1 00:00:00,000 --> 00:00:03,015 უკვე ვისაუბრეთ მოთხოვნის კანონზე, 2 00:00:03,015 --> 00:00:04,663 იმაზე, რომ სხვა თანაბარ პირობებში, 3 00:00:04,663 --> 00:00:08,764 თუ ფასი გაიზრდება, მოთხოვნის რაოდენობა მცირდება 4 00:00:08,764 --> 00:00:11,258 თუ ფასი შემცირდება, მოთხოვნის რაოდენობა გაიზრდება, 5 00:00:11,258 --> 00:00:13,401 თუ ყველა სხვა ფაქტორს უცვლელს დავტოვებთ, 6 00:00:13,401 --> 00:00:18,107 ceteris paribus, ჩვენ უბრალოდ გადავადგილდებით ამ მრუდზე ფასის მიხედვით, 7 00:00:18,107 --> 00:00:23,394 მაგრამ ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რა მოხდება თუკი სხვა ფაქტორებსაც შევცვლით. 8 00:00:23,394 --> 00:00:24,911 როგორ შეიცვლება მოთხოვნა? 9 00:00:24,911 --> 00:00:31,845 წინა ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ დაკავშირებული პროდუქტების ფასებზე, ისევე როგორც 10 00:00:31,845 --> 00:00:34,977 ურთირთშემცვლელებზე, ასევე ურთიერთშემავსებლებზე. 11 00:00:34,977 --> 00:00:39,546 მათი ცვლილება როგორ შეცვლიდა მოთხოვნას. 12 00:00:39,546 --> 00:00:42,475 მთლიან მრუდს და არა რომელიმე წერტილს. 13 00:00:42,475 --> 00:00:47,893 ახლა კი ვისაუბროთ კიდევ ერთ ფაქტორზე, რომელსაც აქამდე უცვლელს ვტოვებდით. 14 00:00:47,893 --> 00:00:51,275 ვიფიქროთ როგორ შეიცვლება მოთხოვნა, მთლიანი მრუდი, 15 00:00:51,275 --> 00:00:56,380 თუ შეიცვალა მომავალი ფასების მოლოდინი. 16 00:00:56,434 --> 00:01:04,654 მომავალი მოსალოდნელი ფასები. 17 00:01:04,654 --> 00:01:09,813 განვიხილოთ პირველი შემთხვევა. 18 00:01:12,473 --> 00:01:19,409 ვთქვათ ხალხი არ მოელოდა, რომ ჩემი ელ-წიგნის ფასი შეიცვლებოდა, მაგრამ უცბად 19 00:01:19,409 --> 00:01:22,946 ისინი ელიან რომ ფასი შეიცვლება. 20 00:01:22,946 --> 00:01:26,799 ისინი ფიქრობენ, რომ ფასი მომავალში გაიზრდება 21 00:01:26,799 --> 00:01:40,214 მოსალოდნელი ფასები გაიზარდა. რა მოხდება ამ დროს? 22 00:01:40,214 --> 00:01:49,448 თუ ფიქრობ, რომ პროდუქტის ფასი გაიზრდება და ისეთი პროდუქტია, რომლის შენახვაც შეგიძლია, 23 00:01:49,448 --> 00:01:53,528 მეტად სავარაუდოა, რომ იყიდი მას, სანამ ფასი გაიზრდება. 24 00:01:53,575 --> 00:01:59,078 მრუდზე ფასის წერტილის მიუხედავად, 25 00:01:59,078 --> 00:02:03,109 ხალხს მეტად სურს პროდუქტის შეძენა ახლა, ნაცვლად იმისა, რომ მომავალში იყიდოს. 26 00:02:03,109 --> 00:02:07,699 შედეგად მოთხოვნის რაოდენობა გაიზრდება ყველა წერტილისთვის. 27 00:02:07,699 --> 00:02:10,895 $2-ად მეტ ხალხს სურს ის შეიძინოს, სანამ ფასი გაიზრდება. 28 00:02:10,895 --> 00:02:15,133 $4-ად მეტ ხალხს სურს ის შეიძინოს, სანამ ფასი გაიზრდება. 29 00:02:15,133 --> 00:02:20,695 რადგან მოლოდინი განსხვავებულია, ელიან ფასების ზრდას, 30 00:02:20,695 --> 00:02:23,699 ეს მთლიან მოთხოვნას გადააადგილებს მარჯვნივ 31 00:02:23,699 --> 00:02:27,211 ანუ მთლიანი მოთხოვნის მრუდი გადაიწევს მარჯვნივ. 32 00:02:27,211 --> 00:02:33,412 ეს არის პირველი შემთხვევა და გვიჩვენებს მრუდის ცვლილებას მოლოდინის ცვლილიბისას. 33 00:02:33,412 --> 00:02:36,769 ეს იქნება შემთხვევა 1. 34 00:02:36,769 --> 00:02:42,495 მთლიანი მრუდის გადაწევით, შეიძლება ითქვას, რომ იზრდება მოთხოვნა. 35 00:02:42,495 --> 00:02:44,530 ანუ ეს ნიშნავს მოთხოვნის გაზრდას. 36 00:02:44,530 --> 00:02:51,615 და როცა ვსაუბრობთ მოთხოვნაზე, უკვე ალბათ დაგღალეთ ამის გამეორებით, 37 00:02:51,615 --> 00:02:56,694 არ ვსაუბრობ კონკრეტულ რაოდენობაზე, არამედ მთლიანი მრუდის მარჯვნივ გადაწევაზე. 38 00:02:56,694 --> 00:03:01,331 ფასების ზრდის მოლოდინი იწვევს მოთხოვნის გაზრდას, 39 00:03:01,331 --> 00:03:04,978 და მთლიანი მრუდი გადაინაცვლებს მარჯვნივ. 40 00:03:04,978 --> 00:03:09,932 ახლა კი საპირისპირო შემთხვევა განვიხილოთ. შემთხვევა 2. 41 00:03:09,932 --> 00:03:18,017 აქამდე ხალხს არ ჰქონდა ფასის ცვლილების მოლოდინი, ეგონათ ის უცვლელი დარჩებოდა. 42 00:03:18,017 --> 00:03:33,282 ახლა კი ელიან მომავალში ფასების კლებას. ეს ხშირად ხდება სამომხმარებლო ელექტრონიკაში. 43 00:03:33,282 --> 00:03:37,900 როდესაც ყიდულობ ლეპტოპს ან რამე სხვა მოწყობილობას, 44 00:03:37,900 --> 00:03:41,866 შენ ელი, რომ ფასები მომავალში შემცირდება. 45 00:03:41,866 --> 00:03:48,826 თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ მოლოდინის ცვლილებაზე, იქნებ აქამდე არ ელოდი შემცირებას, ან ელოდი 46 00:03:48,826 --> 00:03:54,151 მაგრამ ახლა გგონია, რომ ისინი უფრო სწრაფად დაიკლებს. შედეგად, მას ახლა აღარ იყიდი. 47 00:03:54,151 --> 00:03:57,893 ანუ თუ აქამდე გეგონა, რომ ფასები მაინცდამაინც არ შეიცვლებოდა, 48 00:03:57,893 --> 00:04:01,876 ახლა კი ელი მათ შემცირებას, შემ ამჯობინებ 49 00:04:01,876 --> 00:04:08,632 რომ მოიცადო, რაც, რა თქმა უნდა, შეამცირებს მოთხოვნას 50 00:04:08,632 --> 00:04:13,546 ანუ ამ შემთხვევაში მრუდი გადავა მარცხნივ, 51 00:04:13,546 --> 00:04:17,716 რადგან ნებისმიერი ფასისთვის შემცირდება მოთხოვნის რაოდენობა. 52 00:04:17,716 --> 00:04:21,716 მოთხოვნა შემცირდება და მრუდი გადაიწევს მარცხნივ. 53 00:04:23,869 --> 00:04:33,229 ანუ მეორე შემთხვევაში, მოთხოვნა შემცირდა.