1 00:00:00,930 --> 00:00:02,385 ესენი მარტივი საგნებია: 2 00:00:02,385 --> 00:00:06,180 საათები, გასაღებები, სავარცხლები, სათვალეები. 3 00:00:06,180 --> 00:00:08,520 ის საგნებია, რომლებიც გენოციდის მსხვერპლებს ბოსნიაში, 4 00:00:08,520 --> 00:00:11,517 თან ჰქონდათ ბოლო წუთებში. 5 00:00:11,517 --> 00:00:14,240 ჩვენთვის ნაცნობია თითოეული ეს 6 00:00:14,240 --> 00:00:15,974 ყოველდღიური საგანი. 7 00:00:15,974 --> 00:00:17,559 ფაქტი, რომ ამ ადამიანების ნაწილს, 8 00:00:17,559 --> 00:00:20,973 თან ჰქონდა კბილის პასტა და ჯაგრისი, 9 00:00:20,973 --> 00:00:23,492 ნათელი დადასტურებაა იმისა, 10 00:00:23,492 --> 00:00:25,320 რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ რა ელოდათ. 11 00:00:25,320 --> 00:00:27,711 მათ ეუბნებოდნენ, 12 00:00:27,711 --> 00:00:30,199 რომ ცვლიდნენ სამხედრო ტყვეებზე. 13 00:00:30,199 --> 00:00:32,212 მოხდა ამ საგნების ამოღება და აღდგენა 14 00:00:32,212 --> 00:00:35,050 ჩემი მშობლიური მიწის მრავალი, საერთო სასაფლაოდან 15 00:00:35,050 --> 00:00:37,580 და ახლაც, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, ხდება 16 00:00:37,580 --> 00:00:39,714 ცხედრების ექსგუმაცია ახლად აღმოჩენილი სამარხებიდან, 17 00:00:39,714 --> 00:00:41,250 ომიდან 20 წლის შემდეგ. 18 00:00:41,250 --> 00:00:45,333 სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ყველაზე დიდი სასაფლაოა, 19 00:00:45,333 --> 00:00:47,611 რომელიც ოთხწლიანი კონფლიქტის დროს შეიქმნა, 20 00:00:47,611 --> 00:00:50,457 რომელმაც გაანადგურა ბოსნიური ნაცია 90-იანი წლების დასაწყისში. 21 00:00:50,457 --> 00:00:53,888 დაახლოებით 30,000 მშვიდობიანი მოქალაქე 22 00:00:53,888 --> 00:00:55,823 დაიკარგა და დაიღუპა, 23 00:00:55,823 --> 00:00:57,803 100,000 ადამიანი შეეწირა 24 00:00:57,803 --> 00:00:59,530 საბრძოლო ოპერაციებს. 25 00:00:59,530 --> 00:01:01,159 მათი უმეტესობა მოკლეს 26 00:01:01,159 --> 00:01:02,932 კონფლიქტის დასაწყისში, 27 00:01:02,932 --> 00:01:04,298 ან საბრძოლო ოპერაციების დასრულებისას, 28 00:01:04,298 --> 00:01:07,477 როდესაც გაეროს უსაფრთხო ზონები, როგორიცაა სრებრენიცა 29 00:01:07,477 --> 00:01:10,522 სერბული არმიის ხელში ჩავარდა. 30 00:01:10,522 --> 00:01:12,640 საერთაშორისო სასამართლო ტრიბუნალმა 31 00:01:12,640 --> 00:01:14,330 უამრავი ვერდიქტი გამოიტანა 32 00:01:14,330 --> 00:01:17,109 კაცობრიობის წინაშე დანაშაულისა და გენოციდისათვის. 33 00:01:17,109 --> 00:01:20,618 გენოციდი არის 34 00:01:20,618 --> 00:01:24,288 რასობრივი, პოლიტიკური, რელიგიური 35 00:01:24,288 --> 00:01:25,960 ან ეთნიკური ჯგუფის სისტემური განადგურება. 36 00:01:25,960 --> 00:01:28,540 გენოციდი არა მარტო მკვლელობაა, 37 00:01:28,540 --> 00:01:31,561 ის ასევე მსხვერპლის ქონების და 38 00:01:31,561 --> 00:01:33,451 კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაა. 39 00:01:33,451 --> 00:01:36,713 მათი არსებობის წაშლა. 40 00:01:36,713 --> 00:01:39,210 გენოციდი მხოლოდ მკვლელობა არ არის, 41 00:01:39,210 --> 00:01:42,383 ის იდენტობის გაქრობაა. 42 00:01:42,383 --> 00:01:43,813 მაგრამ რჩება კვალი. 43 00:01:43,813 --> 00:01:45,297 არ არსებობს იდეალური დანაშაული. 44 00:01:46,781 --> 00:01:48,267 ყოველთვის რჩება, რაღაც იმისგან, რაც განადგურდა, 45 00:01:48,267 --> 00:01:50,785 ისინი უფრო გამძლეები არიან ვიდრე მათი მსხვრევადი სხეულები 46 00:01:50,785 --> 00:01:54,523 და ჩვენი სელექციური მეხსიერება. 47 00:01:54,523 --> 00:01:57,180 ეს საგნები აღდგენილია 48 00:01:57,180 --> 00:01:58,352 სასაფლაოებიდან. 49 00:01:58,352 --> 00:02:01,766 ასეთი კოლექციის შექმნის მთავარი მიზანი 50 00:02:01,766 --> 00:02:03,234 არის უნიკალური პროცესი 51 00:02:03,234 --> 00:02:06,512 მათი იდენტიფიცირების, ვინც ემსხვერპლა ამ მკვლელობებს, 52 00:02:06,512 --> 00:02:09,482 პირველ გენოციდს ევროპულ მიწაზე 53 00:02:09,482 --> 00:02:10,905 ჰოლოქოსტის შემდეგ. 54 00:02:10,905 --> 00:02:13,419 არც ერთი გვამი არ უნდა დარჩეს 55 00:02:13,419 --> 00:02:15,285 არაიდენტიფიცირებული. 56 00:02:15,285 --> 00:02:16,650 აღდგენილი საგნები, 57 00:02:16,650 --> 00:02:19,573 რომელიც მსხვერპლებს თან ქონდათ 58 00:02:19,573 --> 00:02:21,052 ფრთხილად იწმინდება, 59 00:02:21,052 --> 00:02:23,409 ხდება მათი ანალიზი, 60 00:02:23,409 --> 00:02:25,647 შემდეგ კატალოგში შეტანა და შენახვა. 61 00:02:25,647 --> 00:02:28,797 ათასობით არტეფაქტი იფუთება თეთრი პლასტიკის ჩანთაში, 62 00:02:28,797 --> 00:02:31,200 როგორც სამხილი დანაშაულის შემდეგ. 63 00:02:31,200 --> 00:02:33,938 ეს საგნები იარაღია 64 00:02:33,938 --> 00:02:36,393 მსხვერპლების იდენტიფიკაციისათვის, 65 00:02:36,393 --> 00:02:39,640 ამავდროულად ფასეული სამხილია 66 00:02:39,640 --> 00:02:42,477 სასამართლო ტრიბუნალისათვის. 67 00:02:42,477 --> 00:02:44,568 დროდადრო იბარებენ გადარჩენილებს 68 00:02:44,568 --> 00:02:47,119 ფიზიკურად, ამ საგნების ამოსაცნობად. 69 00:02:47,119 --> 00:02:50,449 მაგრამ ეს რთული, არაეფექტური 70 00:02:50,449 --> 00:02:53,551 და უაღრესად მტკივნეული პროცესია. 71 00:02:53,551 --> 00:02:57,344 როცა სასამართლო ექსპერტები, ექიმები და ადვოკატები 72 00:02:57,344 --> 00:02:58,486 ამთავრებენ საქმეს მათთან 73 00:02:58,486 --> 00:03:01,417 ეს საგნები დუმდებიან. 74 00:03:01,417 --> 00:03:04,319 არ დაიჯერებთ მაგრამ, ნაწილი საგნებისა ნადგურდება, 75 00:03:04,319 --> 00:03:05,956 ან ხდება მათი თაროზე შემოდება, 76 00:03:05,956 --> 00:03:08,198 მხედველობიდან და გონებიდან შორს. 77 00:03:08,198 --> 00:03:10,714 მე გადავწყვიტე, რამდენიმე წლის წინ, 78 00:03:10,714 --> 00:03:13,380 ფოტო გადამეღო თითოეული ასეთი საგნისათვის, 79 00:03:13,380 --> 00:03:15,281 ვიზუალური არქივის შესაქმენლად. 80 00:03:15,281 --> 00:03:18,631 გადარჩენილებს ადვილად რომ მოეძებნათ ისინი. 81 00:03:18,631 --> 00:03:22,688 მინდა რომ საზოგადოებას ხელი მიუწვდებოდეს მათზე 82 00:03:22,688 --> 00:03:25,431 უფრო მეტი ჰქონდეს ვიდრე ზოგადი ცოდნა. 83 00:03:25,431 --> 00:03:27,615 ამ შემთხვევაში ვინმემ 84 00:03:27,615 --> 00:03:29,216 შეიძლება ამოიცნოს რომელიმე საგანი, 85 00:03:29,216 --> 00:03:31,912 მაგრამ ესეც რომ არა, ეს ფოტოები 86 00:03:31,912 --> 00:03:35,714 დარჩება მუდმივ, მიუკორძოებელ და აკურატულ 87 00:03:35,714 --> 00:03:37,626 შემხსენებლად იმისა თუ რა მოხდა. 88 00:03:37,626 --> 00:03:39,764 ფოტოგრაფია თანაგრძნობასთანაა კავშირში 89 00:03:39,764 --> 00:03:42,982 და ამ საგნებთან გაცნობა თანაგრძნობის გარანტიაა. 90 00:03:42,982 --> 00:03:45,436 აქ მე მხოლოდ იარაღი ვარ, 91 00:03:45,436 --> 00:03:47,090 ან თუ გსურთ ექსპერტი, 92 00:03:47,090 --> 00:03:49,755 ხოლო ეს ფოტოები 93 00:03:49,755 --> 00:03:52,376 დოკუმენტია. 94 00:03:52,376 --> 00:03:55,515 როცა ყველა დაკარგული პიროვნების 95 00:03:55,515 --> 00:03:57,288 იდენტიფიცირება მოხდება 96 00:03:57,288 --> 00:03:59,630 ეს საგნები 97 00:03:59,630 --> 00:04:01,555 უბრალოდ დარჩებიან 98 00:04:01,555 --> 00:04:03,762 უკანასკნელ დადასტურებად 99 00:04:03,762 --> 00:04:05,319 და შემხსენებლად იმისა, 100 00:04:05,319 --> 00:04:07,347 რომ ისინი ოდესღაც 101 00:04:07,347 --> 00:04:09,319 არსებობდნენ. 102 00:04:09,319 --> 00:04:11,657 დიდი მადლობა! 103 00:04:11,657 --> 00:04:15,470 (აპლოდისმენტები)