როდესაც ადამიანები ფიქრობენ ქალაქზე ისინი ფიქრობენ კონკრეტულ საგნებზე . შენობებზე, ქუჩებზე და ცათამბრჯენებზე , ხმაურიან ტაქსებზე. როდესაც მე ვფიქრობ ქალაქზე . მე ვფიქრობ ხალხზე. ქალაქები არის ხალხისთვის, ხოლო სადაც ხალხი დადის , ერთმანეთს ხვდება არის ბირთვი რაც ქალაქს ამუშავებს. მაშასადამე შენობებზე უფრო მნიშვნელოვანი არის საზოგადოებრივი სივრცეები შენობებს შორის. სწორედ დღეს ყველაზე ტრანსფორმაციული ცვლილებები ხდება ქალაქის საზოგადოებრივ სივრცეებში. მე მჯერა რომ ცოცხალი , სასიამოვნო, საზოგადოებრივი სივრცეები არის გასაღები დიდებული ქალაქების დაგეგმარებისთვის. ეს არის ის რაც ქალაქს აცოცხლებს. მაგრამ რა არის ის რასაც ქალაქი მოჰყავს მოძრაობაში? რა იზიდავს ხალხს წარმატებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, და როგორია წარუმატებელი სივრცეები რასაც ხალხი თავს არიდებს? ვიფიქრე თუ შევძლებდი ამ შეკითხვებზე პასუხების პოვნას ამით დიდ დახმარებას გავუწევდი ჩემს ქალაქს. მე მაქვს ერთი უცნაურობა , შევისწავლი ცხოველთა ქცევას. შევისწავლი ცხოველთა ქცევას. მე ვიყენებ ამ გამოცდილებას არა ცხოველთა შესასახებ არამედ ადამიანები როგორ იყენებენ საზოგადოებრივ სივრცეებს. ერთ-ერთი პირველი სიცვრცე ,რომელიც შევისწავლე იყო ეს პატარა პარკი . "პალეი პარკი" "მიდთაუნ" მანჰეტანზე. ეს პატარა პარკი გახდა მცირე ფენომენი. ვინაიდან, მას ქონდა ძლიერი გავლენა ნიუ იორკელებზე მან უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე ვსწავლობდი ამ პარკს ჩემი კარიერის ადრეულ პერიოდში რადგან ის ჩემი მამინაცვლის აშენებულია. მე ვიცოდი რომ "პალეი პარკის" მსგავსი ადგილები შემთხვევით არ ჩნდება. მე ვხედავდი პირველწყაროთი თუ როგორი წარმოუდგენელი თავდადება და დეტალების მიმართ ყურადღება იყო საჭირო. მაგრამ რა იყო ის განსაკუთრებული ამ პარკში რაც ხალხს ასე იზიდავდა ? მე დავჯდებოდი პარკში და ყურადღებით ვაკვირდებოდი. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო კომფორტული მოძრავი სავაძლები. ხალხი მოდიოდა , პოულობდა სავარძელს თავისთვის, გადაინაცვლებდნენ და ჩერდებოდნენ საკმაო ხანს. შემდეგ საინტერესოა , ხალხმა თავად მიიზიდა დანარჩენები. გასაკვირად , თავი ვიგრძენი უფრო დაცულად ხალხის გარემოცვაში. ის იყო გამწვანებული. ამ პატარა პარკმა ნიუ იორკელებს მისცა ის რაც მათ სწყურიათ კომფორტი და სიმწვანე . თუმცა ჩემი კითხვა იყო რატომ არ არის მეტი მწვანე ადგილები, სივრცეები სადაც დაჯდები ქალაქის ცენტრში და თავს მარტოდ არ იგრძნობ, ან საზღვრის დამრღვევად. სამწუხაროთ ქალაქი არიყო ასე დაგეგმარებული. აქ ხედავთ ნაცნობ ხედს. ასე გეგმარდებოდა მოედნები მრავალი თაობა . ისინი გამოიყურებიან ელენაგტურად , სპარტანული შეხედულებით , რასაც ვუკავშრებთ თანამედროვე არქიტექტურას , თუმცა არ არის სიურპრიზი ხალხი თავს არიდებს მსგავს სივრცეებს. ისინი არა მხოლოდ უკაცრიელი ჩანს , არამედ საშიშიც. სად დაჯდებოდი აქ? რას გააკეთებდი? მაგრამ არქიტექტორებს ის უყვართ. ის ხომ მათი შემოქმედების ნაყოფია. მათ შეგვიძლია ქანდაკებაც ვუწოდოთ , მაგრამ სულ ეს არის. მშენებლებისთვისაც იდეალურია , იქ არაფერია რომ მორწყო ან შეაკეთო არც არასასურველი ხალხი რომ იჯავრო. არ ფიქრობთ რომ ეს არის გამოუსადეგარი? მე როგორც ქალაქმგეგმარებელს მსურს შევძლო და შევცვალო ქალაქი,ისეთად სადაც ვისურვებდი ცხოვრებას და შევიყვარებდი. მსურდა შემძლებოდა რომ შემექმნა სივრცეები სადაც იგრძნობდით იგივეს რასაც "პალეი პარკში" არ მიმეცა უფლება დეველოპერებისთვის აშენებინად მსგავსი უფერული მოედნები. წლების გამოცდილების შემდეგ მე ვისწავლე, როგორი რთულია შექმნა წარმატებული , მნიშვნელოვანი და სასიამოვნო საზოგადოებრივი სივრცეები. როგორც ჩემი მამინაცვლისგან ვისწავლე , ეს შემთხვევით არ ხდება, განსაკუთრებით ნიუ იორკის მსგავს ქალაქში. სადაც საზოგადოებრივი სივრცისთვის უნდა იბრძოლო, ხოლო შემდეგ რომ გახდეს წარმატებული ვინმემ ძალიან ბევრი უნდა იფიქროს თითოეულ დეტალზე. დღეს ღია სივრცეები არის შესაძლებლობა. დიახ . შესაძლებლობაა კომერციული ინვესტორებისთვის, მაგრამ ასევე სასიკეთო შესაძლებლობაა ქალაქისთვის. ხშირად ეს ორი რამ ვერ თანაარსებობს და კომფლიქტში მოდის ერთმანეთთან. ბრძოლის პირველი შესაძლებლობა ღია საზოგადოებრივი სივრცისთვის მქონდა 1980 -იან წლებში. როდესაც ვხელმძღვანელობდი მგეგმარებელთა ჯგუფს უზარმაზარ ნაგავსაყრელზე "ბატერი პარკ სიტი" " ქვემო მანჰეტენზე" მდინარე "ჰუდსონი"-ზე . ეს ქვიშიანი უნაყოფო ტერიტორია იყო უფუნქციოდ 10 წელი. ჩვენ გვითხრეს თუ არ ვიპოვიდით დეველოპერს 6 თვეში გაკოტრდებოდა. ჩვენ მოგვივიდა რადიკალური თითქმის წარმოუდგენელი აზრი. პარკის აშენების ნაცვლად , როგორც წინაპირობა მომავალი მშენებლობის, რატომ არ შემოვაბრუნებთ განტოლებას და ავაშენებთ პატარა მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხის ღია საზოგადოებრიც სიცრცეს და დავაკვირდებით ეს რას შეცვლის. ჩვენ მხოლოდ გავწვდით ორი კვარტალის აშენებას რაც უნდა გადაქცეულიყო ერთი მილის (1,6 კმ.) სიგრძის ესპლანადად, ასე რომ რასაც ავაშენებდით უდნა ყოფილიყო იდეალური. დასარწმუნებლად მე დავიჟინე გაგვეკეთებინა მაკეტი ხის მასალით ზუსტ მაშტაბში, მოაჯირი და საზღვაო კედელი . როდესაც დავჯექი სატესტო სავარძელზე ქვიშა კვლავ ბრუნავდა ჩემს გარშემო, მოაჯირი ხედვის არეს ბლოკავდა და ანგრევდა მთელს ჩემს ემოციებს წყლის პირას განცდილს. ხედავ დეტალებს რომელიც ცვლის ყველაფერს. დიზაინი არ არის მხოლოდ რაღაც როგორ გამოიყურება, ეს არის შენი სხეული რას გრძნობს ამ სავარძელზე, ამ სივრცეში, მე მჯერა რომ წარმატებული დიზაინი ყოველთვის დამოკიდებუილა ინდივიდუალურ აღქმაზე. ამ სურათში ყველაფერი ჩანს დასრულებული , მაგრამ ეს გრანიტის კუთხე , ეს განათებები, სავარძლის საზურგე, ჩარგული ხეები, სხვა და სხვა დასაჯდომი ადგილები იყო გამოწვევები რამაც აქცია ეს პროექტი ადგილად სადაც ხალხს სურდა ყოფნა. ეს დადასტურდა დღეს , ოცი წლის შემდეგ როდესაც მაიკლ ბლომბერგმა მთხოვა ვყოფილიყავი მისი რწმუნებული , ქალაქმგეგმარებელი და დამავალა მთელი ქალაქის ფორმირება. მან მე იმ დღეს მითხრა ,რომ იგეგმება ნიუ იორკის პოპულაცია გაიზარდოს 8 დან 9 მილიონამდე. მან მკითხა თუ სად ვაპირებდი მოვათავსო დამატებით ერთი მილიონი ნიუ იორკელი. მე წარმოდგენა არ მქონდა. იცით რომ ნიუ იორკი ემიგრანტებისთვის მიმზიდველი ადგილია. ჩვენ გვიხაროდა მოსალოდნელი ზრდა , მაგრამ გულხადილად რომ გითხრათ, საით უნდა გავფართოვებულიყავით? უკვე გაშენებულია კიდემდე და გარშემო წყალით ვართ გარშემორტყმული . როგორ დავაკმაყოფილოთ საცხოვრებლით ამდენი ნიუ იორკელი ? და თუ ვერ გავფართოვდებით რაც სავარაუდოდ აჯობებდა, სად უნდა აშენდეს ახალი საცხოვრებლები? ან ავტომობილების საკითხი? ქალაქი ვეღარ დაიტევდა დამატებით ავტომობილებს. მაშინ როგორ მოვიქცეთ? თუ ვერ გავფართოვდებით , სიმაღლეში უნდა წავიდეთ ისეთ ადგილებში სადაც ავტომობილის ყოლა არ დაგვჭირდება. ეს ნიშნავს გამოვიყენოთ არსებული რესურსები, ჩვენი სატრანზიტო სისტემა. აქამდე არასოდეს გვიფიქრია თუ როგორ შეგვეძლო ამის გაკეთება, ხოლო ეს იყო თავსატეხის პასუხი. ჩვენ ვიფიქრეთ რომ თუ ახალ მშენებლობას გავაყოლებდით ტრანზიტის გარშემო , ჩვენ შევძლებდით გავმკლავებოდით პოპულაციის ზრდას. ამისთვის დაგვჭირდა გადაკეთება ზონირების სისტემის და სარეგულაციო ქალაქ-გეგმარებითი მექანიზმების . პრინციპში მთლიანი ქალაქის სახეცვლილება. მიმართულება მივეცით ახალ მშენებლობებს და ავკრძალეთ ყველანაირი მშენებლობა ავტომობილ-მოთხოვნადი გარეუბნების სტილის ადგილებში. ეს იყო დაუჯერებელად ამბიციური იდეა, რადგან საზოგადოებას მხარი უნდა დაეჭირა ამ გეგმისთვის. როგორ უნდა მიმეღწია ამისთვის? მოსმენით . ხოდა მეც დავიწყე მოსმენა, ფაქტობრივად მოსმენილი ათასობით საათი მხოლოდ ნდობის დასამყარებლად. საზოგადოებას შეუძლია გითხრას გემსის თუ არა მათი სამეზობლოსი. ეს ვერ იქნებოდა სიყალბე. და მე დავიწყე საირული. ვერ გეტყვით რამდენი კვარტალი მოვიარე, მხუთავ ზაფხულში , გამყინავ ზამთარში წლიდან წლამდე, იმისათვის რომ გამეგო "დე ენ ემი " თითოეული უბნის და მეგრძნო თითოეული ქუჩა. მე გავხდი წარმოუდგენლად შეშლილი ზონირების ექსპერტი, ვეძებდი გზებს გადამემისამართებინა ზონირება საზოგადოების მოთხოვნილებისთვის . ნელ ნელა , სამეზობლოდან სამეზობლოში , კვარტლიდან კვარტალში , ჩვენ დავაწესეთ სიმაღლის ლიმიტები ასე რომ ყველა ახალი მშენებლობა იქნებოდა პროგნოზირებადი და ტრანზიტთან ახლოს. თორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ხელახალი ზონირება 124 უბნის , ქალაქის 40 %-ის 12,500 კვარტლის და დღეს , 90 პროცენტი ახალი შენობების ნიუ იორკში მდებარეობს ათი წუთის სავალზე მეტროდან . სხვა სიტყვებით , ამ შენობებში არავის დაჭირდება ავტომობილი. ზონირების პროცესი იყო დამქანცველი , დამამშვიდებელიც და მნიშვნელოვანი, მაგრამ ხელახალი ზონირება არასოდეს ყოფილა ჩემი მისია. ვერასოდეს დაინახავთ ან იგრძნობთ ზონირებას . ჩემი სურვილი იყო შემექმნა დიდებული საზოგადებრივი სივრცეები. იქ სადაც ჩვენ შევცვალეთ ზონირება მნიშვნელოვნად , მე ვიყავი მტკიცე შემექმნა სივრცეები რომელიც შეცვლიდა ადამაინების ცხოვრებას. აქ ხედავთ რა იყო ორი მილი (3,2 კმ) მიტოვებული დეგრადირებული სანაპირო "გრინპოინტში" და "ვილიამსბურგი" ბრუკლინში. მიუღწევადი და გამოუყენებელი . აქ განხორციელდა მასიური ზონირება , მე ვიგრძენი ვალდებულება გამეკეთებინა მიმზიდველი პარკი ამ სანაპიროზე, მე დავხარჯე წარმოუდგენელი დრო თითოეულ კვადატულ ინჩზე (1ინჩი=2,54სმ) მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ იყო სამ ზოლიანი ბილიკი მაღლობიდან წყლამდე, რომ აქ იყო ხეები და ნარგავები ყველგან , რაღა თქმა უნდა უამრავი დასაჯდომი ადგილი. სიმართლე რომ ვქთვა წარმოდგენა არ მქონდა როგორი გამოვიდოდა , უბდალოდ უნდა მერწმუნა. მე ჩავდე ყველაფერი ამ პროექტში რაც მქონდა ნასწავლი. შემდეგ ის გაიხსნა , და ეს უნდა ვთქვა , ის გამოვიდა შეუდარებელი . ხალხი მოდის მთელი ქალაქიდან ამ პარკში . ვიცი რომ ისინი ცვლიან იმათ ცხოვრების წესს ვინც იქ ცხოვრობს, მარგამ მათ ასევე შეცვალეს ნიუ იორკის მთელი ქალაქის სახე. მე ხშირად მოვდივარ აქ რომ ვუყურო ხალხს როგორ სხდებიან პატარა ბორანში რომელიც ახლა დაცურავს პატარა ქალაქებს შორის, ვერ გეტყვით რატომ, თუმცა მაოცებს ის ფაქტი თუ როგორ იყენებენ ადამიანები მას, თითქოს ის ყოველთვის აქ იყო. ეს კი არის ახალი პარკი ქვემო მანჰეტენზე. ახლანდელი სანაპირო ქვემო მანჰეტენზე იყო სრულიად ქაოსში 11 სექტემბრის შემდეგ . "ვოლ სტრიტი" იყო არსებითად დახშული რადგან ამ ნაპირს ვერ მიუახლოვდებოდი. 11 სქეტემბრის შემდეგ ქალაქზე ხორციელდებოდა ძალიან მწირე კონტროლი. მე ვიფიქრე, რომ თუ ჩვენ წავიდოდით ქვემო მანჰეტენის განვითარების კორპორაციით და ვიშოვიდით ფინანსებს აღსადგენად დეგრადირებული სანაპიროსი ამას ექნებოდა უზარმაზარი ეფექტი ქვემო მანჰეტენის აღმშენებლობაში. და ეს ასეც მოხდა. საბოლოოდ ქვემო მანჰეტენს აქვს საზოგადოებრივი სანაპირო ზოლი სამივე მხარეს. მე ძალიან მიყვარს ეს პარკი. ამჯერად მოაჯირი მაღალი უნდა ყოფილიყო, ამის გამო ჩვენ დავდგით ბარის სკამები ნაპირთან, შეგიძლიათ დასხდეთ წყალთან ძალიან ახლოს პრაქტიკულად მასზე ხართ. ხედავთ როგორ ფართოვდება მოაჯირი და ბრტყელდება , შეგიძლიათ დადოთ თქვენი სადილი ან კომპიუტერი. მიხარია როდესაც ადამაინები მოდიან ზემოდ იხედებიან და ამბობენ , "ვაუ , ეს ბრუკლინია , და ესე ახლოსაა." რაში მდგომარეობს მოხერხება? როგორ შეიძლება აქციო პარკი ისეთ ადგილად სადაც ხალხს სურს მოსვლა? ეს თქვენზეა დამოკიდებული, არა როგორც ქალაქმგეგმარებელზე , არამედ როგორც უბრალო მოქალაქეზე. შენ არ მონაწილეობ როგორც დიზიანის ექსპერტი არამედ როგორც ადამიანი. ვგულისხმობ, წახვიდოდი იქ? დარჩებოდი ? შეგიძლია მასში შეიხედო და იქედან გამოიხედო ? არიან იქ სხვა ადამიანებიც? გეჩვენება გამწვანებულად და მეგობრულად? შეგიძლია მიაგნო შენს საკუთარ ადგილს? დღეს მთელი ქალაქის გარშემო არის ადგილები სადაც შეგიძლია იპოვო მართლაც შენთვის სასურველი ადგილი სადაც ადრე ავტოსადგომი იყო ახლა არის კაფეები . სადაც ადრე საცობი იყო ბროდვეიზე , ახლა მაგიდები და სკამებია. იქ სადაც 12 წლის წინ ტროტუარზე კაფეები არ იყო დაშვებული დღეს ის ყველგან არის. ამ სივრცეების მოთხოვნა საზოგადოებრივი დანიშნულებისთვის არ იყო მარტივი , უფრო რთული კი მისი შენარჩუნებაა ამ მიზნით. ახლა მინდა მოგიყვეთ ისტორია , არაჩვეულებრივი პარკის სახელად "ჰაი ლაინი" "ჰაი ლაინი" იყო აწეული რკინიგზის ხაზი. რომელიც სამ უბანში მოძრაობდა მანჰეტენის დასავლეთით, და როდესაც მატარებელმა შეწყვიტა ფუნქციონირება, ის გადაიქცა ველურ ლანდშაპტად, ცაში დაკიდებული ბაღის მსგავსად. როდესაც მე ის პირველად ვნახე , ავედი ზემოთ ამ ძველ პლათფორმაზე , მე ის შემიყვარდა, ისევე როგორც პიროვნება უყვარდებათ, გულახდილად ვამბობ. როდესაც განვიზრახე , გადამერჩინა დანგრევისგან "ჰაი ლაინის" პირველი ორი სექცია ეს გახდა ჩემი პრიორიტეტი და ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი. მე ვიცოდი რომ თუ იქნებოდა ისეთი დღე როცა არ ვიფიქრებდი "ჰაილაინ პარკზე" ის დაინგრეოდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფართოდ არის ცნობილი ეს პარკი და ფენომენალურად პოპულარულია, ყველაზე სადაო საზოგადოებრივი სივრცეა ქალაქში. თქვენ ალბათ ხედავთ ლამაზ პარკს, მაგრამ ყველა ვერ ხედავს. სიმართლეა რომ კომერციული ინტერესი ყოველთვის წინააღმდეგობაშია საზოგადოებრივ სივრცეებთან ალბათ იტყვით "შესანიშნავია როცა ოთხი მილიონი ადამიანი სტუმრობს ჰაილაინ პარკს მთელი მსოფლიოდან." ხოლო დეველოპერები ხედავენ მხოლოდ მომხმარებლებს. ჰეი რატომ არ მოაშორებ ნარგავებს და ნაცვლად იყოს მაღაზიები მთელს სიგრძეზე? ეს არ აჯობებდა , ეს ხომ უამრავ შემოსავალს ნიშნავს ქალაქისთვის? - არა ეს არ აჯობებდა , ეს იქნებოდა სავაჭრო მოლი და არა პარკი . იცით რა? შეიძლება ვთქვათ მეტი ფული ქალაქისთვის , მაგრამ ქალაქმა შორს უნდა გაიხედოს. საზოგადო კეთილდღეობისთვის. სულ ახლა ხანს, ბოლო ნაწილი ჰაილაინის, მესამე ფინალური ნაწილი პარკის, გადაკვეთა დეველოპერების ინტერესებმა, სადაც ქალაქის ლიდერი მშენებლები აშენებდნენ 17 მილიონ კვ ფიტი (1.57 მილიონი კვ.მ) მდინარე ჰუძონთან. ისინი მთავაზობდნენ "დროებით დაეშალათ" მესამე , ბოლო ნაწილი. ალბათ ჰაილაინი ვერ ჯდებოდა მათ წარმოდგენაში მოკაშკაშე ცათამბრჯენების ბორცვზე. ან უბრალოდ გზაზე გადაეღობათ. საერთო ჯამში ამან წაიღო 9 თვიანი შეუჩერებელი ყოველდღიური მოლაპარაკებები საბოლოოდ შევთანხმდით ,რომ არ დაინგრეოდა, ეს ხდებოდა სულ რაღაც ორი წლის წინ. ხომ ხედავთ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად პოპულარულია საზოგადოებრივი სივრცე , ყოვეთვის არსებობს საფრთხე. (ეს არის ის რაც გადარჩა) საზოგადოებრივ სივრცეებს ყოველთვის ჭირდება ფხიზელი ჩემპიონები, არა მხოლოდ დასაწყისში უნდა მოვთხოვოთ საზოგადოებრივი გამოყენება, არამედ დავგეგმოთ ხალხის საჭიროებისამებრ. შემდეგ უნდა მოვუაროთ და დავრწმუნდეთ , რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია. რომ არ არის დაზიანებული ან მიტოვებული . თუკი რამე ვისწავლე როგორც ქალაქმგეგმარებელმა ეს არის ,რომ საზოგადოებრივ სივრცეებს აქვს ძალა. არა მხოლოდ რამდენი ადამიანი იყენებს მათ, არამედ ესარის ბევრად მეტი ადმაიანი ვინც თავს გრძნობს უკეთ ,თავისი ქალაქით. მხოლოდ იმის ცოდნით, რომ ისინი იქ არინ. საზოგადოებრივ სივრცეს შეუძლია შეიცვალოს იმის მიხედვით თუ როგორ ცხოვრობ და გრძნობ ქალაქს, რომელი ქალაქიც უნდა აირჩიო საზოგადოებრივი სივრცე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი რატომაც რჩები ქალაქში. მე მჯერა, რომ წარმატებული ქალაქი ისითივეა როგორც ზღაპრული წვეულება. ხალხი ჩერდება რადგან დიდებულ დროს ატარებენ. გმადლობთ. გმადლობთ (აპლოდისმენტები)