WEBVTT 00:00:07.245 --> 00:00:11.472 100,000 ტონაზე მეტი კოფეინი მოიხმარება 00:00:11.472 --> 00:00:13.811 ყოველ წელს მსოფლიოს მასშტაბით. 00:00:13.811 --> 00:00:18.033 ეს 14 ეიფელის კოშკის მასის ტოლია. 00:00:18.033 --> 00:00:21.343 კოფეინის უმეტესობა ყავის ან ჩაის სახით მიიღება, 00:00:21.344 --> 00:00:23.792 კოფეინი აგრეთვე ზოგიერთ გაზიან სასმელშიცაა დამატებული, 00:00:23.792 --> 00:00:24.666 შოკოლადში, 00:00:24.667 --> 00:00:26.243 კოფეინის აბებში, 00:00:26.243 --> 00:00:29.263 და უკოფეონო სასმელებშიც კი. 00:00:29.263 --> 00:00:32.990 კოფეინი გვეხმარება გამოფხიზლებაში, ბედნიერების და ენერგიულობის შეგრძნებაში. 00:00:32.990 --> 00:00:35.981 მაშინაც კი, თუ საკმარისად არ გვიძინია. 00:00:35.981 --> 00:00:40.409 მაგრამ კოფეინი ასევე არტერიულ წნევას ზრდის და გვძაბავს. 00:00:40.409 --> 00:00:43.152 ის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ მოხმარებადი ნარკოტიკული საშუალებაა. 00:00:43.152 --> 00:00:46.012 მაშ, როგორ გვაფხიზლებს კოფეინი? 00:00:46.612 --> 00:00:50.892 კოფეინი მცენარეებში გამოიყოფა, სადაც ის რამდენიმე ფუნქციას ასრულებს. 00:00:50.892 --> 00:00:55.474 კოფეინი დიდი რაოდენობითაა ზოგიერთი მცენარის ფოთლებსა და ნაყოფში 00:00:55.473 --> 00:00:57.783 და ის მწერებისთვის მომწამლავია. 00:00:57.783 --> 00:01:01.671 მაგრამ, როცა მწერები მცირე რაოდენობით იღებენ, როგორც ეს ნექტარშია, 00:01:01.671 --> 00:01:05.923 ის მწერებს ეხმარება დაიმახსოვრონ და კიდევ დაუბრუნდნენ ყვავილებს. 00:01:05.924 --> 00:01:08.403 ადამიანის ორგანიზმში კოფეინი მოქმედებს, 00:01:08.403 --> 00:01:11.403 როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი. 00:01:11.403 --> 00:01:15.746 ის სიფხიზლეს გვინარჩუნებს ძილის გამომწვევი მოლეკულების დაბლოკვით, 00:01:15.746 --> 00:01:19.042 ნივთიერების სახელად ადენოზინი. 00:01:19.402 --> 00:01:22.013 ჩვენს ორგანიზმს ენერგიის მუდმივი მიწოდება სჭირდება, 00:01:22.013 --> 00:01:27.314 რომელსაც მაღალი ენერგიის მქონე მოლეკულის ატფ-ს დაშლით ახერხებს. 00:01:27.313 --> 00:01:28.253 ამ პროცესში, 00:01:28.254 --> 00:01:32.794 ადენოზინი თავისუფლდება - რომელიც ატფ-ს კომპონენტია. 00:01:32.793 --> 00:01:37.644 ტვინის ნეირონებს რეცეპტორები აქვთ, რომლებიც ამ მოლეკულას უკავშირდებიან. 00:01:37.644 --> 00:01:39.953 როცა ადენოზინი ამ რეცეპტორებში ჩაჯდება, 00:01:39.953 --> 00:01:43.664 ბიოქიმიური რეაქციების მთელ ჯაჭვს ააქტიურებს, 00:01:43.665 --> 00:01:45.926 რაც ნეირონების აქტიურობის შენელებას იწვევს 00:01:45.926 --> 00:01:50.465 და ტვინის მასტიმულირებელი მოლეკულების გამოყოფას ანელებს. 00:01:50.465 --> 00:01:53.265 უფრო მარტივად რომ ვთქვათ - თქვენ გეძინებათ. 00:01:53.265 --> 00:01:58.284 კოფეინი ადენოზინის რეცეპტორების ანტაგონისტია, 00:01:58.284 --> 00:02:01.855 შესაბამისად, ის იმ პროცესს აფერხებს, რაც ნეირონების შენელებას იწვევს, 00:02:01.855 --> 00:02:04.384 ადენოზინის რეცეპტორების ბლოკირებით. 00:02:04.385 --> 00:02:08.627 კოფეინს და ადენოზინს მსგავსი მოლეკულური სტრუქტურა აქვთ, 00:02:08.627 --> 00:02:12.456 იმდენად მსგავსი, რომ კოფეინს შეუძლია ადენოზინის რეცეპტორებში ჩაჯდომა, 00:02:12.455 --> 00:02:15.265 მაგრამ არც ისეთი მსაგვსია, რომ რეცეპტორების გააქტიურება შეძლოს. 00:02:15.265 --> 00:02:18.854 რომ შევაჯამოთ, ადენოზინი თქვენს ნეირონებს ანელებს. 00:02:18.854 --> 00:02:24.726 კოფეინი კი ინჰიბიტორ ადენოზინს ანელებს, რაც თქვენ სტიმულირებას იწვევს. 00:02:24.727 --> 00:02:27.306 ასევე, კოფეინს შეუძლია დადებითი გრძნობების ამაღლება. 00:02:27.306 --> 00:02:29.855 ზოგიერთ ნეირონში ადენოზინის რეცეპტორები 00:02:29.854 --> 00:02:34.366 დოპამინის მოლეკულის რეცეპტორებთან არიან დაკავშირებულები. 00:02:34.366 --> 00:02:38.569 ტვინში, დოპამინის ერთ-ერთი ფუნქცია სიამოვნების გრძნობის ამაღლებაა. 00:02:38.569 --> 00:02:41.870 როდესაც ადენოზინი წყვილ რეცეპტორში თავსდება 00:02:41.871 --> 00:02:45.948 ის დოპამინის საკუთარ ადგილას ჩაჯდომას ურთულებს, 00:02:45.948 --> 00:02:48.758 რაც განწობის ასამაღლებელ პროცესს უშლის ხელს. 00:02:48.758 --> 00:02:50.337 მაგრამ, როდესაც კოფეინი ადენოზინის ადგილს იკავებს, 00:02:50.337 --> 00:02:53.337 მას მსგავსი ეფექტი აღარ აქვს, 00:02:53.337 --> 00:02:55.948 და დოპამინს თავისუფლად შეუძლია საკუთარ ადგილას განთავსება. 00:02:55.948 --> 00:03:00.930 არსებობს მტიკიცებულება, რომ კოფეინის გავლენას ადენოზინზე და დოპამინზე 00:03:00.930 --> 00:03:05.180 გრძელვადიანი სარგებელიც აქვს, დაავადებების წარმოქმნის რისკის შემცირებით, 00:03:05.180 --> 00:03:10.129 ისეთების როგორებიცაა, პარკინსონი, ალცჰაიმერი და ზოგიერთი სახის სიმსივნე. 00:03:10.128 --> 00:03:14.997 კოფეინს ასევე შეუძლია ორგანიზმის მიერ ცხიმის დაწვის უნარის გაზრდა. 00:03:14.997 --> 00:03:17.509 აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ სპორტულ ორგანიზაციას მიაჩნია, 00:03:17.509 --> 00:03:20.959 რომ კოფეინი ათლეტებს არათანაბარ უპირატესობას ანიჭებს, 00:03:20.960 --> 00:03:24.308 და კოფეინის მიღებაზე შეზღუდვები დააწესეს. 00:03:24.307 --> 00:03:27.120 1972 წლიდან 2004 წლამდე, 00:03:27.120 --> 00:03:31.739 ოლიმპიური თამაშების ათლეტები სისხლში კოფეინის ზღვარს არ უნდა ასცილებოდნენ, 00:03:31.739 --> 00:03:34.120 რათა შეჯიბრებაში მონაწილების მიღება შეძლებოდათ. 00:03:34.120 --> 00:03:37.729 რა თქმა უნდა, კოფეინი ყოველთვის სასარგებლო არ არის. 00:03:37.729 --> 00:03:40.089 შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ თავს უკეთ და უფრო ფხიზლად გრძნობთ, 00:03:40.088 --> 00:03:43.219 მაგრამ კოფეინს თქვენი პულსის და არტერიული წნევის გაზრდა შეუძლია. 00:03:43.219 --> 00:03:46.409 ასევე, იწვევს შარდდენას და დიარეას, 00:03:46.409 --> 00:03:49.953 უძილობას და დაძაბულობას. 00:03:49.953 --> 00:03:52.801 აგრეთვე, საკვები და სასმელები, სადაც კოფეინია 00:03:52.800 --> 00:03:57.310 ორგანიზმზე ზემოქმედებენ, რაც ასევე გასათვალისწინებელია. 00:03:58.540 --> 00:04:01.570 ტვინს შეუძლია რეგულარულად კოფეინის მიღებას მიეჩვიოს. 00:04:01.570 --> 00:04:04.831 თუ ადენოზინის რეცეპტორები მუდმივად დაკავებულები არიან, 00:04:04.831 --> 00:04:07.719 ორგანიზმი დამატებით რეცეპტორებს გამოიმუშავებს. 00:04:07.719 --> 00:04:09.938 ეს კოფეინის მიღების შემთხვევაშიც კი, 00:04:09.938 --> 00:04:15.251 ადენოზინს საშუალებას მისცემს გააქტიურდეს და ტვინის აქტიურობა შეანელოს. 00:04:15.252 --> 00:04:18.723 სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც უფრო მეტი კოფეინის მიღება გვჭირდება, 00:04:18.723 --> 00:04:20.853 რომ გამოვფხიზლდეთ. 00:04:20.853 --> 00:04:24.473 კოფეინს უწევს უფრო მეტი ადენოზინის რეცეპტორების დაბლოკვა. 00:04:24.473 --> 00:04:26.973 როდესაც უცებ წყვეტთ კოფეინის მიღებას, 00:04:26.973 --> 00:04:30.194 შეიძლება ენერგიის არასასიამოვნო დაცემა განიცადოთ. 00:04:30.194 --> 00:04:32.492 ბევრი რეცეპტორებით და კოფეინის არ არსებობით, 00:04:32.492 --> 00:04:34.853 ადენოზინს თავისი მოქმედების განმავლობაში შეუძლია, 00:04:34.853 --> 00:04:36.473 ისეთი სიმპტომები გამოიწვიოს, როგორიც თავის ტკივილია, 00:04:36.473 --> 00:04:37.634 დაღლილობა 00:04:37.634 --> 00:04:40.211 და დეპრესიულობა. 00:04:40.211 --> 00:04:44.962 მაგრამ რამდენიმე დღეში, დამატებითი ადენოზინის რეცეპტორები გაქრება, 00:04:44.963 --> 00:04:46.992 და ორგანიზმი თავის ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება 00:04:46.992 --> 00:04:49.593 და თავს ისევ ფხიზლად იგრძნობთ, 00:04:49.593 --> 00:04:53.233 მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სტიმულანტის მიღების გარეშეც.