მოდით, ჩავწეროთ 0.8 წილადის სახით. ასე რომ, 0.8... ამ ჩანაწერში არსებული 8-იანი არის მეათედის ადგილას. ეს არის მეათედის ადგილი. ასე რომ, ჩვენ უკვე ჩავწერეთ იგი როგორც რვა მეათედი და ეს შეგვიძლია ჩავწეროთ რვა მეათედის სახით ან როგორც 8 შეფარდებული 10-თან. ახლა ჩვენ უკვე გვაქვს წილადის სახის ჩანაწერი. შეგვიძლია, გავამარტივოთ იგი. რვაც და 10-იც იყოფა ორზე. მრიცხველიც და მნიშვნელიც გავყოთ 2ზე. ამით წილადის მნიშვნელობა არ იცვლება, რადგან, მრიცხველიც და მნიშვნელიც იყოფა ერთი და იგივე რიცხვზე. 8 გაყოფილი 2-ზე არის 4, 10 გაყოფილი 2-ზე არის 5 და სულ ეს არის. 0.8 იგივეა, რაც 8 მეათედი, რაც იგივეა რაც 4 მეხუთედი.