დავბრუნდით ჩვენ და ჩვენი გვერდი დონატებსა &მათთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ. ძალიან მომწონს ჩვენი გაფრთხილების სტილი რომელიც და თეგებს დავურთეთ. მაგრამ მე მინდა, რომ ეს გაფრთხილება კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთოს fact კლასის წესის გამო მას ახლა აქვს ეს ნაცრისფერი ზღვარი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დიდი, სქელი ნარინჯისფერი ზღვარი უფრო კარგი იქნება. ვცადოთ დავუმატოთ ეს თვისება წესს warning border: 5px, solid, orange (ზღვარი: 5 პიქსელი, სქელი, ნარინჯისფერი) აჰ, ნახეთ რა კარგია. მაგრამ ახლა იგივე თვისება მიეწერა თეგს რაც დიდად არ მომწონს. მინდა, რომ ეს მხოლოდ ამ პარაგრაფს ეხებოდეს, და არა ტექსტს სხვა პარაგრაფში. როგორ შეიძლება გავაკეთო უფრო ზუსტი, სპეციფიკური CSS წესი? შეიძლება გავაკეთო ახალი კლასი "warning-paragraph" და მივაწერო ფორმატირება მას. მაგრამ ეს არ არის აუცილებელი. ამის მაგივრად, შეგვიძლია ვუთხრათ ბრაუზერს, რომ თვისებები მიაწეროს არა მთლიანად გაფრთხილების კლასს, არამედ მხოლოდ იმ პარაგრაფის ელემენტებს. ამ წესის შესაქმნელად, პირველ რიგში ვსაზღვრავთ ელემენტს – p შემდეგ ვსვამთ წერტილს და ვწერთ კლასის სახელს warning ასე ბრაუზერი მიხვდება, რომ უნდა იპოვოს ყველა თეგი კლასში და შეცვალოს ისინი წესის მიხედვით. ჩავსვათ ზღვრის თვისებები აქ.. და, აი, გამოვიდა! ახლა ზღვარი მხოლოდ ფატზეა, და არა თეგზე ამის გაკეთება ელემენტების და კლასების ნებისმიერ კომბინაციაზეა შესაძლებელი, როცა გვინდა კლასში რომელიმე კონკრეტული თეგების ფორმატირება. დაიმახსოვრეთ თანმიმდევრობა: თეგის სახელი წერტილი კლასის სახელი თუ სახელსა და წერტილს შორის ჰარეს ჩასვამთ, არაფერი არ გამოვა იმიტომ რომ ჰარე CSS-ში სხვა რამეს ნიშნავს და ბრაუზერი მას სხვანაირად აღიქვამს. ჰარეს თვისებებს შემდეგ ვიდეოში აგიხსნით.