1 00:00:00,481 --> 00:00:02,015 სიმართლე გითხრათ, 2 00:00:02,015 --> 00:00:05,287 მას შემდეგ რაც თეთრი სახლი დავტოვე, ვცდილობ გავიაზრო ჩემი კარიერა, 3 00:00:05,287 --> 00:00:09,583 ამის საუკეთესო ილუსტრაცია იყო კომიქსი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვნახე 4 00:00:09,583 --> 00:00:11,742 ჟურნალ ნიუ-ორკერში. პატარა ბიჭი უყურებს მამას 5 00:00:11,742 --> 00:00:15,787 და ამბობს: "მამა როცა გავიზრდები მინდა რომ ვიყო ყოფილი პრეზიდენტი" 6 00:00:15,787 --> 00:00:17,477 (სიცილი) 7 00:00:17,477 --> 00:00:21,193 დიდი უპირატესობაა იყო ყოფილი პრეზიდენტი, 8 00:00:21,193 --> 00:00:23,620 რადგან იმდენი საშუალება მქონდა 9 00:00:23,620 --> 00:00:26,277 გამეცნო უამრავი ადამიანი მთელს სამყაროში, 10 00:00:26,277 --> 00:00:29,923 რამდენიც ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონია მსოფლიოში. 11 00:00:29,923 --> 00:00:33,545 არა მხოლოდ ამერიკის 50 შტატში, 12 00:00:33,545 --> 00:00:38,421 არამედ კიდევ 145 ქვეყანაში, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ მოვინახულეთ. 13 00:00:38,421 --> 00:00:42,670 კარტერის ცენტრს 80-ზე მეტ ქვეყანაში ჰქონია პროგრამები. 14 00:00:42,670 --> 00:00:44,866 როდესაც ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში, 15 00:00:44,866 --> 00:00:47,076 ვხვდებით არა მხოლოდ მონარქებს და პრეზიდენტებს, 16 00:00:47,076 --> 00:00:51,424 არამედ სოფლის მოსახლეობას, რომელიც აფრიკის გარეუბნებში ცხოვრობს. 17 00:00:51,424 --> 00:00:54,930 კარტერის ცენტრის მთავარი ვალდებულება და პრიორიტეტი, 18 00:00:54,930 --> 00:00:56,927 ადამიანთა უფლებების დაცვის ხელშეწყობაა. 19 00:00:56,927 --> 00:01:01,639 იმ გამოცდილებით და ცოდნით რაც მე გამაჩნია, გადაუჭარბებლად შემიძლია გითხრათ, 20 00:01:01,639 --> 00:01:05,530 მსოფლიოში ყველაზე მეტად ადამიანის უფლებები, 21 00:01:05,530 --> 00:01:11,369 ქალების და გოგონების მიმართ ირღვევა. უცნაურია რომ ეს არც ისე ხშირად განიხილება. 22 00:01:11,369 --> 00:01:14,657 (აპლოდისმენტები) 23 00:01:14,657 --> 00:01:19,890 ამას რამოდენიმე ახსნა აქვს და მინდა ამით დავიწყო. 24 00:01:19,890 --> 00:01:25,360 პირველი არის რელიგიური სწავლებების არასწორი ინტერპრეტაცია, 25 00:01:25,360 --> 00:01:28,983 ბიბლიის, ახალ აღთქმის, ძველ აღთქმის, ყურანის და ასე შემდეგ. 26 00:01:28,983 --> 00:01:36,246 არასწორად გადმოცემულია მამაკაცების მიერ, რომლებიც იკავებენ უმაღლეს პოზიციებს 27 00:01:36,246 --> 00:01:38,875 სინაგოგებში, მეჩეთებში და ეკლესიებში. 28 00:01:38,875 --> 00:01:42,706 ისინი იმგვარად გადმოსცემენ ამ სწავლებებს, 29 00:01:42,706 --> 00:01:46,960 თითქოს ქალი მეორეხარისხოვანია 30 00:01:46,960 --> 00:01:49,848 მამაკაცთან შედარებით ღმერთის წინაშე. 31 00:01:50,558 --> 00:01:54,780 ეს დიდი პრობლემაა, რომელიც ხშირად იგნორირებულია. 32 00:01:54,780 --> 00:01:56,891 რამდენიმე წლის წინ, 2000 წელს 33 00:01:56,891 --> 00:02:00,454 მე ბაფტისტი ვიყავი, 70 წლის განმავლობაში. 34 00:02:00,454 --> 00:02:02,936 მე კვლავაც ვასწავლი საკვირაო სკოლაში; 35 00:02:02,936 --> 00:02:04,807 ამ კვირასაც ჩავატარებ... 36 00:02:04,807 --> 00:02:09,222 მაგრამ სამხრეთ ბაფტისტულმა კონვენციამ 2000 წელს გადაწყვიტა, 37 00:02:09,222 --> 00:02:11,823 რომ ქალმა უნდა ითამაშოს მეორეხარისხოვანი როლი, 38 00:02:11,823 --> 00:02:13,889 უნდა დაექვემდებაროს მამაკაცს. 39 00:02:13,889 --> 00:02:16,606 მათ გამოსცეს ბრძანება, რომელიც ქალებს 40 00:02:16,606 --> 00:02:22,510 მაღალი სასულიერო თანამდებობების დაკავებას უკრძალავს. 41 00:02:22,510 --> 00:02:24,802 იყვნენ თუნდაც კაპელანები სამხედრო სტრუქტურებში 42 00:02:24,802 --> 00:02:27,960 და ქალი მხოლოდ იმ შემთხვევაში ასწავლის 43 00:02:27,960 --> 00:02:30,142 სამხრეთ ბაფტისტურ სემინარიაში, 44 00:02:30,142 --> 00:02:33,555 თუ კლასში ბიჭი არ იქნება, 45 00:02:33,555 --> 00:02:35,576 რადგან ბიბლიაში არსებობს სტროფი, 46 00:02:35,576 --> 00:02:38,600 მასში 30 000 -ზე მეტი სტროფია, 47 00:02:38,600 --> 00:02:41,410 რომლის მიხედვითაც ქალს არ შეუძლია ასწავლოს მამაკაცს და ა.შ. 48 00:02:41,410 --> 00:02:44,445 მაგრამ, მთავარი ამ ტექსტებში არის არასწორი ინტერპრეტირება. 49 00:02:44,445 --> 00:02:46,906 რომ კვლავ მამაკაცები დარჩნენ უპირატეს მდგომარეობაში. 50 00:02:46,906 --> 00:02:48,996 ეს გავრცელებული პრობლემაა. 51 00:02:48,996 --> 00:02:53,872 მამაკაცები ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას. 52 00:02:53,872 --> 00:02:59,886 როდესაც არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელი, ან ქმარი უსამართლოდ ექცევა ქალს, 53 00:02:59,886 --> 00:03:03,670 მან შეუძლია თქვას, რომ თუ ღმერთის თვალში ქალი და მამაკაცი არათანაბარია, 54 00:03:03,670 --> 00:03:05,972 მაშინ რატომ უნდა მოვექცე მე მას როგორც თანასწორს? 55 00:03:05,972 --> 00:03:10,320 რატომ უნდა გადავუხადო იგივე, იგივენაირი სამუშაოსთვის? 56 00:03:10,320 --> 00:03:12,247 კიდევ ერთი ყურადსაღები მიზეზი, 57 00:03:12,247 --> 00:03:16,264 რომელიც ამ პრობლემას იწვევს არის ზედმეტი ძალის გამოყენება, 58 00:03:16,264 --> 00:03:20,858 რომელიც სწრაფად იზრდება მთელ მსოფლიოში. 59 00:03:20,858 --> 00:03:23,787 მაგალითად აშშ-ში ძალადობის დიდი ზრდა გვაქვს 60 00:03:23,787 --> 00:03:27,967 ღარიბი მოსახლეობის მიმართ, 61 00:03:27,967 --> 00:03:33,261 შავკანიანების და უმცირესობების მიმართ, რომლებსაც ციხეებში ყრიან. 62 00:03:33,261 --> 00:03:35,815 ჩემი ჯორჯიის შტატის გუბერნატორობისას 63 00:03:35,815 --> 00:03:39,181 ყოველი 1000 ამერიკელიდან ერთი იყო ციხეში. 64 00:03:39,181 --> 00:03:44,290 ახლა 7.3 ადამიანი არის ციხეში, ყოველ ათასზე. 65 00:03:44,290 --> 00:03:46,310 7 ჯერ გაზრდილია რიცხვი. 66 00:03:46,310 --> 00:03:47,978 მას შემდეგ რაც თეთრი სახლი დავტოვე, 67 00:03:47,978 --> 00:03:51,279 800 პროცენტით გაიზარდა 68 00:03:51,279 --> 00:03:53,856 შავკანიანი ქალების რაოდენობა ციხეებში. 69 00:03:53,856 --> 00:03:56,570 ჩვენ ასევე იმ განვითარებული ქვეყნების პატარა სიაში ვართ, 70 00:03:56,570 --> 00:04:00,334 რომელთაც კვლავ აქვთ სიკვდილით დასჯის პრაქტიკა. 71 00:04:00,334 --> 00:04:03,701 სიკვდილით დასჯის მხარდაჭერით, ჩვენ იმ ქვეყნების რიცხვში ვართ, 72 00:04:03,701 --> 00:04:07,205 რომლებიც ყველაზე უხეშად არღვევენ ადამიანის ელემენტარულ უფლებებს. 73 00:04:07,555 --> 00:04:10,411 ახლა კალიფორნიაში ვართ და იმ დღეს აღმოვაჩინე, 74 00:04:10,411 --> 00:04:13,406 რომ კალიფორნიამ 4 მილიარდი დოლარი დახარჯა 75 00:04:13,406 --> 00:04:17,818 13 ადამიანის სიკვდილით დასჯისთვის. 76 00:04:17,818 --> 00:04:22,653 ანუ კალიფორნიაში 307 მილიონი დოლარი ღირს 77 00:04:22,653 --> 00:04:25,601 თითო ადამიანის სიკვდილით დასჯა. 78 00:04:25,991 --> 00:04:29,474 წინა კვირაში, ნებრასკაში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ კანონი მიიღეს, 79 00:04:29,474 --> 00:04:33,940 რადგან ის ძალიან ძვირი ჯდება (აპლოდისმენტები) 80 00:04:34,861 --> 00:04:39,087 ძალადობის ფაქტების ზრდა ღარიბი და მიუსაფარი ადამიანების მიმართ, 81 00:04:39,087 --> 00:04:43,185 ქალებზე ძალადობის ზრდის კიდევ ერთი მიზეზია. 82 00:04:43,475 --> 00:04:47,979 ნება მომეცით ჩამოგითვალოთ რამოდენიმე სახის ძალადობის ფორმები. 83 00:04:47,979 --> 00:04:51,880 შევეცდები მოკლედ გადმოგცეთ. 84 00:04:51,880 --> 00:04:56,130 პირველი არის გენიტალიების დასახიჩრება. 85 00:04:56,360 --> 00:05:00,474 ამერიკელი ქალები არ იცნობენ ამ საშინელ აქტს, 86 00:05:00,474 --> 00:05:04,219 მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში, ბევრ ქვეყანაში, 87 00:05:04,219 --> 00:05:08,525 როდესაც გოგონა იბადება, მალევე, 88 00:05:08,525 --> 00:05:15,235 მას გენეტალიებს კვეთენ ე.წ. მკვეთავები, 89 00:05:15,235 --> 00:05:19,227 რომელიც კეთდება, სამართებლით არასტერილურად. 90 00:05:19,227 --> 00:05:23,170 ისინი კვეთენ გენიტალიის გარე ნაწილებს. 91 00:05:23,170 --> 00:05:27,591 ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებში, მაგრამ არა იშვიათად 92 00:05:27,591 --> 00:05:31,405 უკერავენ საშოს ისე, რომ მხოლოდ შარდის და მენსტრუაციის გამოყოფა ხდებოდეს. 93 00:05:31,405 --> 00:05:34,784 და მოგვიანებით, როდესაც ის ქორწინდება, იგივე "მკვეთავი" 94 00:05:34,784 --> 00:05:37,400 კვეთს საშოს, იმისათვის რომ ქალი სექსით დაკავდეს. 95 00:05:37,400 --> 00:05:41,415 ეს იშვიათობა არ არის, მიუხედავად იმისა რომ უმეტეს ქვეყნებში კანონგარეშეა. 96 00:05:41,415 --> 00:05:43,347 მაგალითად ეგვიპტეში მცხოვრები ქალების 97 00:05:43,347 --> 00:05:47,000 91 პროცენტი 98 00:05:47,000 --> 00:05:49,560 ამ აქტის მსხვერპლია. 99 00:05:49,560 --> 00:05:52,950 ზოგიერთ ქვეყანაში კი ქალების 98 პროცენტზე მეტია 100 00:05:52,950 --> 00:05:57,246 დასახიჩრებული ამ გზით, სექსუალური სიმწიფეს მიღწევამდე. 101 00:05:57,246 --> 00:05:59,846 ეს საშინელი სენია, 102 00:05:59,846 --> 00:06:03,515 ყველა იმ ქალისთვის ვინც ამ ქვეყნებში ცხოვრობს. 103 00:06:03,515 --> 00:06:07,299 მეორე ასევე სერიოზული საკითხია "მკვლელობა ღირსების სახელით", 104 00:06:07,299 --> 00:06:10,625 როდესაც ოჯახი, ისევ და ისევ წმინდა წიგნების არასწორი ინტერპეტირებით, 105 00:06:10,625 --> 00:06:13,313 რადგან არსად ყურანში ეს არ არის დაშვებული, 106 00:06:13,313 --> 00:06:17,500 ოჯახი სიკვდილით სჯის გოგონას, 107 00:06:17,500 --> 00:06:19,377 თუ ის გააუპატიურეს, 108 00:06:19,377 --> 00:06:23,112 ან ცოლად გაჰყვა მამაკაცს, რომლის წინააღმდეგიც იყო მისი მამა. 109 00:06:23,112 --> 00:06:26,223 ზოგჯერ მაშინაც კი სჯიან თუ ქალს "შეუსაბამო" ტანსაცმელი აცვია. 110 00:06:26,223 --> 00:06:29,251 ამ ყველაფერს საკუთარი ოჯახის წევრები ჩადიან. 111 00:06:29,251 --> 00:06:31,456 ასე რომ ოჯახი ხდება მკვლელი, 112 00:06:31,456 --> 00:06:35,808 თუ მათ ქალიშვილი შეარცხვენს. 113 00:06:35,808 --> 00:06:39,155 ცოტა ხნის წინ, გაეროს კვლევების ანალიზმა აჩვენა, 114 00:06:39,155 --> 00:06:43,197 რომ ეგვიპტეში, ამგვარი მკვლელობების 75% 115 00:06:43,197 --> 00:06:48,580 ჩადენილია მამების, ძმების, ან ბიძების მიერ, 116 00:06:48,580 --> 00:06:52,032 მაგრამ 25 პროცენტი ჩაიდინეს ქალებმა. 117 00:06:52,032 --> 00:06:53,994 კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც არსებობს 118 00:06:53,994 --> 00:06:56,732 და რომელიც ქალებს უკავშირდება, არის მონობა, 119 00:06:56,732 --> 00:06:59,147 რომელსაც დღეს ტრეფიკინგს ვეძახით. 120 00:06:59,147 --> 00:07:03,565 მე-19 და მე-18 საუკუნეებში 121 00:07:03,565 --> 00:07:07,784 აფრიკიდან 12.5 მილიონ ადამიანზე მეტი იყო გაყიდული მონად დასავლეთ ნახევარსფეროში. 122 00:07:07,784 --> 00:07:11,639 დღესდღეობით 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მონობაში. 123 00:07:11,639 --> 00:07:17,281 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვალდებულია 124 00:07:17,281 --> 00:07:19,603 ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში კონგრესს, 125 00:07:19,603 --> 00:07:24,246 რომელშიც ნათქვამია, რომ ყოველწლიურად საზღვარგარეთ 126 00:07:24,246 --> 00:07:27,893 800 000 ადამიანი არის მონად გაყიდული. 127 00:07:27,893 --> 00:07:30,841 მათი 80 პროცენტი კი ქალია, 128 00:07:30,841 --> 00:07:32,977 რომლებიც სექსუალურ მონებად იყიდებიან. 129 00:07:32,977 --> 00:07:35,531 ამ წუთას ამერიკაში 130 00:07:35,531 --> 00:07:39,385 60 000 ადამიანი ცხოვრობს მონობაში. 131 00:07:39,385 --> 00:07:42,171 ატლანტაში, ჯორჯიაში, იქ სადაც კარტერის ცენტრია განლაგებული 132 00:07:42,171 --> 00:07:44,772 და ემორის უნივერსიტეტი, სადაც მე ვასწავლი, 133 00:07:44,772 --> 00:07:50,079 ყოველთვიურად 200-300 ქალი იყიდება მონად. 134 00:07:50,672 --> 00:07:53,781 პირველ ადგილს იკავებს ამ მხრივ ეს შტატი 135 00:07:53,781 --> 00:07:56,787 ატლანტაში არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტი მსოფლიოში. 136 00:07:56,787 --> 00:08:01,234 აქ ასევე თავს იყრის უამრავი მგზავრი სამხრეთ ნახევარსფეროდან. 137 00:08:01,234 --> 00:08:03,858 თუ მაგალითად ბორდელის მეპატრონეს 138 00:08:03,858 --> 00:08:06,877 უნდა რომ იყიდოს ფერადკანიანი, ან შავკანიანი გოგო, 139 00:08:06,877 --> 00:08:09,523 მას ეს 1000 დოლარი დაუჯდება. 140 00:08:09,523 --> 00:08:13,610 თეთრკანიანი გოგონა რამდენჯერმე ძვირია. 141 00:08:13,610 --> 00:08:17,000 საშუალოდ ბორდელის მეპატრონეს ატლანტაში და მთლიანად შტატებში, 142 00:08:17,000 --> 00:08:21,504 ერთ მონაზე 35 000 დოლარი შეუძლია გამოიმუშაოს. 143 00:08:21,504 --> 00:08:26,613 ატლანტაში, მონებით ვაჭრობის ბრუნვა, ნარკოვაჭრობას აჭარბებს. 144 00:08:26,613 --> 00:08:31,458 ძირითადი პრობლემა პროსტიტუციაა. 145 00:08:31,465 --> 00:08:35,459 რადგან არ არსებობს ამერიკაში ბორდელი, 146 00:08:35,459 --> 00:08:37,688 რომელიც არ იცოდეს ადგილობრივმა პოლიციამ, 147 00:08:37,688 --> 00:08:41,659 პოლიციის შეფმა, ან ქალაქის მერმა. 148 00:08:41,659 --> 00:08:44,386 ამას კიდევ ერთ დიდ პრობლემამდე მივყავართ 149 00:08:44,386 --> 00:08:48,635 რაც არის ქალების მონებად გაყიდვა, რომლის რიცხვი იზრდება 150 00:08:48,635 --> 00:08:50,586 მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 151 00:08:50,586 --> 00:08:53,140 შვედეთში კარგი მიდგომა იპოვეს. 152 00:08:53,140 --> 00:08:56,762 დაახლოებით 15-20 წლის წინ, შვედეთში გადაწყდა კანონის ცვლილება. 153 00:08:56,762 --> 00:08:59,316 ქალები სექსუალური მონობისთვის 154 00:08:59,316 --> 00:09:02,100 კანონით აღარ იდევნებიან, 155 00:09:02,100 --> 00:09:07,675 არამედ იდევნებიან ბორდელის მეპატრონეები, სუტინიორები, მამაკაცი კლიენტები 156 00:09:07,675 --> 00:09:12,463 და... (აპლოდისმენტები) პროსტიტუცია შემცირდა. 157 00:09:12,463 --> 00:09:15,477 ამერიკაში, საპირისპირო მიდგომა გვაქვს. 158 00:09:15,477 --> 00:09:21,664 ყოველ დაპატიმრებულ მამაკაცზე, რომელიც სექსუალური ვაჭრობითაა დაკავებული, 159 00:09:21,664 --> 00:09:27,120 მოდის 25 დაპატიმრებული ქალი. 160 00:09:27,120 --> 00:09:31,230 კანადა, ირლანდია, როგორც უკვე გითხარით შვედეთი 161 00:09:31,230 --> 00:09:35,150 საფრანგეთი და სხვა ქვეყნები მიდიან ამ ე.წ. შვედური მოდელისკენ. 162 00:09:35,150 --> 00:09:37,309 ეს უნდა გაკეთდეს. 163 00:09:37,309 --> 00:09:40,680 ამ ქვეყანაში ორი დიდებული ინსტიტუციით ვამაყობთ: 164 00:09:40,680 --> 00:09:44,511 ჩვენი სამხედრო სისტემა და საუნივერსიტეტო სისტემა. 165 00:09:44,511 --> 00:09:48,830 ახლა ჯარში აანალიზებენ სექსუალური ძალადობის რაოდენობას. 166 00:09:48,830 --> 00:09:53,219 ბოლო ანგარიშის მიხედვით 26 000 სექსუალური ძალადობის ფაქტი 167 00:09:53,219 --> 00:09:55,564 დაფიქსირდა არმიაში, 168 00:09:55,564 --> 00:09:57,200 26 000! 169 00:09:57,210 --> 00:10:02,420 მხოლოდ 3000, ერთ პროცენტზე ოდნავ მეტია დასჯილი, 170 00:10:02,420 --> 00:10:06,590 ამის მიზეზი ნებისმიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაა... 171 00:10:06,590 --> 00:10:10,842 წყალქვეშა გემის, როგორზეც მე ვმსახურობდი, ნებისმიერი ბატალიონის, 172 00:10:10,842 --> 00:10:12,978 ან საზღვაო ძალების ხელმძღვანელობის... 173 00:10:12,978 --> 00:10:17,103 კანონის თანახმად მათ აქვთ უფლება თავად გადაწყვიტონ, 174 00:10:17,103 --> 00:10:19,688 არის თუ არა მოძალადე დასასჯელი. 175 00:10:19,688 --> 00:10:22,869 და რა თქმა უნდა, მათ არ უნდათ ამბის გახმაურება, 176 00:10:22,869 --> 00:10:26,306 რომ სწორედ მათი ხელმძვანელობის ქვეშ მოხდა ძალადობის ფაქტი. 177 00:10:26,306 --> 00:10:28,210 ამიტომ მოძალადე იშვიათად ისჯება. 178 00:10:28,210 --> 00:10:30,752 ეს კანონი უნდა შეიცვალოს. 179 00:10:31,472 --> 00:10:34,664 ყოველი მეოთხე გოგონა, რომელიც აბარებს აშშ-ს უნივერსიტეტში, 180 00:10:34,664 --> 00:10:37,711 ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი უნივერსიტეტის დამთავრებამდე. 181 00:10:37,711 --> 00:10:39,737 ამას უკვე დიდი ყურადღება ეთმობა 182 00:10:39,737 --> 00:10:41,943 ნაწილობრივ ალბათ ჩემი წიგნის გამო. 183 00:10:41,943 --> 00:10:46,131 89 უნივერსიტეტი ამერიკაში, არის გასამართლებული 184 00:10:46,131 --> 00:10:48,816 განათლების დეპარტამენტის მიერ, IX თავის შესაბამისად, 185 00:10:48,816 --> 00:10:53,529 იმის გამო რომ ისინი არ იცავენ ქალებს 186 00:10:53,529 --> 00:10:55,480 სექსუალური თავდასხმებისგან. 187 00:10:55,480 --> 00:10:59,148 იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ამ ძალადობების ნახევარზე მეტი, 188 00:10:59,148 --> 00:11:02,631 ჩადენილია სერიული მოძალადეების მიერ, 189 00:11:02,631 --> 00:11:05,209 რადგან უნივერსიტეტის გარეთ ჩადენილი დანაშაულისთვის 190 00:11:05,209 --> 00:11:08,227 ისინი დაპატიმრებული იქნებიან, 191 00:11:08,227 --> 00:11:12,255 სასწავლო დაწესებულების ტერიტორიის შიგნით კი მათ შეუძლიათ სასჯელს გადაურჩნენ 192 00:11:12,255 --> 00:11:14,298 და არ მიეცნენ პასუხისგებაში. 193 00:11:14,298 --> 00:11:17,642 ამგვარი რაღაცეები ხდება ჩვენს საზოგადოებაში. 194 00:11:17,642 --> 00:11:23,214 კიდევ ერთი მიმართულებით ირღვევა ქალთა უფლებები, 195 00:11:23,214 --> 00:11:28,207 ეს არის არათანაბარი სამუშაო ანაზღაურება, 196 00:11:28,207 --> 00:11:30,296 როგორც უკვე იცით (აპლოდისმენტები) 197 00:11:30,296 --> 00:11:37,133 მთლიანი სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში 198 00:11:37,133 --> 00:11:40,480 აშშ-ში ქალი ღებულობს 23%-ით ნაკლებ ანაზღაურებას მამაკაცთან შედარებით. 199 00:11:40,480 --> 00:11:43,369 როდესაც მე გავხდი პრეზიდენტი, სხვაობა 39% იყო. 200 00:11:43,369 --> 00:11:47,246 ჩვენ გვაქვს პროგრესი, ნაწილობრივ ჩემი პრეზიდეტობის გამო 201 00:11:47,246 --> 00:11:53,160 და ა.შ. (სიცილი) (აპლოდისმენტები) 202 00:11:53,160 --> 00:11:56,568 მაგრამ ბოლო 15 წლის განმავლობაში, პროგრესი არ ყოფილა. 203 00:11:56,568 --> 00:11:59,424 23-24 პროცენტზეა გაჩერებული ეს სხვაობა. 204 00:11:59,424 --> 00:12:01,699 ბოლო 15 წელია უკვე 205 00:12:01,699 --> 00:12:03,627 და ასე გრძელდება. 206 00:12:03,627 --> 00:12:06,710 თუ ავიღებთ 500 წარმატებულ კომპანიას, 207 00:12:06,710 --> 00:12:09,849 მხოლოდ 23-ს ჰყავს ქალი ხელმძღვანელი, 208 00:12:09,849 --> 00:12:11,660 500-დან 23-ს 209 00:12:11,660 --> 00:12:14,795 და ეს ქალები, მინდა გითხრათ, 210 00:12:14,795 --> 00:12:16,792 საშუალოდ უფრო ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, 211 00:12:16,792 --> 00:12:19,910 ვიდრე სხვა მამაკაცი ხელმძღვანელები. 212 00:12:19,910 --> 00:12:22,388 აი ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. 213 00:12:22,388 --> 00:12:24,872 ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი პრობლემაა, 214 00:12:24,872 --> 00:12:28,564 რომ დედამიწაზე ყველაზე მეტი ომი გვიწარმოებია. 215 00:12:28,564 --> 00:12:32,790 ჩვენ დაახლოებით 25 ქვეყანასთან ვიომეთ 216 00:12:32,790 --> 00:12:35,251 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 217 00:12:35,251 --> 00:12:37,782 ზოგჯერ სახმელეთო ჯარებით, 218 00:12:37,782 --> 00:12:39,802 ზოგჯერ საჰაერო 219 00:12:39,802 --> 00:12:41,775 და ადამიანებს ბომბებს ვაყრიდით. 220 00:12:41,775 --> 00:12:45,537 ახლა კი გვყავს უპილოტო საფრენი აპარატები და ა.შ. 221 00:12:45,537 --> 00:12:48,310 ჩვენ გვქონდა საომარი მოქმედებები 25 სხვადასხვა ქვეყანასთან, 222 00:12:48,310 --> 00:12:50,993 ან უფრო მეტთან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 223 00:12:50,993 --> 00:12:53,370 იყო 4 წელი, არ ვიტყვი რომელი, 224 00:12:53,370 --> 00:12:55,324 როცა არავისთან გვქონია ომის მდგომარეობა 225 00:12:55,324 --> 00:13:00,722 (აპლოდისმენტები) როცა ჩვენ არ ჩამოგვიყრია ბომბები, არ გაგვიშვია რაკეტები, 226 00:13:00,722 --> 00:13:02,464 არ გაგვისვრია ტყვია, 227 00:13:02,464 --> 00:13:06,860 მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალის გამოყენება 228 00:13:06,860 --> 00:13:09,476 და წმინდა წიგნების არასწორი ინტერპრეტაცია, 229 00:13:09,476 --> 00:13:14,770 ქალთა მიმართ ძალადობის მთავარი მიზეზია. 230 00:13:14,770 --> 00:13:18,369 არის კიდევ ერთი ძირეული მიზეზი, რომელიც უნდა აღვნიშნო. 231 00:13:18,369 --> 00:13:23,710 ეს არის მამაკაცების გულგრილობა. 232 00:13:23,710 --> 00:13:26,751 (აპლოდისმენტები) ეს მართალია... 233 00:13:26,751 --> 00:13:31,777 საშუალო სტატისტიკური მამაკაცი იტყვის, რომ ის ქალზე ძალადობის წინააღმდეგია 234 00:13:31,777 --> 00:13:36,130 და გააგრძელებს იმ პრივილეგიით სარგებლობას, რომელიც აქვს. 235 00:13:36,130 --> 00:13:39,570 ეს ძალიან მაგონებს იმას, რასაც ბავშვობაში ვისმენდი 236 00:13:39,570 --> 00:13:41,797 როდესაც იყო "განცალკევებული, მაგრამ თანსწორი". 237 00:13:41,797 --> 00:13:47,440 რასობრივი დისკრიმინაცია, 100 წლის განმავლობაში კანონიერი იყო. 238 00:13:47,440 --> 00:13:50,573 1865 წლიდან სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, 239 00:13:50,573 --> 00:13:53,417 1960 წლამდე, 240 00:13:53,417 --> 00:13:56,134 როდესაც ლინდონ ჯონსონმა ხელი მოაწერა კანონს 241 00:13:56,134 --> 00:13:58,107 თანაბარუფლებიანობის შესახებ, 242 00:13:58,107 --> 00:14:00,847 მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, იყო ბევრი თეთრკანიანი, 243 00:14:00,847 --> 00:14:04,214 რომელიც არ ეთანხმებოდა რასობრივ დისკრიმინაციას, 244 00:14:04,214 --> 00:14:06,373 მაგრამ ჩუმად იყვნენ, 245 00:14:06,373 --> 00:14:11,507 რადგან მოსწონდათ უკეთესი სამუშაოს მიღების პრივილეგია, 246 00:14:11,507 --> 00:14:14,918 მსაჯულობის უფლება, 247 00:14:14,918 --> 00:14:17,169 უკეთესი სკოლები და ყველაფერი დანარჩენი. 248 00:14:17,169 --> 00:14:19,330 ეს იგივეა რაც დღეს ხდება, 249 00:14:19,330 --> 00:14:22,975 საშუალოდ მამაკაცს არ აღელვებს ეს საკითხი. 250 00:14:22,975 --> 00:14:29,320 როდესაც ამბობენ, რომ წინააღმდეგი არიან ქალთა მიმართ ძალადობის, 251 00:14:29,320 --> 00:14:32,770 მაშინაც კი ტკბებიან საკუთარი პოზიციით და პრივილეგიით. 252 00:14:32,770 --> 00:14:35,142 ძალიან რთულია მიიმხრო მამაკაცების უმრავლოსობა, 253 00:14:35,142 --> 00:14:38,188 როდესაც ისინი აკონტროლებენ საუნივერსიტეტო სისტემას, 254 00:14:38,188 --> 00:14:40,852 სამხედრო სისტემას, 255 00:14:40,852 --> 00:14:44,350 სახელმწიფოებს დედამიწაზე, 256 00:14:44,350 --> 00:14:49,584 და მამაკაცების უმრავლესობა, რომელიც აკონტროლებს რელიგიებს. 257 00:14:49,584 --> 00:14:52,997 რა არის მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ დღეს? 258 00:14:52,997 --> 00:14:55,528 დღეს ყველაზე მეტი შეუძლიათ 259 00:14:55,528 --> 00:14:59,840 ძლიერი სახელმწიფოების ქალებს, 260 00:14:59,840 --> 00:15:02,573 როგორიც ამერიკაა, ან სხვა, 261 00:15:02,573 --> 00:15:07,562 ევროპის და ა.შ. ვისაც აქვს გავლენა. თავისუფალი გამოხატვის და მოქმედების უფლება 262 00:15:07,562 --> 00:15:12,558 მათ საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა 263 00:15:12,558 --> 00:15:15,623 და მეტად მოითხოვონ 264 00:15:15,623 --> 00:15:20,265 ქალების მიმართ დისკრიმინაციის დასასრული 265 00:15:20,265 --> 00:15:21,626 მთელ დედამიწაზე. 266 00:15:21,626 --> 00:15:24,527 საშუალო ეგვიპტელი ქალი 267 00:15:24,527 --> 00:15:26,693 ვერაფერს იტყვის 268 00:15:26,693 --> 00:15:30,101 საკუთარი ქალიშვილის შესახებ, რომელსაც გენიტალიები მოკვეთეს. 269 00:15:30,101 --> 00:15:32,175 დეტალებში არც შევალ, 270 00:15:32,175 --> 00:15:34,394 მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ კონფერენციის შემდეგ, 271 00:15:34,394 --> 00:15:38,748 ყველა ქალი დააფიქრებს ქმარს 272 00:15:38,748 --> 00:15:42,870 რომ ეს ძალადობა კოლეჯებში და სამხედრო სტრუქტურებში, 273 00:15:42,872 --> 00:15:45,411 ასევე სამუშაო ბაზარზე დისკრიმინაცია, 274 00:15:45,411 --> 00:15:49,860 არის ის რისგანაც უნდა დავიცვათ ჩვენი ქალიშვილები და შვილიშვილები. 275 00:15:49,860 --> 00:15:55,622 მე მყავს 12 შილიშვილი, 4 შვილი და 10 შვილთაშვილი. 276 00:15:55,622 --> 00:15:57,546 ხშირად ვფიქრობ მათ შესახებ 277 00:15:57,546 --> 00:16:00,611 იმის შესახებ, რასაც შეიძლება შეეჩეხონ 278 00:16:00,611 --> 00:16:04,396 უთანასწორობის თვალსაზრისით ამერიკაშიც კი, 279 00:16:04,396 --> 00:16:06,602 არა მხოლოდ ეგვიპტეში, ან სხვა უცხო ქვეყანაში. 280 00:16:06,602 --> 00:16:08,935 იმედი მაქვს ყველა შემომიერთდებით 281 00:16:08,935 --> 00:16:12,662 ვიყოთ ჩემპიონები მთელ დედამიწაზე 282 00:16:12,662 --> 00:16:14,217 ქალთა უფლებების დაცვაში. 283 00:16:14,217 --> 00:16:17,189 დიდი მადლობა 284 00:16:17,189 --> 00:16:21,189 (აპლოდისმენტები)