"Per cent" სიტყვასიტყვით "თითო ასეულიდან"-ს ნიშნავს. ეს სიტყვა აქედან მომდინარეობს. სიტყვა "cent" კი ან ცენტიდან ან საუკუნიდან მომდინარეობს, ან ისეთი სიტყვისგან, რომელიც ასს ნიშნავს. ასე რომ, თუ ვინმე გიხსენებთ თქვენ 7 პროცენტს, სიტყვებს დავაცალკევებ, რომ უკეთ გაიგოთ მნიშვნელობა.. ის ყოველთვის გულისხმობს 7-ს 100-დან, ეს იგივეა, რაც 7 თითოეული 100-დან. წილადის სახით ეს ასე გამოისახება _ 7/100. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ გზით ჩაწერას. თუ შეგვიძლია 0.601-ს პროცენტის სახით ჩაწერა. ჩვენ ნამდვილად უნდა დავწეროთ რაღაცის ასთან შეფარდება. ამას შეგიძლიათ, შეხედოთ, როგორც მე უბრალოდ გადავწერ ამ ნაწილს შეგეძლოთ, დაგეწერათ ის, როგორც 0,601/1. ეს არის აშკარად იგივეს გულისხმობს. ნებიმიერი რამის ერთზე გაყოფით თქვენ იგივე რაღაცას იღებთ. მე მინდა გავამრავლო ეს 100/100-ზე. აშკარად ეს არ ცვლის მის მნიშვნელობას. ეს უბრალოდ ერთია. მაგრამ ის გვაძლევს წილადს, რომლის მნიშვნელიც 100-ის ტოლია. თუ მე გავამრავლებ მნიშვნელს ... თუ გავამრავლებ ერთმანეთზე ამ ორ მნიშვნელს, მათი ნამრავლის მნიშვნელში მივიღებთ 100-ს. თუ გავამრავლებს 0.601-ს ასზე, ამ შემთხვევაში მივიღებ... კარგი, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მე ვამრავლებდი ათზე ერთით მარჯვნივ გადამქონდა მძიმე. ასე რომ, თუ მას 10-ზე გავამრავლებ, 6.01-ს მივიღებ ხოლო კიდევ ათზე გამრავლებით, ანუ, მთლიანობაში ასზე, 60,1-ს. ასე რომ, 0.601 ჯერ 100 არის 60.1 მოდი, ამას ისევ გადავწერ. მე რომ დამეწერა... 0.601 და მინდა მისი ასზე გამრავლება. გადავწიოთ ერთით მძიმე, მე გავამრავლე ათზე, თუ გავამრავლებ ისევ 10–ზე, ანუ, მთლიანობაში 100–ზე მივიღებ 60.1-ს. ასე რომ, ორჯერ ათზე გადამრავლება, მთლიანობაში კი ასზე. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის იმ ფორმით, რომლითაც გვინდოდა. გვაქვს 60,1/100. შეგვიძლია ის სხვანაირადაც დავწეროთ, ეს იგივეა, რაც 60.1 ყოველი ასიდან, ანუ, 60,1 პროცენტი. ჩვენ აშკარად გვინდა 60,1 პროცეტის ერთი სიტყვით ჩაწერა. ჩვენ უბრალოდ მივუწერთ მას სიმბოლოს, და გვექნება 60,1%, ამით მოვრჩით.