WEBVTT 00:00:00.739 --> 00:00:04.861 ჩემი პირველი სამსახური პროგრამისტად დავიწყე. 00:00:04.885 --> 00:00:06.841 ეს იყო კოლეჯის პირველ წელს, 00:00:06.865 --> 00:00:08.782 როცა ფაქტიურად თინეიჯერი ვიყავი. NOTE Paragraph 00:00:08.889 --> 00:00:10.621 მუშაობის დაწყებიდან მალევე, 00:00:10.645 --> 00:00:13.505 რაც კომპანიისთვის პროგრამების წერას გულისხმობდა, 00:00:13.505 --> 00:00:16.434 კომპანიაში მომუშავე მენეჯერი მოვიდა ჩემთან 00:00:16.458 --> 00:00:17.906 და ჩამჩურჩულა: 00:00:18.229 --> 00:00:21.500 "შეუძლია მას მიხვდეს, ვიტყუები თუ არა?" 00:00:21.806 --> 00:00:24.293 ოთახში მეტი არავინ იყო. NOTE Paragraph 00:00:25.032 --> 00:00:29.421 "ვის შეუძლია მიხვდეს? და რატომ ვჩურჩულებთ?" NOTE Paragraph 00:00:30.266 --> 00:00:33.373 მენეჯერმა ოთახში მდგარ კომპიუტერზე მიმანიშნა. 00:00:33.397 --> 00:00:36.493 "შეუძლია მიხვდეს, რომ ვიტყუები?" 00:00:37.613 --> 00:00:41.975 ამ მენეჯერს მდივანთან რომანი ჰქონდა. NOTE Paragraph 00:00:41.999 --> 00:00:43.111 (სიცილი) NOTE Paragraph 00:00:43.135 --> 00:00:45.351 მე ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი 00:00:45.447 --> 00:00:47.466 და ჩურჩულით დავუყვირე: 00:00:47.490 --> 00:00:51.114 "დიახ, კომპიუტერს შეუძლია მიხვდეს, რომ იტყუებით" NOTE Paragraph 00:00:51.138 --> 00:00:52.944 (სიცილი) NOTE Paragraph 00:00:52.968 --> 00:00:55.891 მე კი ვიცინე, მაგრამ ახლა მე ვარ დასაცინი. 00:00:55.915 --> 00:00:59.183 დღესდღეობით არსებობს გამოთვლითი სისტემები, 00:00:59.207 --> 00:01:02.519 რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის სახის დამუშავებით, 00:01:02.519 --> 00:01:05.083 ემოციური მდგომარეობის და ტყუილის გამოცნობაც კი. 00:01:05.248 --> 00:01:10.001 სარეკლამოები და მთავრობებიც კი, ძალიან დაინტერესებულები არიან. NOTE Paragraph 00:01:10.319 --> 00:01:12.181 მე პროგრამისტი იმიტომ გავხდი, 00:01:12.205 --> 00:01:16.218 რომ ერთ-ერთი იმ ბავშთაგანი ვიყავი, ვინც მათემატიკაზე და მეცნიერებაზე გიჟდება, 00:01:16.218 --> 00:01:19.050 მაგრამ რაღაც მომენტში ბირთვულ იარაღზე შევიტყვე 00:01:19.074 --> 00:01:22.026 და სერიოზულად დავფიქრდი სამეცნიერო ეთიკაზე. 00:01:22.050 --> 00:01:23.254 ამან შემაწუხა. 00:01:23.278 --> 00:01:25.919 თუმცა, ოჯახური გარემოებების გამო 00:01:25.943 --> 00:01:29.241 სამსახურის დაწყება სასწრაფოდ მჭირდებოდა. 00:01:29.265 --> 00:01:32.564 ამიტომ ტექნიკური სფეროს არჩევა გადავწყვიტე, 00:01:32.588 --> 00:01:34.384 სადაც სამსახურს უფრო ადვილად ვიშოვიდი 00:01:34.408 --> 00:01:38.426 და სადაც არ მომიწევდა პრობლემურ ეთიკურ კითხვებთან ჭიდილი. 00:01:39.022 --> 00:01:40.851 შედეგად კომპიუტერები ავარჩიე. NOTE Paragraph 00:01:40.851 --> 00:01:41.679 (სიცილი) NOTE Paragraph 00:01:41.703 --> 00:01:45.113 ჰა ჰა ჰა.. მე ვარ დასაცინი. 00:01:45.137 --> 00:01:47.891 დღესდღეობით, კოპიუტერული მეცნიერები ქმნიან პლატფორმებს, 00:01:47.915 --> 00:01:52.124 რომლებიც აკონტროლებენ, თუ რას ნახულობს მილიარდობით ადამიანი ყოველდღე. 00:01:53.052 --> 00:01:57.354 ისინი ქმნიან მანქანებს, რომლებიც წყვეტენ თუ ვის დაარტყან. 00:01:57.707 --> 00:02:00.920 ისინი ისეთ მანქანებს და იარაღებსაც კი ქმნიან, 00:02:00.944 --> 00:02:03.229 რომლებსაც ადამიანების მოკვლა შეუძლიათ ომში. 00:02:03.253 --> 00:02:06.764 აქ ყველგან ეთიკაა. NOTE Paragraph 00:02:07.183 --> 00:02:09.531 მანქანური ინტელექტი აწმყოა. 00:02:09.823 --> 00:02:13.297 ჩვენ ამჟამად კომპიუტერებს მთელი რიგი გადაწყვეტილებების მისაღებად ვიყენებთ 00:02:13.321 --> 00:02:15.207 და ასევე ახალი გადაწყვეტებისთვისაც. 00:02:15.231 --> 00:02:20.403 ჩვენ კომპიუტერებს ისეთ კითხვებს ვუსვამთ, რომლებსაც არ აქვთ ერთი სწორი პასუხი, 00:02:20.427 --> 00:02:21.629 რომლებიც სუბიექტურია 00:02:21.653 --> 00:02:23.978 და ღიაა ინტერპრეტაციებისა და შეფასებისთვის. NOTE Paragraph 00:02:24.002 --> 00:02:25.760 მაგალთად ვუსვამთ კითხვებს: 00:02:25.784 --> 00:02:27.894 "ვინ უნდა იქირაოს კომპანიამ?" 00:02:28.096 --> 00:02:30.855 "რომელი მეგობრის, რომელი სიახლე უნდა გაჩვენოთ" 00:02:30.879 --> 00:02:34.145 "რომელმა ნასამართლევმა უფრო დიდი შანსია, რომ გაიმეოროს დანაშაული" 00:02:34.145 --> 00:02:36.568 "რომელი სიახლე, ან ფილმი უნდა შევთავაზოთ ხალხს?" NOTE Paragraph 00:02:36.592 --> 00:02:39.964 დიახ, ჩვენ დიდი ხანია ვიყენებთ კომპიუტერებს, 00:02:39.988 --> 00:02:41.505 მაგრამ ეს სხვა რამეა. 00:02:41.529 --> 00:02:43.596 ეს ისტორიული შემობრუნებაა, 00:02:43.620 --> 00:02:48.957 რადგან ჩვენ ვერ დავაფუძნებთ კომპიუტერებზე ასეთ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს, 00:02:48.981 --> 00:02:54.401 როგორც ვაკეთებდით თვითმფრინავის მართვის, ხიდების აშენების, 00:02:54.425 --> 00:02:56.414 და მთვარეზე გაფრენის შემთხვევაში. 00:02:56.449 --> 00:02:59.708 თვითმფინავები ხომ უფრო უსაფრთხოა? ხიდებიც არ ინგრევა. 00:02:59.732 --> 00:03:04.230 ამ შემთხვევებში მკაფიო წესებზე შევთანხმდით 00:03:04.254 --> 00:03:06.493 და ბუნების კანონებით ვხემძღვანელობთ. 00:03:06.517 --> 00:03:09.911 ჩვენ არ გვაქვს მსგავსი ნიშნულები და წესები 00:03:09.935 --> 00:03:13.898 ადამიანთა უწესრიგო ურთიერთობებში. NOTE Paragraph 00:03:13.922 --> 00:03:18.159 ამ ყველაფერს ის უფრო ამძიმებს, რომ ჩვენი პროგრამები სულ უფრო ძლევამოსილი 00:03:18.183 --> 00:03:21.956 და ამავე დროს ნაკლებად გასაგები და უფრო კომპლექსური ხდება 00:03:22.542 --> 00:03:24.582 ცოტა ხნის წინ, გასულ ათწლეულში, 00:03:24.606 --> 00:03:27.335 კომპლექსურ ალგირითმებს დიდი მიღწევები ჰქონდათ. 00:03:27.359 --> 00:03:29.779 მათ ადამიანის სახეების ამოცნობა შეუძლიათ. 00:03:29.985 --> 00:03:32.260 ხელნაწერის გარჩევა შეუძლიათ, 00:03:32.436 --> 00:03:34.502 შეუძლიათ ყალბი საკრედიტო ბარათი ამოიცნონ 00:03:34.526 --> 00:03:35.715 და დაბლოკონ სპამი. 00:03:35.739 --> 00:03:37.776 ასევე თარგმნონ სხვადასხვა ენებზე. 00:03:37.800 --> 00:03:40.544 მათ რენტგენის სურათზე სიმსივნის აღმოჩენა შეუძლიათ. 00:03:40.544 --> 00:03:43.023 ისინი ჭადრაკში ადამიანს ამარცხებენ. NOTE Paragraph 00:03:43.264 --> 00:03:47.768 ამ პროგრესის უმეტესობა ე.წ. "მანქანური სწავლებით" მიიღწევა. 00:03:48.175 --> 00:03:51.362 მანქანური სწავლება განსხვავდება ტრადიციული პროგრამირებისგან, 00:03:51.386 --> 00:03:54.971 როცა კომპიუტერს ზუსტ და დეტალურ ინსტრუქციებს აძლევთ. 00:03:55.378 --> 00:03:59.154 ამ შემთხვევაში სისტემას ბევრ მონაცემს აწვდით, 00:03:59.154 --> 00:04:01.204 მათ შორის უსტრუქტურო მონაცემს. 00:04:01.204 --> 00:04:04.362 ისეთი ტიპის მონაცემებს, რომლებსაც ჩვენ ციფრულ ცხოვრებაში ვქმნით 00:04:04.362 --> 00:04:06.636 და სისტემა ამ მონაცემების გარჩევას სწავლობს. 00:04:06.669 --> 00:04:08.195 ასევე, საკვანძოა, 00:04:08.219 --> 00:04:12.599 რომ ეს სისტემები ერთპასუხიანი ლოგიკით არ მუშაობენ. 00:04:12.623 --> 00:04:15.582 ისინი მარტივ პასუხს არ იძლევიან; პასუხი უფრო სავარაუდოა: 00:04:15.606 --> 00:04:19.089 "სავარაუდოდ ამას უფრო ეძებდით" NOTE Paragraph 00:04:20.023 --> 00:04:23.093 ამის დადებითი მხარე ისაა, რომ ეს მეთოდი მართლაც ეფექტურია. 00:04:23.117 --> 00:04:26.143 გუგლის ხელოვნური ინტელექტის სისტემების ხელმძღვანელმა მათ უწოდა: 00:04:26.143 --> 00:04:28.144 "მონაცემების ირაციონალური ეფექტურობა" 00:04:28.144 --> 00:04:29.614 უარყოფითი მხარე კი, 00:04:29.738 --> 00:04:32.809 რომ ჩვენ რეალურად არ ვიცით რა ისწავლა სისტემამ. 00:04:32.833 --> 00:04:34.920 პრინციპში, სწორედ ესაა მისი ძალა. 00:04:34.946 --> 00:04:38.744 ეს კომპიუტერისთვის ინსტრუქციების მიცემას არ ჰგავს. 00:04:39.200 --> 00:04:43.264 ეს უფრო ლეკვ-მანქანის წვრთნაა. 00:04:43.288 --> 00:04:46.139 ჩვენ რეალურად არ გვესმის და ვერ ვაკონტროლებთ. 00:04:46.362 --> 00:04:48.253 ჩვენი პრობლემაც ესაა. 00:04:48.427 --> 00:04:52.689 პრობლემაა, როცა ხელოვნურ ინტელექტს რაღაც არასწორად ესმის. 00:04:52.713 --> 00:04:56.253 ასევე პრობლემაა, როცა მას რაღაც სწორად ესმის, 00:04:56.277 --> 00:04:59.905 რადგან ჩვენ არც კი ვიცით რა, რა არის, როცა პრობლემა სუბიექტურია. 00:04:59.929 --> 00:05:03.018 ჩვენ არ ვიცით ეს მოწყობილობა რას ფიქრობს. NOTE Paragraph 00:05:03.493 --> 00:05:07.176 განვიხილოთ კადრების ალგორითმი. 00:05:08.123 --> 00:05:12.434 სისტემა, რომელსაც თანამშრომლები მანქანური სწავლების გამოყენებით აჰყავს. 00:05:13.052 --> 00:05:16.631 ასეთი სისტემა, არსებული თანამშეომლების მონაცემებზეა გაწვრთნილი, 00:05:16.655 --> 00:05:19.246 რომ იპოვოს და შეარჩიოს 00:05:19.270 --> 00:05:22.698 არსებული მაღალი შედეგების მქონე თანამშრომლების მსგავსი ხალხი. 00:05:22.814 --> 00:05:23.967 მშვენივრად ჟღერს. 00:05:23.991 --> 00:05:25.990 ერთხელ კონფერენციას დავესწარი, 00:05:26.014 --> 00:05:29.063 რომელსაც კადრების მენეჯერები და აღმასრულებლები ესწრებოდნენ, 00:05:29.063 --> 00:05:30.369 მაღალი თანამდებობის ხალხი, 00:05:30.393 --> 00:05:32.412 რომლებიც მსგავს სისტემებს იყენებდნენ. 00:05:32.412 --> 00:05:33.912 ისინი აღტაცებულები იყვნენ, 00:05:33.912 --> 00:05:38.299 მათ წარმოედგინათ, რომ ეს თანამშრომლების აყვანის პროცესს უფრო ობიექტურს გახდიდა 00:05:38.323 --> 00:05:41.323 და ქალებს და უმცირესობებს, ადამიანი მენეჯერების 00:05:41.347 --> 00:05:43.535 ტენდენციურობასთან შედარებით მეტ შანსს მისცემდა. NOTE Paragraph 00:05:43.559 --> 00:05:46.862 და მართლაც ადამიანების მიერ შერჩევა ტენდენციურია. 00:05:47.099 --> 00:05:48.284 ეს ვიცი. 00:05:48.308 --> 00:05:51.313 ერთ-ერთ ჩემ პირველ სამსახურში სადაც პროგრამისტი ვიყავი, 00:05:51.337 --> 00:05:55.205 ჩემი უფროსი ზოგჯერ მოვიდოდა ხოლმე, 00:05:55.229 --> 00:05:58.982 ძალიან ადრე დილას, ან გვიან შუადღეს და მეტყოდა: 00:05:59.006 --> 00:06:02.438 "ზეინეპ, მოდი, ლანჩზე წავიდეთ!" 00:06:02.724 --> 00:06:04.891 მე გაკვირვებული ვიყავი ხოლმე ასეთ დროს. 00:06:04.915 --> 00:06:07.044 4 საათია, ლანჩი? 00:06:07.068 --> 00:06:10.522 საშუალება არ მქონდა, ამიტომ ამ უფასო ლანჩზე მივდიოდი. 00:06:10.618 --> 00:06:12.685 მოგვიანებით აღმოვაჩინე რაც ხდებოდა. 00:06:12.709 --> 00:06:17.255 ჩემ უშუალო უფროსს თავისი უფროსისთვის არ უთქვამს, 00:06:17.279 --> 00:06:20.392 რომ პროგრამისტი, რომელიც სერიოზული სამუშაოსთის აიყვანა 00:06:20.416 --> 00:06:24.346 თინეიჯერი გოგო იყო, რომელიც ჯინსებით და ბოტასებით დადიოდა სამსახურში. 00:06:24.564 --> 00:06:27.376 მე კარგად ვმუშაობდი, უბრალოდ არასათანადოდ გამოვიყურებოდი 00:06:27.400 --> 00:06:29.429 და შეუსაბამო ასაკის და სქესის ვიყავი. NOTE Paragraph 00:06:29.429 --> 00:06:32.469 ასე რომ, სქესის და რასის გარეშე სამსახურში აყვანა 00:06:32.493 --> 00:06:34.358 ნამდვილად კარგად ჟღერს. 00:06:35.031 --> 00:06:38.372 თუმცა, ამ სისტემებით ეს უფრო რთულია და აი რატომ: 00:06:38.968 --> 00:06:44.263 დღესდღეობით გამოთვლით სისტემებს ბევრი რამის ამოცნობა შეუძლიათ თქვენ შესახებ, 00:06:44.263 --> 00:06:46.655 თქვენი ციფრული კვალის მიხედვით 00:06:46.679 --> 00:06:49.442 მაშინაც კი, თუ ეს მონაცემები არსად განგითავსებიათ. 00:06:49.506 --> 00:06:52.433 მათ შეუძლიათ ამოიცნონ თქვენი სექსუალური ორიენტაცია, 00:06:52.994 --> 00:06:54.480 პიროვნული თვისებები, 00:06:54.859 --> 00:06:56.402 პოლიტიკური გემოვნება. 00:06:56.830 --> 00:07:00.515 მათ მაღალი სიზუსტით პროგნოზირების უნარი აქვთ. 00:07:01.362 --> 00:07:03.940 გახსოვდეთ... ისეთი რამეების, რაც თქვენ არ გაგიმხელიათ. 00:07:03.964 --> 00:07:05.555 ეს ვარაუდით ხდება. NOTE Paragraph 00:07:05.579 --> 00:07:08.840 მე მყავს მეგობარი, რომელმაც ასეთი გამოთვლითი სისტემა შექმნა. 00:07:08.864 --> 00:07:12.149 ეს სისტემა სოციალური ქსელების მონაცემების მიხედვით 00:07:12.149 --> 00:07:15.365 კლინიკური, ან პოსტნატალური დეპრესიის ალბათობას პროგნოზირებს. 00:07:15.365 --> 00:07:16.523 შედეგები შთამბეჭდავია. 00:07:16.523 --> 00:07:19.849 მის სისტემას დეპრესიის პროგნოზირება 00:07:19.873 --> 00:07:23.776 ნაბისმიერი სიმპტომების გაჩენამდე, თვეებით ადრე შეუძლია... 00:07:23.800 --> 00:07:25.173 თვეებით ადრე. 00:07:25.197 --> 00:07:27.443 პროგნოზი უსიმპტომებოდ. 00:07:27.467 --> 00:07:32.559 ის იმედოვნებს, რომ ამას ადრეული ინტერვენციისთვის გამოიყენებენ. მშვენიერია! 00:07:32.911 --> 00:07:35.831 ახლა ეს სამსახურში აყვანის კონტექსტში ჩავსვათ. NOTE Paragraph 00:07:36.027 --> 00:07:39.073 მაშ, ამ კადრების მენეჯერების კონფერენციაზე, 00:07:39.097 --> 00:07:43.806 მე მივედი ერთი ძალიან დიდი კომპანიის მაღალი დონის მენეჯერთან 00:07:43.830 --> 00:07:48.408 და ვუთხარი: "იქნებ თქვენ არ იცით 00:07:48.432 --> 00:07:54.981 და სისტემა ისეთ ხალხს აგირჩევთ, რომელთაც დეპრესიის დიდი ალბათობა აქვთ მომავალში. 00:07:55.761 --> 00:07:59.387 ისინი ამჟამად არ არიან დეპრესიაში, მომავალში კი ალბათობა დიდია. 00:07:59.923 --> 00:08:03.329 ან იქნებ ისეთ ქალს აარჩევს, რომელიც დიდი შანსია 00:08:03.353 --> 00:08:06.619 შემდეგი ერთი ორი წლის განმავლობაში დაფეხმძიმდეს? 00:08:06.844 --> 00:08:12.480 ან იქნებ აგრესიული ხალხი აგირჩიოთ, რადგან ასეთია თქვენი სამუშაო გარემო?" 00:08:12.713 --> 00:08:15.458 თქვენ ამას სქესების მიხედვით ჩაშლით ვერ მიხვდებით. 00:08:15.458 --> 00:08:17.390 ისინი შეიძლება დაბალანსებული იყოს. 00:08:17.414 --> 00:08:20.971 რადგან ეს მანქანური სწავლებაა და არა ტრადიციული კოდირება, 00:08:20.995 --> 00:08:25.902 არ არსებობს ცვლადი სახელად: "დეპრესიის მომატებული რისკი" 00:08:25.926 --> 00:08:27.759 ან "დაფეხმძმების მომატებული რისკი" 00:08:27.783 --> 00:08:29.807 ან "აგრესიული მამაკაცის შკალა" 00:08:29.995 --> 00:08:33.674 არა მხოლოდ ის არ იცით, როს მიხედვით არჩევს სისტემა, 00:08:33.698 --> 00:08:36.461 არამედ ისიც კი არ იცით, საიდან დაიწყოთ ამის გარკვევა. 00:08:36.461 --> 00:08:37.381 შავი ყუთია. 00:08:37.381 --> 00:08:40.292 მას პროგნოზირების უნარი აქვს, მაგრამ თქვენ ის არ გესმით. NOTE Paragraph 00:08:40.486 --> 00:08:42.855 "რა უსაფრთხოების საშუალებები გაქვთ" ვკითხე მე, 00:08:42.879 --> 00:08:47.272 "იმისთვის რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენი შავი ყუთი რამე საეჭვოს არ აკეთებს?" 00:08:48.863 --> 00:08:52.741 მან ისე შემომხედა, თითქოს 10 ლეკვს ერთად დავაბიჯე კუდზე. NOTE Paragraph 00:08:52.765 --> 00:08:54.013 (სიცილი) NOTE Paragraph 00:08:54.037 --> 00:08:56.078 შემომხედა და მითხრა: 00:08:56.556 --> 00:09:00.889 "ამაზე მეტის მოსმენას აღარ ვაპირებ" 00:09:01.458 --> 00:09:03.492 გატრიალდა და წავიდა. 00:09:04.064 --> 00:09:05.550 გაითვალისწინეთ, ის არ უხეშობდა. 00:09:05.574 --> 00:09:11.882 მისი პოზიცია იყო: რაც არ ვიცი, ჩემი პრობლემა არაა, მომშორდი, ცივი მზერით. NOTE Paragraph 00:09:11.906 --> 00:09:13.592 (სიცილი) NOTE Paragraph 00:09:13.862 --> 00:09:17.701 ესეთი სისტემა მართლაც შეიძლება იყოს ნაკლებად ტენდენციური, 00:09:17.725 --> 00:09:19.828 ვიდრე ადამიანი მენეჯერები გარკვეულწილად. 00:09:19.852 --> 00:09:21.998 და შეიძლება ეს ფინანსურადაც აზრიანი იყოს, 00:09:22.573 --> 00:09:24.223 მაგრამ ამან ასევე შეიძლება 00:09:24.247 --> 00:09:28.995 სამუშაო ბაზრიდან დეპრესიის მომატებული რისკის მქონე ხალხის 00:09:29.019 --> 00:09:31.312 მუდმივ და ფარულ განდევნას შეუწყოს ხელი. 00:09:31.753 --> 00:09:34.349 გვინდა კი, ასეთი საზოგადოების შენება, 00:09:34.373 --> 00:09:36.658 როცა არც კი ვიცით, რომ ამას ვაკეთებთ, 00:09:36.682 --> 00:09:39.685 რადგან გადაწყვეტულების მიღება, ისეთ მანქანებს მივანდეთ, 00:09:39.685 --> 00:09:41.265 რომლებიც არც კი გვესმის. NOTE Paragraph 00:09:41.265 --> 00:09:42.723 კიდევ ერთი პრობლემა ისაა, 00:09:42.814 --> 00:09:47.320 რომ ეს სისტემები ხშირად იწვრთნებიან მონაცემებზე, რომლებსაც ჩვენ ვქმნით. 00:09:47.790 --> 00:09:49.606 ადამიანის კვალზე. 00:09:50.188 --> 00:09:53.996 ისინი შეიძლება ჩვენს ტენდენციურობებს ასახავდეს 00:09:54.020 --> 00:09:57.613 და ეს სისტემებიც ჩეიძლება ჩვენს ტენდენციებს იზიარებდნენ, 00:09:57.637 --> 00:09:58.950 აძლიერებდნენ მათ 00:09:58.974 --> 00:10:00.392 და უკან გვიბრუნებდნენ. 00:10:00.416 --> 00:10:02.412 ჩვენ კი ამ დროს თავს ვიტყუებთ: 00:10:02.412 --> 00:10:05.989 "ჩვენ მხოლოდ ობიექტურ და ნეიტრალურ გამოთვლებს ვაწარმოებთ" NOTE Paragraph 00:10:06.314 --> 00:10:09.551 მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გუგლში 00:10:10.134 --> 00:10:14.013 ქალებმა უფრო პატარა შანსია მაღალანაზღაურებადი სამუშაოს რეკლამა ნახონ, 00:10:14.013 --> 00:10:16.133 ვიდრე კაცებმა. 00:10:16.133 --> 00:10:18.993 და აფრო-ამერიკული სახელების ძიებისას, 00:10:19.017 --> 00:10:23.723 უფრო დიდი შანსია კრიმინალური ხასიათის ამბავი ამოგიხტეთ 00:10:23.747 --> 00:10:25.834 მაშინაც კი როცა ის არ არსებობს. 00:10:26.693 --> 00:10:30.242 ასეთმა ფარულმა ტენდენციურობებმა და შავი ყუთის ალგორითმებმა, 00:10:30.266 --> 00:10:34.239 რომლებსაც მკვლევარები ზოგჯერ აღმოაჩენენ, ზოგჯერ კი არც ვიცით, 00:10:34.263 --> 00:10:37.464 შეიძლება დრამატულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. NOTE Paragraph 00:10:37.958 --> 00:10:42.117 უისკონსინში ბრალდებულს 6 წელი მიუსაჯეს 00:10:42.141 --> 00:10:44.126 პოლიციისგან გაქცევის გამო. 00:10:44.824 --> 00:10:46.010 თქვენ შეიძლება არ იცით, 00:10:46.034 --> 00:10:50.032 მაგრამ განაჩენის გამოტანისას, ალგორითმები მზარდად გამოიყენება. 00:10:50.056 --> 00:10:53.261 მას უნდოდა გაეგო: როგორ გამოითვალეს? 00:10:53.795 --> 00:10:55.460 ეს კომერციული შავი ყუთია. 00:10:55.484 --> 00:11:00.079 კომპანიამ უარი განაცადა მათი ალგორითმი ღია სასამართლოზე განეხილათ, 00:11:00.396 --> 00:11:05.928 მაგრამ არასამთავრობო "ProPublica"-მ ეს ალგორითმი შეამოწმა, 00:11:05.952 --> 00:11:07.968 იმ გასაჯაროებული მონაცემებით რაც იპოვეს 00:11:07.992 --> 00:11:10.308 და აღმჩნდა, რომ შედეგები ტენდენციური იყო 00:11:10.332 --> 00:11:13.961 და პროგნოზირების უნარი საშინელი. შემთხვევითობაზე ოდნავ უკეთესი. 00:11:13.985 --> 00:11:18.401 ის შავკანიან ბრალდებულებს, მომავალ კრიმინალებად 00:11:18.425 --> 00:11:22.320 ორჯერ უფრო ხშირად აფასებდა ვიდრე თეთრკანიანებს. NOTE Paragraph 00:11:23.891 --> 00:11:25.455 განვიხილოთ ასეთი შემთხვევა: 00:11:26.103 --> 00:11:29.589 ამ ქალს ბროუარდის ოლქში, ფლორიდაში 00:11:29.589 --> 00:11:32.744 სკოლიდან საკუთარი სულიერი დის წამოსაყვანად აგვიანდებოდა, 00:11:32.757 --> 00:11:35.113 როცა ქუჩაში მირბოდა მის მეგობართან ერთად, 00:11:35.137 --> 00:11:39.236 მათ საბავშვო ველოსიპედი და სკუტერი შენიშნეს 00:11:39.260 --> 00:11:40.892 და სისულელით შეხტნენ მათზე. 00:11:40.916 --> 00:11:43.515 იმ ადგილს რომ შორდებოდნენ, ქალი გამოვიდა და თქვა: 00:11:43.539 --> 00:11:45.744 "ეი! ეს ჩემი ბავშვის ველოსიპედია!" 00:11:45.768 --> 00:11:49.482 მათ დატოვეს ველოსიპედი და სკუტერი და წავიდნენ, მაგრამ ისინი მაინც დააკავეს. NOTE Paragraph 00:11:49.482 --> 00:11:52.723 ის შეცდა, სულელურად მოიქცა, მაგრამ ის მხოლოდ 18 იყო. 00:11:52.747 --> 00:11:55.761 მას რამდენიმე ახალგაზრდული წვრილმანი დანაშაული ჰქონდა. 00:11:55.808 --> 00:12:00.993 ამ დროს, ეს კაცი მაღაზია "Home Depot "-ს გაქურდვისთვის დააკავეს 00:12:01.017 --> 00:12:04.721 85 დოლარის ღირებულების საქონელი მოიპარა. საკმაოდ მსგავსი დანაშაული, 00:12:04.766 --> 00:12:09.755 მაგრამ ის ადრე 2 შეიარაღებული ყაჩაღობისთვისაც იყო გასამართლებული. 00:12:09.955 --> 00:12:14.457 თუმცა, ალგორითმა უფრო მაღალი რისკის მქონედ ქალი შეაფასა და არა ის. 00:12:14.576 --> 00:12:18.620 2 წლის შემდეგ "ProPublica"-მ აღმოაჩინა რომ მას განმეორებითი დანაშაული არ ჩაუდენია. 00:12:18.644 --> 00:12:21.194 სამუშაოს შოვნა კი გაუძნელდა, ასეთი წარსულის გამო. 00:12:21.218 --> 00:12:23.294 თავის მხრივ, იმ კაცმა დანაშაული გაიმეორა 00:12:23.318 --> 00:12:27.154 და ამჟამად 8 წლიან სასჯელს იხდის ბოლო დანაშაულისთვის. 00:12:28.088 --> 00:12:31.457 ცხადია, ჩვენი შავი ყუთები უნდა შევამოწმოთ 00:12:31.481 --> 00:12:34.096 და არ უნდა მივცეთ მათ, ასეთი უკონტროლო ძალაუფლება. NOTE Paragraph 00:12:34.120 --> 00:12:36.999 (აპლოდისმენტები) NOTE Paragraph 00:12:38.087 --> 00:12:42.329 შემოწმება და კონტროლი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველა პრობლემას არ აგვარებს. 00:12:42.353 --> 00:12:45.101 ავიღოთ ფეისბუკის სიახლეების მძლავრი ალგორითმი. 00:12:45.125 --> 00:12:49.968 აი ის, ყველაფერს რომ ახარისხებს და წყვეტს რა უნდა გაჩვენოთ, 00:12:49.992 --> 00:12:52.876 ყველა მეგობრიდან და გვერდიდან, რომელის გამომწერიც ხართ. 00:12:52.898 --> 00:12:55.473 უნდა გაჩვენოთ თუ არა, კიდევ ერთი ბავშვის სურათი? NOTE Paragraph 00:12:55.473 --> 00:12:56.393 (სიცილი) NOTE Paragraph 00:12:56.417 --> 00:12:59.193 ნაცნობის სევდიანი წერილი? 00:12:59.449 --> 00:13:01.305 მნიშვნელოვანი, მაგრამ მძიმე სიახლე? 00:13:01.329 --> 00:13:02.811 არ არსებობს სწორი პასუხი. 00:13:02.835 --> 00:13:05.494 ფეისბუკი თქვენი ქმედებების ოპტიმიზაციას აკეთებს 00:13:05.518 --> 00:13:08.093 მოწონებები, გაზიარებები, კომენტარები. NOTE Paragraph 00:13:08.168 --> 00:13:10.864 2014 წლის აგვისტოში 00:13:10.888 --> 00:13:13.550 ფერგიუსონში, მისური, თეთრკანიანი პოლიციელის მიერ 00:13:13.574 --> 00:13:17.425 ბუნდოვან ვითარებაში აფრო-ამერიკელი თინეიჯერის მკვლელობას, 00:13:17.425 --> 00:13:19.745 პროტესტის ტალღა მოჰყვა. 00:13:19.974 --> 00:13:21.981 პროტესტის ამბები 00:13:22.005 --> 00:13:24.690 ჩემ ალგორითმულად დაუფილტრავ ტვიტერზე ყველგან იყო, 00:13:24.714 --> 00:13:26.664 მაგრამ ფეისბუკზე არსად ჩანდა. 00:13:26.702 --> 00:13:29.276 შეიძლება ჩემი ფეისბუკ მეგობრების გამო იყო ასე? 00:13:29.276 --> 00:13:31.322 გავთიშე ფეისბუკის ალგორითმი, 00:13:31.472 --> 00:13:34.320 რაც რთულია, რადგან ფეისბუკი მუდმივად ცდილობს 00:13:34.344 --> 00:13:36.380 ალგორითმის კონტროლის ქვეშ მოგაქციოთ. 00:13:36.404 --> 00:13:38.972 გათიშვის შემდეგ, ვნახე რომ მეგობრები საუბრობენ ამაზე. 00:13:38.972 --> 00:13:41.175 უბრალოდ ალგორითმი არ მაჩვენებდა ამას. 00:13:41.199 --> 00:13:44.241 გამოვიკვლიე და აღმოვაჩინე, რომ ეს გავრცელებული პრობლემაა. NOTE Paragraph 00:13:44.265 --> 00:13:48.078 ფერგიუსონის თემა, ალგორითმისთვის არ იყო პრიორიტეტული. 00:13:48.102 --> 00:13:49.273 არ იყო "მოწონებადი" 00:13:49.297 --> 00:13:51.309 ვინ დააჭერდა "მოწონებას"? 00:13:51.500 --> 00:13:53.706 მასზე კომენტარიც კი რთულია. 00:13:53.730 --> 00:13:55.701 მოწონებებისა და კომენტარების გარეშე, 00:13:55.701 --> 00:13:58.417 ალგორითმი უფრო ცოტა ადამიანს აჩვენებს მას, 00:13:58.441 --> 00:14:00.563 ამიტომაც ვერ ვნახულობდით მას. 00:14:00.946 --> 00:14:02.174 სამაგიეროდ, იმ კვირას, 00:14:02.198 --> 00:14:04.496 ფეისბუკის ალგორითმმა ეს გამოკვეთა: 00:14:04.520 --> 00:14:06.746 "ყინულიანი სათლის გამოწვევის" კამპანია. 00:14:06.770 --> 00:14:10.512 ღირებული რამაა; ვისხამთ ყინულიან წყალს და ვრიცხავთ შემოწირულობას. მშვენიერია. 00:14:10.536 --> 00:14:13.190 ის ალგორითმისთვის ძალიან პრიორიტეტული იყო. 00:14:13.219 --> 00:14:15.832 მანქანამ ეს გადაწყვეტილება ჩვენ მაგივრად მიიღო. 00:14:15.856 --> 00:14:19.353 რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია, 00:14:19.377 --> 00:14:20.932 შეიძლება არ შემდგარიყო, 00:14:20.956 --> 00:14:23.652 ფეისბუკი ერთადერთი საშუალება რომ ყოფილიყო. NOTE Paragraph 00:14:24.117 --> 00:14:27.348 და ბოლოს, ეს სისტემები შეიძლება 00:14:27.348 --> 00:14:30.674 ადამიანებისთვის არადამახასიათებლად ცდებოდნენ. 00:14:30.698 --> 00:14:33.620 გახსოვთ უოტსონი, IBM-ის მანქანური ინტელექტის სისტემა, 00:14:33.644 --> 00:14:36.772 რომელმაც ვიქტორინა "Jeopardy"-ში მონაწილე ადამიანი გაანადგურა? 00:14:37.131 --> 00:14:38.559 ის დიდებული მოთამაშე იყო. 00:14:38.583 --> 00:14:41.909 თუმცა, ფინალში უოტსონს ჰკითხეს: 00:14:41.909 --> 00:14:44.915 "მისი უდიდესი აეროპორტი მეორე მსოფლიო ომის გმირის სახელობისაა, 00:14:44.915 --> 00:14:48.167 მისი სიდიდით მეორე აეროპორტი მეორე მსოფლიო ომის ბრძოლის სახელობის." NOTE Paragraph 00:14:48.167 --> 00:14:49.599 (Jeopardy-ს საფინალო მუსიკა) NOTE Paragraph 00:14:49.599 --> 00:14:50.894 ჩიკაგო. 00:14:50.894 --> 00:14:52.708 ორმა ადამიანმა სწორად უპასუხა. 00:14:52.708 --> 00:14:57.045 უოტსონმა უპასუხა: "ტორონტო"... 00:14:57.069 --> 00:14:59.407 აშშ-ს ქალაქების კატეგორიაში. 00:14:59.596 --> 00:15:02.497 შთამბეჭდავმა სისტემამ ისეთი შეცდომა დაუშვა, 00:15:02.521 --> 00:15:06.502 რომელსაც ადამიანი არასდროს დაუშვებდა. მეორე კლასელი არ დაუშვებდა. NOTE Paragraph 00:15:06.823 --> 00:15:09.932 მანქანურმა ინტელექტმა შეიძლება ისეთი შეცდომები დაუშვას, 00:15:09.956 --> 00:15:13.056 რომლებიც ადამიანური შეცდომების ხასიათში არ ჯდება. 00:15:13.080 --> 00:15:16.030 და რომლებსაც შეიძლება არ ველოდოთ და მოუმზადებლები აღმოვჩნდეთ. 00:15:16.054 --> 00:15:19.692 სამწუხაროა, როცა სამუშაოზე შესაბამისი კადრი ვერ აღმოჩნდება, 00:15:19.716 --> 00:15:23.443 მაგრამ ბევრად უარესია, თუ ეს რომელიღაც ქვეპროგრამაში, 00:15:23.467 --> 00:15:25.279 სტეკის გადავსების გამო მოხდა. NOTE Paragraph 00:15:25.279 --> 00:15:26.502 (სიცილი) NOTE Paragraph 00:15:26.526 --> 00:15:29.312 2010 წლის მაისში, 00:15:29.336 --> 00:15:33.380 "უოლ სტრიტის" საფონდო ბირჟის ვარდნამ, რომელიც "უოლ სტრიტის" 00:15:33.404 --> 00:15:36.712 "გაყიდვის" ალგორითმის, უკუკავშირის ციკლით იყო გამოწევეული, 00:15:36.712 --> 00:15:40.980 ტრილიონი დოლარის ღირებულების დაკარგვა გამოიწვია 36 წუთში. 00:15:41.352 --> 00:15:44.299 წარმოსადგენადაც კი რთულია რას შეიძლება ნიშნავდეს "შეცდომა" 00:15:44.299 --> 00:15:48.172 ავტომატური ლეტალური იარაღის შემთხვევაში. NOTE Paragraph 00:15:49.894 --> 00:15:53.684 ასე რომ, დიახ ადამიანები ყოველთვის ტენდენციურები არიან. 00:15:53.708 --> 00:15:55.884 გადაწყვეტილების მიმღებები და დარაჯები, 00:15:55.908 --> 00:15:59.401 სასამართლოებში, ახალ ამბებში, ომში... 00:15:59.425 --> 00:16:02.463 ისინი შეცდომებს უშვებენ, მაგრამ სწორედ ამაშია საქმე. 00:16:02.487 --> 00:16:06.008 ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ამ რთულ კითხვებს. 00:16:06.596 --> 00:16:10.112 ჩვენ ვერ გადავაბარებთ ჩვენს ვალდებულებებს მანქანებს. NOTE Paragraph 00:16:10.676 --> 00:16:14.884 (აპლოდისმენტები) NOTE Paragraph 00:16:17.089 --> 00:16:21.536 ხელოვნური ინტელექტი ვერ მოგცვემს ეთიკური პრობლემების თავიდან აცილების საშუალებას. NOTE Paragraph 00:16:22.432 --> 00:16:26.123 მონაცემების სპეციალისტი ფრედ ბენენსონი ამას მათემატიკურ-წმენდას ეძახის. 00:16:26.147 --> 00:16:28.046 ჩვენ ამის საპირისპირო გვჭირდება. 00:16:28.046 --> 00:16:32.948 ჩვენ ალგორითმის მიმართ ეჭვის, შესწავლის და კვლევის წახალისება გვჭირდება. 00:16:33.380 --> 00:16:36.578 უნდა დავრწმუნდეთ ჩვენ ალგორითმულ ანგარიშვალდებულებაში, 00:16:36.602 --> 00:16:39.267 შემოწმებასა და გამჭვირვალობაში. 00:16:39.380 --> 00:16:42.614 ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მათემატიკის და გამოთვლის შემოტანას, 00:16:42.638 --> 00:16:45.608 უწესრიგო, ღირებულებებით სავსე ადამიანურ ურთიერთობებში 00:16:45.632 --> 00:16:48.016 არ მოაქვს ობიექტურობა, 00:16:48.040 --> 00:16:51.913 არამედ ადამიანური ურთიერთობების სირთულე იჭრება ალგორითმებში. 00:16:52.148 --> 00:16:55.635 დიახ, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გამოვიყენოთ გამოთვლა, 00:16:55.659 --> 00:16:57.673 უკეთესი გადაწყვეტულებების მისაღებად, 00:16:57.697 --> 00:17:03.029 მაგრამ ასევე მორალური პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ გადაწყვეტილებებზე 00:17:03.053 --> 00:17:05.871 და ამ სქემაში გამოვიყენოთ ალგორითმები 00:17:05.895 --> 00:17:10.830 და არა ერთმანეთზე, როგორც ადამიანიდან ადამიანზე 00:17:10.854 --> 00:17:13.658 პასუხისმგებლობების გადაბარების საშუალებად. NOTE Paragraph 00:17:13.807 --> 00:17:16.416 მანქანური ინტელექტი აწმყოა. 00:17:16.440 --> 00:17:18.385 ეს ნიშნავს, რომ ჩვენ 00:17:18.385 --> 00:17:22.032 კიდევ უფრო მეტად უნდა ჩავეჭიდოთ ადამიანურ ფასეულობებსა და ადამიანურ ეთიკას NOTE Paragraph 00:17:22.056 --> 00:17:23.210 მადლობა. NOTE Paragraph 00:17:23.234 --> 00:17:28.254 (აპლოდისმენტები)