მოდით დავფიქრდეთ, რას ნიშნავს რიცხვების მიმატება. მოდით დავიწყოთ ერთით. 1-ს + 1. რას უდრის ეს? ასე შევხედოთ, ჩვენ გვაქვს ერთი საგანი. დავუშვათ, იისფერი წრე. უბრალოდ იისფერ წრეს დავხატავ. და კიდევ ერთ საგანს დავამატებ. რადგან ეს ლურჯია. მეორე წრეც ლურჯი იქნება. მაგას აქ დავსვამ. ერთს პლუს ერთი. 1-ს + 1. ჯამში რამდენი წრე მაქვს? მე მაქვს ორი წრე. 2 წრე მაქვს. 1-ს + 1 არის 2. თქვენ იტყვით, "კარგი, სალ. ეს გასაგებია." მოდი დიდი რიცხვებით გავაკეთოთ იგივე. დავუშვათ, გვინდა გავიგოთ რას უდრის –––– დავსვათ აქ კითხვის ნიშანი; რაღაცა უდრის, დავუშვათ, 2–ს + 3–ს ეს რაღაც რადმდენი იქნება? გირჩევთ, გააჩეროთ ვიდეო და დამოუკიდებლად მოიფიქროთ. ამას შეგიძლიათ შემდეგნაირად შეხედოთ: მაქვს 2 ნივთი, და ვუმატებ კიდევ 3 ნივთს ჯამში რამდენი ნივთი მაქ? ესე იგი, გაქვთ 2 ნივთი, დავუშვათ, ისევ იისფერი წრეები. გვაქვთ ერთი და მეორე იისფერი წრე. ეს 2, აქ რომ ხედავთ. და შემდეგ ამას ვუმატებთ კიდევ სამს. კიდევ 3 წრეს. ლურჯ წრეებს დავხატავ, რადგან სამიანი ლურჯად გვაქვს. გვაქვს ერთი, ორი და სამი. და ახლა ჯამში რამდენი წრე გვაქვს? შეგვიძლია დავთვალოთ. გვაქვს 1, 2, 3, 4, 5. ახლა დავწერ. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი წრე. ასე რომ ორს პლუს სამი. 2 ნივთს პლუს 3 ნივთი უდრის ხუთ ნივთს. ასე რომ, კითხვის ნიშნის ნაცვლად დავწერთ ხუთს. მაგრამ სანამ დავწერთ, ეს წავშალოთ. შემიძლია ვთქვა, რომ 5 უდრის 2-ს პლუს 3–ს.