დავწერე პროგრამა, რათა თქვენთვის საინტერესო დეტალები მეთქვა ვინსტონზე. მაგრამ არა ძალიან ბევრი, რადგან ვინსტონს საიდუმლოება უყვარს. ასეა მოწყობილი. ვნახოთ როგორ გავაკეთე ეს პროგრამა. რამდენიმე ცვლადი შევქმენი, რათა მასზე ინფორმაცია შეენახათ. პირველი ცვლადი ინახავს რიცხვს, მის ასაკს. მეორე ცვლადი სტრინგია-- მისი თვალები. მესამე ცვლადი ინახავს სტრინგების მასივს, რაც ისაა, რისი კეთებაც უყვარს. ხოლო, ბოლო ორი ცვლადი ინახავს სტრინგს მისი დაბადების ადგილზე. ქვემოთ ისინი ტექსტური ბრძანების სახით გადმოვწერე მხოლოდ ცვლადის სახელის გამოყენებით. მასივს რაც შეეხება თითოეულზე წვდომა ფრჩხილებით ხდება. ხუთივე ცვლადი ერთსა და იმავე რამეზე ინახავს ინფორმაციას. ვინსტონზე. მაგრამ ცვლადებმა ეს არ იციან. javascript-ში, როდესაც რამდენიმე ინფორმაციის შენახვა გვინდა, რომელიც დაკავშირებულია ამის გაკეთებს უკეთესი გზა გვაქვს. მას ობიექტს ვეძახით. ეს იმას ნიშნავს, რომ ხუთი ცვლადის ნაცვლად, შეგვიძლია გვქონდეს ერთი ცვლადი, რომელიც ყველა ინფორმაციას შეინახავს. რაც ძალიან მაგარია. ვინსტონის ინფორმაციაზე ვცადოთ. თავდაპირველად, ვაცხადებთ ცვლადს და ვინსტონს ვარქმევთ. ხვეულ ფრჩხილებს ვხსნით-- არა კვადრატულს. წერტილ-მძიმე. შევქმენით ობიექტი. მაგრამ მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციის დასამატებლად, თვისებები უნდა დავამატოთ. თითოეული თვისება არის გასაღები და სიდიდე. ასაკი იქნება: ასაკი, 19. თვალებისთვის-- ვამატებთ მძიმეს-- თვალები, შავი. ახლა ვინსტონს ორი თვისება აქვს ობიექტის შიგნით. ინტერესებისთვის დავწერთ ინტერერესები და ამას დავაკოპირებ. მაშ, ვინსტონს სამი თვისება აქვს. თითოეულ თვისებას აქვს გასაღები და მნიშვნელობა-- რაც მარჯვნივაა. key-ზე იგივე წესები ვრცელდება, რაც javascript-ის ცვლადის სახელებზე. არანაირი დაშორება, ასოთი დაწყება... მნიშვნელობა შეიძლება იყოს ნებისმიერი რამე: რიცხვი, სტრინგი, სტრინგების მასივი. ბულის ნიშანიც შეიძლება იყოს დავამატოთ "isCool" სიმართლეა. მნიშვნელობა სხვა ობიექტიც შეიძლება იყოს. დაბადების ქალაქი და დღე. ეს ორი ინფორმაციის ბითია ერთ რამეზე ანუ ერთი ლოკაცია. ამიტომ, მგონი, უმჯობესია ობიექტად ვაქციოთ. კიდევ ერთ გასაღებს დავამატებ: "birthplace". მნიშნელობისთვის ხვეულ ფრჩხილს დავამატებ. შიგნით მექნება გასაღები: "city". "Mountain View". შემდეგ, შტატი- "California". როგორც ხედავთ, დიდი რაოდენობით ინფორმაციის შენახვა შეგიძლიათ. გვაქვს ობიექტი, რომელიც ინფორმაცის ინახავს ვინსტონზე. წავშალოთ ძველი დამოუკიდებელი ცვლადები. შეცდომა გვაქვს. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ტექსტური ბრძანებები ძველ ცვლადებზე მიუთითებენ. უნდა განვაახლოთ, რათა ობიექტიდან წამოიღონ ინფორმაცია. ბოლო სამი გამოვყოთ რათა, თითო-თითოდ შევძლოთ გაკეთება. ეს ამბობს "winstonAge"-ს. უნდა შევცვალოთ. დავწეროთ "winston", რადგან ეს ცვლადის სახელია. ასე რომ დავტოვოთ მხოლოდ ობიექტი, ობიექტის ამბობს. javascript გვეუბნება, რომ მთლიანი ობიექტის სტრინგად გადაქცევას ვცდილობთ. ამის ნაცვლად, მხოლოდ ასაკზე გვინდაა წვდომა. ამისთვის ვსვამთ წერტილს და ვწერთ თვისების გასაღებს- ასაკს. ასაკს აჩვენებს. ამას წერტილოვან ჩანაწერს ვეძახით. სადაც ობიექტის ცვლადის სახელს ვწერთ, შემდეგ წერტილს მერე კი თვისების გასაღებს. შეგვიძლია სხვებიც გავაკეთოთ. "winstonEyes"-ს ნაცვლად ვინსტონი, წერტილი, თვალები დავწეროთ. ამისთვის ვინსტონი, წერტილი, ინტერესები იქნება. ვინსტონი, წერტილი, ინტერესები ერთი. ბოლო უფრო რთულია, რადგან ეს არის ობიექტი ობიექტის შიგნით. ამიტომ, დავწერთ ვინსტონი, წერტილი, დაბადების ადგილი, --ეს ჯერ კიდევ მთლიანი ობიექტია, ამიტომ დავწეროთ წერტილი, ქალაქი. ვინსტონი, წერტილი, დაბადების ადგილი, წერტილი, შტატი. მაგარია, რადგან შეგიძიათ მიწვდეთ ობიექტებს, რომლების სხვა ობიექტებში არიან. როგორც ხედავთ, ობიექტები ძალიან კარგი გზაა დაკავშირებული ინფორმაციის შესანახად, ერთ ობიექტზე. შემდეგ კი მათზე წვდომის მისაღებად.