0:00:00.464,0:00:03.057 ცნობიერებაზე საუბარს ვაპირებ. 0:00:03.081,0:00:04.537 რატომ ცნობიერება? 0:00:04.561,0:00:07.363 ეს გასაოცრად მიგდებული თემაა, 0:00:07.387,0:00:10.927 როგორც ჩვენ სამეცნიერო,[br]ისე ფილოსოფიურ კულტურაში. 0:00:10.951,0:00:12.199 რატომ არის ეს გასაოცარი? 0:00:12.223,0:00:15.709 ეს ხომ ჩვენი ცხოვრების[br]უმნიშვნელოვანესი ნაწილია 0:00:15.733,0:00:17.667 მარტივი, ლოგიკური მიზეზის გამო, 0:00:17.691,0:00:19.958 კერძოდ, აუცილებელი პირობაა ვიყოთ ცნობიერი, 0:00:19.958,0:00:22.731 ნებისმიერი რამისთვის,[br]რაც მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში. 0:00:22.731,0:00:26.250 გაინტერესებთ მეცნიერება, ფილოსოფია,[br]მუსიკა, ხელოვნება, რაც არ უნდა იყოს... 0:00:26.250,0:00:29.178 ცუდია თუ ზომბი იქნებით,[br]ან კომაში, არა? 0:00:29.202,0:00:31.522 მაშ, ცნობიერება პირველია. 0:00:31.546,0:00:33.990 მეორე მიზეზია, რომ როცა ადამიანები 0:00:34.014,0:00:36.306 მისით ინტერესდებიან,[br]ვფიქრობ რომ ასეც უნდა იყოს, 0:00:36.330,0:00:39.157 ისინი როგორც წესი[br]სასწაულ რამეებს ამბობენ. 0:00:39.181,0:00:41.801 იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი არ ამბობენ[br]სასწაულ რამეებს 0:00:41.825,0:00:44.159 და მართლაც ცდილობენ[br]ის სერიოზულად გამოიკვლიონ, 0:00:44.183,0:00:47.300 საქმე ძალიან ნელა მიდის.[br]პროგრესი ძალიან ნელია. 0:00:47.324,0:00:50.440 როცა ამით პირველად დავინტერესდი,[br]ვიფიქრე 0:00:50.464,0:00:52.646 ეს ბიოლოგიის ტრივიალური პრობლემაა. 0:00:52.670,0:00:55.017 მოვცეთ ტვინს დატვირთვა[br]და გავარკვიოთ 0:00:55.017,0:00:56.227 როგორ მუშაობს ის ტვინში. 0:00:56.227,0:00:58.291 წავედი კალიფორნიის უნივერსიტეტში(UCSF)[br]და იქ 0:00:58.291,0:01:00.084 ყველა მოწინავე ნეირობიოლოგს ვესაუბრე 0:01:00.084,0:01:01.790 და მათ თავშეუაკევბლობა გამოიჩინეს, 0:01:01.790,0:01:05.103 როგორც იციან ხოლმე მეცნიერებმა,[br]როცა მათ შემაცბუნებელ კითხვებს უსვამ. 0:01:05.103,0:01:08.561 მაგრამ ერთი რაღაც რამაც გამაოგნა,[br]იყო რომ ერთმა გაღიზიანებულმა მითხრა, 0:01:08.585,0:01:10.728 ძალიან ცნობილმა ნეირობიოლოგმა.[br]მან თქვა: 0:01:10.752,0:01:14.151 "მისმინე, ჩემს დისციპლინაში ნორმალურია[br]ინტერესდებოდე ცნობიერებით, 0:01:14.175,0:01:17.718 მაგრამ ჯერ მუდმივი სამუშაო ადგილი მიიღე.[br]მუდმივი ადგილია ჯერ საჭირო" 0:01:17.742,0:01:20.310 ამაზე დიდი ხანია ვმუშაობ. 0:01:20.310,0:01:22.494 ვფიქრობ ახლა შეიძლება[br]ცნობიერებაზე მუშაობით 0:01:22.494,0:01:24.062 მუდმივი სამუშაო ადგილის მიღება. 0:01:24.062,0:01:26.318 თუ ასეა, ეს ნამდვილი ნახტომია წინ. 0:01:26.342,0:01:29.223 მაშ, რატომ არის ეს გასაოცარი ყოყმანი 0:01:29.247,0:01:31.121 და გასაოცარი მტრობა ცნობიერების მიმართ? 0:01:31.145,0:01:33.851 ვფიქრობ, რომ ეს[br]ჩვენი ინტელექტუალური კულტურის 0:01:33.875,0:01:35.756 ორი მახასიათებლის კომბინაციის ბრალია, 0:01:35.780,0:01:38.282 რომლებიც თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგება, 0:01:38.306,0:01:41.905 სინამდვილეში კი[br]მათ საერთო ვარაუდები ახასიათებთ. 0:01:41.929,0:01:45.867 ერთი მახასიათებელია[br]რელიგიური დუალიზმის ტრადიცია: 0:01:45.891,0:01:49.192 ცნობიერება არ არის[br]ფიზიკური სამყაროს ნაწილი. 0:01:49.216,0:01:51.119 ის სულიერი სამყაროს ნაწილია. 0:01:51.143,0:01:52.655 ის სულს ეკუთვნის 0:01:52.679,0:01:55.951 და სული,[br]ჩვენი ფიზიკური სამყაროს ნაწილი არაა. 0:01:55.975,0:01:58.982 ეს ღმერთის ტრადიციაა, სული და უკვდავობა. 0:01:59.006,0:02:01.697 არის მეორე ტრადიცია,[br]რომელიც თითქოს ამას ეწინააღმდეგება, 0:02:01.697,0:02:03.561 მაგრამ ყველაზე უარეს ვარაუდს იზიარებს. 0:02:03.561,0:02:07.269 ეს ტრადიცია სამეცნიერო მატერიალისტურია[br]მის მიხედვით: 0:02:07.293,0:02:10.734 ცნობიერება[br]არ არის ფიზკიკური სამყაროს ნაწილი. 0:02:10.758,0:02:13.380 ის ან საერთოდ არ არსებობს,[br]ან სხვა რამეა, 0:02:13.404,0:02:16.030 კომპიუტერული პროგრამაა,[br]ან რაღაც სულელური რამ, 0:02:16.054,0:02:19.225 მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში,[br]ის არაა მეცნიერების ნაწილი. 0:02:19.249,0:02:21.623 მე ისეთ კამათში ჩავრთულვარ[br]რომელმაც გული შემიწუხა. 0:02:21.623,0:02:23.052 აი, როგორ იყო: 0:02:23.076,0:02:27.084 "მეცნიერება ობიექტურია[br]ცნობიერება სუბიექტური, 0:02:27.108,0:02:30.411 ამიტომ არ შეიძლება[br]ცნობიერების მეცნიერება არსებობდეს" 0:02:30.435,0:02:36.915 მაშ,[br]ტრადიციების ეს წყვილი გვაფერხებს. 0:02:36.939,0:02:39.783 ძალიან რთულია[br]ტრადიციების ამ წყვილს თავი დააღწიო. 0:02:39.807,0:02:42.801 და მე ამ ლექციაში[br]მაქვს მხოლოდ ერთი რეალური გზავნილი, 0:02:42.825,0:02:46.185 ესაა: ცნობიერება ბიოლოგიური მოვლენაა, 0:02:46.209,0:02:49.074 როგორც ფოტოსინთეზი, საჭმლის მონელება,[br]მითოზი... 0:02:49.098,0:02:53.409 თქვენ იცით ყველა ბიოლოგიუირ მოვლენა...[br]და როგორც კი ამას გაიზიარებთ, 0:02:53.433,0:02:56.048 ცნობიერების უმეტესი,[br]თუმცა არა ყველა, რთული პრობლემა 0:02:56.072,0:02:58.323 უბრალოდ გაქრება. 0:02:58.347,0:03:00.376 და ვაპირებ ზოგი მათგანი განვიხილო. 0:03:00.400,0:03:02.709 მე შეგპირდით, რომ გეტყოდით[br]ზოგ აღმაშოთებელ რამეს, 0:03:02.733,0:03:05.448 რაც ცნობიერებაზე თქმულა. 0:03:05.472,0:03:09.048 პირველი: ცნობიერება არ არსებობს. 0:03:09.072,0:03:11.278 ეს ილუზიაა, როგორც მზის ჩასვლა. 0:03:11.302,0:03:16.343 მეცნიერებამ აჩვენა, რომ მზის ჩასვლა[br]და ცისარტელა ილუზიებია. 0:03:16.367,0:03:18.266 ცნობიერებაც ილუზიაა. 0:03:18.290,0:03:21.521 მეორე: შეიძლება ის არსებობს,[br]მაგრამ სინამდვილეში ის რაღაც სხვაა. 0:03:21.545,0:03:25.302 ის კომპიუტერული პროგრამაა,[br]რომელიც ტვინში მუშაობს. 0:03:25.326,0:03:29.116 მესამე: ერთადერთი რამ რაც არსებობს,[br]ესაა ქცევა. 0:03:29.140,0:03:32.724 ბიჰევიორიზმი სამარცხვინოდ გავლენიანი იყო. 0:03:32.748,0:03:34.079 ამას დავუბრუნდები. 0:03:34.103,0:03:36.813 და მეოთხე: შეიძლება ცნობიერება არსებობს, 0:03:36.837,0:03:39.028 მაგრამ ის ვერაფერზე ახდენს გავლენას. 0:03:39.052,0:03:41.868 როგორ შეიძლება არამატერიალურმა[br]მატერიაზე მოახდინოს გავლენა. 0:03:41.868,0:03:43.963 როცა ვიღაც მეუბნება ამას, 0:03:43.987,0:03:46.903 გინდათ ნახოთ როგორც ახდენს[br]არამატერიალური მატერიაზე გავლენას? 0:03:46.903,0:03:49.105 შეხედეთ.[br]მე ცნობიერად გადავწყვიტე მკლავი ავწიო 0:03:49.129,0:03:51.714 და ეს ოხერი მაღლა იწევა (სიცილი) 0:03:51.738,0:03:55.485 უფრო მეტიც, დააკვირდით, 0:03:55.509,0:03:59.480 ჩვენ არ ვამბობთ: "ის ჟენევის ამინდივითაა, 0:03:59.504,0:04:02.128 ზოგ დღეს იწევა და ზოგ დღეს არა" 0:04:02.152,0:04:04.783 არა, ის მაღლა იწევა, როცა კი მე ეს მინდა. 0:04:04.807,0:04:07.093 კარგი. გეტყვით როგორაა ეს შესაძლებელი. 0:04:07.117,0:04:10.592 განმარტება ჯერ არ მითქვამს. 0:04:10.616,0:04:12.950 შეუძლებელია განმარტების გარეშე. 0:04:12.974,0:04:15.936 ამბობენ,[br]რომ ძალიან ძნელია განმარტო ცნობიერება. 0:04:15.960,0:04:17.819 მგონი ეს საკმაოდ ადვილია 0:04:17.843,0:04:20.028 თუ მის მეცნიერულ განმარტებას არ აპირებ. 0:04:20.052,0:04:22.308 ჩვენ არ ვართ მზად[br]მეცნიერული განმარტებისთვის, 0:04:22.332,0:04:24.404 მაგრამ აი საღ აზრზე[br]დაფუძნებული განმარტება: 0:04:24.404,0:04:26.896 ცნობიერება შედგება[br]ყველა გრძნობებისგან, 0:04:26.920,0:04:28.964 შეგრძნებებისგან და აღქმებისგან. 0:04:28.988,0:04:32.522 ის იწყება დილით, როცა თქვენ იღვიძებთ[br]უსიზმრო ძილის შემდეგ 0:04:32.546,0:04:34.991 და გრძელდება მთელი დღე,[br]დაძინებამდე, 0:04:35.015,0:04:38.189 ან სიკვდილამდე, ან იმ დრომდე[br]სანამ სხვანაირად არ გაითიშებით. 0:04:38.213,0:04:41.309 ამ განმარტების მიხედვით,[br]სიზმარი ცნობიერების ფორმაა. 0:04:41.333,0:04:44.211 ეს არის[br]საღი აზრით განმარტებული ცნობიერება. 0:04:44.235,0:04:47.712 თუ ამაზე არ საუბრობთ[br]მაშინ ცნობიერებას არ გულისხმობთ. 0:04:47.736,0:04:51.196 მაგრამ ხალხი ფიქრობს: "თუ ესაა ცნობიერება,[br]მაშინ ეს საშინელი პრობლემაა. 0:04:51.220,0:04:55.154 როგორ შეიძლება ასეთი რამ,[br]რეალური სამყაროს ნაწილი იყოს?" 0:04:55.178,0:04:57.512 და თუ როდისმე ფილოსოფიის კურსი გაგივლიათ, 0:04:57.536,0:05:00.263 ეს მოვლენა ცნობილია[br]როგორც გონება-სხეულის პრობლემა. 0:05:00.287,0:05:03.526 მგონია რომ ამასაც მარტივი ამოხსნა აქვს[br]და აქვე გეტყვით: 0:05:03.550,0:05:07.528 ყველა ჩვენი ცნობიერი მდგომარეობა,[br]გამონაკლისის გარეშე, 0:05:07.552,0:05:13.053 გამოწვეულია ტვინში, დაბალ დონეზე მიმდინარე[br]ნეირობიოლოგიური პროცესებით 0:05:13.077,0:05:15.234 და ისინი ტვინში ვლინდება, 0:05:15.258,0:05:17.568 როგორც მაღალი დონის, ანუ სისტემის თვისება. 0:05:17.592,0:05:20.884 ეს დაახლოებით ისეთივე იდუმალებაა,[br]როგორც წყლის თხევადი მდგომარეობა. 0:05:20.884,0:05:24.199 არა? წყლის თხევადი მდგომარეობა[br]არაა დამატებითი წვენი, რომელსაც 0:05:24.223,0:05:25.889 H2O მოლეკულები ქმნიან. 0:05:25.913,0:05:28.767 ეს არის სისტემის მდგომარეობა. 0:05:28.791,0:05:33.929 და როგორც წყლით სავსე ქილა, შეიძლება[br]გადავიდეს თხევადიდან მყარ მდგომარეობაში, 0:05:33.953,0:05:36.001 მოლეკულების ქცევის მიხედვით, 0:05:36.025,0:05:39.038 ასევე თქვენი ტვინი შეიძლება გადავიდეს,[br]ცნობიერი მდგომარეობიდან 0:05:39.038,0:05:40.518 უგონო მდგომარეობაში. 0:05:40.542,0:05:43.504 მოლეკულების ქცევის მიხედვით. 0:05:43.528,0:05:47.889 ასეთი მარტივია[br]ცნობილი გონება-სხეულის პრობლემა. 0:05:47.913,0:05:51.066 ახლა მივდივართ უფრო რთულ კითხვებამდე. 0:05:51.090,0:05:54.510 მოდით ჩამოვთვალოთ[br]ცნობიერების ზუსტი თვისებები, 0:05:54.534,0:05:56.982 რომ შემდეგ ვუპასუხოთ[br]მის ოთხ წინააღმდეგობას, 0:05:57.006,0:05:58.269 რომელიც მე ჩამოვთვალე. 0:05:58.293,0:06:02.536 პირველი თვისებაა,[br]ის რეალურია და შეუქცევადი. 0:06:02.560,0:06:04.590 მას ვერ მოიცილებთ. 0:06:04.614,0:06:08.761 განსხვავება რეალობასა და ილუზიას შორის 0:06:08.785,0:06:11.430 არის განსხვავება იმას შორის, 0:06:11.454,0:06:15.304 თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ რაღაცეებს[br]და როგორია ისინი რეალურად. 0:06:15.328,0:06:17.180 ჩვენ აღვიქვამთ რომ იქ... 0:06:17.204,0:06:18.848 მომწონს ფრაგული "arc-en-ciel"... 0:06:18.872,0:06:21.046 გვეჩვენება, რომ თაღია ცაში, 0:06:21.070,0:06:24.826 ან გვეჩვენება რომ მზე ჩადის მთებს უკან. 0:06:24.850,0:06:27.923 ჩვენ ასე აღვიქვამთ,[br]მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. 0:06:27.947,0:06:29.850 მაგრამ თავად ცნობიერების არსებობისთვის 0:06:29.874,0:06:32.351 ამ განსხვავებას, თუ რა გვეჩვენება,[br] 0:06:32.375,0:06:36.406 და რა არის სინამდვილეში,[br]მნიშვნელობა არ აქვს, 0:06:36.430,0:06:40.257 რადგან თავად ცნობიერების შემთხვევაში, 0:06:40.281,0:06:43.237 თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ ცნობიერი ხართ, 0:06:43.261,0:06:45.122 ე.ი. თქვენ ცნობიერი ხართ. 0:06:45.146,0:06:48.476 თუ ექსპერტების ჯგუფი მოვა და მეტყვის: 0:06:48.500,0:06:51.347 "ჩვენ მოწინავე ნეირობიოლოგები ვართ,[br]ჩვენ გამოგიკვლიეთ, სერლ 0:06:51.347,0:06:53.917 და დარწმუნებულები ვართ,[br]რომ თქვენ არ ხართ ცნობიერი, 0:06:53.941,0:06:55.989 თქვენ ძალიან ჭკვიანურად[br]აგებური რობოტი ხართ" 0:06:56.013,0:06:59.258 არ მგონია რომ: "შეიძლება ისინი[br]მართლები არიან, იცით?" 0:06:59.282,0:07:01.821 წამითაც არ მგონია, რადგან 0:07:01.845,0:07:04.951 დეკარტს შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვია,[br]მაგრამ იმაში მართალი იყო, 0:07:04.951,0:07:07.856 რომ თქვენი საკუთარი ცნობიერების არსებობაში[br]ეჭვს ვერ შეიტანთ. 0:07:07.856,0:07:09.996 კარგი. ეს ცნობიერების პირველი თვისება იყო. 0:07:10.020,0:07:11.800 ის რეალურია და შეუქცევადი. 0:07:11.824,0:07:15.031 თქვენ მას ვერ მოიცილებთ[br]ილუზიად წარმოჩენით 0:07:15.055,0:07:18.260 ისე როგორც სხვა სტანდარტულ ილუზიებს. 0:07:18.284,0:07:20.792 მეორე თვისება 0:07:20.816,0:07:23.257 ბევრი თავის ტკივილის მიზეზია ჩვენთვის. 0:07:23.281,0:07:25.439 ცნობიერების ყველა მდგომარეობას 0:07:25.463,0:07:28.403 საკუთარი ხარისხობრივი თვისება გააჩნია. 0:07:28.427,0:07:30.808 ლუდის დალევა ისე არ იგრძნობა, 0:07:30.832,0:07:33.753 როგორც საშემოსავლოს შევსება, 0:07:33.777,0:07:36.821 ან მუსიკის მოსმენა[br]და ეს ხარისხობრივი შეგრძნება, 0:07:36.845,0:07:39.382 ავტომატურად აგენერირებს მესამე თვისებას, 0:07:39.406,0:07:43.176 კერძოდ, ცნობიერების მდომარეობები[br]თავისთავად სუბიექტურია, 0:07:43.200,0:07:46.131 იმ გაგებით, რომ ისინი მხოლოდ არსებობს[br]როცა მათ გამოცდის 0:07:46.155,0:07:48.426 რომელიმე ადამიანი, ან ცხოველი,[br]როგორც სუბიექტი. 0:07:48.426,0:07:50.199 რამე რაც მათ გამოცდის. 0:07:50.223,0:07:52.582 შეიძლება ჩვენ შევძლოთ[br]ცნობიერი მანქანის აგება. 0:07:52.606,0:07:54.905 რადგან არ ვიცით[br]ჩვენი ტვინი ამას როგორ ახერხებს, 0:07:54.905,0:07:58.870 ჯერ-ჯერობით არ შეგვიძლია[br]ცნობიერი მანქანის აგება. 0:07:58.894,0:08:01.645 ცნობიერების შემდეგი თვისებაა, 0:08:01.669,0:08:05.796 რომ ის წარმოგვიდგება[br]როგორც ერთიანი ცნობიერების ველი. 0:08:05.820,0:08:08.152 ანუ, მე მხოლოდ[br]ჩემს წინ მყოფ ხალხს კი არ აღვიქვამ, 0:08:08.176,0:08:10.866 ან მხოლოდ ჩემს ხმას,[br]ან ფეხსაცმელების წონას იატაკზე, 0:08:10.890,0:08:13.041 არამედ ისინი მე წარმომიდგება, 0:08:13.065,0:08:16.523 როგორც ერთი მთლიანი[br]ცნობიერების ველის ნაწილი, 0:08:16.547,0:08:18.539 რომელიც გადაჭიმულია წინ და უკან. 0:08:18.563,0:08:20.308 ეს საკვანძო საკითხია, 0:08:20.332,0:08:22.747 ცნობიერების წარმოუდგენელი ძალის[br]გასაგებად. 0:08:22.771,0:08:25.691 ჩვენ რობოტისთვის ამის გაკეთებას,[br]ვერ ვახერხებთ. 0:08:25.715,0:08:28.192 რობტოტექნიკით იმედგაცრუება იმის ბრალია, 0:08:28.216,0:08:30.550 რომ ჩვენ არ ვიცით როგორ შევქმნათ[br]ცნობიერი რობოტი. 0:08:30.574,0:08:33.599 ჩვენ არ გვაქვს მანქანა,[br]რომელიც ასეთ რამეს შეძლებს. 0:08:33.623,0:08:36.107 კარგი. ცნობიერების შემდეგი თვისება, 0:08:36.131,0:08:39.222 ამ საოცარი[br]ერთიანი ცნობიერების ველის შემდეგ, 0:08:39.246,0:08:42.015 მოდის ფაქტი, რომ მისი მოქმედება[br]ჩვენს ქცევას იწვევს. 0:08:42.039,0:08:45.218 მე ხელის აწევით[br]მეცნიერული დემონსტრირება მოვახდინე, 0:08:45.242,0:08:46.968 მაგრამ როგორაა ეს შესაძლებელი? 0:08:46.992,0:08:50.732 როგორ მოხდა, რომ ეს აზრი ჩემს ტვინში 0:08:50.756,0:08:52.932 მატერიალურ ობიექტს ამოძრავებს? 0:08:52.956,0:08:54.433 გიპასუხებთ. 0:08:54.457,0:08:56.457 მართალია, ჩვენ არ ვიცით დეტალური პასუხი, 0:08:56.481,0:08:59.159 მაგრამ ჩვენ ვიცით პასუხის ძირითადი ნაწილი, 0:08:59.183,0:09:01.452 ნეირონული იმპულსების ჯაჭვის[br]დასრულებისას, 0:09:01.476,0:09:04.539 მოტორული ნეირონების[br]აქსონის კიდურ ფირფიტებზე, 0:09:04.563,0:09:07.360 აცეტილქოლინი გამოიყოფა. 0:09:07.384,0:09:09.720 ბოდიში ფილოსოფიური ტერმინოლოგიის[br]გამოყენებისთვის, 0:09:09.720,0:09:13.451 მაგრამ როცა ის მოტორული ნეირონების[br]აქსონის კიდურ ფირფიტებზე გამოიყოფა, 0:09:13.475,0:09:16.237 იონურ არხებში მთელი საოცრებები ხდება 0:09:16.261,0:09:18.143 და ეს ოხერი მკლავიც ზემოთ იწევს. 0:09:18.167,0:09:20.267 ახლა გაიაზრეთ რაც გითხარით. 0:09:20.291,0:09:22.009 ერთი და იგივე მოვლენა, 0:09:22.033,0:09:25.044 ჩემი მკლავის აწევის[br]ჩემი ცნობიერი გადაწყვეტილება 0:09:25.068,0:09:27.839 შეიძლება აღიწეროს იმ დონეზე,[br]სადაც მას 0:09:27.863,0:09:30.185 ყველა შეგრძნებითი, არამატერიალური[br]თვისება აქვს, 0:09:30.185,0:09:32.416 ეს აზრია ჩემს ტვინში,[br]მაგრამ ამავდროულად, 0:09:32.416,0:09:34.372 ის აცეტილქოლინსაც გამოყოფს 0:09:34.396,0:09:36.063 და გზად ბევრ სხვა რამეს აკეთებს, 0:09:36.087,0:09:38.695 მიდის რა ტვინის მოტორული ქერქიდან, 0:09:38.719,0:09:41.392 მკლავის ნერვულ ბოჭკოებამდე. 0:09:41.416,0:09:45.208 ეს იმას აჩვენებს,[br]რომ ამ მოვლენების აღწერისთვის 0:09:45.232,0:09:48.592 ჩვენი ტრადიციული ლექსიკონი[br]სრულიად მოძველებულია. 0:09:48.616,0:09:51.849 ერთი და იგივე მოვლენა,[br]შეიძლება აღიწეროს 0:09:51.873,0:09:54.815 ნეირობიოლოგიურ დონეზეც[br]და მენტალურ დონეზეც 0:09:54.839,0:09:57.006 და ეს ერთი მოვლენაა. 0:09:57.030,0:09:59.554 ასე მუშაობს ბუნება.[br] 0:09:59.578,0:10:02.147 ასე შეუძლია ცნობიერებას,[br]გამოიწვიოს მოქმედება. 0:10:02.171,0:10:05.006 ვიქონიოთ ეს[br] 0:10:05.030,0:10:08.073 და ცნობიერების სხვადასხვა თვისებები[br]მხედველობაში 0:10:08.097,0:10:11.245 და დავუბრუნდეთ[br]ნახსენებ წინააღმდეგობებზე პასუხს. 0:10:11.269,0:10:14.854 პირველი იყო, რომ ცნობიერება არ არსებობს, 0:10:14.878,0:10:16.688 და რომ ეს ილუზიაა. ამას უკვე ვუპასუხე. 0:10:16.712,0:10:18.712 არ მგონია განხილვად ღირდეს. 0:10:18.736,0:10:22.068 აი, მეორე მათგანი საოცრად გავლენიანი იყო 0:10:22.092,0:10:23.912 და შეიძლება ახლაც აქტუალურია. ესაა: 0:10:23.936,0:10:27.103 "ცნობიერება თუ არსებობს,[br]ის სინამდვილეში სხვა რამეა. 0:10:27.127,0:10:30.866 ის სინამდვილეში ტვინში მომუშავე[br]ციფრული კომპიუტერული პროგრამაა 0:10:30.890,0:10:33.414 და რაც გვჭირდება[br]ცნობიერების შესაქმნელად, 0:10:33.438,0:10:34.811 არის შესაბამისი პროგრამა. 0:10:34.811,0:10:37.835 აპარატურული ნაწილი დაივიწყეთ,[br]ნებისმიერი აპარატურა გამოდგება, 0:10:37.835,0:10:41.182 რომელიც საკმარისად სტაბილური[br]და მძლავრი იქნება რომ ეს პროგრამა ამუშაოს" 0:10:41.182,0:10:43.140 ჩვენ ვიცით რომ ეს აზრი მცდარია. 0:10:43.164,0:10:46.149 ნებისმიერი,[br]ვისაც წარმოდგენა აქვს კომპიუტერზე, 0:10:46.173,0:10:49.063 მიხვდება რომ ეს მცდარი აზრია,[br]რადგან კომპიუტერული გამოთვლა, 0:10:49.063,0:10:51.028 წარმოადგენს სიმბოლოებით მანიპულაციას, 0:10:51.052,0:10:53.957 როგორც წესი ნულებით და ერთებით,[br]თუმცა ნებისმიერი სიმბოლო წავა. 0:10:53.981,0:10:57.079 თქვენ გაქვთ ალგორითმი,[br]რომელიც უნდა დააპროგრამოთ 0:10:57.103,0:11:00.186 ორობით კოდში[br]და ესაა კომპიუტერული პროგრამის 0:11:00.210,0:11:02.237 განმსაზღვრელი მახასიათებელი. 0:11:02.261,0:11:06.120 ჩვენ კი ვიცით რომ ეს წმინდად სინტაქსურია,[br]სიმბოლური. 0:11:06.144,0:11:10.135 ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის ცნობიერება[br]სინამდვილეში რაღაც უფრო მეტია. 0:11:10.159,0:11:13.328 მას სინტაქსთან ერთად შინაარსიც გააჩნია. 0:11:13.352,0:11:14.825 გააჩნია სემანტიკა. 0:11:14.849,0:11:17.314 ეს არგუმენტი ვთქვი 30... 0:11:17.338,0:11:18.935 ღმერთო, ამაზე ფიქრიც არ მინდა... 0:11:18.935,0:11:20.177 30-ზე მეტი წლის წინ, 0:11:20.177,0:11:22.876 მაგრამ ის უფრო[br]სიღრმისეულ არგუმენტს შეიცავს, 0:11:22.900,0:11:25.919 მინდა ისიც გითხრათ მოკლედ. 0:11:25.943,0:11:30.069 ცნობიერება ქმნის დამკვირვებლისგან[br]დამოუკიდებელ რეალობას. 0:11:30.093,0:11:33.557 ის ქმნის ფულის, უძრავი ქონების, მთავრობის, 0:11:33.581,0:11:37.529 ქორწინების, ცერნის კონფერენციის, 0:11:37.553,0:11:40.148 კოქტეილის წვეულების[br]და საზაფხულო არდადეგების რეალობას 0:11:40.172,0:11:42.897 ეს ყველაფერი ცნობიერების ქმნილებაა. 0:11:42.921,0:11:45.732 მათი არსებობა[br]დამკვირვებელზეა დამოკიდებული. 0:11:45.756,0:11:49.235 მხოლოდ ცნობიერი აგენტის მიხედვით 0:11:49.259,0:11:52.082 წარმოადგენს ქაღალდი ფულს,[br]ან შენობების ჯგუფი უნივერსიტეტს. 0:11:52.106,0:11:55.956 ახლა დავფიქრდეთ კომპიუტერულ გამოთვლაზე. 0:11:55.980,0:11:59.625 არის ის აბსოლუტური როგორც ძალა, მასა,[br]გრავიტაციული მიზიდულობა? 0:11:59.649,0:12:01.757 თუ დამკვირვებელზეა დამოკიდებული? 0:12:01.781,0:12:05.284 ზოგი გამოთვლა აბსოლუტურია. 0:12:05.308,0:12:07.195 ორს პლუს ორი - ოთხია. 0:12:07.219,0:12:09.766 ეს ასეა,[br]იმისგან დამოუკიდებლად ვინ რას ფიქრობს, 0:12:09.790,0:12:12.255 მაგრამ როცა მე ჯიბის კალკულატორს ვიღებ 0:12:12.279,0:12:16.037 და ვაკეთებ გამოთვლას,[br]ერთადერთი აბსოლუტური მოვლენა 0:12:16.061,0:12:19.212 ელექტრული ველია[br]და მისი ქცევა. 0:12:19.236,0:12:21.046 ეს არის ერთადერთი აბსოლუტური მოვლენა. 0:12:21.046,0:12:23.404 ყველაფერი დანარჩენი ჩვენი ინტერპრეტაციაა. 0:12:23.428,0:12:27.245 გამოთვლა მხოლოდ ცნობიერებაში ხდება. 0:12:27.269,0:12:30.020 ან ცნობიერი აგენტი აკეთებს ამას, 0:12:30.044,0:12:33.806 ან მას მანქანა აქვს,[br]რომელიც ინტერპრეტაციებით გამოთვლის. 0:12:33.830,0:12:36.731 ეს არ ნიშნავს, რომ გამოთვლა შემთხვევითია. 0:12:36.755,0:12:39.179 ასეთი მოწყობილობა ძვირი მიჯდება. 0:12:39.203,0:12:41.325 მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს მუდმივი აღრევა, 0:12:41.349,0:12:45.806 ობიექტურობას და სუბიექტურობას,[br]როგორც რეალობას 0:12:45.806,0:12:49.974 და ობიექტურობას და სუბიექტურობას[br]როგორც ჩვენს მტკიცებას შორის. 0:12:49.998,0:12:53.140 ჩემი საუბრის საბოლოო დასკვნა შემდეგია: 0:12:53.164,0:12:56.791 შეიძლება არსებობდეს[br]სრულიად ობიექტური მეცნიერება, 0:12:56.815,0:13:00.143 მეცნიერება, რომელშიც თქვენ[br]ობიექტურად ჭეშმარიტ რამეს ამტკიცებთ იმაზე, 0:13:00.143,0:13:03.133 რისი არსებობაც სუბიექტურია. 0:13:03.157,0:13:06.368 რაც ადამიანის ტვინში არსებობს 0:13:06.392,0:13:08.507 და შედგება შეგრძნებების,[br]გრძნობების და აღქმის 0:13:08.531,0:13:10.530 სუბიექტური მდგომარეობებისგან.[br] 0:13:10.530,0:13:11.619 ამიტომ მტკიცება, 0:13:11.619,0:13:14.529 რომ შეუძლებელია ცნობიერების[br]ობიექტური მეცნიერება არსებობდეს, 0:13:14.553,0:13:18.737 რადგან ის სუბიექტურია და მეცნიერება კი[br]ობიექტური, სიტყვების თამაშია. 0:13:18.761,0:13:21.446 ობიექტურობით და სუბიექტურობით[br]ცუდი თამაში. 0:13:21.470,0:13:23.770 თქვენ შეგიძლიათ ობიექტურად ამტკიცოთ რაღაც, 0:13:23.794,0:13:27.812 ისეთ რამეზე, რასაც არსებობის[br]სუბიექტური მდგომარეობა გააჩნია. 0:13:27.836,0:13:29.655 და ნევროლოგებიც სწორედ ამას აკეთებენ. 0:13:29.655,0:13:31.933 პაციენტი, რომელიც ტკივილს განიცდის 0:13:31.957,0:13:34.564 და თქვენ ცდილობთ[br]ობიექტურად გამოიკვლიოთ. 0:13:34.588,0:13:36.986 მე შეგპირდით,[br]რომ ყველა წინააღმდეგობას ვუპასუხებდი 0:13:36.986,0:13:38.211 და ბევრი დრო არ მრჩება, 0:13:38.235,0:13:40.460 მაგრამ ნება მომეცით,[br]ორიოდეს კიდევ ვუპასუხო. 0:13:40.460,0:13:42.354 მე ვთქვი, რომ ბიჰევიორიმზი 0:13:42.378,0:13:45.643 ალბათ ინტელექტუალური კულტურის[br]ერთ-ერთი დიდი სირცხვილია, 0:13:45.667,0:13:48.536 რადგან ის[br]გაფიქრებისთანავე უნდა იყოს უარყოფილი. 0:13:48.560,0:13:51.793 დაფიქრდით, თქვენი მენტალური მდგომარეობა,[br]თქვენი ქცევის იდენტურია? 0:13:51.793,0:13:54.348 დაფიქრდით,[br]განსხვავებაზე ტკივილის შეგრძნებასა 0:13:54.348,0:13:56.247 და ტკივილთან დაკავშირებულ ქცევას შორის. 0:13:56.271,0:13:59.035 ტკივილთან დაკავშირებული ქცევის[br]დემონსტრირებას არ გავაკეთებ 0:13:59.035,0:14:01.124 მაგრამ შემიძლია გითხრათ,[br]რომ არაფერი მტკივა. 0:14:01.124,0:14:04.194 მაშ, ეს ცხადი შეცდომაა.[br]რატომ უშვებენ ამ შეცდომას? 0:14:04.218,0:14:06.409 შეგიძლიათ ამაზე ლიტერატურა ნახოთ, 0:14:06.433,0:14:08.854 რომ შეცდომა იყო, 0:14:08.854,0:14:12.683 როცა ხალხი ფიქრობს, რომ თუ შენ[br]იღებ ცნობიერების შეუქცევად არსებობას, 0:14:12.707,0:14:15.478 მაშინ ხელს იღებ მეცნიერებაზე. 0:14:15.502,0:14:18.549 ხელს იღებ ადამიანური პროგრესის, 0:14:18.573,0:14:20.703 ადამიანური იმედის და ყველაფრის 300 წელზე. 0:14:20.703,0:14:23.198 შემდეგი გზავნილი მინდა დაგიტოვოთ: 0:14:23.222,0:14:25.641 ცნობიერება უნდა იქნას მიღებული, 0:14:25.665,0:14:28.129 როგორც ჭეშმარიტი ბიოლოგიური მოვლენა, 0:14:28.153,0:14:30.596 ისეთივე მეცნიერული ანალიზის საგნად, 0:14:30.620,0:14:32.816 როგორც ნებისმიერი სხვა[br]ბიოლოგიური ფენომენი, 0:14:32.816,0:14:34.710 და ასევე მთელი დანარჩენი მეცნიერება. 0:14:34.734,0:14:36.092 დიდი მადლობა. 0:14:36.116,0:14:41.609 (აპლოდისმენტები)