WEBVTT 00:00:01.083 --> 00:00:03.846 ამ ვიდეოში ჩემი მეგობარი ვინსტონი დაგვეხმარება. 00:00:03.846 --> 00:00:06.424 მართალია ის უკვე ძალიან კარგად გამოიყურება, 00:00:06.424 --> 00:00:08.911 მაგრამ საინტერესო უნდა იყოს თვალების ზომის შეცვლა. 00:00:08.911 --> 00:00:10.784 აქ არის კოდი რომლითაც თვალები დავხატე. 00:00:10.784 --> 00:00:13.343 მითითებულია საღებავის ფერი და ორი ელიფსი. 00:00:13.343 --> 00:00:15.273 თუ მინდა რომ ელიფსი ზომაში შემცირდეს, 00:00:15.273 --> 00:00:18.011 შემიძლია შევუცვალო სიგანე, მაგრამ მინდა მრგვალი იყოს, 00:00:18.011 --> 00:00:20.284 ამიტომ სიმაღლესაც იგივენაირად შევცვლი. 00:00:20.284 --> 00:00:22.955 ასევე მინდა თვალები თანაბარი ზომის იყოს, 00:00:22.955 --> 00:00:25.381 ამიტომ ამ თვალის სიგრძე და სიგანეც შესაცვლელია. 00:00:25.381 --> 00:00:28.707 არა, ასე თვალები არ მომწონს, ჯობს დავაბრუნო. 00:00:28.707 --> 00:00:32.877 კარგი იქნებოდა რომ ამ ყველაფრის გაკეთება მხოლოდ ერთი რიცხვის შეცვლით შემეძლოს.. 00:00:32.877 --> 00:00:37.232 სწორედ ამაში გვეხმარება ცვლადები. 00:00:37.232 --> 00:00:41.303 ცვლადი არის ერთგვარი სახელი, ადგილი რაიმესთვის. 00:00:41.303 --> 00:00:44.566 მაგალითად, მე ცვლადს სიმარტივისთვის სახელიან ყუთად წარმოვიდგენ. 00:00:44.566 --> 00:00:47.747 ყუთში შეგიძლიათ ჩადოთ რაც მოგესურვებათ, სახელი კი იგივე დარჩება. 00:00:47.747 --> 00:00:53.702 ყუთს შიგნით მყოფ რაღაცას ვუწოდებთ ცვლადის მნიშვნელობას. 00:00:53.702 --> 00:00:55.745 მოდით დავიწყოთ ცვლადის შექმნა. 00:00:55.745 --> 00:00:57.564 -- ამ ყველაფერს აქ გავაკეთებ, ზემოთ -- 00:00:57.564 --> 00:01:00.333 ამისთვის საჭიროა დავწეროთ var, რაც ნიშნავს ცვლადს, 00:01:00.333 --> 00:01:02.477 გამოვტოვოთ ადგილი და დავწეროთ ცვლადის სახელი. 00:01:02.477 --> 00:01:04.465 ჯობს ის აღწერდეს თუ რას შეინახავს ცვლადი, 00:01:04.465 --> 00:01:06.007 ამიტომ ეს ცვლადი eyeSize იყოს. 00:01:06.007 --> 00:01:07.997 შეგიძლიათ რაც გინდათ ის უწოდოთ, 00:01:07.997 --> 00:01:10.043 მაგრამ სიტყვებს შორის ადგილს ვერ გამოტოვებთ. 00:01:10.043 --> 00:01:12.248 და ცხადია, არ დაგავიწყდეთ წერტილმძიმე. 00:01:12.248 --> 00:01:14.447 შევქმენით ცვლადი სახელად eyeSize. 00:01:14.447 --> 00:01:16.936 ეს იმიტომ, რომ ის თვალის ზომას შეინახავს. 00:01:16.936 --> 00:01:19.846 მაგრამ ჯერჯერობით ამ ცვლადს მნიშვნელობა არ გააჩნია. 00:01:19.846 --> 00:01:22.642 მნიშვნელობის მისანიჭებლად, საკმარისია დავწეროთ eyeSize, 00:01:22.642 --> 00:01:27.611 შემდეგ ტოლობის ნიშანი და მაგალითად, 20; 00:01:27.611 --> 00:01:29.370 ტოლობის ნიშანს ხომ ხედავთ? 00:01:29.370 --> 00:01:31.763 დაივიწყეთ ყველაფერი რაც მათემატიკიდან იცით მასზე. 00:01:31.763 --> 00:01:35.391 ტოლობის ნიშანი არ ნიშანვს "ტოლობას", ის ნიშნავს "მინიჭებას". 00:01:35.391 --> 00:01:42.014 ჩვენ ცვლად eyeSize-ს ვანიჭებთ მნიშვნელობას 20. 00:01:42.014 --> 00:01:45.728 სხვა სიტყვებით, ჩვენ რიცხვ 20-ს ვდებთ ყუთში სახელად eyeSize. 00:01:45.728 --> 00:01:48.438 ალბათ გახსოვთ რომ მათემატიკაში შეგიძლიათ თქვათ: 00:01:48.438 --> 00:01:51.818 x = 3 და 3 = x, 00:01:51.818 --> 00:01:54.457 რადგან ორივე ერთსა და იმავეს ნიშნავს, ცხადია, 00:01:54.457 --> 00:01:56.377 მაგრამ აქ ამისი გაკეთბა არ შეიძლება. 00:01:56.377 --> 00:01:59.985 მარცხენა მხარეს ყოველთვის ცვლადი იწერება. 00:01:59.985 --> 00:02:05.501 მარჯვნივ კი ყოველთვის ის მნიშვნელობა იწერება, რაც გვინდა ცვლადს მივანიჭოთ. 00:02:05.501 --> 00:02:07.549 იმისთვის რომ ეს კარგად დაიმახსოვროთ, 00:02:07.549 --> 00:02:11.491 შეგიძლიათ კოდის წერისას თქვენს თავს ხმამაღლა ელაპარაკოთ 00:02:11.491 --> 00:02:15.290 და როცა დაწერთ ტოლობის ნიშანს, "უდრის"-ის მაგივრად თქვათ "ხდება". 00:02:15.290 --> 00:02:19.619 ესეიგი აქ eyeSize ხდება 20. 00:02:19.619 --> 00:02:22.049 ახლა, როცა მე eyeSize-ს პროგრამაში გამოვიყენებ, 00:02:22.049 --> 00:02:28.312 კომპიუტერი მიხვდება რომ ის ცვლადია და მასში მისი მნიშვნელობა - 20 იგულისხმება. 00:02:28.312 --> 00:02:39.614 ახლა შემიძლია ეს ოთხი რიცხვი ცვლადით, eyeSize-თი ჩავანაცვლო! 00:02:39.614 --> 00:02:43.920 ვინსტონის თვალები მშვენივრად მრგვალია და თან თანაბარი ზომის 00:02:43.920 --> 00:02:47.730 და თუ მინდა ორივე თვალის ზომის შეცვლა, 00:02:47.730 --> 00:02:51.002 შემიძლია უბრალოდ ცვლადი შევცვალო. 00:02:51.002 --> 00:02:54.309 მაგარია! 00:02:54.309 --> 00:02:55.667 კარგი, რამდენიმე შენიშვნა. 00:02:55.667 --> 00:02:58.512 აქ შევქმენით ახალი ცვლადი eyeSize. 00:02:58.512 --> 00:03:00.897 აქ კი მივანიჭეთ მნიშვნელობა 33. 00:03:00.897 --> 00:03:02.855 ეს შეგვიძლია ერთ მოქმედებაში შევასრულოთ. 00:03:02.855 --> 00:03:05.927 პირველი ეტაპი var eyeSize-ს დაწერაა, 00:03:05.927 --> 00:03:08.717 მეორე კი 33-ის მინიჭება, 00:03:08.717 --> 00:03:13.449 ხოლო თუ ამ ორ ხაზს წავშლი, ხედავთ, რომ მაინც ყველაფერი მუშაობს. 00:03:13.449 --> 00:03:16.761 ასევე გახსოვდეთ, რომ კომპიუტერი კოდს ზემოდან ქვემოთ კითხულობს, 00:03:16.761 --> 00:03:19.188 მიზეზი, რატომაც მან იცნო თუ რა არის eyeSize, 00:03:19.188 --> 00:03:21.668 არის ის, რომ ეს ცვლადი ზემოთ განვმარტეთ. 00:03:21.668 --> 00:03:25.021 ცვლადი რომ ქვემოთ დაგვეწერა, 00:03:25.021 --> 00:03:28.446 მაშინ ამ ხაზზე მისვლისთანავე შეტყობინებით მოგმართავდათ 00:03:28.446 --> 00:03:30.989 "eyeSize რაღა არის? არ ვიცი რა არის eyeSize." 00:03:30.989 --> 00:03:34.002 რეალურად, აქ ვიღებთ შეტყობინებას რომ eyeSize არაა განმარტებული. 00:03:34.002 --> 00:03:37.481 შეიძლება იფიქროთ, რომ განმარტეთ და აქ წერია, 00:03:37.481 --> 00:03:40.406 მაგრამ კომპიუტერი არაა ასე ჭკვიანი. 00:03:40.406 --> 00:03:44.029 -- დავაბრუნოთ თავში -- 00:03:44.029 --> 00:03:46.919 ყოველთვის უნდა დარწმუნდეთ, რომ ცვლადი ჯერ განმარტებული გაქვთ 00:03:46.919 --> 00:03:49.137 და შემდეგ დაიწყოთ მისი გამოყენება. 00:03:49.137 --> 00:03:51.911 თქვენ უკვე ცვლადები ისწავლეთ!