სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ რაც თეთრი სახლი დავტოვე, ვცდილობ გავიაზრო ჩემი კარიერა, ამის საუკეთესო ილუსტრაცია იყო კომიქსი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვნახე ჟურნალ ნიუ-ორკერში. პატარა ბიჭი უყურებს მამას და ამბობს: "მამა როცა გავიზრდები მინდა რომ ვიყო ყოფილი პრეზიდენტი" (სიცილი) დიდი უპირატესობაა იყო ყოფილი პრეზიდენტი, რადგან იმდენი საშუალება მქონდა გამეცნო უამრავი ადამიანი მთელს სამყაროში, რამდენიც ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონია მსოფლიოში. არა მხოლოდ ამერიკის 50 შტატში, არამედ კიდევ 145 ქვეყანაში, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ მოვინახულეთ. კარტერის ცენტრს 80-ზე მეტ ქვეყანაში ჰქონია პროგრამები. როდესაც ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში, ვხვდებით არა მხოლოდ მონარქებს და პრეზიდენტებს, არამედ სოფლის მოსახლეობას, რომელიც აფრიკის გარეუბნებში ცხოვრობს. კარტერის ცენტრის მთავარი ვალდებულება და პრიორიტეტი, ადამიანთა უფლებების დაცვის ხელშეწყობაა. იმ გამოცდილებით და ცოდნით რაც მე გამაჩნია, გადაუჭარბებლად შემიძლია გითხრათ, მსოფლიოში ყველაზე მეტად ადამიანის უფლებები, ქალების და გოგონების მიმართ ირღვევა. უცნაურია რომ ეს არც ისე ხშირად განიხილება. (აპლოდისმენტები) ამას რამოდენიმე ახსნა აქვს და მინდა ამით დავიწყო. პირველი არის რელიგიური სწავლებების არასწორი ინტერპრეტაცია, ბიბლიის, ახალ აღთქმის, ძველ აღთქმის, ყურანის და ასე შემდეგ. არასწორად გადმოცემულია მამაკაცების მიერ, რომლებიც იკავებენ უმაღლეს პოზიციებს სინაგოგებში, მეჩეთებში და ეკლესიებში. ისინი იმგვარად გადმოსცემენ ამ სწავლებებს, თითქოს ქალი მეორეხარისხოვანია მამაკაცთან შედარებით ღმერთის წინაშე. ეს დიდი პრობლემაა, რომელიც ხშირად იგნორირებულია. რამდენიმე წლის წინ, 2000 წელს მე ბაფტისტი ვიყავი, 70 წლის განმავლობაში. მე კვლავაც ვასწავლი საკვირაო სკოლაში; ამ კვირასაც ჩავატარებ... მაგრამ სამხრეთ ბაფტისტულმა კონვენციამ 2000 წელს გადაწყვიტა, რომ ქალმა უნდა ითამაშოს მეორეხარისხოვანი როლი, უნდა დაექვემდებაროს მამაკაცს. მათ გამოსცეს ბრძანება, რომელიც ქალებს მაღალი სასულიერო თანამდებობების დაკავებას უკრძალავს. იყვნენ თუნდაც კაპელანები სამხედრო სტრუქტურებში და ქალი მხოლოდ იმ შემთხვევაში ასწავლის სამხრეთ ბაფტისტურ სემინარიაში, თუ კლასში ბიჭი არ იქნება, რადგან ბიბლიაში არსებობს სტროფი, მასში 30 000 -ზე მეტი სტროფია, რომლის მიხედვითაც ქალს არ შეუძლია ასწავლოს მამაკაცს და ა.შ. მაგრამ, მთავარი ამ ტექსტებში არის არასწორი ინტერპრეტირება. რომ კვლავ მამაკაცები დარჩნენ უპირატეს მდგომარეობაში. ეს გავრცელებული პრობლემაა. მამაკაცები ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას. როდესაც არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელი, ან ქმარი უსამართლოდ ექცევა ქალს, მან შეუძლია თქვას, რომ თუ ღმერთის თვალში ქალი და მამაკაცი არათანაბარია, მაშინ რატომ უნდა მოვექცე მე მას როგორც თანასწორს? რატომ უნდა გადავუხადო იგივე, იგივენაირი სამუშაოსთვის? კიდევ ერთი ყურადსაღები მიზეზი, რომელიც ამ პრობლემას იწვევს არის ზედმეტი ძალის გამოყენება, რომელიც სწრაფად იზრდება მთელ მსოფლიოში. მაგალითად აშშ-ში ძალადობის დიდი ზრდა გვაქვს ღარიბი მოსახლეობის მიმართ, შავკანიანების და უმცირესობების მიმართ, რომლებსაც ციხეებში ყრიან. ჩემი ჯორჯიის შტატის გუბერნატორობისას ყოველი 1000 ამერიკელიდან ერთი იყო ციხეში. ახლა 7.3 ადამიანი არის ციხეში, ყოველ ათასზე. 7 ჯერ გაზრდილია რიცხვი. მას შემდეგ რაც თეთრი სახლი დავტოვე, 800 პროცენტით გაიზარდა შავკანიანი ქალების რაოდენობა ციხეებში. ჩვენ ასევე იმ განვითარებული ქვეყნების პატარა სიაში ვართ, რომელთაც კვლავ აქვთ სიკვდილით დასჯის პრაქტიკა. სიკვდილით დასჯის მხარდაჭერით, ჩვენ იმ ქვეყნების რიცხვში ვართ, რომლებიც ყველაზე უხეშად არღვევენ ადამიანის ელემენტარულ უფლებებს. ახლა კალიფორნიაში ვართ და იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ კალიფორნიამ 4 მილიარდი დოლარი დახარჯა 13 ადამიანის სიკვდილით დასჯისთვის. ანუ კალიფორნიაში 307 მილიონი დოლარი ღირს თითო ადამიანის სიკვდილით დასჯა. წინა კვირაში, ნებრასკაში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ კანონი მიიღეს, რადგან ის ძალიან ძვირი ჯდება (აპლოდისმენტები) ძალადობის ფაქტების ზრდა ღარიბი და მიუსაფარი ადამიანების მიმართ, ქალებზე ძალადობის ზრდის კიდევ ერთი მიზეზია. ნება მომეცით ჩამოგითვალოთ რამოდენიმე სახის ძალადობის ფორმები. შევეცდები მოკლედ გადმოგცეთ. პირველი არის გენიტალიების დასახიჩრება. ამერიკელი ქალები არ იცნობენ ამ საშინელ აქტს, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში, ბევრ ქვეყანაში, როდესაც გოგონა იბადება, მალევე, მას გენეტალიებს კვეთენ ე.წ. მკვეთავები, რომელიც კეთდება, სამართებლით არასტერილურად. ისინი კვეთენ გენიტალიის გარე ნაწილებს. ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებში, მაგრამ არა იშვიათად უკერავენ საშოს ისე, რომ მხოლოდ შარდის და მენსტრუაციის გამოყოფა ხდებოდეს. და მოგვიანებით, როდესაც ის ქორწინდება, იგივე "მკვეთავი" კვეთს საშოს, იმისათვის რომ ქალი სექსით დაკავდეს. ეს იშვიათობა არ არის, მიუხედავად იმისა რომ უმეტეს ქვეყნებში კანონგარეშეა. მაგალითად ეგვიპტეში მცხოვრები ქალების 91 პროცენტი ამ აქტის მსხვერპლია. ზოგიერთ ქვეყანაში კი ქალების 98 პროცენტზე მეტია დასახიჩრებული ამ გზით, სექსუალური სიმწიფეს მიღწევამდე. ეს საშინელი სენია, ყველა იმ ქალისთვის ვინც ამ ქვეყნებში ცხოვრობს. მეორე ასევე სერიოზული საკითხია "მკვლელობა ღირსების სახელით", როდესაც ოჯახი, ისევ და ისევ წმინდა წიგნების არასწორი ინტერპეტირებით, რადგან არსად ყურანში ეს არ არის დაშვებული, ოჯახი სიკვდილით სჯის გოგონას, თუ ის გააუპატიურეს, ან ცოლად გაჰყვა მამაკაცს, რომლის წინააღმდეგიც იყო მისი მამა. ზოგჯერ მაშინაც კი სჯიან თუ ქალს "შეუსაბამო" ტანსაცმელი აცვია. ამ ყველაფერს საკუთარი ოჯახის წევრები ჩადიან. ასე რომ ოჯახი ხდება მკვლელი, თუ მათ ქალიშვილი შეარცხვენს. ცოტა ხნის წინ, გაეროს კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ ეგვიპტეში, ამგვარი მკვლელობების 75% ჩადენილია მამების, ძმების, ან ბიძების მიერ, მაგრამ 25 პროცენტი ჩაიდინეს ქალებმა. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც არსებობს და რომელიც ქალებს უკავშირდება, არის მონობა, რომელსაც დღეს ტრეფიკინგს ვეძახით. მე-19 და მე-18 საუკუნეებში აფრიკიდან 12.5 მილიონ ადამიანზე მეტი იყო გაყიდული მონად დასავლეთ ნახევარსფეროში. დღესდღეობით 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მონობაში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვალდებულია ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში კონგრესს, რომელშიც ნათქვამია, რომ ყოველწლიურად საზღვარგარეთ 800 000 ადამიანი არის მონად გაყიდული. მათი 80 პროცენტი კი ქალია, რომლებიც სექსუალურ მონებად იყიდებიან. ამ წუთას ამერიკაში 60 000 ადამიანი ცხოვრობს მონობაში. ატლანტაში, ჯორჯიაში, იქ სადაც კარტერის ცენტრია განლაგებული და ემორის უნივერსიტეტი, სადაც მე ვასწავლი, ყოველთვიურად 200-300 ქალი იყიდება მონად. პირველ ადგილს იკავებს ამ მხრივ ეს შტატი ატლანტაში არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტი მსოფლიოში. აქ ასევე თავს იყრის უამრავი მგზავრი სამხრეთ ნახევარსფეროდან. თუ მაგალითად ბორდელის მეპატრონეს უნდა რომ იყიდოს ფერადკანიანი, ან შავკანიანი გოგო, მას ეს 1000 დოლარი დაუჯდება. თეთრკანიანი გოგონა რამდენჯერმე ძვირია. საშუალოდ ბორდელის მეპატრონეს ატლანტაში და მთლიანად შტატებში, ერთ მონაზე 35 000 დოლარი შეუძლია გამოიმუშაოს. ატლანტაში, მონებით ვაჭრობის ბრუნვა, ნარკოვაჭრობას აჭარბებს. ძირითადი პრობლემა პროსტიტუციაა. რადგან არ არსებობს ამერიკაში ბორდელი, რომელიც არ იცოდეს ადგილობრივმა პოლიციამ, პოლიციის შეფმა, ან ქალაქის მერმა. ამას კიდევ ერთ დიდ პრობლემამდე მივყავართ რაც არის ქალების მონებად გაყიდვა, რომლის რიცხვი იზრდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შვედეთში კარგი მიდგომა იპოვეს. დაახლოებით 15-20 წლის წინ, შვედეთში გადაწყდა კანონის ცვლილება. ქალები სექსუალური მონობისთვის კანონით აღარ იდევნებიან, არამედ იდევნებიან ბორდელის მეპატრონეები, სუტინიორები, მამაკაცი კლიენტები და... (აპლოდისმენტები) პროსტიტუცია შემცირდა. ამერიკაში, საპირისპირო მიდგომა გვაქვს. ყოველ დაპატიმრებულ მამაკაცზე, რომელიც სექსუალური ვაჭრობითაა დაკავებული, მოდის 25 დაპატიმრებული ქალი. კანადა, ირლანდია, როგორც უკვე გითხარით შვედეთი საფრანგეთი და სხვა ქვეყნები მიდიან ამ ე.წ. შვედური მოდელისკენ. ეს უნდა გაკეთდეს. ამ ქვეყანაში ორი დიდებული ინსტიტუციით ვამაყობთ: ჩვენი სამხედრო სისტემა და საუნივერსიტეტო სისტემა. ახლა ჯარში აანალიზებენ სექსუალური ძალადობის რაოდენობას. ბოლო ანგარიშის მიხედვით 26 000 სექსუალური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა არმიაში, 26 000! მხოლოდ 3000, ერთ პროცენტზე ოდნავ მეტია დასჯილი, ამის მიზეზი ნებისმიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაა... წყალქვეშა გემის, როგორზეც მე ვმსახურობდი, ნებისმიერი ბატალიონის, ან საზღვაო ძალების ხელმძღვანელობის... კანონის თანახმად მათ აქვთ უფლება თავად გადაწყვიტონ, არის თუ არა მოძალადე დასასჯელი. და რა თქმა უნდა, მათ არ უნდათ ამბის გახმაურება, რომ სწორედ მათი ხელმძვანელობის ქვეშ მოხდა ძალადობის ფაქტი. ამიტომ მოძალადე იშვიათად ისჯება. ეს კანონი უნდა შეიცვალოს. ყოველი მეოთხე გოგონა, რომელიც აბარებს აშშ-ს უნივერსიტეტში, ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი უნივერსიტეტის დამთავრებამდე. ამას უკვე დიდი ყურადღება ეთმობა ნაწილობრივ ალბათ ჩემი წიგნის გამო. 89 უნივერსიტეტი ამერიკაში, არის გასამართლებული განათლების დეპარტამენტის მიერ, IX თავის შესაბამისად, იმის გამო რომ ისინი არ იცავენ ქალებს სექსუალური თავდასხმებისგან. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ამ ძალადობების ნახევარზე მეტი, ჩადენილია სერიული მოძალადეების მიერ, რადგან უნივერსიტეტის გარეთ ჩადენილი დანაშაულისთვის ისინი დაპატიმრებული იქნებიან, სასწავლო დაწესებულების ტერიტორიის შიგნით კი მათ შეუძლიათ სასჯელს გადაურჩნენ და არ მიეცნენ პასუხისგებაში. ამგვარი რაღაცეები ხდება ჩვენს საზოგადოებაში. კიდევ ერთი მიმართულებით ირღვევა ქალთა უფლებები, ეს არის არათანაბარი სამუშაო ანაზღაურება, როგორც უკვე იცით (აპლოდისმენტები) მთლიანი სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში აშშ-ში ქალი ღებულობს 23%-ით ნაკლებ ანაზღაურებას მამაკაცთან შედარებით. როდესაც მე გავხდი პრეზიდენტი, სხვაობა 39% იყო. ჩვენ გვაქვს პროგრესი, ნაწილობრივ ჩემი პრეზიდეტობის გამო და ა.შ. (სიცილი) (აპლოდისმენტები) მაგრამ ბოლო 15 წლის განმავლობაში, პროგრესი არ ყოფილა. 23-24 პროცენტზეა გაჩერებული ეს სხვაობა. ბოლო 15 წელია უკვე და ასე გრძელდება. თუ ავიღებთ 500 წარმატებულ კომპანიას, მხოლოდ 23-ს ჰყავს ქალი ხელმძღვანელი, 500-დან 23-ს და ეს ქალები, მინდა გითხრათ, საშუალოდ უფრო ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე სხვა მამაკაცი ხელმძღვანელები. აი ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი პრობლემაა, რომ დედამიწაზე ყველაზე მეტი ომი გვიწარმოებია. ჩვენ დაახლოებით 25 ქვეყანასთან ვიომეთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ზოგჯერ სახმელეთო ჯარებით, ზოგჯერ საჰაერო და ადამიანებს ბომბებს ვაყრიდით. ახლა კი გვყავს უპილოტო საფრენი აპარატები და ა.შ. ჩვენ გვქონდა საომარი მოქმედებები 25 სხვადასხვა ქვეყანასთან, ან უფრო მეტთან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იყო 4 წელი, არ ვიტყვი რომელი, როცა არავისთან გვქონია ომის მდგომარეობა (აპლოდისმენტები) როცა ჩვენ არ ჩამოგვიყრია ბომბები, არ გაგვიშვია რაკეტები, არ გაგვისვრია ტყვია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალის გამოყენება და წმინდა წიგნების არასწორი ინტერპრეტაცია, ქალთა მიმართ ძალადობის მთავარი მიზეზია. არის კიდევ ერთი ძირეული მიზეზი, რომელიც უნდა აღვნიშნო. ეს არის მამაკაცების გულგრილობა. (აპლოდისმენტები) ეს მართალია... საშუალო სტატისტიკური მამაკაცი იტყვის, რომ ის ქალზე ძალადობის წინააღმდეგია და გააგრძელებს იმ პრივილეგიით სარგებლობას, რომელიც აქვს. ეს ძალიან მაგონებს იმას, რასაც ბავშვობაში ვისმენდი როდესაც იყო "განცალკევებული, მაგრამ თანსწორი". რასობრივი დისკრიმინაცია, 100 წლის განმავლობაში კანონიერი იყო. 1865 წლიდან სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, 1960 წლამდე, როდესაც ლინდონ ჯონსონმა ხელი მოაწერა კანონს თანაბარუფლებიანობის შესახებ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, იყო ბევრი თეთრკანიანი, რომელიც არ ეთანხმებოდა რასობრივ დისკრიმინაციას, მაგრამ ჩუმად იყვნენ, რადგან მოსწონდათ უკეთესი სამუშაოს მიღების პრივილეგია, მსაჯულობის უფლება, უკეთესი სკოლები და ყველაფერი დანარჩენი. ეს იგივეა რაც დღეს ხდება, საშუალოდ მამაკაცს არ აღელვებს ეს საკითხი. როდესაც ამბობენ, რომ წინააღმდეგი არიან ქალთა მიმართ ძალადობის, მაშინაც კი ტკბებიან საკუთარი პოზიციით და პრივილეგიით. ძალიან რთულია მიიმხრო მამაკაცების უმრავლოსობა, როდესაც ისინი აკონტროლებენ საუნივერსიტეტო სისტემას, სამხედრო სისტემას, სახელმწიფოებს დედამიწაზე, და მამაკაცების უმრავლესობა, რომელიც აკონტროლებს რელიგიებს. რა არის მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ დღეს? დღეს ყველაზე მეტი შეუძლიათ ძლიერი სახელმწიფოების ქალებს, როგორიც ამერიკაა, ან სხვა, ევროპის და ა.შ. ვისაც აქვს გავლენა. თავისუფალი გამოხატვის და მოქმედების უფლება მათ საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და მეტად მოითხოვონ ქალების მიმართ დისკრიმინაციის დასასრული მთელ დედამიწაზე. საშუალო ეგვიპტელი ქალი ვერაფერს იტყვის საკუთარი ქალიშვილის შესახებ, რომელსაც გენიტალიები მოკვეთეს. დეტალებში არც შევალ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ კონფერენციის შემდეგ, ყველა ქალი დააფიქრებს ქმარს რომ ეს ძალადობა კოლეჯებში და სამხედრო სტრუქტურებში, ასევე სამუშაო ბაზარზე დისკრიმინაცია, არის ის რისგანაც უნდა დავიცვათ ჩვენი ქალიშვილები და შვილიშვილები. მე მყავს 12 შილიშვილი, 4 შვილი და 10 შვილთაშვილი. ხშირად ვფიქრობ მათ შესახებ იმის შესახებ, რასაც შეიძლება შეეჩეხონ უთანასწორობის თვალსაზრისით ამერიკაშიც კი, არა მხოლოდ ეგვიპტეში, ან სხვა უცხო ქვეყანაში. იმედი მაქვს ყველა შემომიერთდებით ვიყოთ ჩემპიონები მთელ დედამიწაზე ქალთა უფლებების დაცვაში. დიდი მადლობა (აპლოდისმენტები)