ესენი მარტივი საგნებია:
საათები, გასაღებები,
სავარცხლები, სათვალეები.
ის საგნებია, რომლებიც
გენოციდის მსხვერპლებს ბოსნიაში,
თან ჰქონდათ ბოლო წუთებში.
ჩვენთვის ნაცნობია თითოეული ეს
ყოველდღიური საგანი.
ფაქტი, რომ ამ ადამიანების ნაწილს,
თან ჰქონდა კბილის პასტა და ჯაგრისი,
ნათელი დადასტურებაა იმისა,
რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ რა ელოდათ.
მათ ეუბნებოდნენ,
რომ ცვლიდნენ სამხედრო ტყვეებზე.
მოხდა ამ საგნების ამოღება და აღდგენა
ჩემი მშობლიური მიწის მრავალი,
საერთო სასაფლაოდან
და ახლაც, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, ხდება
ცხედრების ექსგუმაცია
ახლად აღმოჩენილი სამარხებიდან,
ომიდან 20 წლის შემდეგ.
სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ყველაზე
დიდი სასაფლაოა,
რომელიც ოთხწლიანი კონფლიქტის დროს შეიქმნა,
რომელმაც გაანადგურა ბოსნიური ნაცია
90-იანი წლების დასაწყისში.
დაახლოებით 30,000 მშვიდობიანი მოქალაქე
დაიკარგა და დაიღუპა,
100,000 ადამიანი შეეწირა
საბრძოლო ოპერაციებს.
მათი უმეტესობა მოკლეს
კონფლიქტის დასაწყისში,
ან საბრძოლო ოპერაციების
დასრულებისას,
როდესაც გაეროს უსაფრთხო ზონები,
როგორიცაა სრებრენიცა
სერბული არმიის ხელში ჩავარდა.
საერთაშორისო სასამართლო ტრიბუნალმა
უამრავი ვერდიქტი გამოიტანა
კაცობრიობის წინაშე დანაშაულისა და
გენოციდისათვის.
გენოციდი არის
რასობრივი, პოლიტიკური, რელიგიური
ან ეთნიკური ჯგუფის სისტემური განადგურება.
გენოციდი არა მარტო მკვლელობაა,
ის ასევე მსხვერპლის ქონების და
კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაა.
მათი არსებობის წაშლა.
გენოციდი მხოლოდ მკვლელობა არ არის,
ის იდენტობის გაქრობაა.
მაგრამ რჩება კვალი.
არ არსებობს იდეალური დანაშაული.
ყოველთვის რჩება, რაღაც იმისგან,
რაც განადგურდა,
ისინი უფრო გამძლეები არიან ვიდრე
მათი მსხვრევადი სხეულები
და ჩვენი სელექციური მეხსიერება.
ეს საგნები აღდგენილია
სასაფლაოებიდან.
ასეთი კოლექციის შექმნის მთავარი მიზანი
არის უნიკალური პროცესი
მათი იდენტიფიცირების, ვინც ემსხვერპლა
ამ მკვლელობებს,
პირველ გენოციდს ევროპულ მიწაზე
ჰოლოქოსტის შემდეგ.
არც ერთი გვამი არ უნდა დარჩეს
არაიდენტიფიცირებული.
აღდგენილი საგნები,
რომელიც მსხვერპლებს თან ქონდათ
ფრთხილად იწმინდება,
ხდება მათი ანალიზი,
შემდეგ კატალოგში შეტანა და შენახვა.
ათასობით არტეფაქტი იფუთება თეთრი
პლასტიკის ჩანთაში,
როგორც სამხილი დანაშაულის შემდეგ.
ეს საგნები იარაღია
მსხვერპლების იდენტიფიკაციისათვის,
ამავდროულად ფასეული სამხილია
სასამართლო ტრიბუნალისათვის.
დროდადრო იბარებენ გადარჩენილებს
ფიზიკურად, ამ საგნების ამოსაცნობად.
მაგრამ ეს რთული, არაეფექტური
და უაღრესად მტკივნეული პროცესია.
როცა სასამართლო ექსპერტები,
ექიმები და ადვოკატები
ამთავრებენ საქმეს მათთან
ეს საგნები დუმდებიან.
არ დაიჯერებთ მაგრამ,
ნაწილი საგნებისა ნადგურდება,
ან ხდება მათი თაროზე შემოდება,
მხედველობიდან და გონებიდან შორს.
მე გადავწყვიტე, რამდენიმე წლის წინ,
ფოტო გადამეღო თითოეული ასეთი საგნისათვის,
ვიზუალური არქივის შესაქმენლად.
გადარჩენილებს ადვილად რომ მოეძებნათ ისინი.
მინდა რომ საზოგადოებას ხელი
მიუწვდებოდეს მათზე
უფრო მეტი ჰქონდეს ვიდრე ზოგადი ცოდნა.
ამ შემთხვევაში ვინმემ
შეიძლება ამოიცნოს რომელიმე საგანი,
მაგრამ ესეც რომ არა, ეს ფოტოები
დარჩება მუდმივ, მიუკორძოებელ და აკურატულ
შემხსენებლად იმისა თუ რა მოხდა.
ფოტოგრაფია თანაგრძნობასთანაა კავშირში
და ამ საგნებთან გაცნობა
თანაგრძნობის გარანტიაა.
აქ მე მხოლოდ იარაღი ვარ,
ან თუ გსურთ ექსპერტი,
ხოლო ეს ფოტოები
დოკუმენტია.
როცა ყველა დაკარგული პიროვნების
იდენტიფიცირება მოხდება
ეს საგნები
უბრალოდ დარჩებიან
უკანასკნელ დადასტურებად
და შემხსენებლად იმისა,
რომ ისინი ოდესღაც
არსებობდნენ.
დიდი მადლობა!
(აპლოდისმენტები)