ყველაფერი, რაც ჩვენს ვებ-გვერდზე აქამდე ჩავამატეთ, ან შინაარსის ბრაუზერით გამოსახვით ხდებოდა ან თეგებით ვუთითებდით, თუ რა უნდა გამოესახა. ზოგჯერ, ჩვენ უბრალოდ ინფორმაციის ჩამატება გვინდა ვებ-გვერდებზე იმისთვის, რომ სხვა ადამიანებმა წაიკითხონ, ბრაუზერმა კი უგულებელყოს. ამის გასაკეთებლად, ჩვენ ვწერთ კუთხოვან ფრჩხილებს (<>), ძახილის ნიშანს, ორ ტირეს, და რაღაც ტექტს შიგნით, შემდეგ კი ისევ ორ ტირეს და დამხურავ კუთხოვან ფრჩხილს , ამას ჩვენ კომენტარს ვეძახით. და მას ყველა პროგრამურ ენაში ვაკეთებთ, რადგან ხშირად გვინდა გაკეთება ისეთი რაღაცების რაც მხოლოდ ადამიანებისთვისაა. ეს პროგრამების განსაკუთრებულობაა: ისინი არა მხოლოდ კომპიუტერებისთვისაა, არამედ ადამიანებისთვისაც. რადგან ჩვენ ხშირად ერთად ვმუშაობთ რაღაცებზე, რომ ვისწავლოთ ერთმანეთისგან. კარგი, რისთვის ვიყენებთ კომენტარებს გარდა იმისა, რომ მივესალმოთ მათ? კარგი, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ისინი რომ გადავცეთ მათ, საიდან მოდის შინაარსიი, იმ შემთხვევაში, თუ მისი განახლება უნდათ. ვწერ, "This paragraph is based on the Wikipedia article," (პარაგრაფი ვიკიპედიის სტატიაზეა დაფუძნებული), და შეიძლება მივცე ამის ბმულიც, მაგრამ... და, "This paragraph is based on Pamela's personal opinion,"(პარაგრაფი პამელას პირად აზრზეა დაფუძნებული) მეტად სანდო წყაროზე. შემდეგ, შეიძლება ჩავსვათ ბმული კომენტარში, და დავწეროთ "These lyrics were from here." (ტექსტი აქედან არის). და ეს ადამიანებს ეხმარებათ გაიგონ საიდან მოვიტანე ამ ვებ-გვერდის შინაარსი. შეამჩნიეთ რაღაც ამ კომენტარებთან დაკავშირებით? ისინი მწვანეა, ყველა. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვიყენებდით კოდების ედიტორს ფერების სინტაქსით, და ის გამოიყენებს ფერებს, რათა დაგვეხმაროს იმის გაგებაში, რა რა არის, და კომენტარები თითქმის ყოველთვის მწვანეა, პირობითად. შეგვიძლია კომენტარები ჩვენს HTML-ის ნაწილებსაც გავუკეთოთ. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა ვცადოთ ჩვენი გვერდიდან რამის წაშლა. ჩვენ უბრალოდ კომენტარში შემოვაწერთ. ♪ (ღიღინი) ♪ ახლა, ბრაუზერი აღარ ხედავს ამ HTML-ს, რადგან მან უგულებელყო ყველაფერი, რაც კომენტარში იყო, და ეს ნაწილი გვერდს მოსცილდა. თუ მე გადავწყვეტ, რომ მე ეს, რეალურად, მომწონდა,შემიძლია დავაბრუნო გვერდებზე გაკეთებული კომენტარების მოშლით... და აი, ის დაბრუნდა! გახსოვდეთ, კომენტარები ადამიანებისთვისაა. იმ ადამიანებისთვის მაინც, ვისაც ჩვენი ვებ-გვერდის კოდების ყურება მოსწონს. ასეთები ბევრნი ვართ, არა?