1 00:00:00,630 --> 00:00:04,906 დავუშვათ ვმუშაობ რესტორანში და საათში ათ დოლარს გამოვიმუშავებ. 2 00:00:04,906 --> 00:00:09,239 გარდა საათობრივი ანაზღაურებისა, ყოველ საათში ვიღებ 'ჩაის' ფულსაც (tips). 3 00:00:09,239 --> 00:00:15,167 ეს გამოსახულება აღნიშნავს, რამდენს გამოვიმუშავებ ერთ საათში. 4 00:00:15,167 --> 00:00:23,103 ალბათ მიხვდით, რომ "ჩაის" ფულის რაოდენობა განსხვავდება სხვადასხვა საათებში. 5 00:00:23,103 --> 00:00:26,769 მაგალითად, ლანჩის დროს, შეიძლება ბევრი "ჩაის" ფული მივიღო. 6 00:00:26,769 --> 00:00:32,449 შემდეგ საათში კი საერთოდ არ მყავდეს კლიენდები და არც 'ჩაის' ფული მივიღო. 7 00:00:32,449 --> 00:00:43,103 მოკლედ, ეს მთლიანად ცვლადია, რომელიც სხვადასხვა დროს განსხვავებულია. 8 00:00:43,103 --> 00:00:53,373 მაგალითად, ლანჩის დროს ბევრ "ჩაის" ფულს ვიღებთ, დავუშვათ 30 დოლარს. 9 00:00:53,373 --> 00:01:06,310 ჯამში ამ საათში შეიძლება გამოვიმუშავო ათს პლუს 30, "ჩაის"ის ნაცვლად 30 დავწეროთ. 10 00:01:06,350 --> 00:01:15,334 მოდით, ყვითლად დავწერ. ეს იქნება 40-ის ტოლი. 11 00:01:15,334 --> 00:01:20,790 ლანჩის საათის შემდეგ კი რესტორანში რაღაც მიზეზით ცოტა ხალხი შემოდის, 12 00:01:20,790 --> 00:01:23,790 მაგალითად, გვერდითა რესტორანში დიდი ფასდაკლებაა და 13 00:01:23,790 --> 00:01:30,307 ჩემი "ჩაის" ფული საათში ხუთ დოლარამდე მცირდება. 14 00:01:30,307 --> 00:01:32,644 დავუბრუნდეთ ამ გამოსახულებას. 15 00:01:32,644 --> 00:01:42,684 საათში ჯამში გამოვიმუშავებ ანაზღაურებას პლუს ხუთ დოლარს, რაც 15 დოლარია. 16 00:01:42,684 --> 00:01:51,007 ხედავთ, რომ ამ გამოსახულების მნიშვნელობის ცვლილება დამოკიდებულია ცვლად "ჩაი"–ზე. 17 00:01:51,007 --> 00:01:55,834 ალგებრაში იშვიათად შეხვდებით ცვლადად სიტყვის გამოყენებას. 18 00:01:55,834 --> 00:01:59,834 სიმბოლოების გამოყენება უფრო მარტივია. 19 00:01:59,834 --> 00:02:06,563 აქაც "ჩაის"-ის ნაცვლად, შეგვეძლო დაგვეწერა ათს პლუს t, 20 00:02:06,563 --> 00:02:10,523 სადაც t, საათში გამომუშავებულ "ჩაის" ფულს აღნიშნავს. 21 00:02:10,523 --> 00:02:20,270 რა ხდება, როცა t 30-ია? როდესაც t უდრის 30-ს, ასეთი სიტუაცია გვაქვს: 22 00:02:20,270 --> 00:02:24,709 t უდრის 30-ს, ათს პლუს 30 კი 40-ია. 23 00:02:24,709 --> 00:02:36,723 რა მოხდება, თუ t იქნება ხუთი. მაშინ გვექნება ათს პლუს ხუთი, რაც 15-ია. 24 00:02:36,723 --> 00:02:41,923 ასო t-ს გამოყენება, საერთოდ არ გვჭირდება, თუმცა ალგებრაში ძირითადად ასოებს ვიყენებთ. 25 00:02:41,923 --> 00:02:48,197 შეგვეძლო ჩაგვეწერა, როგორც ათს პლუს x, სადაც x "ჩაის" ფულია. 26 00:02:48,197 --> 00:02:51,527 შეიძლება x არაბუნებრივად მოგეჩვენოთ, რადგან "ჩაის"-ის პირველი ასო არაა 27 00:02:51,527 --> 00:02:59,864 შეგვეძლო დაგვეწერა ათს პლუს ვარსკვლავი და გვეთქვა: ვარსკვლავი აღნიშნავს "ჩაის" ფულს. 28 00:02:59,864 --> 00:03:02,442 მაგრამ ამას შეიძლება დავებნიეთ. 29 00:03:02,442 --> 00:03:06,327 იმედია, მიხვდით ზოგად იმ იდეას, თუ რა არის ცვლადი. 30 00:03:06,327 --> 00:03:13,444 ცვლადი არის სიმბოლო, რომელიც ცვლად მნიშვნელობას ასახავს. 31 00:03:13,444 --> 00:03:17,904 ამიტომაც ჰქვია მას ცვლადი.