1 00:00:01,083 --> 00:00:03,846 ამ ვიდეოში ჩემი მეგობარი ვინსტონი დაგვეხმარება. 2 00:00:03,846 --> 00:00:06,424 მართალია ის უკვე ძალიან კარგად გამოიყურება, 3 00:00:06,424 --> 00:00:08,911 მაგრამ საინტერესო უნდა იყოს თვალების ზომის შეცვლა. 4 00:00:08,911 --> 00:00:10,784 აქ არის კოდი რომლითაც თვალები დავხატე. 5 00:00:10,784 --> 00:00:13,343 მითითებულია საღებავის ფერი და ორი ელიფსი. 6 00:00:13,343 --> 00:00:15,273 თუ მინდა რომ ელიფსი ზომაში შემცირდეს, 7 00:00:15,273 --> 00:00:18,011 შემიძლია შევუცვალო სიგანე, მაგრამ მინდა მრგვალი იყოს, 8 00:00:18,011 --> 00:00:20,284 ამიტომ სიმაღლესაც იგივენაირად შევცვლი. 9 00:00:20,284 --> 00:00:22,955 ასევე მინდა თვალები თანაბარი ზომის იყოს, 10 00:00:22,955 --> 00:00:25,381 ამიტომ ამ თვალის სიგრძე და სიგანეც შესაცვლელია. 11 00:00:25,381 --> 00:00:28,707 არა, ასე თვალები არ მომწონს, ჯობს დავაბრუნო. 12 00:00:28,707 --> 00:00:32,877 კარგი იქნებოდა რომ ამ ყველაფრის გაკეთება მხოლოდ ერთი რიცხვის შეცვლით შემეძლოს.. 13 00:00:32,877 --> 00:00:37,232 სწორედ ამაში გვეხმარება ცვლადები. 14 00:00:37,232 --> 00:00:41,303 ცვლადი არის ერთგვარი სახელი, ადგილი რაიმესთვის. 15 00:00:41,303 --> 00:00:44,566 მაგალითად, მე ცვლადს სიმარტივისთვის სახელიან ყუთად წარმოვიდგენ. 16 00:00:44,566 --> 00:00:47,747 ყუთში შეგიძლიათ ჩადოთ რაც მოგესურვებათ, სახელი კი იგივე დარჩება. 17 00:00:47,747 --> 00:00:53,702 ყუთს შიგნით მყოფ რაღაცას ვუწოდებთ ცვლადის მნიშვნელობას. 18 00:00:53,702 --> 00:00:55,745 მოდით დავიწყოთ ცვლადის შექმნა. 19 00:00:55,745 --> 00:00:57,564 -- ამ ყველაფერს აქ გავაკეთებ, ზემოთ -- 20 00:00:57,564 --> 00:01:00,333 ამისთვის საჭიროა დავწეროთ var, რაც ნიშნავს ცვლადს, 21 00:01:00,333 --> 00:01:02,477 გამოვტოვოთ ადგილი და დავწეროთ ცვლადის სახელი. 22 00:01:02,477 --> 00:01:04,465 ჯობს ის აღწერდეს თუ რას შეინახავს ცვლადი, 23 00:01:04,465 --> 00:01:06,007 ამიტომ ეს ცვლადი eyeSize იყოს. 24 00:01:06,007 --> 00:01:07,997 შეგიძლიათ რაც გინდათ ის უწოდოთ, 25 00:01:07,997 --> 00:01:10,043 მაგრამ სიტყვებს შორის ადგილს ვერ გამოტოვებთ. 26 00:01:10,043 --> 00:01:12,248 და ცხადია, არ დაგავიწყდეთ წერტილმძიმე. 27 00:01:12,248 --> 00:01:14,447 შევქმენით ცვლადი სახელად eyeSize. 28 00:01:14,447 --> 00:01:16,936 ეს იმიტომ, რომ ის თვალის ზომას შეინახავს. 29 00:01:16,936 --> 00:01:19,846 მაგრამ ჯერჯერობით ამ ცვლადს მნიშვნელობა არ გააჩნია. 30 00:01:19,846 --> 00:01:22,642 მნიშვნელობის მისანიჭებლად, საკმარისია დავწეროთ eyeSize, 31 00:01:22,642 --> 00:01:27,611 შემდეგ ტოლობის ნიშანი და მაგალითად, 20; 32 00:01:27,611 --> 00:01:29,370 ტოლობის ნიშანს ხომ ხედავთ? 33 00:01:29,370 --> 00:01:31,763 დაივიწყეთ ყველაფერი რაც მათემატიკიდან იცით მასზე. 34 00:01:31,763 --> 00:01:35,391 ტოლობის ნიშანი არ ნიშანვს "ტოლობას", ის ნიშნავს "მინიჭებას". 35 00:01:35,391 --> 00:01:42,014 ჩვენ ცვლად eyeSize-ს ვანიჭებთ მნიშვნელობას 20. 36 00:01:42,014 --> 00:01:45,728 სხვა სიტყვებით, ჩვენ რიცხვ 20-ს ვდებთ ყუთში სახელად eyeSize. 37 00:01:45,728 --> 00:01:48,438 ალბათ გახსოვთ რომ მათემატიკაში შეგიძლიათ თქვათ: 38 00:01:48,438 --> 00:01:51,818 x = 3 და 3 = x, 39 00:01:51,818 --> 00:01:54,457 რადგან ორივე ერთსა და იმავეს ნიშნავს, ცხადია, 40 00:01:54,457 --> 00:01:56,377 მაგრამ აქ ამისი გაკეთბა არ შეიძლება. 41 00:01:56,377 --> 00:01:59,985 მარცხენა მხარეს ყოველთვის ცვლადი იწერება. 42 00:01:59,985 --> 00:02:05,501 მარჯვნივ კი ყოველთვის ის მნიშვნელობა იწერება, რაც გვინდა ცვლადს მივანიჭოთ. 43 00:02:05,501 --> 00:02:07,549 იმისთვის რომ ეს კარგად დაიმახსოვროთ, 44 00:02:07,549 --> 00:02:11,491 შეგიძლიათ კოდის წერისას თქვენს თავს ხმამაღლა ელაპარაკოთ 45 00:02:11,491 --> 00:02:15,290 და როცა დაწერთ ტოლობის ნიშანს, "უდრის"-ის მაგივრად თქვათ "ხდება". 46 00:02:15,290 --> 00:02:19,619 ესეიგი აქ eyeSize ხდება 20. 47 00:02:19,619 --> 00:02:22,049 ახლა, როცა მე eyeSize-ს პროგრამაში გამოვიყენებ, 48 00:02:22,049 --> 00:02:28,312 კომპიუტერი მიხვდება რომ ის ცვლადია და მასში მისი მნიშვნელობა - 20 იგულისხმება. 49 00:02:28,312 --> 00:02:39,614 ახლა შემიძლია ეს ოთხი რიცხვი ცვლადით, eyeSize-თი ჩავანაცვლო! 50 00:02:39,614 --> 00:02:43,920 ვინსტონის თვალები მშვენივრად მრგვალია და თან თანაბარი ზომის 51 00:02:43,920 --> 00:02:47,730 და თუ მინდა ორივე თვალის ზომის შეცვლა, 52 00:02:47,730 --> 00:02:51,002 შემიძლია უბრალოდ ცვლადი შევცვალო. 53 00:02:51,002 --> 00:02:54,309 მაგარია! 54 00:02:54,309 --> 00:02:55,667 კარგი, რამდენიმე შენიშვნა. 55 00:02:55,667 --> 00:02:58,512 აქ შევქმენით ახალი ცვლადი eyeSize. 56 00:02:58,512 --> 00:03:00,897 აქ კი მივანიჭეთ მნიშვნელობა 33. 57 00:03:00,897 --> 00:03:02,855 ეს შეგვიძლია ერთ მოქმედებაში შევასრულოთ. 58 00:03:02,855 --> 00:03:05,927 პირველი ეტაპი var eyeSize-ს დაწერაა, 59 00:03:05,927 --> 00:03:08,717 მეორე კი 33-ის მინიჭება, 60 00:03:08,717 --> 00:03:13,449 ხოლო თუ ამ ორ ხაზს წავშლი, ხედავთ, რომ მაინც ყველაფერი მუშაობს. 61 00:03:13,449 --> 00:03:16,761 ასევე გახსოვდეთ, რომ კომპიუტერი კოდს ზემოდან ქვემოთ კითხულობს, 62 00:03:16,761 --> 00:03:19,188 მიზეზი, რატომაც მან იცნო თუ რა არის eyeSize, 63 00:03:19,188 --> 00:03:21,668 არის ის, რომ ეს ცვლადი ზემოთ განვმარტეთ. 64 00:03:21,668 --> 00:03:25,021 ცვლადი რომ ქვემოთ დაგვეწერა, 65 00:03:25,021 --> 00:03:28,446 მაშინ ამ ხაზზე მისვლისთანავე შეტყობინებით მოგმართავდათ 66 00:03:28,446 --> 00:03:30,989 "eyeSize რაღა არის? არ ვიცი რა არის eyeSize." 67 00:03:30,989 --> 00:03:34,002 რეალურად, აქ ვიღებთ შეტყობინებას რომ eyeSize არაა განმარტებული. 68 00:03:34,002 --> 00:03:37,481 შეიძლება იფიქროთ, რომ განმარტეთ და აქ წერია, 69 00:03:37,481 --> 00:03:40,406 მაგრამ კომპიუტერი არაა ასე ჭკვიანი. 70 00:03:40,406 --> 00:03:44,029 -- დავაბრუნოთ თავში -- 71 00:03:44,029 --> 00:03:46,919 ყოველთვის უნდა დარწმუნდეთ, რომ ცვლადი ჯერ განმარტებული გაქვთ 72 00:03:46,919 --> 00:03:49,137 და შემდეგ დაიწყოთ მისი გამოყენება. 73 00:03:49,137 --> 00:03:51,911 თქვენ უკვე ცვლადები ისწავლეთ!