13 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მომიწია კომპიუტერთან შეხება. რვა წლის ვიყავი, მშობლებმა მაკინტოში რომ მაჩუქეს, 1984 წელს. მეექვსე კლასში ვიყავი. კოდის წერა კოლეჯში ვისწავლე. პირველი კურსი, კომპიუტერული მეცნიერების შესავალი. "იქსიკი და ნულიკი" დავწერე. ძალიან მარტივით დავიწყე. პირველი პროგრამა, რომელიც დავწერე, გეკითხებოდა, რომელია შენი საყვარელი ფერი, ან რამდენი წლის ხარ. პირველად ვისწავლე, ეკრანზე წითელი კვადრატი და მწვანე წრე როგორ გამოჩენილიყო. პირველად კოდი რომ დავწერე, ეკრანზე ჩნდებოდა "გამარჯობა, სამყარო" ეს კომპიუტერს გავაკეთებინე, მაგარი იყო. პროგრამირების სწავლა არ ნიშნავდა მთლიანი კომპიუტერული მეცნიერების დამხეცებას და დისციპლინის დაუფლებას. კომპიუტერული მეცყველაფერი დაიწყო იმით, რომ ამ მარტივი რაღაცის გაკეთება გადავწყვიტე უბრალოდ მინდოდ,ა შემექმნა რამე, რაც მეც და ჩემს დებსაც გაგვამხიარულებდა. დავწერე ეს პატარა პროგრამა, შემდეგ ცოტა რამ კიდევ მივუმატე და ახალი რაღაცის სწავლა რომ დამჭირდებოდა, ვსწავლობდი, ინტერნეტში ან წიგნებში ვეძებდი. ეს ძალიან არ განსხვავდება მუსიკალური ინსტრუმენტების დაკვრისგან, ან სპორტისგან. თავიდან ცოტა გეშინია, მაგრამ მალევე ამხეცებ. კოდის წერა დასწავლადი რამეა, მესმის, რომ შეიძლება, რთული გეგონოთ, მაგრამ, პრინციპში, აბა რა არ არის რთული? კოდების უმრავლესობა საკმაოდ მარტივია. ეს პრობლემების დანაწევრებაა და არა რთული ალგორითმების მოფიქრება, როგორც ეს ხალხს გონია. სულაც არ არის საჭირო, გენიოსი იყოთ, რომ კოდი დაწეროთ. მხოლოდ ჟინი გჭირდებათ. მიმატება, გამოკლება. მეტი არაფერია. გამრავლების ტაბულაც დაგჭირდებათ. სულ არ არის აუცილებელი, გენიოსი იყოთ, რომ კოდი წეროთ. განა საჭიროა, გენიოსი იყოთ, რომ იკითხოთ? სულ ერთია, რა გინდათ: ავტომრბოლელობა, კალათბურთელობა, სახლის აშენება... ყველაფერი უკვე პროგრამებმა გადაატრიალა. კომპიუტერები ყველგანაა. გინდათ, სოფლის მეურნეობას მიყოთ ხელი? იმუშაოთ გართობის ინდუსტრიაში? აწარმოოთ რამე? კომპიუტერი გჭირდებათ. 2013 წელს ყველაფერი ტექნოლოგიას ეფუძნება. კომუნიკაცია, საბანკო საქმეები, ინფორმაცია. და არავინ იცის კოდების კითხვა და წერა. სკოლაში რომ ვსწავლობდი, "ვუნდერკინდი ბავშვების" ჯგუფის წევრი ვიყავი. ვიღაცები ამის გამო დამცინოდნენ. მე კი ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი მაგარია, ჩემი ზოგი მეგობარი მუშაობდა! ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ინჟინერი დავიქირავოთ. სისტემის ერთადერთი შეზღუდვა ისაა, რომ საკმარისი რაოდენობის მცოდნე და ნიჭიერი ხალხი არ გვყავს. კარგი ხალხის მოსაზიდად მაგარ ოფისებს ვაკეთებთ. ფანტასტიური შეფი გვყავს. უფასო საკვები საუზმე, ლანჩი და სადილი. უფასო სამრეცხაო, სასუსნავები. ვიდეო თამაშებისა და სკუტერების ადგილიც კი. ოფისში ათასი საინტერესო რამ ხდება, დასასვენებელი ადგილები, სადაც ფიქრი, დაკვრა ან შემოქმედება შეუძლიათ. სულ ერთია, ბევრი ფულის შოვნა გინდათ თუ სამყაროს შეცვლა, პროგრამირება საოცრად დიდ ძალაუფლებას მოგანიჭებთ ვინმეს რომ ეთქვა, პროგრამები კაცობრიობისთვისაა და ის ადამიანებს ეხმარება ტექნოლოგიის გამოყენებითო, აზრს ბევრად უფრო ადრე შევიცვლიდი. იდეის წარმოდგენა, მისი შექმნა, შემდეგ კი ღილაკის ერთი დაჭერით მილიონობით ადამიანისთვის გაზიარება... ჩვენ, ალბათ, პირველი თაობა ვართ, ვისაც ამის შანსი მიეცა. წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ, საკუთარი კოლეჯის ოთახში წამოიწყოთ რამე და შეკრიბოთ ვიღაც ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ დიდი კომპანიები და ერთად ააგოთ რაღაც, რასაც მილიარდობით ადამიანი ყოველ დღე გამოიყენებს. მაგარი სიგიჟეა! ეს უფრო თავმდაბალს მხდის... მაგარია! მომავლის პროგრამისტები ჯადოქრები არიან, მათ მაგიური ძალები ექნებათ სხვებთან შედარებით. ეს ყველაზე ახლო რამეა სუპერძალასთან. დიდი პროგრამისტები როკ ვარსკვალვები არიან. მორჩა და გათავდა. კარგი პროგრამისტები ჩვენი დროის როკ-ვარსკვლავები არიან. სულ ეს არის!