ორჯერ სამი,
ანუ, მარტივი რიცხვების ნამრავლი
თითქოს შემადგენელ ნაწილებად დავშალეთ.
შვიდს ასე ვერ დაშლი
შვიდი უდრის შვიდჯერ ერთს, ვერ დაშლი,
როცა ექვსის ასე დაშლა შესაძლებელია
ოთხის დაშლაც შეიძლება ორჯერ ორად
ახლა დავფიქრდეთ უფრო დიდ რიცხვებზე,
მაგალითად 16
აშკარაა, რომ ყველა ნატურალური რიცხვი
იყოფა ერთზე და საკუთარ თავზე
სულ დავიწებთ ორი გამყოფით, თუ კიდევ იპოვი
გამყოფებს, რიცხვი მარტივი არ იქნება
16-ის გამოსახვა შეიძლება, როგორც ორჯერ რვის,
ოთხჯერ ოთხის
ერთისა და 16-ის გარდა სხვა გამყოფებიც აქვს.
ანუ, მარტივი არ არის
გადავიდეთ 17-ზე.
ის გაიყოფა ერთზე და 17-ზე
თუმცა ერთიდან 17-მდე სხვა არაფერზე იყოფა
ერთზე, ორზე, სამზე, ხუთზე...
ამიტომ, 17 მარტივი რიცხვია
გადავიდეთ უფრო რთულზე
51 მარტივი რიცხვია?
შეგიძლია, ვიდეო შეაჩერო და შენით გაიგო
თუ უპოვი გამყოფებს 1-ისა და 51-ის გარდა,
მაშინ მარტივი არ იქნება
რადგან დიდი რიცხვია, შეიძლება, იფიქროთ, რომ
მარტივი არ არის, ის მარტივი მართლა არ არის
ის, ასევე, იყოფა 3-ზე და 17-ზე
იმედია, შეგექმნათ წარმოდგენა, თუ რა არის
მარტივი რიცხვი