უკვე ვისწავლეთ ტექსტების გამოყენება, შეგვიძლია რაღაცები გავალამაზოთ. პირველი რამ, რასაც ვისწავლით, არის "string"-ის გამოყენება. რა არის სტრინგი(სტრიქონი)? პროგრამირებაში სტრინგი ტექსტის ნაწილის აღმნიშვნელი სპეციალური სიტყვაა ეს არის სიმბოლოების (сharacter-ების) მწკრივი თქვენი სახელი სტრინგია, თქვენი სკოლის სახელიც სტრინგია, ყველა ტექსტური შეტყობინება, რომელიც გაგიგზავნიათ, ასევე სტრინგია უბრალოდ ჩათვალეთ, რომ სტრინგი იგივეა, რაც ტექსტი უკვე ვიცით, როგორ დავწეროთ და გავაფერადოთ სტრიქონები შეგვიძლია სტრინგის ტიპის ცვლადები გამოვიყენოთ? შეგვიძლია! როგორც ცვლადსვანიჭებდით რიცხვს, ასევე ცვლადს სტრინგი შეგვიძლია მივანიჭოთ. უბრალოდ დავწერთ: "var myName = (თქვენი სახელი)" მე დავწერ "Sophia"-ს; არ დაგვავიწყდეს ბრჭყალები. შემდეგ კი ცვლად myName-ს ჩავსვამთ text-ში იმის მაგივრად, რომ პირდაპირ "Sophia" დავწეროთ ახლა ის ისევე გამოიყურება, მაგრამ შეგვიძლია ეს რამდენჯერმე დავწეროთ, ერთხელ აქ, ერთხელ აქ შემდეგ კი ამ ცვლადის შეცვლით, აქ ჩავწეროთ "Your name" და აქ სამჯერ "Your name" გამოჩნდება კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? შეგვიძლია თუ არა სტრინგების მიმატება? როგორც ცვლადებს ვამატებდით ადრე თუ სტრინგებს ერთმანეთს დავუმატებთ, კომპიუტერი ორ სტრინგს შეაწებებს. მოდით ეს წავშალოთ. ერთი სტრინგი დაგვრჩება შემდეგ გამოვიყენოთ ახალი ცვლადი message ის იქნება myName-ს დამატებული ძახილის სამი ნიშანი თუ ტექსტში ჩემი სახელის მაგივრად message-ს ჩავწერთ, გამოსახულებას ძახილის ნიშნები დაემატება, რომლებიც myName-ს მივუმატეთ. სხვა რაღაცების გაკეთებაც შეგვიძლია, მაგალითად message-ს ორჯერ დაწერა. ვიცით, რომ სტრინგების დამატებისას ერთი სტრინგების ბოლოს მოერეს ვაწებებთ. მაგრამ შეგვიძლია თუ არა სტრინგების გამრავლება, გაყოფა ან გამოკლება? არ შეგვიძლია. შესაძლებელია მხოლოდ სტრინგების მიმატება. შეგვიძლია რიცხვითი ცვლადების გაყოფა და გამოკლებაც მაგრამ სტრინის ტიპის ცვლადების მხოლოდ მიმატებაა შესაძლებელი. ამის მიუხედავად, ასეთი კითხვების დასმა, ცნობისმოყვარეობა პროგრამირებაში კარგია შეიძლება ვიფიქროთ: "რას უნდა ნიშნავდეს სტრინგის გაყოფა?" სტრინგებთან შეგვიძლია ანიმაცია და მაუსთან ურთიერთობა გამოვიყენოთ. შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ სტრინგი მაუსს დაჰყვებოდეს ის draw-ციკლში უნდა ჩავსვათ, როგორც მართკუთხედების შემთხვევაში გავაკეთეთ უნდა დავწეროთ: var draw და ეს ყველაფერი შიგნით გადავიტანოთ. ეს თქვენთვის "ანიმაციის შესავლიდან" უნდა იყოს ნაცნობი შეიძლება იფიქროთ, რომ სტრინგი მაუსს რომ დაჰყვებოდეს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ mouseX და mouseY ასე ჩვენი სახელით ხატვა შეგვძლია შეგვიძლია შევცვალოთ ფონის ფერი, მაგალითად, ღია ცისფერზე ახლა ტექსტი უბრალოდ დაჰყვება მაუსს, ისევე როგორც მართკუთხედების შემთხვევაში. ბოლო სახალისო ხერხი. მოდით გამოვიყენოთ ანიმაცია და ტექსტი ზომაში ვზარდოთ. textSize დავაყენოთ 30-ზე როგორც ვისწავლეთ, აქ 30-ის დაწერის მაგივრად შეგვიძლია დავწეროთ howBig = 30 და შემდეგ ეს ცვლადი გამოვიყენოთ იმის მაგივრად, რომ პიდაპირ 30 ვწეროთ. იგივე გამოგვივა. რათა ანიმაცია მივიღოთ, რაღაცას აუცილებლად უნდა ვცვლიდეთ ამის გაკეთებისთვის შეგვიძლია დავწეროთ: howBig უდრის howBig-ს პლუს ერთს რაც იმას ნიშნავს, რომ howBig ყოველ ჯერზე ერთით გაიზრდება მოდით განვაახლოთ პროგრამა და დავინახავთ, რომ მაუსის გადაადგილებასთან ერთად ტექსტიც სულ უფრო და უფრო იზრდება იმის გამო, რომ აი ეს ხაზი გვიწერია დაფიქრდით: როგორ გავზარდოთ ტექსტი უფრო სწრაფად? ახლა კოდში არა მხოლოდ ფიგურების, არამედ ტექსტის მართვაც შეგიძლიათ.