1 00:00:01,000 --> 00:00:03,000 უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში 2 00:00:03,000 --> 00:00:05,000 ვაშენებთ გარეუბნებს, რომელთაც 3 00:00:05,000 --> 00:00:07,000 თან ახლავს მრავალი გაუთვალისწინებელი შედეგი. 4 00:00:07,000 --> 00:00:10,000 მე გესაუბრებით რამდენიმე მათგანზე 5 00:00:10,000 --> 00:00:13,000 და წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო პროექტთა კრებულს, 6 00:00:13,000 --> 00:00:16,000 რომელიც ვფიქრობ, გვაძლევს 7 00:00:16,000 --> 00:00:18,000 ოპტიმიზმის საფუძველს 8 00:00:18,000 --> 00:00:21,000 იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი 50 წლის დიდი დიზაინერული და ევოლუციური პროექტები 9 00:00:21,000 --> 00:00:24,000 იქნება გარეუბნების განახლება. 10 00:00:24,000 --> 00:00:27,000 იქნება ეს გაუქმების პირას მყოფი სავაჭრო ცენტრების 11 00:00:27,000 --> 00:00:30,000 თუ მიტოვებული უნივერმაღების გარდაქმნა და გამოცოცხლება, 12 00:00:30,000 --> 00:00:32,000 ან ხელოვნური ჭაობების შექმნა 13 00:00:32,000 --> 00:00:34,000 ავტოსადგომების ადგილას. 14 00:00:34,000 --> 00:00:36,000 ვფიქრობ, რომ 15 00:00:36,000 --> 00:00:38,000 მზარდი რიცხვი 16 00:00:38,000 --> 00:00:40,000 მიტოვებული და ნაკლებად გამოყენებადი სივრცეებისა, 17 00:00:40,000 --> 00:00:42,000 განსაკუთრებით კი საცალო ვაჭრობის ობიექტები, 18 00:00:42,000 --> 00:00:44,000 მთელი გარეუბნების მასშტაბით 19 00:00:44,000 --> 00:00:47,000 რეალურად, გვაძლევს უდიდეს შესაძლებლობას 20 00:00:47,000 --> 00:00:49,000 გამოვიყენოთ ამჟამად არსებული, 21 00:00:49,000 --> 00:00:51,000 ყველაზე ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი ლანდშაფტები 22 00:00:51,000 --> 00:00:53,000 და გადავაქციოთ ისინი 23 00:00:53,000 --> 00:00:55,000 უფრო მეტად მდგრად სივრცეებად. 24 00:00:55,000 --> 00:00:58,000 ამ პროცესის განმავლობაში საშუალება მოგვეცემა 25 00:00:58,000 --> 00:01:00,000 ზრდის ეს ტენდენციები 26 00:01:00,000 --> 00:01:02,000 დავაბრუნოთ უკვე არსებულ სათემო გაერთიანებებში, 27 00:01:02,000 --> 00:01:04,000 რომლებიც გამოიყენებენ მას 28 00:01:04,000 --> 00:01:06,000 და სადაც არსებობს აუცილებელი ინფრასტრუქტურა. 29 00:01:06,000 --> 00:01:08,000 ამ გზით კი თავიდან ავიცილებთ 30 00:01:08,000 --> 00:01:10,000 ხეების ჩეხვას 31 00:01:10,000 --> 00:01:12,000 და მწვანე ზოლის შემცირებას. 32 00:01:12,000 --> 00:01:15,000 და, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? 33 00:01:15,000 --> 00:01:18,000 ვფიქრობ, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, 34 00:01:18,000 --> 00:01:21,000 და არ დავიწყებ მათ დეტალურად ჩამოთვლას, მხოლოდ რამდენიმეს ვახსენებ. 35 00:01:21,000 --> 00:01:24,000 კლიმატის ცვლილების კუთხიდან რომ შევხედოთ, 36 00:01:24,000 --> 00:01:26,000 საშუალოდ, ურბანულ არეალში (ქალაქის ცენტრში) მცხოვრებ ამერიკელს 37 00:01:26,000 --> 00:01:29,000 ფეხის ნაკვალევის 1/3 ნახშირბადიანი აქვს 38 00:01:29,000 --> 00:01:32,000 გარეუბნის მაცხოვრებლის საშუალო მაჩვენებელზე, 39 00:01:32,000 --> 00:01:35,000 განსაკუთრებით იმიტომ, რომ გარეუბნების მაცხოვრებებლები უფრო ხშირად გადაადგილდებიან ავტომობილით, 40 00:01:35,000 --> 00:01:38,000 ცხოვრობენ განცალკევებულ შენობებში 41 00:01:38,000 --> 00:01:40,000 და არსებობს გაცილებით უფრო მეტი გარე ზედაპირი, 42 00:01:40,000 --> 00:01:42,000 საიდანაც ხდება ენერგიის გაჟონვა. 43 00:01:43,000 --> 00:01:45,000 შესაბამისად, კონკრეტულად 44 00:01:45,000 --> 00:01:48,000 კლიმატის ცვლილების გადმოსახედიდან, 45 00:01:48,000 --> 00:01:50,000 ქალაქები უკვე არის 46 00:01:50,000 --> 00:01:52,000 შედარებით მწვანე. 47 00:01:52,000 --> 00:01:54,000 სითბური აირების 48 00:01:54,000 --> 00:01:56,000 გამოყოფის შემცირების შესაძლებლობა 49 00:01:56,000 --> 00:01:58,000 მდგომარეობს 50 00:01:58,000 --> 00:02:00,000 გარეუბნების ურბანიზაციაში. 51 00:02:00,000 --> 00:02:03,000 გარეუბნებში ავტომობილებით გადაადგილებით 52 00:02:03,000 --> 00:02:06,000 ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენ მიერ დაფარული მანძილი. 53 00:02:06,000 --> 00:02:08,000 ენერგოეფექტურობაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად 54 00:02:08,000 --> 00:02:10,000 ამან გაზარდა ჩვენი დამოკიდებულება 55 00:02:10,000 --> 00:02:12,000 უცხოურ ნავთობზე. 56 00:02:12,000 --> 00:02:14,000 ჩვენ ბევრად მეტს ვმოძრაობთ ავტომობილით; 57 00:02:14,000 --> 00:02:16,000 ვერ შევძელით ფეხი აგვეწყო ტექნოლოგიებზე. 58 00:02:16,000 --> 00:02:18,000 საზოგადოებრივი ჯანდაცვა კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენს იმისა, 59 00:02:18,000 --> 00:02:20,000 თუ რატომ უნდა ვიფიქროთ გარდაქმნაზე. 60 00:02:20,000 --> 00:02:23,000 CDC-ის (ა.შ.შ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი) და სხვა მკვლევარები 61 00:02:23,000 --> 00:02:25,000 კიდევ უფრო მეტად აკავშირებენ 62 00:02:25,000 --> 00:02:27,000 საგარეუბნო განვითარებას 63 00:02:27,000 --> 00:02:29,000 მჯდომიარე ცხოვრების წესთან. 64 00:02:29,000 --> 00:02:31,000 ეს კი თავის მხრივ, კავშირშია 65 00:02:31,000 --> 00:02:33,000 კიდევ უფრო სახიფათო, 66 00:02:33,000 --> 00:02:35,000 სიმსუქნის შემთხვევების ზრდასთან, 67 00:02:35,000 --> 00:02:38,000 რომელიც ნაჩვენებია აქ მოცემულ რუკებზე 68 00:02:38,000 --> 00:02:40,000 და რომელიც, ხელს უწყობს 69 00:02:40,000 --> 00:02:42,000 გულის დაავადებებისა 70 00:02:42,000 --> 00:02:44,000 და დიაბეტის გაზრდას 71 00:02:44,000 --> 00:02:46,000 იმ დონემდე, რომ დღევანდელი ალბათობით, 72 00:02:46,000 --> 00:02:48,000 3-დან 1 ახალშობილი 73 00:02:48,000 --> 00:02:50,000 დიაბეტით დაავადების რისკის ქვეშ იმყოფება. 74 00:02:50,000 --> 00:02:53,000 და კვლავაც, განვითარების ჩვენი თავისებურებებიდან გამომდინარე, 75 00:02:53,000 --> 00:02:55,000 ეს მაჩვენებლი იმავე სისწრაფით იზრდება, 76 00:02:55,000 --> 00:02:57,000 რაც იმ ბავშვების რაოდენობა, 77 00:02:57,000 --> 00:02:59,000 რომლებიც სკოლაში ფეხით აღარ დადიან. 78 00:02:59,000 --> 00:03:02,000 დაბოლოს, არსებობს ხელმისაწვდომობის საკითხიც. 79 00:03:03,000 --> 00:03:06,000 ვგულისხმოვ იმას, თუ რამდენად ხელმისაწვდომია 80 00:03:06,000 --> 00:03:09,000 გარეუბნად ცხოვრების გაგრძელება 81 00:03:09,000 --> 00:03:11,000 საწვავის მზარდი ფასების პირობებში? 82 00:03:11,000 --> 00:03:14,000 საგარეუბნო ექსპანსია იაფფასიან მიწებზე 83 00:03:14,000 --> 00:03:16,000 უკანასკნელი 50 წლის მანძილზე - 84 00:03:16,000 --> 00:03:18,000 მოგეხსენებათ, რომ მოშორებულ ადგილებში მიწა უფრო იაფია - 85 00:03:18,000 --> 00:03:20,000 დაეხმარა ოჯახთა მრავალ თაობას 86 00:03:20,000 --> 00:03:22,000 აეხდინათ ამერიკული ოცნება. 87 00:03:22,000 --> 00:03:24,000 თუმცა, 88 00:03:24,000 --> 00:03:26,000 ის მოსალოდნელი დანაზოგები, რომელსაც 89 00:03:26,000 --> 00:03:28,000 გვთავაზობდა ჩვენივე საბაზისო პრინციპი 90 00:03:28,000 --> 00:03:30,000 "იმოძრავე მანამდე, სანამ არ მიაგნებ ხელმისაწვდომობას" 91 00:03:30,000 --> 00:03:32,000 სულ უფრო მეტად ქრება 92 00:03:32,000 --> 00:03:35,000 თუკი გავითვალისწინებთ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 93 00:03:35,000 --> 00:03:37,000 მაგალითად, აქ ატლანტაში, 94 00:03:37,000 --> 00:03:39,000 ოჯახების ნახევარის 95 00:03:39,000 --> 00:03:42,000 ყოველწლიური შემოსავალი მერყეობს 20 000 - 50 000 აშშ დოლარის ფარგლებში, 96 00:03:42,000 --> 00:03:45,000 რომელთა 29% 97 00:03:45,000 --> 00:03:47,000 საცხოვრებელზე, 98 00:03:47,000 --> 00:03:49,000 ხოლო 32% 99 00:03:49,000 --> 00:03:51,000 ტრანსპორტზე იხარჯება. 100 00:03:51,000 --> 00:03:53,000 ეს 2005 წლის მონაცემებია, 101 00:03:53,000 --> 00:03:56,000 ჯერ კიდევ მაშინდელი, სანამ ერთი გალონი (3.78 ლიტრი) 4 აშშ დოლარი ეღირებოდა. 102 00:03:56,000 --> 00:03:58,000 როგორც იცით, რეალურად არცერთი ჩვენგანი 103 00:03:58,000 --> 00:04:01,000 არ აკეთებს ტრანპორტის ხარჯების მათემატიკურ გამოთვლებს 104 00:04:01,000 --> 00:04:03,000 და ეს ხარჯები უახლოეს მომავალში 105 00:04:03,000 --> 00:04:05,000 ნამდვილად არ შემცირდება. 106 00:04:05,000 --> 00:04:08,000 მიუხედავად იმისა, მოგწონთ გარეუბნების სართულოვანი ინტიმურობის პრინციპი 107 00:04:08,000 --> 00:04:10,000 თუ ვერ იტანთ უსიცოცხლო სავაჭრო ზონებს, 108 00:04:10,000 --> 00:04:13,000 არსებობს რიგი მიზეზებისა, რის გამოც მნიშვნელოვანია გარდაქმნების განხორციელება. 109 00:04:13,000 --> 00:04:15,000 თუმცა, არის კი პრაქტიკული? 110 00:04:15,000 --> 00:04:17,000 მე ვფიქრობ, რომ არის. 111 00:04:17,000 --> 00:04:19,000 ჯუნ უილიამსონი და მე ათწლეულის მანძილზე 112 00:04:19,000 --> 00:04:21,000 ვიკლვევთ ამ საკითხს 113 00:04:21,000 --> 00:04:23,000 და აღმოვაჩინეთ 80-ზე მეტი 114 00:04:23,000 --> 00:04:26,000 სხვადასხვა პროექტი. 115 00:04:26,000 --> 00:04:28,000 მაგრამ, რეალურად ეს პროექტები ბაზრის მოთხოვნებს ეფუძნება 116 00:04:28,000 --> 00:04:31,000 და ბაზრის მამოძრავებელი - პირველ რიგში - 117 00:04:31,000 --> 00:04:34,000 არის დიდი დემოგრაფიული ცვლილებები. 118 00:04:34,000 --> 00:04:37,000 ჩვენ გარეუბანს ზოგადად აღვიქვამთ, 119 00:04:37,000 --> 00:04:40,000 როგორც ოჯახზე ორიენტირებულ ადგილს, 120 00:04:40,000 --> 00:04:43,000 თუმცა სინამდვილეში ეს ასე აღარაა. 121 00:04:43,000 --> 00:04:45,000 2000 წლიდან მოყოლებული, 122 00:04:45,000 --> 00:04:48,000 გარეუბნებში მცხოვრები ოჯახების 2/3-ს 123 00:04:48,000 --> 00:04:51,000 შვილი არ ჰყოლია. 124 00:04:51,000 --> 00:04:54,000 უბრალოდ, ჩვენ არ გაგვიაზრებია ამ საკითხის რეალური ხასიათი. 125 00:04:54,000 --> 00:04:57,000 ამის (შვილის არ ყოლის) მთავარი მიზეზები უნდა ვეძებოთ 126 00:04:57,000 --> 00:04:59,000 ამჟამინდელი ორი დიდი 127 00:04:59,000 --> 00:05:01,000 დემოგრაფიული ჯგუფის დომინანტობაში: 128 00:05:01,000 --> 00:05:04,000 დემოგრაფიული აფეთქების (1946-1964) თაობა, რომელიც პენსიაზე გადის, 129 00:05:04,000 --> 00:05:06,000 შემდეგ მოდის რღვევა, 130 00:05:06,000 --> 00:05:08,000 საკმაოდ პატარა, თაობა X. 131 00:05:08,000 --> 00:05:10,000 ისინი ჯერ კიდევ აჩენენ შვილებს - 132 00:05:10,000 --> 00:05:13,000 თუმცა თაობა Y-ის წარმომადგენლები ჯერ არ არიან 133 00:05:13,000 --> 00:05:15,000 შვილის ყოლის ასაკში 134 00:05:15,000 --> 00:05:18,000 და მეორე დიდ თაობას განეკუთვნებიან. 135 00:05:18,000 --> 00:05:20,000 ამის შედეგად, 136 00:05:20,000 --> 00:05:22,000 დემოგრაფები წინასწარმეტყველებენ, 137 00:05:22,000 --> 00:05:24,000 რომ 2025 წლისთვის, 138 00:05:24,000 --> 00:05:27,000 ახალი ოჯახების 75-80 პროცენტს 139 00:05:27,000 --> 00:05:30,000 შვილი არ ეყოლება. 140 00:05:30,000 --> 00:05:33,000 ხოლო, საბაზრო და სამომხმარებლო კვლევები, 141 00:05:33,000 --> 00:05:35,000 რომელთაც შეისწავლეს მრავალშვილიანებისა და თაობა Y-ის 142 00:05:35,000 --> 00:05:37,000 სურვილი თუ რა მოეწონებოდათ, 143 00:05:37,000 --> 00:05:39,000 სად არჩევდნენ ცხოვრებას, 144 00:05:39,000 --> 00:05:42,000 მიუთითებს იმაზე, რომ გარეუბნებში 145 00:05:42,000 --> 00:05:45,000 უდიდესი მოთხოვნა იქნება 146 00:05:45,000 --> 00:05:48,000 ურბანული ცხოვრების სტილზე 147 00:05:48,000 --> 00:05:51,000 და ეს ტენდენცია უკვე შესამჩნევია. 148 00:05:51,000 --> 00:05:54,000 ეს ძირითადად, ნიშნავს იმას, რომ დემოგრაფიული აფეთქების თაობის წარმომადგენლებს 149 00:05:54,000 --> 00:05:56,000 სახლში ურჩევნიათ დაბერება, ხოლო თაობა Y არჩევს 150 00:05:56,000 --> 00:05:58,000 ურბანული ცხოვრების სტილს, 151 00:05:58,000 --> 00:06:01,000 თუმცა მათი სამუშაო ადგილები კვლავაც ქალაქგარეთ იქნება. 152 00:06:01,000 --> 00:06:04,000 ცვლილების კიდევ ერთი დინამიკა ვლინდება 153 00:06:04,000 --> 00:06:06,000 ნაკლებად გამოყენებადი ასფალტის 154 00:06:06,000 --> 00:06:08,000 სრული ექსპლუატაცია. 155 00:06:08,000 --> 00:06:10,000 კვლავაც ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი სახელი იქნებოდა 156 00:06:10,000 --> 00:06:12,000 ინდი როკ ბენდისთვის, 157 00:06:12,000 --> 00:06:15,000 თუმცა დეველოპერები, ზოგადად ამ ტერმინით იხსენიებენ 158 00:06:15,000 --> 00:06:18,000 არასათანადო გამოყენების მქონე ავტოსადგომებს - 159 00:06:18,000 --> 00:06:21,000 გარეუბნებში კი ისინი მრავლადაა. 160 00:06:21,000 --> 00:06:24,000 როდესაც, ომის შემდგომ პერიოდში პირველად გაშენდა გარეუბნები 161 00:06:24,000 --> 00:06:26,000 ქალაქის ცენტრიდან მოშორებულ 162 00:06:26,000 --> 00:06:28,000 იაფფასიან მიწაზე, 163 00:06:28,000 --> 00:06:30,000 მიწისზედა პარკირების შექმნაც 164 00:06:30,000 --> 00:06:32,000 მნიშვნელოვანი იყო. 165 00:06:32,000 --> 00:06:34,000 მაგრამ ეს ადგილები, სულ უფრო მეტად 166 00:06:34,000 --> 00:06:36,000 მივიწყებული ხდება, 167 00:06:36,000 --> 00:06:38,000 ხოლო ტერიტორიული გაფართოების შედეგად, 168 00:06:38,000 --> 00:06:41,000 ამჟამად მათ 169 00:06:41,000 --> 00:06:43,000 შედარებით ცენტრალური ადგილმდებარეობა უკავიათ. 170 00:06:43,000 --> 00:06:46,000 უკვე აღარ აქვს აზრი ამ ადგილებში მიწისზედა პარკინგების მშენებლობას. 171 00:06:46,000 --> 00:06:49,000 ეს მიწები უფრო მეტად ღირებულია, ვიდრე მხოლოდ მიწისზედა ავტოსადგომები. 172 00:06:49,000 --> 00:06:51,000 დღეისთვის, მნიშვნელოვანია დავბრუნდეთ უკან, 173 00:06:51,000 --> 00:06:54,000 გადავფაროთ ეს ადგილები 174 00:06:54,000 --> 00:06:56,000 და ავაგოთ შენობები. 175 00:06:56,000 --> 00:06:58,000 მაშ, რა უნდა ვუყოთ 176 00:06:58,000 --> 00:07:00,000 გაუქმებულ სავაჭრო ცენტრსა 177 00:07:00,000 --> 00:07:02,000 და ცარიელ ოფისებს? 178 00:07:02,000 --> 00:07:05,000 ნებისმიერი რამ. 179 00:07:05,000 --> 00:07:07,000 ისეთი ნელა განვითარებადი ეკონომიკისათვის, როგორიც ჩვენია (აშშ), 180 00:07:07,000 --> 00:07:09,000 ასეთი ადგილების რეაბილიტაცია 181 00:07:09,000 --> 00:07:11,000 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტრატეგიაა. 182 00:07:11,000 --> 00:07:13,000 ეს არის ერთი მიტოვებული 183 00:07:13,000 --> 00:07:15,000 სავაჭრო ცენტრი სენტ ლუისში, 184 00:07:15,000 --> 00:07:18,000 რომელიც ხელოვნების ცენტრად გადააკეთეს. 185 00:07:18,000 --> 00:07:20,000 ამჟამად აქ თავს იყრის არტისტთა სახელოსნოები, 186 00:07:20,000 --> 00:07:22,000 თეატრალური ჯგუფები, საცეკვაო ანსამბლები. 187 00:07:22,000 --> 00:07:24,000 იმდენად შემოსავლიანი აღარ არის, 188 00:07:24,000 --> 00:07:26,000 როგორც ეს ადრე იყო, 189 00:07:26,000 --> 00:07:28,000 თუმცა საზოგადოებრივი გამოყენებისაა, 190 00:07:28,000 --> 00:07:30,000 სიცოცხლეს ინარჩუნებს და 191 00:07:30,000 --> 00:07:33,000 ჩემი აზრით, ნამდვილად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ხდება. 192 00:07:33,000 --> 00:07:35,000 სხვა მიტოვებული ცენტრები გადაკეთდა 193 00:07:35,000 --> 00:07:37,000 მოხუცთა თავშესაფრებად, 194 00:07:37,000 --> 00:07:39,000 უნივერსიტეტებად 195 00:07:39,000 --> 00:07:41,000 და მრავალი სახეობის საოფისე სივრცეებად. 196 00:07:41,000 --> 00:07:43,000 ასევე აღმოვაჩინეთ მრავალი 197 00:07:43,000 --> 00:07:45,000 სავაჭრო ცენტრი, 198 00:07:45,000 --> 00:07:47,000 რომლებიც გადაკეთებული იყო 199 00:07:47,000 --> 00:07:50,000 საზოგადოებრივი გამოყენების ყველანაირი სახეობის სივრცეებად - 200 00:07:50,000 --> 00:07:53,000 მრავალი სკოლა, ეკლესია და 201 00:07:53,000 --> 00:07:55,000 ამის მსგავსი ბიბლიოთეკები. 202 00:07:55,000 --> 00:07:58,000 ეს იყო პატარა სასურსათო მაღაზია FOOD LION, 203 00:07:58,000 --> 00:08:01,000 რომელიც ამჟამად საჯარო ბიბლიოთეკაა. 204 00:08:02,000 --> 00:08:05,000 ამასთანავე, ვფიქრობ, შესანიშნავად შეძლეს 205 00:08:05,000 --> 00:08:07,000 ავტოსადგომის ნაწილის გაუქმების შედეგად, 206 00:08:07,000 --> 00:08:10,000 წყლის ჭარბი ჩამონადენის შემკრები და გამწმენდი ბიოფილტრების მონტაჟი 207 00:08:10,000 --> 00:08:13,000 და საცხოვრებელ ტერიტორიასთან დამაკავშირებელი 208 00:08:13,000 --> 00:08:15,000 ტროტუარების შექმნა. 209 00:08:15,000 --> 00:08:17,000 სავაჭრო ზონის 210 00:08:17,000 --> 00:08:20,000 ერთი პატარა მაღაზიისგან შექმნეს 211 00:08:20,000 --> 00:08:23,000 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი. 212 00:08:23,000 --> 00:08:26,000 ეს არის L ფორმის მცირე ზომის სავაჭრო ცენტრი 213 00:08:26,000 --> 00:08:28,000 ფენიქსში, არიზონას შტატი. 214 00:08:28,000 --> 00:08:31,000 რეალურად კი, კარგად გადაღებეს, 215 00:08:31,000 --> 00:08:33,000 დაამატეს გასტრონომია 216 00:08:33,000 --> 00:08:36,000 და ძველი ფოსტის ოფისში გახსნეს რესტორანი. 217 00:08:36,000 --> 00:08:39,000 ყოველთვის სათანადოდ დააფასეთ საკვების ძალა 218 00:08:39,000 --> 00:08:41,000 კონკრეტული ადგილის, 219 00:08:41,000 --> 00:08:43,000 დანიშნულების ადგილად ქცევაში. 220 00:08:43,000 --> 00:08:46,000 ეს იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ქუჩის მეორე მხარეც აითვისეს. 221 00:08:46,000 --> 00:08:49,000 უბნის უძრავი ქონების სარეკლამო აბრები 222 00:08:49,000 --> 00:08:51,000 კი ამაყად გვაუწყებენ: 223 00:08:51,000 --> 00:08:54,000 „Le Grande Orange-დან რამდენიმე ნაბიჯში“, 224 00:08:54,000 --> 00:08:57,000 რადგანაც, სწორედ ეს სთავაზობს მის მაცხოვრებელებს იმას, 225 00:08:57,000 --> 00:08:59,000 რასაც სოციოლოგები უწოდებენ 226 00:08:59,000 --> 00:09:01,000 „მესამე ადგილს“. 227 00:09:01,000 --> 00:09:03,000 თუკი სახლი არის პირველი 228 00:09:03,000 --> 00:09:05,000 და სამსახური მეორე, 229 00:09:05,000 --> 00:09:07,000 მესამე ადგილი იქნება ის სადაც მიდიხარ გასართობად 230 00:09:07,000 --> 00:09:09,000 იძენ მეგობრებს. 231 00:09:09,000 --> 00:09:11,000 განსაკუთრებით კი ამ პირობებში, როდესაც გარეუბნები 232 00:09:11,000 --> 00:09:13,000 სულ უფრო ნაკლებად ორიენტირებული ხდება 233 00:09:13,000 --> 00:09:15,000 საოჯახო ცხოვრებაზე, 234 00:09:15,000 --> 00:09:17,000 მესამე ადგილებზე მოთხოვნა 235 00:09:17,000 --> 00:09:20,000 სულ უფრო მეტია. 236 00:09:20,000 --> 00:09:23,000 ყველაზე შთამბეჭდავი გარდაქმნები 237 00:09:23,000 --> 00:09:25,000 რეალურად მიეწერება შემდეგ კატეგორიას, 238 00:09:25,000 --> 00:09:27,000 შემდეგ სტრატეგიას: რეკონსტრუქცია. 239 00:09:27,000 --> 00:09:29,000 ბუმის პერიოდში არსებობდა რეკონსტრუქციის 240 00:09:29,000 --> 00:09:31,000 რამდენიმე ძალზედ რადიკალური პროექტი, 241 00:09:31,000 --> 00:09:33,000 რომლის მიხედვით, ხდებოდა შენობის 242 00:09:33,000 --> 00:09:36,000 მიწასთან გასწორება და იმავე ადგილას ახლის აშენება 243 00:09:36,000 --> 00:09:38,000 მნიშვნელოვნად გაზრდილი სიმჭიდროვით, 244 00:09:38,000 --> 00:09:41,000 გარკვეული ტიპის კომპაქტური, ფეხით სასიარულო უბნები. 245 00:09:41,000 --> 00:09:43,000 მაგრამ რამდენიმე მათგანი ეტაპობრივ ხასიათს ატარებდა. 246 00:09:43,000 --> 00:09:45,000 ეს არის Mashpee Commons, 247 00:09:45,000 --> 00:09:47,000 გარდაქმნის ყველაზე ძველი ნიმუში რაც კი აღმოვაჩინეთ. 248 00:09:47,000 --> 00:09:50,000 ბოლო 20 წლის მანძილზე იქაურ ავტოსადგომებზე მშენებლობებით 249 00:09:50,000 --> 00:09:52,000 ეტაპობრივად ხდებოდა 250 00:09:52,000 --> 00:09:54,000 ამ ადგილის ურბანიზება. 251 00:09:54,000 --> 00:09:56,000 შავ-თეთრ ფოტოზე აღბეჭდილია 252 00:09:56,000 --> 00:09:58,000 60-იანი წლების სავაჭრო ცენტრი. 253 00:09:58,000 --> 00:10:00,000 ზედა რუკებზე ნაჩვენებია 254 00:10:00,000 --> 00:10:02,000 თუ როგორ გარდაიქმნა იგი ეტაპობრივად 255 00:10:02,000 --> 00:10:04,000 ახალი ინგლისის 256 00:10:04,000 --> 00:10:07,000 ერთ პატარა, კომპაქტურ, მრავალფუნქციურ სოფლად 257 00:10:07,000 --> 00:10:10,000 და უკვე არსებობს დამტკიცებული გეგმა, რომლის მიხედვით 258 00:10:10,000 --> 00:10:13,000 იგი დაუკავშირდება 259 00:10:13,000 --> 00:10:15,000 ახალ საცხოვრებელ უბნებს 260 00:10:15,000 --> 00:10:17,000 და მეორე მხარეს 261 00:10:17,000 --> 00:10:19,000 სატრანსპორტო არტერიების მეშვეობით. 262 00:10:19,000 --> 00:10:21,000 და რამდენადაც მოგეხსენებათ, ხოგჯერ ასე ეტაპობრივად ხდება ყველაფერი, 263 00:10:21,000 --> 00:10:24,000 ზოგჯერ კი ერთბაშად. 264 00:10:24,000 --> 00:10:27,000 ეს არის ავტოსადგომების ადგილას მშენებლობის კიდევ ერთი პროექტი, 265 00:10:27,000 --> 00:10:30,000 ოფისები ვაშინგტონის გარეუბანში. 266 00:10:30,000 --> 00:10:33,000 როდესაც მეტროს ქსელი გაფართოვდა გარეუბნებში 267 00:10:33,000 --> 00:10:36,000 და ამ ადგილის მახლობლად გაიხსნა ახალი სადგური, 268 00:10:36,000 --> 00:10:38,000 მეპატრონეებმა მიიღეს გადაწყვეტილება 269 00:10:38,000 --> 00:10:41,000 აეშენებინათ ახალი პარკინგის შენობა 270 00:10:41,000 --> 00:10:44,000 და შემდეგ მის სახურავზე, 271 00:10:44,000 --> 00:10:47,000 ახალი მთავარი ქუჩა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, 272 00:10:47,000 --> 00:10:49,000 და კონდომინიუმი 273 00:10:49,000 --> 00:10:51,000 იმავე დროს დაეტოვებინათ არსებული საოფისე შენობები. 274 00:10:51,000 --> 00:10:54,000 ეს არის ადგილი 1940 წელს: 275 00:10:54,000 --> 00:10:56,000 იგი წარმოადგენდა 276 00:10:56,000 --> 00:10:58,000 სოფელ ჰაიატსვილის ერთ პატარა ფერმას. 277 00:10:58,000 --> 00:11:00,000 1980 წლისთვის ის გაიყო რამდენიმე ქვეზონად 278 00:11:00,000 --> 00:11:02,000 ერთ მხარეს დიდი სავაჭრო ცენტრი, ხოლო 279 00:11:02,000 --> 00:11:04,000 მეორე მხარეს ოფისები განთავსდა; 280 00:11:04,000 --> 00:11:06,000 ასევე იყო რამდენიმე ბუფერული ზონა, რომელიც ერთის მხრივ ეკავა ბიბლიოთეკას, 281 00:11:06,000 --> 00:11:08,000 და შორეულ მარჯვენა კუთხეში ეკლესიას. 282 00:11:08,000 --> 00:11:10,000 დღეისთვის აქ უკვე სატრანზიტო, 283 00:11:10,000 --> 00:11:12,000 მთავარი ქუჩა და ახალი საცხოვრებლები 284 00:11:12,000 --> 00:11:14,000 არის აშენებული. 285 00:11:14,000 --> 00:11:16,000 საბოლოო ჯამში, მოველი, რომ სავაჭრო ცენტრის რეკონსტრუქციის შედეგად 286 00:11:16,000 --> 00:11:19,000 მოხდება ქუჩების გაფართოება. 287 00:11:19,000 --> 00:11:21,000 უკვე ცნობილი გახდა 288 00:11:21,000 --> 00:11:23,000 განახლებულ სავაჭრო ცენტრებზე 289 00:11:23,000 --> 00:11:26,000 ბაღიანი საცხოვრებლების დაშენების გეგმების შესახებ. 290 00:11:26,000 --> 00:11:29,000 ტრანზიტი დიდ როლს თამაშობს გარდაქმნებში. 291 00:11:29,000 --> 00:11:31,000 აი, სწორედ ასეთი იქნება. 292 00:11:31,000 --> 00:11:33,000 გარკვეულწილად შეგიძლიათ ნახოთ 293 00:11:33,000 --> 00:11:35,000 ოფისებს შორის მოთავსებული ახალი კონდომინიუმები, 294 00:11:35,000 --> 00:11:38,000 საზოგადოებრივი სივრცე და მთავარი ქუჩა. 295 00:11:38,000 --> 00:11:40,000 ბელმარი, ეს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტთაგანია. 296 00:11:40,000 --> 00:11:43,000 ვფიქრობ, მართლაც მიმზიდველი ადგილი შექმნეს აქ 297 00:11:43,000 --> 00:11:46,000 და მხოლოდ მწვანე კონსტრუქციები გამოიყენეს. 298 00:11:46,000 --> 00:11:49,000 სახურავზე მზის პანელები 299 00:11:49,000 --> 00:11:51,000 და ქარის ტურბინებია დამონტაჟებული. 300 00:11:51,000 --> 00:11:53,000 ეს იყო ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრი 301 00:11:53,000 --> 00:11:55,000 100 აკრის ფართობის მქონე (1/2 კვ.კმ.) სუპერბლოკზე. 302 00:11:55,000 --> 00:11:57,000 ამჟამად აქ მდებარეობს 22 303 00:11:57,000 --> 00:11:59,000 საქვეითო ურბანული ბლოკი 304 00:11:59,000 --> 00:12:01,000 საზოგადოებრივი გამოყენების ქუჩებით, 305 00:12:01,000 --> 00:12:03,000 ორი პარკით, 8 საავტობუსო ხაზით 306 00:12:03,000 --> 00:12:05,000 და საცხოვვრებელი სახლების მრავალი ნაირსახეობით 307 00:12:05,000 --> 00:12:08,000 და ამ ყველაფერმა, ლეიქვუდს (კოლორადოს შტატი) 308 00:12:08,000 --> 00:12:10,000 მისცა ისეთი საქალაქო ცენტრი, 309 00:12:10,000 --> 00:12:13,000 როგორიც ამ გარეუბანს არასოდეს ჰქონია. 310 00:12:13,000 --> 00:12:15,000 თავის დროზე აქ სავაჭრო ცენტრი იყო. 311 00:12:15,000 --> 00:12:18,000 საბანკეტო საღამოებიც იმართებოდა და ეს ადგილი ყველას ძალიან მოსწონდა. 312 00:12:18,000 --> 00:12:21,000 ეს არის 313 00:12:21,000 --> 00:12:23,000 სავაჭრო ცენტრი 1975 წელს. 314 00:12:23,000 --> 00:12:25,000 1995 წლისათვის კი იგი უკვე აღარ ფუნქციონირებდა. 315 00:12:25,000 --> 00:12:27,000 შემორჩა უნივერმაღი და მსგავს 316 00:12:27,000 --> 00:12:29,000 შემთხვევებს საკმაოდ მრავლად წავაწყდით. 317 00:12:29,000 --> 00:12:31,000 უნივერმაღები მრავალსართულიანები და უკეთ აშენებულებია. 318 00:12:31,000 --> 00:12:33,000 მათი გარდაქმნა უფრო მარტივია, 319 00:12:33,000 --> 00:12:35,000 ერთსართულიანი ცენტრები კი... 320 00:12:35,000 --> 00:12:38,000 ნამდვილი ისტორიაა. 321 00:12:38,000 --> 00:12:41,000 ეს არის სამშენებლო პროექტი. 322 00:12:41,000 --> 00:12:43,000 ვფიქრობ, ეს პროექტი კარგად არის დაკავშირებული 323 00:12:43,000 --> 00:12:45,000 არსებულ უბნებთან. 324 00:12:45,000 --> 00:12:47,000 სულ 1500 ოჯახზეა გათვლილი 325 00:12:47,000 --> 00:12:49,000 ურბანული ცხოვრების სტილის შესაძელბლობით. 326 00:12:49,000 --> 00:12:52,000 ამჟამად მისი 2/3 უკვე აშენებულია. 327 00:12:52,000 --> 00:12:54,000 აი, ასე გამოიყურება მთავარი ქუჩა. 328 00:12:54,000 --> 00:12:56,000 პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა 329 00:12:56,000 --> 00:12:58,000 და ხელი შეუწყო იმას, რომ 330 00:12:58,000 --> 00:13:00,000 დღეისათვის დენვერის 331 00:13:00,000 --> 00:13:02,000 13 რეგიონალური სავაჭრო ცენტრიდან 332 00:13:02,000 --> 00:13:04,000 8 მათგანს გამოეცხადებინა 333 00:13:04,000 --> 00:13:06,000 გარდაქმნის გეგმა. 334 00:13:06,000 --> 00:13:09,000 თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ეს სრული გარდაქმნა 335 00:13:09,000 --> 00:13:11,000 არ ხდება 336 00:13:11,000 --> 00:13:14,000 მხოლოდ ბულდოზერების მოყვანით და მთლიანი ქალაქის გასწორებით. 337 00:13:14,000 --> 00:13:17,000 არანაირად. არის ადგილები ქვეითებისთვის იქ, 338 00:13:17,000 --> 00:13:19,000 სადაც მდებარეობს 339 00:13:19,000 --> 00:13:21,000 ნაკლებად გამოყენებადი ობიექტები. 340 00:13:21,000 --> 00:13:24,000 ამგვარად, მოქალაქეებს არჩევანის მეტი შესაძლებლობები აქვთ 341 00:13:24,000 --> 00:13:27,000 და ალტერნატივებიც არ იკარგება. 342 00:13:27,000 --> 00:13:29,000 თუმცა რეალურად, მხოლოდ საფეხმავლოდ 343 00:13:29,000 --> 00:13:32,000 ზონების შექმნა არ არის საკმარისი. 344 00:13:32,000 --> 00:13:35,000 ეს ასევე მოითხოვს სისტემურ ტრანსფორმაციას. 345 00:13:35,000 --> 00:13:38,000 თავად გამზირების გარდაქმნა გვესაჭიროება. 346 00:13:38,000 --> 00:13:40,000 აი ეს არის ერთ-ერთი 347 00:13:40,000 --> 00:13:42,000 მათგანი კალიფორნიაში. 348 00:13:42,000 --> 00:13:44,000 ქვემოთ მოცემულ შავ-თეთრ ფოტოებზე 349 00:13:44,000 --> 00:13:46,000 აღბეჭდილი სავაჭრო ზონის ადგილას, 350 00:13:46,000 --> 00:13:48,000 გააკეთეს ბულვარი, რომელიც 351 00:13:48,000 --> 00:13:51,000 შემდგომში ამ ქალაქის მთავარ ქუჩად იქცა. 352 00:13:51,000 --> 00:13:53,000 შედეგად, იგი გადაიქცა 353 00:13:53,000 --> 00:13:55,000 უშნო, სახიფათო 354 00:13:55,000 --> 00:13:57,000 და არასასურველი ადგილიდან, 355 00:13:57,000 --> 00:14:00,000 მშვენიერ, 356 00:14:00,000 --> 00:14:03,000 მიმზიდველ და პრესტიჟულ ადგილად. 357 00:14:03,000 --> 00:14:05,000 ვიმედოვნებთ, დავინახავთ ამას; 358 00:14:05,000 --> 00:14:08,000 უკვე აშენდა მერიის შენობა, მოიზიდეს ორი სასტუმრო. 359 00:14:08,000 --> 00:14:11,000 უკვე წარმოვიდგენ ამ ზონაში აგებულ ლამაზ საცხოვრებლებს 360 00:14:11,000 --> 00:14:14,000 კიდევ ერთი ხის მოჭრის გარეშე. 361 00:14:14,000 --> 00:14:16,000 არსებობს მრავალი გენიალური რამ, 362 00:14:16,000 --> 00:14:19,000 მაგრამ გამიხარდებოდა უფრო მეტი გარდაქმნილი გამზირების ხილვა. 363 00:14:19,000 --> 00:14:21,000 თუმცაღა სიმჭიდროვის გაზრდა 364 00:14:21,000 --> 00:14:23,000 ყველგან კარგ შედეგს ვერ მოგვცემს. 365 00:14:23,000 --> 00:14:25,000 ზოგ შემთხვევაში, ხელახალი გამწვანება 366 00:14:25,000 --> 00:14:28,000 უკეთესი გამოსავალია. 367 00:14:28,000 --> 00:14:30,000 მრავალი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ 368 00:14:30,000 --> 00:14:32,000 აგრიკულტურის დაფინანსების საკითხში ისეთი წარმატებული 369 00:14:32,000 --> 00:14:34,000 ქალაქის მაგალითზე, როგორიცაა ფლინტი, მიჩიგანის შტატში. 370 00:14:34,000 --> 00:14:36,000 ამასთანავე, არსებობს საგარეუბნო აგრიკულტურის მზარდი, 371 00:14:36,000 --> 00:14:39,000 "გამარჯვების ბაღებისა" და ინტერნეტის შეხვედრის, მსგავსი მოძრაობა. 372 00:14:39,000 --> 00:14:42,000 თუმცა შესაძლებელია ხელახალი გამწვანების 373 00:14:42,000 --> 00:14:44,000 ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იყოს 374 00:14:44,000 --> 00:14:46,000 ადგილობრივი ეკოლოგიის აღდგენის შესაძლებლობა, 375 00:14:46,000 --> 00:14:48,000 როგორც ამ შემთხვევაში, მინეაპოლისის გარეუბანში. 376 00:14:48,000 --> 00:14:50,000 როდესაც სავაჭრო ცენტრი დაიხურა, 377 00:14:50,000 --> 00:14:52,000 ქალაქმა აღადგინა ამ ადგილზე 378 00:14:52,000 --> 00:14:54,000 ადრე არსებული გუბურები, 379 00:14:54,000 --> 00:14:56,000 შეიქმნა რა საკუთრების ობიექტები ხედით ტბაზე, 380 00:14:56,000 --> 00:14:59,000 რომლებმაც შემდგომში მოიზიდა კერძო ინვესტიციები, 381 00:14:59,000 --> 00:15:02,000 პირველი კერძო ინვესტიცია ამ დაბალშემოსავლიან უბანში 382 00:15:02,000 --> 00:15:04,000 ბოლო 40 წლის განმავლობაში. 383 00:15:04,000 --> 00:15:07,000 შედეგად, ერთდროულად მოხერხდა 384 00:15:07,000 --> 00:15:10,000 ადგილობრივი ეკოლოგიისა და ეკონომიკის აღდგენა. 385 00:15:10,000 --> 00:15:12,000 ეს არის ხელახალი გამწვანების კიდევ ერთი მაგალითი. 386 00:15:12,000 --> 00:15:14,000 მართებულია მისი შექმნა ძლიერი ბაზრების პირობებშიც. 387 00:15:14,000 --> 00:15:16,000 აი ეს არის სიეტლში, 388 00:15:16,000 --> 00:15:18,000 ერთი სავაჭრო ცენტრის პარკინგის ადგილას, 389 00:15:18,000 --> 00:15:20,000 ახალი სატრანზიტო გაჩერების მახლობლად. 390 00:15:20,000 --> 00:15:22,000 ტალღოვანი ხაზი 391 00:15:22,000 --> 00:15:25,000 მიუყვება გუბურას, რომელიც უკვე ღია ცის ქვეშაა. 392 00:15:25,000 --> 00:15:28,000 ეს გუბურა დაფარული იყო ავტოსადგომით. 393 00:15:28,000 --> 00:15:30,000 მსგავსი გუბურების ღია ცის ქვეშ გამოტანა 394 00:15:30,000 --> 00:15:32,000 რეალურად უწყობს ხელს მათში წყლის ხარისხის გაუმჯობესებას 395 00:15:32,000 --> 00:15:34,000 და დადებითი ეფექტი აქვს სასიცოცხლო არეალზე. 396 00:15:34,000 --> 00:15:36,000 მე გიჩვენეთ გარდაქმნების 397 00:15:36,000 --> 00:15:38,000 პირველი თაობის რამდენიმე მაგალითი. 398 00:15:38,000 --> 00:15:40,000 რა იქნება შემდეგში? 399 00:15:40,000 --> 00:15:43,000 ვფიქრობ, სამომავლოდ გვაქვს სამი გამოწვევა. 400 00:15:43,000 --> 00:15:46,000 პირველი მათგანი არის უფრო მეტი 401 00:15:46,000 --> 00:15:48,000 სისტემური გარდაქმნების დაგეგმვა 402 00:15:48,000 --> 00:15:50,000 მეტროპოლისის მასშტაბებით. 403 00:15:50,000 --> 00:15:52,000 უნდა შევარჩიოთ ისეთი ადგილები, 404 00:15:52,000 --> 00:15:54,000 რომლებსაც ნამდვილად ესაჭიროებათ ხელახალი გამწვანება. 405 00:15:54,000 --> 00:15:56,000 სად უნდა ავაშენოთ ხელახლა? 406 00:15:56,000 --> 00:15:59,000 და რის გამოცოცხლებას უნდა შევუწყოთ ხელი? 407 00:15:59,000 --> 00:16:01,000 ამ ორ სლაიდზე ნაჩვენებია ორი სურათი 408 00:16:01,000 --> 00:16:03,000 იმ ფართომასშტაბიანი პროექტიდან, 409 00:16:03,000 --> 00:16:05,000 რომლის განხორციელებასაც ვცდილობთ ატლანტაში. 410 00:16:05,000 --> 00:16:07,000 მე ვხელმძღვანელობდი ჯგუფს, რომელსაც დაავალეს 411 00:16:07,000 --> 00:16:10,000 წარმოედგინა ატლანტა 100 წლის შემდეგ. 412 00:16:10,000 --> 00:16:13,000 ჩვენ შევარჩიეთ გაფართოების უკან დახევა 413 00:16:13,000 --> 00:16:16,000 ძვირი, თუმცა სამი მარტივი ქმედებით. 414 00:16:16,000 --> 00:16:18,000 პირველი, 100 წელიწადში, 415 00:16:18,000 --> 00:16:20,000 ტრანზიტი მთავარ 416 00:16:20,000 --> 00:16:22,000 რკინიგზებსა და მაგისტრალებზე. 417 00:16:22,000 --> 00:16:24,000 მეორე, 100 წელიწადში, 418 00:16:24,000 --> 00:16:26,000 300 მეტრიანი გამყოფი 419 00:16:26,000 --> 00:16:28,000 ყველა მაგისტრალზე. 420 00:16:28,000 --> 00:16:31,000 ეს ცოტათი რადიკალურია, თუმცა წყლის პრობლემა ნაკლებად გვექნება. 421 00:16:31,000 --> 00:16:33,000 მომდევნო ასწლეულში 422 00:16:33,000 --> 00:16:35,000 ქვედანაყოფები, რომლებიც წყალთან ძალიან ახლოსაა 423 00:16:35,000 --> 00:16:38,000 ანდა სატრანზიტო ხაზიდან ძალზედ მოშორებული, არ იქნება გამოსადეგი. 424 00:16:38,000 --> 00:16:41,000 ამიტომ, განვითარების უფლებების გადასატანად 425 00:16:41,000 --> 00:16:43,000 სატრანზიტო გზებზე და ამგვარად, 426 00:16:43,000 --> 00:16:45,000 ძველი ქვედანაყოფების ხელახალი 427 00:16:45,000 --> 00:16:47,000 გამწვანების ხელშესაწყობად 428 00:16:47,000 --> 00:16:49,000 საკვებისა და ენერგიის საწარმოებლად, 429 00:16:49,000 --> 00:16:52,000 შევქმენით "ეკო-აკრის გადატანა". 430 00:16:53,000 --> 00:16:56,000 მეორე გამოწვევა მდგომარეობს 431 00:16:56,000 --> 00:16:59,000 გარდაქმნილი ადგილების 432 00:16:59,000 --> 00:17:01,000 არქიტექტურული დიზაინის გაუმჯობესებაში 433 00:17:01,000 --> 00:17:03,000 და ამ სურათით დავასრულებ 434 00:17:03,000 --> 00:17:06,000 "დემოკრატიას მოქმედებაში": 435 00:17:06,000 --> 00:17:08,000 ეს არის საპროტესტო აქცია, რომელიც 436 00:17:08,000 --> 00:17:11,000 მიმდინარეობს ერთ-ერთ სახეშეცვლილ ადგილას სილვერ სფრინგში, მერილენდის შტატში, 437 00:17:11,000 --> 00:17:14,000 ხელოვნურ გაზონზე. 438 00:17:15,000 --> 00:17:17,000 დღეისთვის, მოდერნიზებულ ადგილებს ხშირად აკრიტიკებენ 439 00:17:17,000 --> 00:17:20,000 იმის გამო, რომ ისინი წარმოადგენენ ქალაქის ყალბი ცენტრისა 440 00:17:20,000 --> 00:17:23,000 და მყისიერი ურბანიზმის მაგალითებს, 441 00:17:23,000 --> 00:17:25,000 და არცთუ უმიზეზოდ; არაფერია იმაზე ყალბი, ვიდრე 442 00:17:25,000 --> 00:17:28,000 ხელოვნური გაზონით გამწვანებული ქალაქი. 443 00:17:28,000 --> 00:17:31,000 უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადგილები ძალზედ ჰიბრიდულია. 444 00:17:31,000 --> 00:17:34,000 ახალი შექმნილებია, თუმცა ცდილობენ ძველს დაემსგავსონ. 445 00:17:34,000 --> 00:17:36,000 აქვთ ურბანული ლანდშაფტი, 446 00:17:36,000 --> 00:17:38,000 თუმცა გარეუბნებისათვის დამახასიათებელი ავტოსადგომები. 447 00:17:38,000 --> 00:17:40,000 მათი მოსახლეობა, 448 00:17:40,000 --> 00:17:43,000 გარეუბნის მოსახლეობისგან განსხვავებით მრავალფეროვანია, 449 00:17:43,000 --> 00:17:45,000 თუმცა თავად ქალაქებზე ნაკლებ მრავალფეროვანნი არიან. 450 00:17:45,000 --> 00:17:47,000 არის საზოგადოებრივი სივრცეები, 451 00:17:47,000 --> 00:17:49,000 თუმცა მათ 452 00:17:49,000 --> 00:17:52,000 კერძო კომპანიები მართავენ. 453 00:17:52,000 --> 00:17:55,000 მაკრთობს ის ფაქტი, რომ მათი 454 00:17:55,000 --> 00:17:58,000 ზედაპირი ხშირად გამოიყურება როგორც 455 00:17:58,000 --> 00:18:01,000 ეს ხელოვნური გაზონი. 456 00:18:01,000 --> 00:18:03,000 იცით, მახარებს ის, რომ 457 00:18:03,000 --> 00:18:05,000 ურბანიზმი აკეთებს თავის საქმეს. 458 00:18:05,000 --> 00:18:08,000 ის, რომ პროტესტი არსებობს, 459 00:18:08,000 --> 00:18:10,000 გულისხმობს იმას, რომ 460 00:18:10,000 --> 00:18:13,000 ბლოკების, ქუჩების და საზოგადოებრივი ადგილების დაგეგმარება, 461 00:18:13,000 --> 00:18:15,000 რამდენადაც წინააღმდეგობრივი არ უნდა იყოს, 462 00:18:15,000 --> 00:18:17,000 მაინც მნიშვნელოვანი საკითხია. 463 00:18:17,000 --> 00:18:19,000 თუმცა გვმართებს გაუმჯობესება არქიტექტურული თვალსაზრისით. 464 00:18:19,000 --> 00:18:22,000 საბოლოო გამოწვევა ყველა თქვენგანს ეხება. 465 00:18:22,000 --> 00:18:24,000 მსურს, შეუერთდეთ პროტესტს 466 00:18:24,000 --> 00:18:26,000 და მოითხოვოთ 467 00:18:26,000 --> 00:18:28,000 მეტი მდგრადი საგარეუბნო სივრცეები -- 468 00:18:28,000 --> 00:18:31,000 მეტი მდგრადი ადგილები, პერიოდი. 469 00:18:31,000 --> 00:18:33,000 თუმცა, კულტურული თვალსაზრისით, 470 00:18:33,000 --> 00:18:35,000 მივიჩნევთ, რომ ქალაქის ცენტრები 471 00:18:35,000 --> 00:18:37,000 უნდა იყოს დინამიური, რასაც მოველით კიდეც. 472 00:18:37,000 --> 00:18:39,000 მაგრამ, ამასთანავე, გვახასიათებს იმის მოლოდინები, 473 00:18:39,000 --> 00:18:41,000 რომ გარეუბნები მუდამ უნდა დარჩნენ ისეთი ფორმისანი, 474 00:18:41,000 --> 00:18:43,000 როგორი მოზრდილი ფორმითაც 475 00:18:43,000 --> 00:18:45,000 ისინი შექმნეს. 476 00:18:45,000 --> 00:18:48,000 დროა, მათაც მივცეთ გაზრდის შესაძლებლობა, 477 00:18:48,000 --> 00:18:50,000 ამიტომ, მინდა 478 00:18:50,000 --> 00:18:52,000 თქვენ, ყველამ მხარი დაუჭიროთ ზონალურ ცვლილებებს, 479 00:18:52,000 --> 00:18:55,000 გზების შეთხელებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 480 00:18:55,000 --> 00:18:58,000 და იმ გარდაქმნებს, რომლებიც მალე მოაღწევს თქვენს საცხოვრებელ უბნებამდე. 481 00:18:58,000 --> 00:19:00,000 გმადლობთ.