1 00:00:00,000 --> 00:00:04,678 დილა მშვიდობის. როგორ ბრძანდებით? 2 00:00:04,702 --> 00:00:05,912 (სიცილი) 3 00:00:05,936 --> 00:00:08,249 დიდებული კონფერენცია იყო არა? 4 00:00:08,273 --> 00:00:10,729 უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ ყველაფერმა 5 00:00:10,753 --> 00:00:12,245 ისე, მეც გტოვებთ ახლა. 6 00:00:12,269 --> 00:00:17,836 (სიცილი) 7 00:00:18,015 --> 00:00:21,222 სამი თემა ტრიალებდა კონფერენციის განმავლობაში, 8 00:00:21,246 --> 00:00:23,753 იმასთან დაკავშირებული რაზეც მინდა რომ გელაპარაკოთ. 9 00:00:23,777 --> 00:00:28,467 პირველი არის ადამიანური შემოქმედებითობის არაჩვეულებრივი მაგალითი 10 00:00:28,491 --> 00:00:30,904 ყველა პრეზენტაციაში რაც კი აქამდე გვქონდა 11 00:00:30,928 --> 00:00:32,729 და ყველა აქ მყოფ ადამიანში. 12 00:00:32,753 --> 00:00:35,404 უბრალოდ უდიდესი სხვადასხვაობა და სპექტრი ამ შემოქმედების. 13 00:00:36,158 --> 00:00:38,301 მეორე არის ის რომ ამან ყველაფერმა იქამდე მიგვიყვანა, 14 00:00:38,325 --> 00:00:40,822 რომ წარმოდგენა არ გვაქვს, თუ რა მოხდება მომავალში, 15 00:00:40,846 --> 00:00:42,237 რომ წარმოდგენა არ გვაქვს, თუ რა მოხდება მომავალში, როგორ გათამაშდება ეს ყველაფერი. 16 00:00:42,261 --> 00:00:44,976 წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ გათამაშდება ეს ყველაფერი. 17 00:00:45,000 --> 00:00:46,892 მე დაინტერესუბული ვარ განათლებით. 18 00:00:46,916 --> 00:00:51,048 სხვათაშორის, ჩემი დაკვირვებით ყველა დაინტერესებულია განატლებით 19 00:00:51,072 --> 00:00:52,210 თქვენ არა? 20 00:00:52,234 --> 00:00:53,715 მე ეს ძალზედ საინტერესოდ მიმაჩნია. 21 00:00:53,739 --> 00:00:55,496 თუ სადმე ვახშმის წვეულებაზე ხართ 22 00:00:55,596 --> 00:00:57,858 და იტყვით რომ განათლების სფეროში მუშაობთ... 23 00:00:57,882 --> 00:01:00,846 პრინციპში სიმართლე რომ თქვათ არც ისე ხშირად ხართ წვეულებაზე. 24 00:01:00,870 --> 00:01:04,666 (სიცილი) 25 00:01:04,690 --> 00:01:07,118 თუ განათლების სფეროში მუშაობთ, არავინ გპატიჟებთ. 26 00:01:07,142 --> 00:01:10,233 (სიცილი) 27 00:01:10,257 --> 00:01:13,976 და თუ სადმე მაინც იყავით კიდევ მოსვლას არავინ გთავაზობთ. ჩემდა გასაკვირად. 28 00:01:14,000 --> 00:01:16,475 მაგრამ თუ ხართ სადმე ასეთ გარემოში და ეტყვით ვინმეს... 29 00:01:16,499 --> 00:01:18,276 რომ გკითხავენ: "რას საქმიანობთ?" 30 00:01:18,300 --> 00:01:19,976 და თქვენ ეტყვით, რომ განათლებაში მუშაობთ, 31 00:01:20,000 --> 00:01:22,076 ნახავთ როგორ უფითრდება სახე. 32 00:01:22,100 --> 00:01:24,380 ფიქრობენ: "ღმერთო ჩემო," ხომ იცით, "რატომ მე? 33 00:01:24,404 --> 00:01:26,041 (სიცილი) 34 00:01:26,065 --> 00:01:27,688 "ჩემი ერთადერთი საღამო კვირაში საზოგადოებაში." 35 00:01:27,712 --> 00:01:30,322 (სიცილი) 36 00:01:30,346 --> 00:01:33,587 მაგრამ, თუ მათი განათლების შესახებ შეეკითხეთ, მიგაკრავენ კედელზე. 37 00:01:33,611 --> 00:01:37,078 რადგან ეს ერთ-ერთი ისეთი რამ არის რაც პირადულია, არ ვარ მართალი? 38 00:01:37,194 --> 00:01:40,535 როგორც რელიგია, და ფული, და ასე შემდეგ. 39 00:01:40,559 --> 00:01:44,911 მაშ, მე განათლების სფეროს დიდი ინტერესი მაქვს და ვფიქრობ ასევე ყველას ჩვენ. 40 00:01:44,935 --> 00:01:46,827 დიდი ინტერესი გვაქვს, 41 00:01:46,851 --> 00:01:50,171 ნაწილობრივ იმიტომ რომ, განათლებაა რამაც უნდა წაგვიყვანოს იმ მომავლისკენ, 42 00:01:50,195 --> 00:01:51,714 რომელიც ჯერ მიუწვდომელია. 43 00:01:51,873 --> 00:01:55,372 თუ კარგად დაფიქრდებით, ბავშვები რომლებიც წელს შევლენ სკოლაში, 44 00:01:55,396 --> 00:01:58,920 პენსიაზე გავლენ 2065 წელს. 45 00:02:00,209 --> 00:02:01,843 არავის აქვს წარმოდგენა... 46 00:02:01,867 --> 00:02:05,311 მიუხედავად ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, გამოთქმული ექსპერტული მოსაზრებებისა, 47 00:02:05,450 --> 00:02:07,976 თუ როგორი იქნება მსოფლიო ხუთი წლის შემდეგ. 48 00:02:08,000 --> 00:02:10,294 მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ განათლება უნდა მივაღებინოთ 49 00:02:10,318 --> 00:02:12,868 ასე რომ, ჩემის აზრით არაპროგნოზირებადობა არაჩვეულებრივია. 50 00:02:12,892 --> 00:02:14,259 და ამის მესამე ნაწილი არის ის, 51 00:02:14,283 --> 00:02:16,320 რომ მიუხედავად თქმულისა ჩვენ ყველა ვთანხმდებით, 52 00:02:16,344 --> 00:02:21,649 ბავშვების არაჩვეულებრივ შესაძლებლობებზე. 53 00:02:21,673 --> 00:02:24,007 სიახლის შექმნის უნარებზე. 54 00:02:24,031 --> 00:02:26,542 მაგალითად. გუშინ საღამოს, სირენა საოცრება იყო, არა? 55 00:02:26,566 --> 00:02:28,176 უბრალოდ იმის ხილვა, თუ რისი კეთება შეეძლო მას. 56 00:02:28,200 --> 00:02:32,976 და იგი განსაკუთრებულია, მაგრამ მგონი 57 00:02:33,000 --> 00:02:36,956 არც ისეთი გამონაკლისი მთელს ბავშვებში. 58 00:02:36,980 --> 00:02:39,776 ეს არის ადამიანი არაჩვეულებრივი თავდადებით, 59 00:02:39,800 --> 00:02:41,067 ვინც საკუთარი ნიჭი იპოვა. 60 00:02:41,091 --> 00:02:43,700 და ჩემი მტკიცება არის ის, რომ ყოველ ბავშვს აქვს უშველებელი ნიჭი. 61 00:02:43,800 --> 00:02:45,776 და ჩვენ, საკმაოდ დაუნდობლად ვფლანგავთ მათ. 62 00:02:45,800 --> 00:02:47,976 ამიტომ მინდა ვილაპარაკო განათლებაზე 63 00:02:48,000 --> 00:02:49,872 და მინდა ვილაპარაკო შემოქმედებაზე. 64 00:02:49,896 --> 00:02:55,915 ჩემი მტკიცებაა, რომ შემოქმედება განათლებაში ამჟამად ისევე მნიშვნელოვანია, 65 00:02:55,939 --> 00:02:58,803 როგორც წერა-კითხვა და ჩვენ ორივეს თანაბარი სტატუსი უნდა მივანიჭოთ. 66 00:02:58,827 --> 00:03:00,798 (აპლოდისმენტები) მადლობა. 67 00:03:00,822 --> 00:03:05,167 (აპლოდისმენტები) 68 00:03:05,485 --> 00:03:06,744 სულ ეს იყო, სხვათა შორის. 69 00:03:06,768 --> 00:03:07,771 ძალიან დიდ მადლობა. 70 00:03:07,795 --> 00:03:09,910 (სიცილი) 71 00:03:09,934 --> 00:03:11,611 მაშ, 15 წუტი დამრჩა. 72 00:03:11,635 --> 00:03:14,571 (სიცილი) 73 00:03:14,595 --> 00:03:16,487 ესე იგი, მე დავიბადე... არა. 74 00:03:16,511 --> 00:03:19,543 (სიცილი) 75 00:03:19,567 --> 00:03:22,312 ჩინებული ამბავი მოვისმინე ახლახან... მიყვარს მისი მოყოლა... 76 00:03:22,336 --> 00:03:25,051 ერთი პატარა გოგოზე, რომელიც ხატვის გაკვეთილზე იყო. 77 00:03:25,075 --> 00:03:27,210 ექვსი წლის. იჯდა საკლასო ოთახის ბოლოში და ხატავდა. 78 00:03:27,234 --> 00:03:30,034 მასწავლებელმა თქვა, რომ ეს გოგო იშვიათად იყო ყურადღებით, 79 00:03:30,058 --> 00:03:31,844 მაგრამ ამ გაკვეთილზე პირიქით. 80 00:03:31,868 --> 00:03:33,208 მასწავლებელი გაოგნდა, 81 00:03:33,232 --> 00:03:35,994 მივიდა მასთან და ჰკითხა, "რას ხატავ?" 82 00:03:36,018 --> 00:03:38,509 და გოგონამ უპასუხა, "მე ღმერთს ვხატავ." 83 00:03:39,642 --> 00:03:42,960 მასწავლებელმა უთხრა: "კი მაგრამ არავინ იცის ღმერტი როგორ გამოიყურება." 84 00:03:42,984 --> 00:03:45,072 და გოგნამ უპასუხა: "ერთ წუთში ეცოდინებათ." 85 00:03:45,096 --> 00:03:51,878 (სიცილი) 86 00:03:56,662 --> 00:03:58,929 ჩემი ბიჭი ოთხი წლის რომ იყო ინგლისში... 87 00:03:59,413 --> 00:04:01,604 მართალი გითხრათ, ყველგან ოთხი წლის იყო 88 00:04:01,628 --> 00:04:03,295 (სიცილი) 89 00:04:03,404 --> 00:04:06,791 ზუსტად რომ ვთქვათ, სადაც არ წავიდა, ყველგან ოთხის იყო იმ წელს. 90 00:04:06,815 --> 00:04:09,453 იგი მონაწილეობდა ქრისტეშობის სპექტაკლში გახსოვთ ეს ამბავი? 91 00:04:09,477 --> 00:04:10,696 (სიცილი) 92 00:04:10,720 --> 00:04:12,547 არა, ძალიან ცნობილი, ცნობილი ისტორია იყო. 93 00:04:12,571 --> 00:04:14,876 მელ გიბსონმა გადაიღო გაგრძელობა შეიძლება ნანახი გქონდეთ: 94 00:04:14,900 --> 00:04:16,161 (სიცილი) 95 00:04:16,185 --> 00:04:17,495 "ქრისტეშობა ორი." 96 00:04:17,519 --> 00:04:21,654 მაგრამ ჟეიმსი თამაშობდა იოსებს, რამაც ძალიან მოგვხიბლა. 97 00:04:21,678 --> 00:04:24,215 ჩვენ ეს ერთ-ერთ წამყვან როლად მიგვჩნდა. 98 00:04:24,239 --> 00:04:26,716 იქაურობა გავავსეთ ადამიანებით, მაისურებში წარწერით: 99 00:04:26,740 --> 00:04:28,976 "ჟეიმს რობინსონი არის იოსები !" (სიცილი) 100 00:04:29,000 --> 00:04:30,607 მას რამის თქმა არ ევალებოდა, 101 00:04:30,631 --> 00:04:33,069 მაგრამ ხომ იცით ის ნაწილი სამი მეფე რომ შემოდის საჩუქრებით? 102 00:04:33,093 --> 00:04:35,824 მათ მოაქვთ ოქრო, საკმეველი და მირონი 103 00:04:35,848 --> 00:04:36,962 ეს მართლა მოხდა. 104 00:04:36,986 --> 00:04:40,076 ჩვენ ვიჯექით ვუყურებდით და თანმიმდევრობა შეცვალეს 105 00:04:40,100 --> 00:04:42,876 და ჩვენ ველაპარაკეთ პატარა ბიჭს, სპექტაკლის შემდეგ და ვკითხეთ: 106 00:04:42,900 --> 00:04:45,776 "კმაყოფილი ხარ ამით?" და მან გვიპასუხა, "დიახ, რატო, რა არსწორი იყო?" 107 00:04:45,800 --> 00:04:46,876 ისინი უბრალოდ გადანაცვლდნენ. 108 00:04:46,900 --> 00:04:48,076 სამი ბიჭი შემოვიდა, 109 00:04:48,100 --> 00:04:50,287 ოთხი-წლისები, თავზე მოხვეული ტილოებით 110 00:04:50,311 --> 00:04:51,802 და დააწყვეს ეს ყუთები, 111 00:04:51,826 --> 00:04:53,875 და პირველმა თქვა: "მე მომაქვს ოქრო." 112 00:04:53,899 --> 00:04:56,037 მეორემ თქვა: "მე მომაქვს მირონი." 113 00:04:56,061 --> 00:04:58,065 და მესამემ თქვა: "ეს ფრენკმა გამომატანა." 114 00:04:58,089 --> 00:05:00,989 (სიცილი) 115 00:05:10,711 --> 00:05:13,801 ამ ისტორიებს საერთო ის აქვთ, რომ ბავშვები რისკებზე მიდიან. 116 00:05:13,825 --> 00:05:16,433 თუ არ იციან რამე, მაინც ცდილობენ. 117 00:05:16,457 --> 00:05:19,994 მართალი ვარ? მათ შეცდომის არ ეშინიათ. 118 00:05:20,893 --> 00:05:24,400 იმას არ ვამბობ, რომ შეცდომა იგივეა რაც კრეატიულობა. 119 00:05:24,886 --> 00:05:27,976 რაც ჩვენ ვიცით არის, რომ თუ არ ხარ შეცდომის დასაშვებად მზად, 120 00:05:28,000 --> 00:05:30,367 ვერასოდეს შექმნი რამე ორიგინალურს. 121 00:05:30,391 --> 00:05:32,476 თუ არ ხარ მზად შეცდომის დასაშვებად. 122 00:05:32,877 --> 00:05:37,010 და ზრდასრული ასაკის მიღწევისას, ბავშვების უმრავლესობა კარგავს ამ უნარს. 123 00:05:37,406 --> 00:05:39,926 მათ შეცდომების დაშვების შიში უჩნდებათ. 124 00:05:39,950 --> 00:05:41,640 და ჩვენ კომპანიებსაც ასე ვმართავთ. 125 00:05:41,664 --> 00:05:43,316 ჩვენ შეცდომების სტიგმატიზებას ვახდენთ 126 00:05:43,340 --> 00:05:45,642 და ჩვენ ახლა ვმართავთ ნაციონალურ განათლების სისტემებს 127 00:05:45,666 --> 00:05:48,012 სადაც შეცდომის დაშვება ყველაზე უარესია. 128 00:05:48,700 --> 00:05:51,908 და შედეგი არის ის, რომ ჩვენი განათლება 129 00:05:51,932 --> 00:05:54,223 ხალხს ართმევს მათ შემოქმედ უნარებს. 130 00:05:54,247 --> 00:05:58,725 პიკასომ ერთხელ თქვა, რომ ყველა ბავშვი შემოქმედად იბადება. 131 00:05:58,749 --> 00:06:01,971 პრობლემა ზრდის კვალობაზე შემოქმედად დარჩენაშია. 132 00:06:01,995 --> 00:06:05,076 მე ამის მხურვალედ მჯერა, რომ ჩვენ შემოქმედებად კი არ ვიზრდებით 133 00:06:05,100 --> 00:06:06,956 არამედ ზრდასთან ერთად ვკარგავთ ამ ნიჭს. 134 00:06:06,980 --> 00:06:08,863 უფრო სწორად განათლების შედეგად ვკარგავთ. 135 00:06:09,247 --> 00:06:10,720 და რატომ ხდება ეს? 136 00:06:10,826 --> 00:06:14,907 მე ვცხოვრობდი სტრეტფორდ-ონ-ევონში დახლოებით ხუთი წლის წინ 137 00:06:14,931 --> 00:06:17,184 სტრატფორდიდან გადმოვედით ლოს ანჯელესში. 138 00:06:17,872 --> 00:06:20,536 ასე რომ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რა შეუმჩნეველი ცვლილება იყო. 139 00:06:20,560 --> 00:06:21,976 (სიცილი) 140 00:06:22,000 --> 00:06:24,376 პრინციპში ვცხოვრობდით ადგილზე სახელად სნიტერფილდი, 141 00:06:24,400 --> 00:06:25,651 ზუსტად სტრატფორდის გარეთ, 142 00:06:25,675 --> 00:06:27,836 სადაც შეკსპირის მამა დაიბადა. 143 00:06:28,082 --> 00:06:30,457 უცნაური აზრი არ გაგიჩნდათ? მე კი. 144 00:06:30,481 --> 00:06:33,076 არ გეგონათ რომ შექსპირს მამა ჰყავდა, არა? 145 00:06:33,100 --> 00:06:36,976 რადგან ძნელი წარმოსადგენია შექსპირი ბავშვობაშო, არა? 146 00:06:37,000 --> 00:06:38,567 შექსპირი შვიდი წლის ასაკში? 147 00:06:38,591 --> 00:06:39,840 არასდროს წარმომიდგენია, 148 00:06:39,864 --> 00:06:41,548 არადა იგი იყო შვიდის ერთ დროს. 149 00:06:41,572 --> 00:06:43,882 იგი იყო ვიღაცის ინგლისურის გაკვეთილზე, არა? 150 00:06:43,906 --> 00:06:50,693 (სიცილი) 151 00:06:50,717 --> 00:06:52,046 რამდენად გამაღიზიანებელი იქნებოდა? 152 00:06:52,070 --> 00:06:55,070 (სიცილი) 153 00:06:59,729 --> 00:07:00,764 "უფრო უნდა ეცადო." 154 00:07:00,788 --> 00:07:04,688 (სიცილი) 155 00:07:04,712 --> 00:07:08,176 დასაძინებლად რომ გაუშვებდა მამამისი, წარმოიდგინეთ შექსპირს: "წადი დაიძინე, ახლავე" 156 00:07:08,200 --> 00:07:10,628 და დადე ფანქარი" 157 00:07:10,652 --> 00:07:11,726 (სიცილი) 158 00:07:11,750 --> 00:07:13,305 "და მორჩი ეგრე ლაპარაკს" 159 00:07:13,329 --> 00:07:17,220 (სიცილი) 160 00:07:17,244 --> 00:07:18,568 "ყველას აბნევ" 161 00:07:18,592 --> 00:07:23,715 (სიცილი) 162 00:07:23,739 --> 00:07:29,077 მოკლედ, გადავედით სტრატფორდიდან ლოს ანჯელესში, 163 00:07:29,101 --> 00:07:31,542 და ორი სიტყვით მინდა ვთქვა ამ გადასვლის შესახებ. 164 00:07:31,566 --> 00:07:32,976 ჩემ ვაჟს არ უნდოდა წამოსვლა. 165 00:07:33,000 --> 00:07:35,976 ორი შვილი მყავს. ბიჭი 21-საა, გოგო 16-ს. 166 00:07:36,000 --> 00:07:38,044 მას არ უნდოდა წამოსვლა ლოს ანჯელესში. 167 00:07:38,068 --> 00:07:41,024 კი მოსწონდა აქაურობა, მაგრამ შეუყვარებული ჰყავდა ინგლისში. 168 00:07:41,048 --> 00:07:44,651 იგი იყო მისი ცხოვრების სიყვარული, სარა. 169 00:07:44,761 --> 00:07:46,136 მას ერთი თვე იცნობდა. 170 00:07:46,160 --> 00:07:47,510 (სიცილი) 171 00:07:47,534 --> 00:07:49,790 შეგახსენებთ მეოთხე წლისთავი აღნიშნეს, 172 00:07:49,814 --> 00:07:52,753 რადგან ეს დიდი დროა როცა 16 ხარ. 173 00:07:52,777 --> 00:07:54,438 ის ძალიან ნაწყენი იყო თვითმფრინავში. 174 00:07:54,462 --> 00:07:56,923 ამბობდა: "ვეღარასდროს ვნახავ სარასნაირ გოგოს." 175 00:07:56,947 --> 00:07:59,325 და სიმართლე გითხრათ ჩვენ ეს ძალიან გვესიამოვნა. 176 00:07:59,349 --> 00:08:02,249 (სიცილი) 177 00:08:07,395 --> 00:08:10,276 რადგან ის გოგო იყო ჩვენი ქვეყნიდან წასვლის მთავარი მიზეზი. 178 00:08:10,300 --> 00:08:13,300 (სიცილი) 179 00:08:16,059 --> 00:08:18,401 მაგრამ, რაღაც აზრი გიჩნდება ამერიკაში გადმოსვლისას 180 00:08:18,425 --> 00:08:19,791 და როცა მოგზაურობთ მსოფლიოში: 181 00:08:19,815 --> 00:08:23,193 ყველა განათლების სისტემას მსოფლიოში აქვს საგნების ერთნაირი იერარქია. 182 00:08:23,537 --> 00:08:25,492 თითოეულ მათგანს. სადაც არ უნდა წახვიდეთ. 183 00:08:25,516 --> 00:08:27,786 იფიქრებდით რომ ასე არ უნდა იყოს, მაგრამ ასეა. 184 00:08:27,810 --> 00:08:29,776 უმაღლესია მათემატიკა და უცხო ენები, 185 00:08:29,800 --> 00:08:32,234 შემდეგ ჰუმანიტარულები და ფსკერზე არის ხელოვნება. 186 00:08:32,258 --> 00:08:33,376 ყველგან დედამიწაზე. 187 00:08:33,400 --> 00:08:37,495 და თითქმის ყველა სისტემაში, იერარქიაა ასევე ხელოვნების საგნებშიც. 188 00:08:37,519 --> 00:08:40,376 ხატვას და მუსიკას ძირითადად აქვთ უფრო მაღალი სტატუსი სკოლებში, 189 00:08:40,400 --> 00:08:41,567 ვიდრე თეატრს და ცეკვას. 190 00:08:41,591 --> 00:08:43,847 პლანეტაზე არ არსებოფს განათლების სისტემა, 191 00:08:43,871 --> 00:08:45,929 რომელიც ბავშვებს ცეკვას ასწავლის ყოველ დღე. 192 00:08:45,953 --> 00:08:48,000 როგორც ჩვენ ვასწავლით მათემატიკას. რატომ? 193 00:08:48,524 --> 00:08:51,225 რატომ არა? ჩემი აზრით ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. 194 00:08:51,249 --> 00:08:53,552 ვფიქრობ მათემატიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევეა ცეკვაც. 195 00:08:53,576 --> 00:08:56,476 ბავშვები მუდამ ცეკვავენ თუ ნებას დართათ, ჩვენ ყველანი ასევე. 196 00:08:56,500 --> 00:08:58,976 ჩვენ ყველას გვაქვს სხეული, არა? რამე ხომ არ მეშლება? 197 00:08:59,000 --> 00:09:02,338 (სიცილი) 198 00:09:02,510 --> 00:09:04,845 სინამდვილეში ხდება ის, რომ როცა ბავშვები იზრდებიან, 199 00:09:04,869 --> 00:09:07,637 ჩვენ ვიწყებთ მათ განათლებას წელს ზემოდან 200 00:09:07,661 --> 00:09:09,286 და შემდეგ, ვკონცენტრირდებით მათ თავებზე 201 00:09:09,310 --> 00:09:10,800 და ცოტათი ერთ მხარეს. 202 00:09:11,319 --> 00:09:13,976 თუ მოინახულებთ განათლების სისტემას როგორც უცხოპლანეტელი 203 00:09:14,000 --> 00:09:16,976 და იკითხავთ "რისთვისაა, საჯარო განათლება?" 204 00:09:17,000 --> 00:09:19,776 მგონი თუ ნაყოფს შეხედავთ უნდა დაასკვნათ, 205 00:09:19,800 --> 00:09:21,176 რომ ვინც მართლა წარმატებულია ამით, 206 00:09:21,200 --> 00:09:22,976 ვინც ყველაფერს სწორად აკეთებს ამ მხრივ, 207 00:09:23,000 --> 00:09:25,731 ვინც იღებს ყველაზე მეტ ქულებს, ვინც გამარჯვებულია 208 00:09:25,755 --> 00:09:29,094 მგონი უნდა დაასკვნათ, რომ საჯარო განათლების მტელი მიზანი 209 00:09:29,118 --> 00:09:30,215 მთელ მსოფლიოში 210 00:09:30,239 --> 00:09:32,192 უნივერსიტეტის პროფესორების შექმნაა. 211 00:09:32,216 --> 00:09:33,527 არა? 212 00:09:33,551 --> 00:09:35,534 ეგენი არიან ხალხი ვინც სათავეში ექცევა. 213 00:09:35,558 --> 00:09:37,737 და აი მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი. 214 00:09:37,761 --> 00:09:40,397 (სიცილი) 215 00:09:40,421 --> 00:09:43,522 და მე მიყვარს უნივერსიტეტის პროფესორები, მაგრამ იცით რა, 216 00:09:43,546 --> 00:09:45,021 ჩვენ ისინი არ უნდა გვეგონოს 217 00:09:45,045 --> 00:09:47,976 მთელი კაცობირიობის მიღწევების აპოთეოზი. 218 00:09:48,000 --> 00:09:49,976 ისინი უბრალოდ სიცოცხლის ფორმა არიან, 219 00:09:50,000 --> 00:09:51,560 ერთ-ერთი სიცოცხლის ფორმა. 220 00:09:51,584 --> 00:09:54,882 მაგრამ ისინი საკმაოდ უცნაურები არიან და ამას სიყვარულით ვამბობ. 221 00:09:54,906 --> 00:09:57,876 არის რაღაც უცნაური პროფესორებში ჩემს გამოცდილებაში. 222 00:09:57,900 --> 00:10:00,576 ყველა არა, მაგრამ როგორ წესი ისინი ცხოვრობენ თავიანთ თავებში. 223 00:10:00,600 --> 00:10:02,743 ცხოვრობენ იქ ზევით და ოდნავ ერთ მხარეს. 224 00:10:03,495 --> 00:10:06,869 გეგონებათ რომ უტანოები არიან, ხომ იცით, პირდაპირი გაგებით. 225 00:10:06,893 --> 00:10:09,986 ისინი თავიანთ ტანებს უყურებენ როგორც საკუთარი თავებისთვის გადაადგილების საშუალებას 226 00:10:10,010 --> 00:10:16,176 (სიცილი) 227 00:10:16,200 --> 00:10:17,216 არა? 228 00:10:17,240 --> 00:10:19,462 ეს არის მათი თავების შეხვედრებზე მიტანის საშუალება. 229 00:10:19,486 --> 00:10:24,998 (სიცილი) 230 00:10:25,022 --> 00:10:28,852 თუ ნამდვილი სხეულს გარეთ ყოფნის განცდა გინდათ, 231 00:10:28,876 --> 00:10:32,362 მოხვდით სადმე უფროსი აკადემოკოსების კონფერენციაზე 232 00:10:32,386 --> 00:10:34,629 და მიდით ბოლო საღამოს დისკოტეკაზე. 233 00:10:34,653 --> 00:10:37,454 (სიცილი) 234 00:10:37,478 --> 00:10:38,834 და იქ ნახავთ. 235 00:10:38,858 --> 00:10:42,976 ზრდასრულ მამაკაცებს და ქალბატონებს რომლებიც ურითმოდ იკლაკნებიან. 236 00:10:43,000 --> 00:10:45,867 (სიცილი) 237 00:10:45,891 --> 00:10:49,216 ელოდებიან როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, რომ წავიდნენ სახლში და დაწერონ ამაზე. 238 00:10:49,240 --> 00:10:51,144 (სიცილი) 239 00:10:51,168 --> 00:10:55,011 ჩვენი განათლების სისტემა დაფუძნებულია აკადემიური უნარის იდეაზე. 240 00:10:55,035 --> 00:10:56,276 და არსებობს ამის საფუძველი. 241 00:10:56,300 --> 00:10:59,856 მსოფლიოში, მართლა არ არსებობდა საჯარო განათლების სისტემა 242 00:10:59,880 --> 00:11:01,986 მეცხრამეტე საუკუნემდე. 243 00:11:02,010 --> 00:11:04,967 ყველა მათგანი ინდუსტრიალიზაციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა. 244 00:11:05,269 --> 00:11:07,432 ასე რომ იერარქია ეფუძნება ორ იდეაზე. 245 00:11:07,456 --> 00:11:12,053 პირველი, სამსახურისთვის ყველაზე გამოსადეგარი საგნები თავშია. 246 00:11:12,077 --> 00:11:14,108 თქვენ ალბათ ბავშვობაში სკოლაში უწყინრად გაშორებდნენ ისეთ რამეებს 247 00:11:14,132 --> 00:11:17,066 რაც მოგწონდათ, რადგან მისი კეთებით 248 00:11:17,090 --> 00:11:20,476 სამსახურს ვერასდროს იშოვიდით არა? 249 00:11:20,500 --> 00:11:22,881 არ გინდა მუსიკა. მუსიკოსი ხომ არ გამოხვალ; 250 00:11:22,905 --> 00:11:24,706 არ გინდა ხატვა. მხატვარი ხომ არ იქნები. 251 00:11:24,730 --> 00:11:28,150 უწყინარი რჩევა... აწმყოში, ღრმად მცდარი. 252 00:11:28,174 --> 00:11:30,319 მთელი მსოფლიო ჩართულია რევოლუციაში. 253 00:11:30,343 --> 00:11:32,440 მეორე არის აკადემიური უნარი, 254 00:11:32,464 --> 00:11:35,349 რომელიც გვიქმნის წარმოდგენას ინტელექტზე. 255 00:11:35,373 --> 00:11:38,276 რადგან უნივერსიტეტბმა ეს სისტემა საკუთარ ანალოგიად შექმნეს. 256 00:11:38,300 --> 00:11:41,794 თუ დაფიქრდებით, საჯარო განათლების სისტემა მთელ მსოფლიოში, 257 00:11:41,818 --> 00:11:44,044 უნივერსიტეტში მოხვედრის გაწელილი პროცესი 258 00:11:44,068 --> 00:11:46,401 და შედეგი ისაა რომ ბევრი ძალიან ნიჭიერი, 259 00:11:46,425 --> 00:11:48,860 ბრწყინვალე, შემოქმედი ადამიანი ფიქრობს რომ ის არაა ასეთი, 260 00:11:48,884 --> 00:11:51,022 რადგან ის რაშიც ძლიერები იყვნენ სკოლაში, 261 00:11:51,046 --> 00:11:53,154 არ ფასდება, მეტიც, ცუდ ტონად ითვლება. 262 00:11:53,383 --> 00:11:55,679 ვფიქრობ არ გვაქვს ფუფუნება ასე განვაგრზოთ. 263 00:11:55,703 --> 00:11:58,167 შემდეგ 30 წლის განმავლობაში, UNESCO-ს თანახმად, 264 00:11:58,191 --> 00:12:01,001 უფრო მეტი ადამიანი დაამთავრებს უნივერსიტეტს, 265 00:12:01,025 --> 00:12:03,571 ვიდრე მთელს ისტორიაში. 266 00:12:03,595 --> 00:12:07,276 მეტი ხალხი და ეს იმ ყველაფრის კომბინაციაა რაზეც ვილაპარაკეთ. 267 00:12:07,300 --> 00:12:10,348 ტექნოლოგია და მისი ტრანსფორმაციული გავლენა მუშაობაზე, დემოგრაფიაზე 268 00:12:10,372 --> 00:12:12,176 და მოსახლეობის უზარმაზარი მყისიერი ზრდა. 269 00:12:12,200 --> 00:12:15,065 დიპლომებს ერთბაშად ფასი დაეკარგა. 270 00:12:15,089 --> 00:12:16,469 ასე არ არის? 271 00:12:16,723 --> 00:12:19,476 მე რომ სტუდენტივიყავი, დილომი თუ გქონდა, სამსახურიც გქონდა. 272 00:12:19,500 --> 00:12:22,276 თუ არ გქონდა სამსახური, ეს იმიტომ რომ არ გინდოდა მუშაობა. 273 00:12:22,300 --> 00:12:24,976 და გულახდილად რომ გითხრათ, მე არც მინდოდა. (სიცილი) 274 00:12:25,000 --> 00:12:29,074 მაგრამ დღეს-დღეობით, ახალგაზრდები დიპლომებით 275 00:12:29,098 --> 00:12:32,143 ხშირად სახლში სხდებიან კომპიუტერზე სათამაშოდ, 276 00:12:32,167 --> 00:12:35,365 რადგან დღეს მაგისტრის დიპლომი გჭირდებათ, სადაც ბაკალავრი საკმარისი იყო 277 00:12:35,389 --> 00:12:37,176 და მაგისტრისაზე კი უკვე დოქტორის ხარისხი გჭირდებათ. 278 00:12:37,200 --> 00:12:38,976 ეს არის აკადემიური გაუფასურების პროცესი. 279 00:12:39,000 --> 00:12:41,376 და ის აჩვენებს, რომ მთელი განათლების სტრუქტურა 280 00:12:41,400 --> 00:12:42,833 ჩვენ ფეხქვეშ იძვრის. 281 00:12:42,857 --> 00:12:45,477 საჭიროა ჩვენი წარმოდგენა ინტელექტზე რადიკალურად გადავიაზროთ. 282 00:12:45,501 --> 00:12:47,496 სამი რამ ვიცით ინტლექტზე. 283 00:12:47,520 --> 00:12:48,747 პირველი, ის მრავალფეროვანია. 284 00:12:48,771 --> 00:12:51,776 ჩვენ ვიაზრებთ მსოფლიოს იმდენნაირად რამდენნაირადაც ვგრძნობთ მას. 285 00:12:51,800 --> 00:12:54,776 ვიაზრებთ ვიზუალურად, ვიაზრებთ ხმით, ვიაზრებთ კინესტეტიურად. 286 00:12:54,800 --> 00:12:57,101 ვიაზრებთ აბსტრაქტულ ტერმინებში, ვიაზრებთ მოძრაობაში. 287 00:12:57,246 --> 00:12:59,000 მეორე, ინტელექტი არის დინამიური. 288 00:12:59,587 --> 00:13:01,976 თუ ადამიანის ტვინის ურთიერთქმედებას შეხედავთ 289 00:13:02,000 --> 00:13:04,976 როგორც გუშინ რომდენიმე პრეზენტაციაში მოვისმინეთ, 290 00:13:05,000 --> 00:13:06,976 ინტელექტი საოცრად ინტერაქტიულია. 291 00:13:07,000 --> 00:13:09,238 ტვინი არაა დაყოფილი განყოფილებებად. 292 00:13:09,873 --> 00:13:12,976 ფაქტიურად, შემოქმედება... რასაც მე განვმარტავ როგორც 293 00:13:13,000 --> 00:13:15,325 ფასეულობის მქონე, ორიგინალური იდეების ქონა... 294 00:13:15,349 --> 00:13:18,001 მეტწილად განსხვავებული ხედვების 295 00:13:18,025 --> 00:13:21,025 ინტერაქტიული აქტივობის შედეგად ჩნდება. 296 00:13:22,310 --> 00:13:25,976 სხვათა შორის, ნერვების გროვას, რომელიც ტვინის ორ ნახევარსფეროს აკავშირებს 297 00:13:26,000 --> 00:13:27,491 კოჟრიანი სხეული ჰქვია. 298 00:13:27,515 --> 00:13:28,781 ის ქალებში უფრო სქელია. 299 00:13:29,088 --> 00:13:30,829 ელენეს გუშინდელი თემის გაგრძელებად, 300 00:13:30,853 --> 00:13:33,976 ესაა ალბათ რატომაც არიან ქალები უფრო ძლიერები ბევრი საქმის ერთდროულად კეთებაში 301 00:13:34,000 --> 00:13:35,817 რადგან ასეც ხართ, არა? 302 00:13:35,841 --> 00:13:39,048 ამაზე კვლევების დასტა არსებობს, მაგრამ მე საკუთარი ცხოვრებიდან ვიცი. 303 00:13:39,738 --> 00:13:44,976 თუ ჩემი მეუღლე საჭმელს აკეთებს სახლში... რაც საბედნიეროდ ხშირად არ ხდება. 304 00:13:45,000 --> 00:13:47,854 (სიცილი) 305 00:13:47,878 --> 00:13:50,376 არა, ის ძლიერია ბევრ რამეში, მაგრამ თუ საჭმელს ამზადებს, 306 00:13:50,400 --> 00:13:52,276 ხალხთან საუბრობს ტელეფონზე, 307 00:13:52,300 --> 00:13:54,856 ბავშვებს ელაპარაკება, ჭერს ღებავს, 308 00:13:54,880 --> 00:13:57,976 გულის ოპერაციას აკეთებს აქეთ მხარეს. 309 00:13:58,000 --> 00:14:00,976 თუ მე ვამზადებ, კარები მიხურულია, ბავშვები გარეთ არიან, 310 00:14:01,000 --> 00:14:03,976 ტელეფონი გათიშულია, ცოლი თუ შემოვა ვღიზიანდები. 311 00:14:04,000 --> 00:14:07,071 ვეუბნები: "ტერი, გთხოვ, ხომ ხედავ კვერცხის შეცვას ვცდილობ" 312 00:14:07,095 --> 00:14:13,825 (სიცილი) 313 00:14:14,254 --> 00:14:15,454 "დამაცადე" 314 00:14:15,478 --> 00:14:17,198 (სიცილი) 315 00:14:17,222 --> 00:14:19,721 სხვათა შორის, გახსოვთ ეს ძველი ფილოსოფიური კითხვა, 316 00:14:19,745 --> 00:14:22,998 ხე თუ წაიქცა ტყეში და ხმა ვერავინ გაიგო, მოხდა ეს თუ არა? 317 00:14:23,252 --> 00:14:24,581 გახსოვთ ეს ძველი გამოცანა? 318 00:14:24,605 --> 00:14:27,014 ახლახან ვნახე მაისური წარწერით: 319 00:14:27,038 --> 00:14:30,976 "თუ კაცი ტყეში საკუთარ აზრს გამოთქვამს და არც ერთ ქალს არ ესმის, 320 00:14:31,000 --> 00:14:32,396 მაინც ცდება?" 321 00:14:32,420 --> 00:14:38,026 (სიცილი) 322 00:14:39,976 --> 00:14:41,976 და მესამე რამ ინტელექტის შესახებ არის, 323 00:14:42,000 --> 00:14:43,369 რომ ის ყველასთვის განსხვავებულია. 324 00:14:43,754 --> 00:14:46,327 ამჟამად ვმუშაობ ახალ წიგნზე სახელად: "Epiphany" 325 00:14:46,351 --> 00:14:48,825 რომელიც ეფუძნება ინტერვიუების სერიას ხალხთან, 326 00:14:48,849 --> 00:14:50,769 იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინეს საკუთარი ნიჭი. 327 00:14:50,793 --> 00:14:52,962 მოხიბლული ვარ იმით, თუ როგორ აღწევს ხალხი ამას. 328 00:14:52,986 --> 00:14:56,176 ამ ყველაფერზე ერთმა დიალოგმა მიბიძგა რომელიც ერთ შესანიშნავ ქალთან მქონდა, 329 00:14:56,200 --> 00:14:58,876 ვის შესახებაც ბევრ ადამიანს შეიძლება არაფერი სმენია: ჯილიან ლინი. 330 00:14:58,900 --> 00:15:00,530 გსმენიათ მის შესახებ? რამოდენიმე თქვენთაგანს სმენია. 331 00:15:00,554 --> 00:15:03,076 ის ქორეოგრაფია და ყველამ იცის მისი ნამუშევრები. 332 00:15:03,100 --> 00:15:05,101 "კატები" და "ოპერის მოჩვენება" მისი შექმნილია. 333 00:15:05,125 --> 00:15:06,103 საოცარი ადამიანია. 334 00:15:06,127 --> 00:15:08,273 მე სამეფო ბალეტის საბჭოს წევრი ვიყავი 335 00:15:08,297 --> 00:15:09,498 როგორც მატყობთ. 336 00:15:09,522 --> 00:15:11,922 ერთი სიტყვით, მე და ჯილიანმა ერთხელ ერთად ვისადილეთ და მე ვკითხე: 337 00:15:12,047 --> 00:15:13,847 "ჯილიან, როგორ გახდი მოცეკვავე?" 338 00:15:13,976 --> 00:15:14,976 საინტერესო იყო. 339 00:15:15,000 --> 00:15:17,350 როდესაც სკოლაში სწავლობდა, ძალიან უიმედო იყო 340 00:15:17,374 --> 00:15:20,976 და 30-იან წლებში სკოლამ მის მშობლებს მისწერა: 341 00:15:21,000 --> 00:15:23,000 "ჩვენი აზრით ჯილიანს სწავლის აშლილობა აქვს" 342 00:15:23,024 --> 00:15:25,166 მას არ შეეძლო კონცენტრირება, მოუსვენარი ბავშვი იყო. 343 00:15:25,190 --> 00:15:28,480 მგონი ახლა იტყოდნენ, რომ მას ყურადღების დეფიციტის სინდრომი აქვს. არა? 344 00:15:28,504 --> 00:15:32,563 მაგრამ ეს 30-იანები იყო და ტერმნი ურადღების დეფიციტის სინდრომი არ არსებობდა. 345 00:15:32,587 --> 00:15:34,976 ის ჯერ არ იყო არსებული დაავადება. 346 00:15:35,000 --> 00:15:37,737 (სიცილი) 347 00:15:37,761 --> 00:15:39,821 ხალხმა არ იცოდა, რომ შეიძლება ეს სჭირდეთ. 348 00:15:39,845 --> 00:15:41,979 (სიცილი) 349 00:15:42,003 --> 00:15:46,281 მოკლედ, მან მიმართა სპეციალისტს. 350 00:15:46,305 --> 00:15:50,027 ანუ აღმოჩნდა ამ მუხით მორთულ ოთახში დედამისთან ერთად 351 00:15:50,051 --> 00:15:52,528 და მიიყვანეს და დასვეს სკამზე ოთახის ბოლოს, 352 00:15:52,552 --> 00:15:56,191 ის იჯდა ხელებ დაწყობილი 20 წუთი სანამ ის კაცი დედამისს ელაპარაკებოდა 353 00:15:56,215 --> 00:15:58,543 იმ პრობლემებზე, რაც ჯილიანს ჰქონდა სკოლაში. 354 00:15:58,567 --> 00:16:02,244 რომ ის აწუხებდა ხალხს, ამიტომ დავალების შესრულებას მუდამ აგვიანებდა და ა.შ. 355 00:16:02,268 --> 00:16:03,364 რვა წლის ბავშვი. 356 00:16:03,388 --> 00:16:06,443 ბოლოს, ექიმი მივიდა და მიუჯდა ჯილიანს და უთხრა: 357 00:16:06,467 --> 00:16:09,172 "მოვუსმინე ყველაფერს რაც დედაშენმა მომიყვა 358 00:16:09,196 --> 00:16:10,815 მას უნდა დაველაპარაკო ცალკე ოთახში. 359 00:16:10,839 --> 00:16:13,215 დაგველოდე, მალე დავბრუნდებით, დიდი ხანს არ მოგიწევს." 360 00:16:13,239 --> 00:16:15,564 გავიდნენ და დატოვეს მარტო. 361 00:16:15,588 --> 00:16:17,224 მაგრამ ოთახიდან გასვლისას, 362 00:16:17,248 --> 00:16:19,748 ექიმმა ჩართო რადიო რომელიც იქვე მაგიდაზე იდო 363 00:16:20,342 --> 00:16:23,772 და რომ გავიდნენ, მან უთხრა დედას, "დადექით და უყურეთ მას." 364 00:16:24,000 --> 00:16:26,991 და როგორც კი გავიდნენ ოთახიდან, 365 00:16:27,015 --> 00:16:29,499 მაშინვე ფეხზე წამოხტა და აჰყვა მუსიკას. 366 00:16:29,523 --> 00:16:32,976 მათ უყურეს რამოდენიმე წუთი და ექიმმა დედამისს და უთხრა: 367 00:16:33,000 --> 00:16:36,976 "ქალბატონო ლინ, ჯილიანი არ არის ავად, ის მოცეკვავეა. 368 00:16:37,000 --> 00:16:38,976 წაიყვანეთ საცეკვაო აკადემიაში." 369 00:16:39,000 --> 00:16:40,976 მე ვკითხე, "და მერე რა მოხდა?" 370 00:16:41,000 --> 00:16:43,976 მან მიპასუხა: " წამიყვანა და ვერ აღგიწერ რა შესანიშნავი იყო. 371 00:16:44,000 --> 00:16:46,753 შევედით ოთახში, რომელიც სავსე იყო ჩემნაირი ხალხით. 372 00:16:46,777 --> 00:16:48,976 ხალხით რომელსაც არ შეეძლო წყნარად ჯდომა. 373 00:16:49,000 --> 00:16:53,587 ვისაც ფიქრისთვის მოძრაობა სჭირდებოდა" ვისაც უნდა ემოძრავათ რო ეფიქრათ. 374 00:16:53,746 --> 00:16:57,376 ისინი ცეკვავდნენ ბალეტს, ტაპს, ჯაზს, ისინი ცეკვავდნენ ახალ და თანამედროვე სტილებს. 375 00:16:57,400 --> 00:17:00,220 საბოლოოდ იგი სამეფო ბალეტის სკოლისთვის გამოსცადეს. 376 00:17:00,244 --> 00:17:03,543 სოლისტი გახდა. საოცარი კარიერა ჰქონდა სამეფო ბალეტში. 377 00:17:03,567 --> 00:17:06,175 ბოლო-ბოლო დაამთავრა სამეფო ბალეტის სკოლა, 378 00:17:06,200 --> 00:17:08,175 დააარსა ჯილიან ლინ საცეკვაო კომპანია, 379 00:17:08,200 --> 00:17:09,443 შეხვდა ანდრიუ ლოიდ ვებერს. 380 00:17:09,568 --> 00:17:10,977 მან შექმნა რამდენიმე ყველაზე წარმატებული მუსიკალური თეატრის პროდუქცია ისტორიაში. 381 00:17:11,001 --> 00:17:14,147 მან შექმნა რამდენიმე ყველაზე წარმატებული მუსიკალური თეატრის პროდუქცია ისტორიაში. 382 00:17:14,172 --> 00:17:17,244 მილიონობით ხალხს მიანიჭა სიამოვნება, და ის მულტიმილიონერია. 383 00:17:17,269 --> 00:17:21,339 ვინმე სხვას შეიძლება ის წამლებზე დაესვა და ეთქვა რომ დაწყნარებულიყო. 384 00:17:21,364 --> 00:17:28,146 (აპლოდისმენტები) 385 00:17:28,575 --> 00:17:30,176 ვფიქრობ ყველაფერი შემდეგზე : 386 00:17:30,200 --> 00:17:31,976 ელ გორმა ერთ საღამოს ილაპარაკა 387 00:17:32,000 --> 00:17:36,269 ეკოლოგიაზე და რევოლუციაზე, რომელიც რეიჩელ კარსონმა წამოიწყო. 388 00:17:37,111 --> 00:17:39,277 მე მჯერა, რომ ჩვენი ერთადერთი იმედი მომავლისთვის 389 00:17:39,301 --> 00:17:43,134 არის ახალი ადამიანური ეკოლოგიის კონცეფციის ათვისება, 390 00:17:43,158 --> 00:17:45,976 რომელშიც ჩვენ დავიწყებთ მდიდარი ადამიანური უნარების 391 00:17:46,000 --> 00:17:47,976 კოცეპციის გადააზრეებას. 392 00:17:48,000 --> 00:17:51,499 ჩვენი განათლების სისტემა ძირს უთხრის ჩვენ გონებას 393 00:17:51,523 --> 00:17:54,799 ისევე როგორც ჩვენ ვთხრით ძირს დედამიწას: კონკრეტული პროდუქტის ძიებაში. 394 00:17:55,188 --> 00:17:57,672 და მომავლისთვის, ჩვენ ეს არ დაგვეხმარება. 395 00:17:57,696 --> 00:17:59,976 ჩვენ უნდა გადავიაზროთ ის ფუნდამენტალური პრინციპები 396 00:18:00,000 --> 00:18:01,968 რომლებზეც ვზრდით ჩვენს შვილებს. 397 00:18:02,087 --> 00:18:04,761 ჯონას სალკის ერთი შესანიშნავი ციტატაა: 398 00:18:04,785 --> 00:18:09,824 "თუ დედამიწაზე ყველა მწერი გაქრა, 399 00:18:09,848 --> 00:18:12,689 50 წელში მთელი სიცოცხლე გაქრება. 400 00:18:13,688 --> 00:18:16,760 თუ დედამიწაზე ყველა ადამიანი გაქრა, 401 00:18:16,784 --> 00:18:19,418 50 წელში სიცოცხლის ყველა ფორმა აყვავდება" 402 00:18:20,244 --> 00:18:21,529 და ის მართალია. 403 00:18:22,291 --> 00:18:25,925 TED-ი ადამიანის წარმოსახვის ზეიმია. 404 00:18:26,417 --> 00:18:28,488 ახლა ფრთხილად უნდა ვიყოთ, 405 00:18:28,512 --> 00:18:30,767 რომ ეს საჩუქარი ბრძნულად მოვიხმაროთ 406 00:18:30,791 --> 00:18:34,020 და თავიდან ავიცილოთ ზოგიერთი ის სცენარი, რომლებზეც ვისაუბრეთ 407 00:18:34,044 --> 00:18:37,976 და ამის ერთადერთი გზა, ჩვენი შემოქმედებითი უნარების დანახვაა 408 00:18:38,000 --> 00:18:39,610 მთელი იმ სიმდიდრეთ რაც მასშია 409 00:18:39,634 --> 00:18:42,816 და ჩვენი ბავშვების იმ იმედით დანახვა რანიც ისინი მართლაც არიან. 410 00:18:42,840 --> 00:18:45,238 ჩვენი ამოცანაა, რომ მათი მთელი არსება გავანათლოდ, 411 00:18:45,262 --> 00:18:46,746 რათა მათ შეძლონ და შეეგებნონ მომავალს. 412 99:59:59,999 --> 99:59:59,999 სხვათაშორის, ჩვენ ვერც ვნახოთ ეს მომავალი, 413 99:59:59,999 --> 99:59:59,999 მაგრამ ისინი ნახავენ. 414 99:59:59,999 --> 99:59:59,999 და ჩვენი საქმეა რომ დავეხმაროთ მათ მომავლში რამე შექმნან. 415 99:59:59,999 --> 99:59:59,999 ძალიან დიდი მადლობა. 416 99:59:59,999 --> 99:59:59,999 (აპლოდისმენტები)