მოდი ვნახოთ, კიდევ რისი შეცვლა შეგვიძლია შრიფტში. რა უნდა ვქნათ, თუ გვსურს პირველი აბზაცი უფრო მსხვილი იყოს? ჩვენ შეგვიძლო ჩაგვესვა მთელი აბზაცი `` თეგში. მაგრამ, ეს `` თეგის არამართებული გამოყენება იქნებოდა. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა რომ მთელი პირველი აბზაცს ყველაზე დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ. უბრალოდ, ვფიქრობთ, გამსხვილებული უფრო კარგად წარმოჩნდება. ამიტომ, ამის მაგივრად, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ CSS ფუნქცია: `font-weight` (შრიფტის წონა). მოდი გადავიდეთ შესაბამის CSS წესზე, და მივუთითოთ, `font-weight: bold`. ტადაამ! ის გამსხვილდა. ახლა, რა გავაკეთოთ, რომ მთელი ეს ტექსტი კურსირებული იყოს --ანუ დახრილი? კიდევ ერთხელ, ჩვენ შეგვიძლია ჩავსვათ ის `` თეგში, რადგან ბრაუზერმა იცის, რომ ``-ს კურსირებული სტილი უნდა მიანიჭოს. მაგრამ, ჩვენ ასე არ უნდა გავაკეთოთ, რადგან ეს ``თეგის უმართებულო გამოყენება იქნება. ჩვენ არ გვინდა მთელი სიმღერის ხაზგასმა. უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ კურსირებული შრიფტით უფრო კარგად გამოჩნდება. ამიტომ, ამის მაგივრად, ჩვენ გამოვიყენებთ CSS ფუნქციას: `font-style`. მოდი გადავიდეთ შესაბამის წესზე, `song-lyrics` (სიმღერის ტექსტი), და მივუთითოთ, `font-style: italic`. კარგი, მშვენიერია. დააკვირდით, რომ ჩვენ შრიფტან დაკავშირებული ბევრი ფუნქცა გვაქვს ერთ მიმართულებაში ჩვენს ტექსტზე. ჩვენ გვაქვს`font-family`, `font-size`, `font-style`. თუ გვსურს, ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ისინი ერთ ფუქნციაში- `font` უბრალოდ ამის დაწერით: `font: italic 13px fantasy;`. კარგი, და ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ ეს სამი ფუნქცია, რომელიც გამოვიყენეთ და ყველაფერი იგივენაირად გამოიყურება. ამას "shorthand property" ჰქვია, რადგან ის, როგორც ხედავთ, მეტად მოკლეა. მაგრამ მე არ მომწონს ეს. რადგან, ყოველთვის მავიწყდება რა თანმიმდევრობით ჩავწერო ისინი. და უფრო მარტივია ცალ-ცალკე წერა. ასე რომ, ახლა მინდა აღვადგინო,რაც ადრე მქონდა. ეს თქვენზეა დამოკიდებული, "shorthander"ს აირჩევთ თუ "longhander"-ს. მთავარია , კარგი სტილი გქონდეთ.