მოდით ვისაუბროთ ციკლებზე. აქ მაქვს while ციკლი და კოდის რამდენიმე სტრიქონით შემიძლია ეს გზავნილი მთელს ეკრანზე ჩამოვშალო. ასე თუ შევცვლი გზავნილს, ყველა იცვლება. როგორ მუშაობს ეს? ამ კოდს რამდნეიმე წუთში დავუბრუნდებით. მანამდე ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ეს პროგრამა მხოლოდ იმ ცონით დავწეროთ, რაც გვაქვს, ციკლების გარეშე. ამისთვის დიდი რაოდენობის ტექსტის დაწერა მოგვიწევს ბევრჯერ. ვწერთ "text", "message" -- პირველ ადგილას დავსვამ. და ეს უნდა გავიმეოროთ იმდენჯერ, რომ ბოლოს ძირამდე მივაღწიოთ. ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რადგან ძირი შორსაა. ეს კიდევ უარესი ხდება, რადგან 70-ის ნაცვლად 60 უნდა მეწეროს. ახლა ესეც უნდა შევასწორო, რადგან უფრო პატარა უნდა იყოს. და ასე შემდეგ. ამ გზით, კიდევ მეტი ხანი დასჭირდება ძირამდე მისვლას. ეს რთულია. კარგია, რომ ამაში ციკლები გვეხმარებიან. ამიერიდან, როდესაც განმეორებად კოდს ნახავთ, მაშინვე უნდა იფიქროთ: -შემიძლია ციკლის გამოყენება? ციკლი დაგვეხმარება ამ კოდის გადაწერაში უამრავჯერ მცირე ცვლილებებთან ერთად. ასე დაიწერება ეს კოდი ციკლით. თავისან, ვწერთ "while"-ს, მრგვალ ფჩხილებს და ხვეულ ფრჩხილებს. შეტყობინებას მივიღებთ, უბრალოდ იმიტომ, რომ ჯერ არ დაგვისრულებია კეთება. ყოველ ჯერზე, როდესაც ციკლს წერთ სამ მთავარ კითხვას უნდა უპასუხოთ: აი ისინიც. პირველი კითხვაა- რა გინდათ გაიმეოროთ? რისი გამეორებაც გვინდა, ამ ფრჩხილებში უნდა მოთავსდეს. ტექსტის სტროფი უნდა გადმოვიტანოთ. ახლა ცოტა სულელურია, რადგან ერთსა და იმავე ტექსტს გავიმეორებთ ბევრჯერ. გვინდა, რომ რაღაც შეიცვალოს. ამას მივყავართ მეორე კითხვამდე: -რისი შეცვლა მინდა ყოველ ჯერზე? გვინდა, რომ შეიცვალოს y პოზიცია. გვინდა, რომ ჯერ 60 გახდეს მერე 80. ამიტომ ცვლადად ვაქციოთ. სახელად y, რადგან y პოზიციაა. ზემოთ განვსაზღვროთ ეს ცვლადი. 40-დან დავიწყებ. y-ის შეცვლა გვინდა. ამას ქვემოთ გავაკეთებ. ვთქვათ, y ხდება y-ს პლუს 20. ყოველ ჯერზე გაიზრდება. შეგვიძია სწრაფი გამოძახების მეთოდები გამოვიყენოთ. ეს შესანიშნავია! მესამე კითხვა დაგვრჩა. -რამდენჯერ გავიმეოროთ? გვინდა, რომ ბევრჯერ გავიმეოროთ, მაგრამ არა უსასრულოდ. უსასრულოდ თუ გავაკეთებთ, დიდი ხანი მოგვიწევს ლოდინი და შეიძლება ბრაუზერი მწყობრიდან გამოიყვანოს. მაშ, გვინდა გავაგრძელოთ სანამ გვერდის ბოლომდე მივალთ. ანუ, მანამ სანამ y 400-ზე ნაკლებია. ჩავსვათ ეს აქ. მივიღეთ შეტყობინება, რომელიც გვერდის ბოლომდეა. როგორც ხედავთ, ეს ბევრად მარტივია წინა მიდგომასთან შედარებით, რომელსაც იგივე დრო დავახარჯეთ და ჯერ მეოთხედიც არ გვეწერა. ეს წავშალოთ და დაგვრჩება ჩვენი პროგრამა. ვცადოთ უკეთ გავიგოთ რა ხდება. ამისთვის ყოველ ჯერზე გამოვიტან y-ს. ვიტყვი: y ახლა უდრის-- ქვევით მესიჯს მივამაგრებ y-ს, რათა ვნახოთ. ახლა y იცვლება 20-ით, მაგრამ ამის შეცვლა შგვიძლია ამ ცვლადის შეცვლით. შეგვიძია 50 გავხადოთ. სხვა მნიშნელობებით თამაშიც შეგიძლიათ. დააკვირდით, როგორი გავლენა აქვს პროგრამის შეწყვეტაზე. რომ გაიგოთ, ამაზე იფიქრეთ, როგორც IF განცხადებაზე. აქ გვაქვს ბულის გამოსახულებიანი გამოთქმა. როგორც ისწავლეთ და გვაქვს განცხადების კორპუსი. თუ ბული მართალია-- წინააჭმდეგ შემთხვევაში ვახტებით ამ ნაწილს. საინტერესოა, რომ while ციკლის დროს გვაქვს საიდუმლო რაღაც, რაც ამბობს: დაბრუნდი ციკლის დასაწყისში. ეს ნიშნავს, რომ IF-სგან განსხვავებით, სადაც ტოვებ და მიდიხარ, ციკლის დროს ყოველ ჯერზე ვამოწმებთ პირობა ჯერ კიდევ მართალია თუ არა. თუ არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. როგორც მიხვდებოდით, მეორედ იმავეს ვამოწმებთ ვეკითხებით: y ჯერ კიდევ 279-ზე ნაკლებია? თუ კი, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ და შემოწმებას გავაგრძელებთ. თუ არ არის, აქ დავბრუნდებით და ბოლოს, თავს დავაღწევთ. და პროგრამას გავაგრძელებთ. ციკლების გამოყენების კიდევ ბევრი საინტერესო გზაა, რომელზეც მალე ვისწავლით. კარგი დასაწყისია!